ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ბიბლია და დინოზავრები

ნაწილი I
II


დინოზავრების წარმომავლობა

სადღეისოდ ჩვენს წინაშე არ დგას საკითხი – "არსებობდნენ თუ არა დინოზავრები დედამიწაზე?". მრავალი ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმებში სავსეა ამ უძველეს ცხოველთა არსებობის დამამტკიცებელი ფაქტობრივი მასალები – დინოზავრების ჩონჩხები და ნაკვალევები. მეტიც, მსოფლიოს ყველა მუზეუმი ერთად აღებული ვერ დაიტევს იმ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც გაკეთდა მოცემული საკითხის კვლევის პროცესში. მაგრამ დღის წესრიგში დგას სხვა საკითხი, რომელზე პასუხმს შეუძლია კარდინალურად შეცვალოს წარმოდგენა ძველი ადამიანის ცხოვრებაზე -  "ცხოვრობდნენ თუ არა დინოზავრები და ადამიანები ერთად?". რას ამბობს ბიბლია დინოზავრებზე? შევეცადოთ ჩვენს გამოკვლევაში პასუხი გავცეთ ამ და სხვა შეკითხვებს.

დინოზავრები შექმნა ღმერთმა, ისევე როგორც სხვა ქმნილებები: მცენარეები, ცხოველები და ადამიანი. დღე, როდესაც ღმერთმა შექმნა დინოზავრი, შეიძლება ამოვიკითხოთ ბიბლიაში, დაბადების წიგნში: "თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო" (დაბ. 1:20-25). 

არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ აქ არ გვხვდება სიტყვა "დინოზავრი", რადგან ეს სიტყვა გაჩნდა 1941 წელს. ეს სახელწოდება ეკუთვნის დოქტორ რიჩარდ ოუენს – ცნობილი ფრანგი მეცნიერის, დოქტორ გეორგ კიუვიეს მეგობარს. ოუენმა პირველმა გამოიყენა ეს სიტყვა თავის სამეცნიერო ნაშრომში 1941 წელს, რომლის სახელწოდება იყო: "მოხსენება რეპტილიათა ბრიტანული ნარჩენების შესახებ". ტერმინი "დინოზავრი" შედგება ორი სიტყვისგან: "დინოს" – წარმოუდგენლად დიდი და "ზაურუს" – ხვლიკი. ამგვარად, სიტყვა "დინოზავრი" სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც "წარმოუდგენლად დიდი ხვლიკი".

საბოლოოდ, მსოფლიოს ყველა მეცნიერმა მიიღო ეს სიტყვა და დღეს იგი დედამიწის ყოველი ადამიანისთვის არის ცნობილი, პატარა ბავშვების ჩათვლით. პალეონტოლოგთა უმეტესობა, თუმც არა ყველა, დინოზავრებს განაკუთვნებს რეპტილიებს დინოზავრების ნარჩენებთან მათი ძვლების, კბილების, კანისა და ძვლის ფირფიტების მსგავსების გამო. და თუმცა ზუსტად განსაზღვრული არ არის, ვინ განაკუთვნონ დინოზავრებს და ვინ არა, ყველა შეთანხმებულია ერთში, რომ არიან არსებები, რომლებსაც უწდებენ დინოზავრებს.

უფალმა ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა 6 დღეში (რაზეც მოწმობს არა მარტო დაბადების წიგნი (თ. 1), არამედ გამოსვლათა წიგნიც (20:11) და იოანეს სახარება (1:3). მეტიც, არსებობს მოწმობები, რომ დინოზავრები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, ერთ დროს, ერთ პერიოდში და არა მილიონობით და მილიარდობით წლებით ადრე, ადამიანის გამოჩენამდე, მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.


ახსენებს თუ არა ბიბლია დინოზავრებს?

შეგახსენებთ, რომ სიტყვა "დინოზავრი" ბიბლიაში არ გვხვდება, რადგან თვით ეს ცნება გაჩნდა საკმაოდ გვიან, მაგრამ არსებობს ზოგიერთი არსების აღწერილობა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ არსებებს, რომელთა ნარჩენებს პოულობენ არქეოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რომლებიც სხვას არავის ჰგვანან თუ არა დინოზავრებს.

ერთ ერთი ასეთი ამომწურავი აღწერა დინოზავრთმსგავსი ცხოველისა გვხვდება იობის წიგნის მე-40 თავში: "აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი! აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე! დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი! მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე. მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს. აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია; ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს; მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები; ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს?" (იობი 40:10-19). (ძვ. ქართ. "აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ. აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან. გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული; ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა").

ბიბლია ლაპარაკობს არსებაზე, რომლებიც დინოზავრს მოგვაგონებს. ბიბლია სარგებლობს ისეთი სახელწოდებებით, როგორიცაა "ბეჰემოთი" და "ტანინი". სიტყვა "ბეჰემოთი" ნიშნავს გიგანტურ სამეფო ცხოველს, ხოლო სიტყვა "ტანინში" მოიაზრება დრაკონის მსგავსი გიგანტური ზღვის ცხოველები: ვეშაპი, გიგანტური რვაფეხები და კალმარები, ასევე ზღვის ხვლიკები, პლეზიოზავრები, რომლებიც სადღეისოდ პრაქტიკულად ამოწყდნენ.

რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ნაწყვეტში ლაპარაკია დინოზავრზე? როდესაც ამ ნაწყვეტს ზედაპირულად ვკითხულობთ, ვერ ვამჩნევთ, რომ მასში ბევრი რამ არის უცნაური და საინტერესო, რაც უფრო დაკვირვებული კითხვისას ხდება თვალსაჩინო. კერძოდ, ცხადი ხდება, რომ აქ ლაპარაკია არა იმ ბეჰემოთზე, რომელიც ჩვენს დროში ცხოვრობს, არამედ სხვა ცხოველზე, რომელიც თავისი მასშტაბებით და სიძლიერით ბევრად აღემატება ბეჰემოთს. აი, რა საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას კენტ ჰოვინდი, კრეაციონისტი და მრავალ სემინართა ავტორი, რომელმაც თავისი შრომები მიუძღვნა სამყაროს წარმოშობას.

- ის "ჭამს ბალახს", – ბალახს მრავალი ცხოველი ჭამს, მაგრამ შემდგომი მუხლი ამბობს: "აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია" . ამ ცხოველის ყველაზე დიდი ნაწილი არის მისი მუცელი. ასეთ ცხოველებს განეკუთვნებიან სპილო, ჰიპოპოტამი, დინოზავრი.

შემდეგი მუხლი ამბობს: "ნაძვივით დრეკს თავის კუდს". ანუ მისი კუდი ნაძვივითაა, სპილოს კუდი არ ჰგავს ნაძვს. 

"თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს; მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები". დინოზავრს აქვს დიდი ძვლები, "რკინის წნელებივით". მისი ფეხის სიმაღლე 6 მეტრია.

ყველაზე დიდი დინოზავრი აღმოჩენილ იქნა კანადაში, მისი სიგრძედ ცხვირიდან კუდამდე 50 მეტრია, მაგრამ ძნელდება მისი ამოყვანა მიწიდან. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დინოზავრის წონა 100 ტონაა!

შემდეგ, ბიბლიაში ვკითხულობთ: "ის პირველია ღვთის ქმნილებებში" (ძვ. ქართ. "ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა"). "ის პირველია" (ანუ "იგი არს დასაბამად დაბადებისა...") არ გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ აქ იგულისხმება სპილო ან ჰიპოპოტამი, არამედ რომელიღაც ძალიან დიდი ცხოველი.

იობის წიგნი – ერთ ერთი ყველაზე ძველი წიგნია ძველაღთქმისეულ წერილში და დაწერილია საყოველთაო წარღვნის შემდეგ, დაახლოებით 2000 წელს ქრისტეს შობამდე. აქ ღმერთი აღწერს მიწიერ ცხოველთა მეფეს, დინოზავრთა ოჯახის დიპლოდოკისა და აპატოზავრის მსგავს ცხოველს. ეს იყო უდიდესი და არაჩვეულებრივად სანახავი ცხოველი დიდი და მყარი ძვლებითა და კუნთებით, რომელიც იკვებებოდა გიგანტური მცენარეებით.

"ბეჰემოთს" არ ჰქონდა არაფრის შიში. ის იყო უზარმაზარი და მისი გრძელი და მძლავრი კუდი ძველი სამყაროს ერთ ერთი ძლიერი და დიდი ხის, კედარის მსგავსი იყო.

მოხდა ისე, რომ დროთა განმავლობაში ბიბლიური "ბეჰემოთები" გადაშენდნენ ან ამოწყვიტეს, და ადამიანებმა ისინი დაივიწყეს. მხოლოდ 150 წლის უკან დაიწყეს მუზეუმებში მათი ძვლების შეკოწიწება და უზარმაზარი ექსპონატების გამოფენა თავიანთ დარბაზებში. დღეს მრავალი შეცდომით მიიჩნევს, რომ ბიბლიაში ნახსენები "ბეჰემოთი", ჩვენთვის ცნობილი სპილო ან ჰიპოპოტამია (დღევანდელი ბეჰემოთი). მაგრამ ისინი ვერანაირად ვერ შეესატყვისებიან ბიბლიის მიერ აღწერილ "ბეჰემოთს", რადგან არც სპილოს და არც ჰიპოპოტამის კუდი არანაირად არ გვაგონებს კედარის ხეს.



ლევიათანი







ლევიათანს ბიბლია ახსენებს იობის წიგნის მე-40 და 41-ე თავებში და აღწერს როგორც ზღვის ყველაზე უდიდეს ბინადარს. მისი დაჭერა შეუძლებელია ანკესით, ჰარპუნით ან ბადით. "არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი; ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე". (ძვ. ქართ. "არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა") (იობი 41:24, 25).

რა ცხოველია ლევიათანი? ის არის უზარმაზარი, აქვს ძლიერი ყბები, დიდი კბილები, წყალში სწრაფად გადაადგილების უნარი – ეს ყოველივე ნათელს ჰფენს თუ რა ცხოველთან გვაქვს საქმე. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იყოს კრონოზავრი ან რაიმე მისი მსგავსი. ეს იყო ერთ ერთი ზღვის გრანდიოზული ბინადართაგანი. რათქმაუნდა, ის არ არის დინოზავრი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ეს იყო უზარმაზარი ზომისა და დიდი კბილების მქონე რეპტილია.


ყველაზე განსაცვიფრებელია ის, რომ ასეთი ცხოველები დავით წინასწარმეტყველის დროს ჯერ კიდევ არსებობდნენ. ასე, მაგალითად, დავითის 130-ე ფსალმუნი ახსენებს ლევიათანს: "ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად. იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად" (103: 25, 26). 

აქ, სავარაუდოდ, ლაპარაკია ხმელთაშუა ზღვაზზე. საინტერესოა, რომ მრავალი სანავიგაციო ჟურნალი შეიცავს ცნობასა და მოხსენებას "ზღვის გველეშაპებზე", რომლებიც გარეგნულად ჰგვანან პლიოზავრებსა და მოზაზავრებს. ისინი გამოიყურებიან როგორც გიგანტური ხვლიკები ან ნიანგები, რომელთაც აქვთ ფარფლები, საცურავი აპკები და თათები. გაქვავებული ნარჩენები ადასტურებენ, რომ ზურგის ძვალი მათ ჰქონდათ ძალზედ მოქნილი. სრულიად შესაძლებელია მათ შესძლებოდათ ცურვა სხეულის გველისებური, კლაკნილი მოძრაობებით. ასეთი არსება ერთხელ შეამჩნია გერმანულმა წყალქვეშა ნავმა პირველი მსოფლიო ომის დროს. კაპიტანი გეორგ ვონ ფოსტნერი ასე აღწერს მომხდარ ამბავს:

1915 წლის 30 ივლისს ჩვენ განვახორციელეთ ტორპედული შეტევა ბრიტანულ თბომავალზე "იბერინზე", რომელსაც დიდი ტვირთი გადაჰქონდა ჩრდილოეთ ატლანტიკაში. თბომავალმა სწრაფად იწყო ჩაძირვა. 25 წამში, წყლის ქვეშ გაისმა აფეთქების ძლიერი ხმა. რამოდენიმე წუთის შემდეგ წყლის ზედაპირზე უდიდესი ძალით ამოხეთქა თბომავალის ნაწილებმა, რომლებიც 20-30 მეტრის რადიუსში გაიფანტა, რომელთა შორის შევამჩნიეთ უზარმაზარი ზღვის ბინადარი (კონვულსიებში)". მე, ჩემს ოფიცრებთან, უფროს ინჟინერთან, ნავიგატორთან და მესაჭესთან ერთად სათვალთვალო კოშკთან ვიდექი. ყველამ თითქმის ერთდროულად შევყვირეთ და ზღვის ურჩხულზე მივუთითეთ. ჩვენგან არავინ იცოდა, რა იყო ეს. ცხოველი წყალში ჩაიძირა 10-15 წამის შემდეგ, ამიტომაც, სამწუხაროდ, მისი ფოტოგრაფირების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ის დაახლოებით იყო 20 მეტრის სიგრძის, ჰქონდა ნიანგის ფორმა და გააჩნდა ოთხი კიდური ფარფლებიანი თათებით და გრძელი, ბოლოში წაწვრილებული კუდით".



დინოზავრები და დრაკონები

ძველთაგანვე არსებობს მრავალი ჩანაწერი და მოწმობა იმ იდუმალ არსებათა შესახებ, რომლებიც თავისი გარეგნობით მოგვაგონებენ რეპტილიებს და რომლებიც ოდესღაც ბინადრობდნენ დედამიწაზე. ცხადია, ისინი მრავლად და თანაც, სხვადასხვა სახეობისა და ზომისანი იყვნენ. მათ ყველას თავისი სახელი ჰქონდა. ასე, მაგალითად, ძველმა ევროპელებმა მათ "დრაკონები" შეარქვეს. დრაკონთა აღწერილობა, პრაქტიკულად ემთხვევა დინოზავრთა აღწერილობას. ძველი ლეგენდები დრაკონებზე, სავარაუდოდ, აღმოცენდა დინოზავრებზე არსებული მოგონებების საფუძველზე. მსოფლიოს მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ ყველა ლეგენდა დაფუძნებულია ფაქტებს და არა მარტო წარმოსახვასა და ფანტაზიებს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ ლეგენდები დინოზავრებზე და მათი გამოსახულებები შეიძლება ვნახოთ დედამიწის მრავალ კუთხეში: აფრიკაში, ინდოეთში, ევოპაში და ასევე, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ა. შ. დინოზავრებს ახსენებენ ისტორიის პირველი წერილობითი მოწმობები.

ცხადია, ზოგიერთი ისტორია არის წმიდა წყლის გამონაგონი, ასევე მათში აღწერილ "დრაკონთა"  გარეგნული და ფიზიკური თვისებები, მაგრამ აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ადამიანი ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა ამ ცხოველთა უნიკალურობაზე და მონადირეთა გმირულ თვისებებზე. სხვა ისტორიები, არა მარტო სინამდვილესთან არ არის ახლოს, არამედ შემოსილია ზღაპრული და მისტიკური სამოსელით. თუმცა მრავალი ლეგენდა იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და ნდობას.

ყველა არსებული ნახატი, ჩანაწერი, ლეგენდა და სხვა ფაქტები, რომლებიც მოგვითხრობენ დინოზავრებზე, მოწმობს იმას, რომ ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდა ამ არსებებთან ერთად: ისინი ხედავდნენ მათ, ხატავდნენ გამოქვაბულებსა და კლდეებში, ნადირობდნენ მათზე, იყენებდნენ მათ ძვლებს, შინაგან ორგანოებს და ფერმენტებს წამლების დასამზადებლად და ა. შ.



დასკვნა

უფალმა ღმერთმა შექმნა დინოზავრები. მათი უდიდესი ნაწილი წარღვნის დროს დაიღუპა. გადარჩა მოხლოდ დინოზავრთა მცირე ნაწილი, რომლებიც აღმოჩნდნენ ნოეს კიდობანში. წარღვნის შემდეგაც არ ყოფილან დინოზავრები იშვიათი ცხოველები, არამედ წლიდან წლამდე მცირდებოდა მათი რიცხვი, რადგან ადამიანები ნადირობდნენ მათზე.

დღეისათვის შემორჩენილია რამოდენიმე დინოზავრი. დანარჩენი ნაწილი ან ადამიანმა გაანადგურა, ან ამოწყდა კლიმატის შეცვლის გამო, ან კიდევ შეავიწროვა ცივილიზაციამ და იძულებულია მოეფაროს ადამიანის მხედველობას.

რაც შეეხება გადაშენებას, ბოლო 350 წლის განმავლობაში მეცნიერებმა დააფიქსირეს ცხოველთა 400-ზე მეტი სახეობის გადაშენება. და თუკი უბრალო ცხოველები ქრებიან პირისაგან მიწისა, რა უნდა ვთქვათ ისეთ ეკზოტიკურ ცხოველებზე, როგორებიც არიან დინოზავრები? მიუხედავად ამისა, ისინი აქაიქ მაინც გვხდებიან. ჩვენს თანამედროვე დინოზავრებზე თვითმხილველთა მიერ ყველაზე მეტი მოწმობა შეგროვილია აფრიკის ჭაობებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ მიავლინეს 40-მდე ექსპედიცია. არსებობს მრავალი წიგნი, რომელიც ამ ექსპედიციათა მონაწილეების მიერ არის დაწერილი და ამტკიცებებნ, რომ დინოზავრები ჯერ კიდევ არსებობენ.