ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა 


მიტროპოლიტ მიტროპოლიტ დანიელის მიერ, ღირსი მაქსიმე ბერძენის განკითხვის შესახებ

ახალმოწესე: მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებათა დასაცავად, რომლებმა დაგმეს ორი თითით პირჯვრისწერა, შეგვიძლია მივუთითოთ ისტორიულ შემთხვევას, როდესაც რუსეთის მიტროპოლიტმა დანიელმა წიგნების არასწორი გასწორებისთვის დაგმო ღირ. მაქსიმე ბერძენი და ის მწვალებლადაც კი გამოაცხადა. არადა, არც ჩვენ და არც თვენ, ძველმოწესეები, არც მიტროპოლიტ დანიელს და არც ღირ. მაქსიმეს მწვალებლად არ მივიჩნევთ. ამიტომაც, არ შეგიძლიათ ჩვენი ეკლესია გამოაცხადოთ მწვალებლურად, თუნდაც მან თქვენ მწვალებლები გიწოდათ. 

ძველმოწესე: ნება მომეცით გკითხოთ: სად არის ნათქვამი, რომ მოსკოვის მიტროპოლიტმა დანიელმა მაქსიმე ბერძენი წიგნების არასწორი გასწორებისთვის დაგმო?

ახალმოწესე: ასე წერია ე. ანტონოვის პასუხებში 105 შეკითხვაზე, კერძოდ 25-ე პასუხში.

ძველმოწესე: ანტონოვს არასწორად უწერია. მაქსიმე ბერძენის დაგმობას ერთი მიზეზი არ ჰქონია, მიზეზი მრავალი და სხვადასხვაგარი იყო. პროფ. ე. გოლუბინსკის "რუსეთის ეკლესიის ისტორიაში" ვკითხულობთ: "დანიელი მონასტრებისადმი მიწების სამემკვიდრეოდ (ვოტჩინების) გადაცემის ღირ. იოსებისეული იდეის მეტად მოშურნე მომხრეთა რიგს მიეკუთვნებოდა. შედეგად, როგორც ასეთი, ბასიანე კოსოის და ღირ. მაქსიმე ბერძენს საკუთარ მტრებად მიიჩნევდა. ამ მტრების სრული და ულმობელი დამარცხება იყო ის უმთავრესი ამოცანა, რაც ძლიერ დაეტყო დანიელის მმართველობას... ღირ. მაქსიმე ბერძენი, რომელიც ბასიანეს თანამოაზრე იყო, მის თანამშრომელად გამოვიდა: ვოტჩინების საკითხში ისიც ჩაერთო და თანაც წერილობითად... ცხადია, ამის გამო მას, ისევე როგორც ბასიანეს, დანიელის რისხვა უნდა დაემსახურებინათ... ღირ. მაქსიმე დანიელის მოწინააღმდეგე იყო მონასტრებისათვის მიწების სამემკვიდრეოდ გადაცემის საკითხში, მაგრამ შეუძლებელია ჰქონოდა მისდამი ის პირადი, მიკერძოებული სიძულვეილი, რაც დანიელისადმი გააჩნდა ბასიანეს... ხოლო დანიელს განსაკუთრებული სიძულვილი უნდა ჰქონოდა ბასიანესა და მაქსიმეს წინააღმდეგ, როგორც ვოტჩინის საკითხის მოწინააღმდეგეებისადმი.

მაგრამ, პირადი სიძულვილი, როგორც ცნობილია, აღემატება ყოველგვარ სხვა სიძულვილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძულე ნამდვილად აღიარებს საკუთარ ნაკლოვანებებს, რომლის გამოც ხდება მძაფრი კრიტიკის მიზეზი. გამომდინარე აქედან, ბასიანესა და მაქსიმეს მიმართ დანიელს იმდენად სასტიკი და მძაფრი სიძულვილი უნდა ჰქონოდა, რამდენიც კი შეეძლო, არადა, როგორც მომდევნო მოვლენებმა აჩვენა, ყველაზე ულმობელი და შეურიგებელი სიძულვილი შესძლებია" (т. II, стр. 704, 705, 707).   

აქედან უპირველეს ყოვლისა ჩანს ის, რომ მიტროპოლიტ დანიელის სიძულვილს ღირ. მაქსიმესადმი ჰქონია კერძო საფუძველი, ანუ დანიელს ღირ. მაქსიმე სძულდა ვოტჩინების საკითხისადმი მისი წინააღმდეგობისათივს, რის გამოც, თავისი შურისმგებელი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა რაც უნდა დასჯდომოდა შური ეძია ღირ.  მაქსიმეზე და ამისი შემთხვევაც მალე მიეცა.

"უცებ როდი შესძლო დანიელმა მისწვდომოდა ბასიანეს, - ვკითხულობთ ე. გოლუბინსკის იმავე ნაშრომში, - მაგრამ, მაქსიმეს მალე წაატანა ხელი და მთელი თავისი საშინელი ძალით თავს დაატყდა" (გვ. 707). სიმოკლისთვის საქმის დეტალურ აღწერას არ შევუდგები და გამოვტოვებ როგორ მიაღწია დანიელმა მაქსიმეს დასჯას თავად ბასილ ივანეს ძეს მეშვეობით და ისიც არა საეკლესიო საკითხთა გამო, არამედ უფრო პოლიტიკური მოტივაციით, არამედ წავიკითხავ იმ ადგილს, სადაც ლაპარაკია თუ რისთვის გაასამართლეს მაქსიმე, რათა ცხადი გახდეს: შეიძლება თუ არა ეს მაგალითი გამოდგეს პატრ. ნიკოინის რეფორმის გასამართლებლად.

მაშ ასე, ე. გოლუბინსკის იმავე "ისტორიაში" ვკითხულობთ: "მიტროპოლიტ დანიელის მრისხანებამ მაქსიმეს 1525 წელს დაატყდა თავზე: მაქსიმე დააპატიმრეს, რათა ამ წლის თებერვლის პირველ რიცხვებშივე წარედგინათ სასამართლოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებების უმცირესი  ნაწილი იყო საეკლესიო ხასიათისა, დიდმა თავადმა მაქსიმეს დასჯა ეპისკოპოსთა კრებას მოსთხოვა და კრების მხოლოდ პირველ სხდომას ესწრებოდა თავისი ძმებითა და აზნაურების თანდასწრებით, რის გამოც კრება პირველად სამეფო პალატებში გაიმართა.

კრების შესახებ არსებული ცნობების მიხედვით ჩატარებულა მრავალი სხდომა და დიდი გამოძიება მაქსიმედ ბრალდებებთან დაკავშირებით. ეს თუ სიმარტლეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ სასამართლო წინასწარგანზრახვით ჭიანურდებოდა რათა ეჩვენებინათ, თითქოსდა მაქსიმეს საქმე მიმოწვლილვით გამოძიებას ითხოვს და თითქოსდა ის დამნაშავეა... მაქსიმე ორჯერ, 1525 და 1531 წლებში, გაასამართლეს.

1525 წლის კრების საქმეებიდან ვიცით, რომ მაქსიმე დაადანაშაულეს ერთ მწვალებლობაში; შემდეგ, 1531 წელს ის დადანაშაულებულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის კადნიერ მოხსენიებაში, პოლიტიკურ დანაშაულში, პოლიტიკურ-დამნაშავეობრივ მსჯელობებსა და სისხლის სამართლის ერთ საქმეში. მაქსიმე ბერძენის მოჩვენებითი მწვალებლობა მდგომარეობდა შემდეგში. დიდი თავადის განკარგულებით მას დაავალეს ჩვენი საღვთისმსახურო წიგნების გასწორება. იმ პერიოდში მაქსიმემ ჯერ კიდევ კარგად არ იცოდა რუსული ენა და როდესაც ზატიკის შესწორება დაიწყო, დაუშვა ენობრივი შეცდომები, რომლებშიც ზოგიერთი მწვალებლობა მოიაზრებოდა (კერძოდ ამაღლების საღვთისმსახურებო ტექსტებში). მაქსიმემდე ღვთისმსახურების ტექსტში ქრისტეს შესახებ ეწერა: "...взыде на небеса и седе одесную Отца" ("ამაღლდა ზეცით და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"), "...седяй одесную Отца" ("რომელი  მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"). მაქსიმემ ასე ჩაასწორა: "...седел (седел еси) одесную Отца ("იჯდა მარჯვენით მამისა"), "седевший одесную Отца" (რომელი იჯდა მარჯვენით მამისა").

მაქსიმეს ეგონა, რომ არასწორი ადგილები სწორად ჩაასწორა და სურდა თავისი გასწორებულის დაცვა. ამის საფუძველზე მას წარუდგინეს შემდეგი ბრალდება: "Максим инок святогорец говорил и учил многих и писал о Христе, яко седение Христово одесную Отца есть мимошедшее, и минувшее: якоже Адамово селение в раи и прямо рая седение, тако и Христово седе-ние одесную Отца мимошедшее" ("მაქსიმე მთაწმინდელი ქრისტეს შესახებ ამბობდა და მრავალსაც ასწავლიდა თითქოსდა მამის მარჯვენით ქრისტეს ჯდომა წარმავალია, დროებითია და გარდასულია; როგორც გარდასულია ადამის სამოთხეში შესახლება და შემდეგ სამოთხის წინ ჯდომა, ასევე ქრისტეს მამის გვერდით ჯდომაც გარდასულია"). 

თავისთავად იმის მტკიცება, რომ თითქოსდა მაქსიმე მამის მარჯვნივ ქრისტეს ჯდომის გარდასულობას (წარსულობას) ასწავლიდა, უკიდურესი სისულელეა, მაგრამ ნამდვილად დასაშვებია დაეცვა თავისი არასწორი ჩასწორება და სანამ რუსულ ენას ჯეროვნად არ ისწავლიდა, ამ ჩასწორების დაცვა მეტ-ნაკლები პრინციპულობით დასაჯერებელია...

1525 წლის ჩანაწერი, რომელიც ბრალდებათა ჩვენთვის საინტერესო ერთ პუნქტზე ლაპარაკობს, ამტკიცებს, რომ როდესაც მაქსიმეს ბრალდება წაუკითხეს, ის იმავეს პასუხობდა, რასაც ადრე: "в том разньства ни котораго несть, а то мимошедшее Адамово селение в рай и седение прямо рая мимошедшее есть, такоже (и) Христово седение одесную Отца, мимошедшее есть".

რადგან 1525 წელს მაქიმეს უკვე იმდენად კარგად უნდა ცოდნოდა რუსული ენა, რომ მისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო გამოთქმებს: "седе"-სა და "седел"-ს შორის განსხვავება, ძალზედ საეჭვოა ასე ექადაგა. უფრო მაქსიმემ კრებისგან თავისი უნებლიე შეცოდების გამო პატიება ითხოვა. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, არავისთვის არ უნდა იყოს საეჭვო, რომ მაქსიმე მწვალებლობას კი არ იცავდა, არამედ არასწორ თარგმანს, რომელიც სწორი ეგონა. ამგვარად, საქმე ისეც რომ ყოფილიყო, როგორც კრების საქმეთა ჩანაწერები აჩვენებს, მაქსიმეს დანაშაული იმაში კი არ იქნებოდა, თითქოსდა მწვალებლობას იცავდა, არამედ იმაში, რომ იცავდა მწვალებლური აზრის შემცველ არასწორ თარგმანს, რომელსაც არ აღიარებდა..." (с. 711, 712 и 713).

იგივეს ვკითხულობთ სხვა ისტორიაში: "ის (მაქსიმემ) დაიწყო ტრიოდიონის შესწორება, შემდეგ კი სხვა წიგნებისაც. მრავალრიცხოვან და უხეშ შეცდომებს, რომლებიც მას ამ წიგნებში ხვდებოდა, მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით აკრიტიკებდა, თუმცა სლავური ენის არცოდნის გამო, წიგნების შეწორებისას შეცდომები თვითონაც დაუშვა. მაგალითად, ტრიოდიონში, მამის მარჯვენით ძის ჯდომის შესახებ მან გამოიყენა არასწორი გამოთქმა: "седел ecu, седев..." როდესაც ამ შეცდომებზე უთითებდნენ, ამბობდნე, რომ მაქსიმეს კი არ ასწორებს, არამედ აფუჭებსო საღმრთო წიგნებს... მაშინ წარადგინეს მის მიერ დაშვებული შეცდომები და 1525 წლის კრებამ ის წიგნთა შერყვნის გამო დასაჯა. მაქსიმე დააპატიმრეს და ვოლოკოლამის მონასტერში ჩაამწყვდიეს. 

1531 წ. მაქსიმე ისევ გამოიძახეს კრებაზე და კვლავ წიგნების გაფუჭებასა და სხვადასხვა მწვალებლობებში დაადანაშაულეს, რომლებიც მის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეტაფრასტულ თარგმანში იპოვეს და, ბოლოს, იმაშიც, რომ არ ინანიებს თავის დანაშაულს, ავრცელებს საკუთარ თარგმანებს, რუსულ მონასტრებს კი გმობს და ვერცხლისმოყვარეებად აცხადებს. ამის შემდეგ მაქსიმე ტვერის სამი ყრმის მონასტერში გადაიყვანეს, სადა 1533 წლამდე იყო პატიმრობაში. რამოდენიმეჯერ მაქსიმემ გათავისუფლება და ათონის მთაზე დაბრუნება ითხოვა; 1545 წ. ამგვარი თხოვნით ალექსანდრიის პატრიარქ იოაკიმესაც კი მიმართა. მაგრამ ამაოდ. მაქსიმეს გაშვება არა თუ არ სურდათ, სავარაუდოდ, ეშინოდათ კიდც. "ის არის გონიერი კაცი, რომელმაც იხილა ჩვენი სიკეთეც და ცოდვებიც. როდესაც რუსეთიდან წავა, ყველას მოუყვება ჩვენს შესახებ", ლაპარაკობდა მასზე ბოიარინი ბერსენი. მხოლოდ 1553 წ. გაათავისუფლეს ის პატიმრობიდან და გადაიყვანეს სერგის ლავრაში; მაგრამ აქ მაქსიმემ არც თუ დიდი ხანი იცოცხლა და 1556 წ. გარდაიცვალა კიდეც" (Истор. русск. словесн. Порфирьева, стр. 513, 514, 515). 

შეიძლება კიდევ გაგვეგრძელებინა კითხვა, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, წაკითხულიდანაც სრულიად მკაფიოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიტროპოლიტმა დანიელმა გადააჭარბა მაქსიმეს დანაშაულობის საკითხში, თუმცა არც იმის უარყოფაა შესაძლებელი, რომ მის გასამართლებას საფუძვლად დაედო მის მიერ თარგმანში რუსული ენის უცოდინრობით დაშვებული შეცდომები. 

უეჭველია ისტორიკოს ე. გოლუბინსკის დასკვნაც, რომ მაქსიმე პატიებას სთხოვდა კრებას არამიზანმიმართულ შეცდომებში და ამის შემდეგაც თუ პატიმრობაში დარჩა, სულ სხვა მიზეზთა გამო, რომელსაც არაფერი აკავშირებს წიგნების გასწორებასთან.

ახალმოწესე: მითხარით გეთაყვა, რაში მდგომარეობდა ეს მიზეზები?

ძველმოწესე: ნაწილობრივ ამაზე უკვე მიგითითეთ ჩემს პირველ მტკიცებულებაში გოლუბინსკის "ისტორიიდან", მაგრამ შემიძლია სხვა მოწმობებიდანაც დავამატო, რომ მაქსიმე "ჯერ იმაში დაადანაშაულეს, რომ ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის ყოფილ ელჩ სკინდერთან და ამბოხებულ ბოიარებთან: ივან ბერსენთან (ბეკლემიშევი) და თევდორე ჟარენისთან, რომლებთან ერთადაც დაუგმია თავადისა და მიტროპოლიტის ქმედებები და საერთოდ, მთელი რუსეთიც, მაგრამ სასამართლოზე გამოჩნდა ამ ბრალდებათა უსაფუძვლობა" (Истор. русск. словесн. Порфирьева, стр. 514). 

კმაყოფილი ხართ ამგვარი განმარტებებით?

ახალმოწესე: დიახ. 

ძველმოწესე: შეიძლება თუ არა თქვენს მიერ მოტანილი ამ მაგალითით ნიკონის რეფორმის გამართლება?

ახალმოწესე: არა! მთავარია, ნათლად ჩანს, რომ მაინც ღირ. მაქსიმე ბერძენი ცთომილი, მწვალებლური აზრების შემცველი თარგმანებისთვის იქნა განსჯილი.

ძველმოწესე: სრულიად ცხადია; მაშინ როდესაც თქვენმა ეკლესიამ, მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებებით, განსაჯა მართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავდნენ და მიჰყვებოდნენ სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემებს.