ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).

ბიბლიური მითი თუ ფაქტების შეგნებული გაყალბება?!

ფილმ "დროის სულისკვეთების" კრიტიკული ანალიზი


2007 წელს გამოვიდა ფილმი "დროის სულისკვეთება", რომელიც მრავალმა ჩვენმა თანამემამულემაც იხილა. ინტერნეტში დღემდე მძაფრი დისკუსიები იმართება მის გარშემო. ვიღაცას ის მოსწონს, ვიღაცას არა... ჩვენ კი შევეცდებით ჩვენი შეფასება მივცეთ ამ ფილმს და ვამხილოთ ის სიყალბეები, რომლითაც ფილმის ავტორები ქრისტეანული სარწმუნოების განქიქებას ცდილობენ.
ჩვენ შევეხებით ფილმის მხოლოდ პირველ ნაწილს. ეს გამოწვეულია მით, რომ თავისი შინაარსით სწორედ ეს ნაწილი იწვევს მრავალ ეჭვს და აშფოთებს მორწმუნეებს. თვით ფილმის ავტორები თავიანთ ნაწარმოებს "ფაქტების უნიკალურ ანალიზად" მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც თითქოსდა იმხილება "ბიბლიური მითი". აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა მდგომარეობს შემდეგში:

1. გავარკვიოთ ფილმში გადმოცემული ინფორმაციის მეცნიერული დონე და ხარისხი.

2. გამოვააშკარავოთ ფილმში გადმოცემული ინფორმაციის შესატყვისობა ისტორიულ წყაროებთან.

3. მივცეთ ჯეროვანი შეფასება ფილმში გაკეთებულ დასკვნებს. 
 
ყველა ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნია უტყუარი ინფორმაცია რელიგიებზე, განსაკუთრებით ძველი აღმოსავლეთის რელიგიურ წარმოდგენებზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თვით ის ადამიანებიც კი, ვინც ხშირად დადიან მართლმადიდებულურ ტაძრებში, მეტად ზედაპირულად იცნობენ ქრისტეანულ სარწმუნოებას. ყოველივე ეს კი საკმაოდ ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რათა ამგვარ ადამიანებს ფილმის ავტორებმა შთააგონონ  ის, რაც აუცილებელია მათთვის.

ამ ფილმის ერთ ერთი უმთავრესი ამოცანაა დაარწმუნონ თანამედროვე ადამიანი ქრისტეანობისა და თვით ქრისტეს პიროვნების მითოლოგიურობაში და დააჯერონ მაყურებელი იმაში, რომ ქრისტე ეს მხოლოდ ადრე ცნობილ სხვადასხვა წარმართულ ღვთაებათა პერსონიფიკაციაა. ქრისტეს აცხადებდნენ მითიურ პიროვნებად, რომლის არსებობა - ლეგენდაა, მისი ცხოვრების აღწერა კი - მახარობელთა ფანტაზიის ნაყოფი, - სწორედ ამ იდეას ამტკიცებენ ფილმის ავტორები.

იმთავითვე ვიტყვით, რომ ეს იდეა ახალი როდია. ის აღმოცენდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში და მას მხარს უჭერდა ტიუბინგენის საღვთისმეტყველო სკოლის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ბ. ბაუერი, ა. დრევსი და რ. ვიპერი.

მეცნიერები, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს ისტორიულობას, თავიანთ შეხედულებათა მრავალფეროვნების მიუხედავად, გაერთიანებულნი არიან ერთ მიმართულებაში, რომელსაც "მითოლოგიური სკოლა" ეწოდება. თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ უარყოფას საფუძვლად არასოდეს ჰქონია რეალური ფაქტები და მტკიცებულებები. "მითოლოგიური სკოლის" კრიტიკოსთა შორის ერთ ერთი პირველი იყო ფ. ენგელსი, რომელიც წერდა: "რელიგიას, რომელმაც დაიპყრო რომის იმპერია და მთელი 1800 წლის განმავლობაში ბატონობდა ცივილიზებული კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილზე, შეუძლებელია ბოლო მოუღო მატყუარების მიერ შეთითხნილი უაზრო ბრალდებებით... მისი (ბაუერის) აზრით ქრისტეანობა, როგორც ასეთი, აღმოცენდა ფლავიუსის დროს, ახალღთქმისეული ლიტერატურა კი ადრიანეს, ანტონინესა და მარკუს ავრელიუსის დროს. ამის გამო ბაუერთან დაკარგულია იესუს და მის მოწაფეთა შესახებ არსებული ახალაღთქმისეული გადმოცემების ყოველგვარი ისტორიული საფუძველი. ეს გადმოცემები იღებს ლეგენდების სახეს, სადაც განვითარების შინაგანი ფაზები და პირველქრისტეანულ თემთა შიგნით არსებული სულიერი ბრძოლა გადადის მეტ-ნაკლებად გამოგონილ პიროვნებაზე". მაგრამ ქრისტეს რეალურობაზე ისტორიული ცნობები უფრო მეტია, ვიდრე ძველი სამყაროს ისტორიულ პიროვნებათა შესახებ.

სამართლიანად აღნიშნავდა მანჩესტერის უნივერსიტეტის ბიბლიათმცოდნეობის პროფესორი ფ. ფ. ბრიუსი: "არავის ეკრძალება ეთამაშოს ქრისტეს მითოლოგიურობის თეორიას, მაგრამ ის ვინც ამ თამაშით არის დასაქმებული ისტორიულ მოწმებებს ეწინააღმდეგება. ობიექტური სპეციალისტისთვის ქრისტეს არსებობა ისევე ეჭვმიუტანელია, როგორც იულიუს კეისრის არსებობა. თეორია "ქრისტეს მითის" შესახებ ისტორიისგან შორს მყოფი ადამიანების მიერ არის გავრცელებული" (Джош Макдауэлл. Неоспоримые свидетельства. http://www.blagovestnik.org/bible/index.htm).

მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ბიბლიისა და ახალი აღთქმის არამითოლოგიურობის კიდევ ერთი რეალური დამამტკიცებელი საბუთი გახლავთ ის უნიკალური და წმიდა ადგილები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და მოციქულთა ცხოვრებასთან და რომელთაც ეკლესია გადმოცემისამებრ უფრთხილდება. და ამ გადმოცემისადმი ნდობა კიდევ იმიტომ არის ურყევი, რომ სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიაა ის ისტორიული ეკლესია, რომელიც უცვალებლად იცავს მოციქულთა დროების სულსა და სარწმუნოებას.

1. ინფორმაციის მეცნიერული დონე განისაზღვრება, როგორც წესი იმ წყაროების მიხედვით, რასაც ეყრდნობიან ამა თუ იმ კინოსიუჟეტების ავტორები. რადგანაც მოცემულ ფილმში ძალზედ ხშირად აღწერილია ძველაღმოსავლური, ეგვიპტური და მცირეაზიური კულტები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ეყრდნობიან თავიან მითოლოგიურ გამოთვლებში "დროის სულისკვეთების" სცენარის ავტორები და თვით ფილმის შემქმნელები.

როდესაც აღმოსავლურ კულტებზე მსჯელობენ სცენარის ავტორები ეყრდნობიან არა მსოფლიო ავტორიტეტის მქონე მეცნიერის ნაშრომებს, არამედ ინგლისელ მოყვარულ ეგვიპტოლოგს ჯერალდ მესის (1828-1907).  პირველ რიგში ის იყო პოეტი და მწერალი და ძალზედ იყო გატაცებული სპირიტუალიზმითა და მისტიკით. პირველად მისი პოემები და მხატვრული წიგნები გამოიცა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და მაინცა და მაინც დიდი წარმატებით არ უსარგებლია. შემდგომ ავტორი გაიტაცა რელიგიის, მისტიკისა და ეგვიპტოლოგიის საკითხებმა, მრავალს მუშაობდა არქივებში და არც ერთხელ არ იყო ეგვიპტეში, თუმცა ამ თემაზე დაწერა სამი წიგნი, კერძოდ: "The Book of the Beginnings", "The Natural Genesis" и "Ancient Egypt: The Light of the World". 

უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს საზოგადოებაში ეგვიპტისადმი ინტერესი დაცემული იყო და ეს წიგნები პოპულარული იყო მხოლოდ იმ დროინდელ მისტიკოსთა ვიწრო წრეებში. თუმცა, აღმოსავლეთმცოდნეობაში, კერძოდ კი ეგვიპტოლოგიაში არსებობენ საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერები. მათ შორის, ყველაზე ცნობილნი არიან ფრანგი ეგვიპტოლოგი გასტო კამილ შარლ მასპერო (1846-1916), ჯეიმს ჰენრი ბრესტედი, ადამ ჰენდერსონ გარდინერი, ჟან ფრანსუა შამპოლიონი, ბ. ნ. ტურაევი, ვ. ვ. სტრუვე. გარდა ამისა, ჯ. მესი იყო "ნეოდრუიზმის" (2) რელიგიის მიმდევარი და ამ მოძრაობას სათავეშიც კი ედგა 1880 წელს. სწორედ აქედან წარმოჩინდება ფილმის ავტორების მიერ გამოყენებული ყალბი და მეცნიერულად გაუმართლებელი ასოციაციები, რომლითაც ფილმია გამსჭვალული. ეგვიპტურ ღმერთი "ჰორა" (შემდეგ კი ქრისტე) ასოცირდებოდა მზესთან, ზამთრის ბუნიობასთან солнцестояние - ქრისტეს სიკვდილთან და მის შემდგომ აღდგომასთან.


2. ძველაღმოსავლური რელიგიების შედარება ქრისტესთან და მისი საიმედოობის საკითხი.

ა) მრავალ რელიგიათა ქრისტესთან მსგავსების მტკიცებულება საკმაოდ სადავო და წინააღმდეგობრივ წყაროებს ეფუძნება.

ფილმი იწყება მზისადმი თაყვანისცემის მოკლე ისტორიითა და ზოდიაქოსთან მისი დამოკიდებულების მიმოხილვით. კადრებს თან სდევს შესაფერი ან თანამჟღერი ბიბლიური ფრაზები იმისთვის, რათა მაყურებელი არასწორი დასკვნებისთვის მოამზადოს. აი, ერთ ერთი ფრაზა: მზე, God's Sun (სიტყვა Sun (ინგლ. მზე) თანამჟღერია სიტყვისა "son" (ინგლ. "ძე", "ვაჟიშვილი"), the light of the world (ნათელი სოფლისა), and the savior of humankind (მაცხოვარი კაცთა მოდგმისა)". და ეს ყოველივე კეთდება იმისთვის, რათა თქვენს გონებაში აგებულ იქნას ყალბი ასოციაცია.

ავტორები შეგნებულად მანიპულირებენ ფაქტებით და ცდილობენ შექმნან ხორუსის (ხორ-ის) ხატი, რომელიც ფილმის ავტორთა აზრით უტოლდებოდა მზის ღვთაებას და იყო ბოროტებასთან და უკუნთან მებრძოლი. რისთვის სჭირდებათ ფილმის ავტორებს ასეთი ხრიკი? სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდეთ, მოკლედ უნდა ვაჩვენოთ, რომ ფილმის ავტორები პრინციპულად და მიზანმიმართულად ამახინჯებენ ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ შეხედულებებს. 

პირველი ფალსიფიკაცია მდგომარეობს "ღმერთ" ხორუსის მზის ღმერთ რა-სთან გაიგივებაში. ეგვიპტური "ღმერთი" რა - უმთავრესი "ღმერთი" იყო ეგვიპტურ პანთეონში. ფილმის ავტორები თავიანთ მსჯელობას ვარაუდებით და დაშვებებით კი არ იწყებენ, მაგალითად, ასე: "ერთ ერთი ვერსიით ხორუსი იყო მზის ღმერთი...", არამედ, პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ხორუსი იყო მზის ღმერთი ("This is Horus. He is the Sun God of Egypt of around 3000 BC"). არადა, ხორუსი (იგივე "ხორი") - არის არა მზის ღმერთი, არამედ ქვედა ეგვიპტის მფარველი და უბრალოდ ზეციური "ღვთაება". ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, ხორუსი იყო მზის ღმერთ რას შვილთაშვილი და მიაჩნდათ მის მზერად.
 
 



უფლის ნათლისღება. საბერძნეთი, წმ. ლუკას სახელობის მონასტერი, ატიკა. XIV ს.


შემდეგ, ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ "ეგვიპტის ძველი იეროგლიფებიდან მრავალს შევიტყობთ მზისადარ მესიაზე. მაგალითად, ხორუსს, რომელიც იყო ძე, ანუ ნათელი, თავის მტრად ჰყავდა "ღმერთი" სეტი და ის ბნელთან, ანუ ღამესთან იყო პერსონიფიცირებული".

მაგრამ ტერმინი "მესია" მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან "მოშიაყ", რომელიც "ცხებულს" ნიშნავს. ეს სიტყვა კი გაგებითაც კი არ გაუგიათ ძველ ეგვიპტეში. "ღვთაება" სეტი ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ხორუსის ან ბიძაა, ან კიდევ ძმა. გარდა ამისა, არასწორია ფილმის ავტორთა მტკიცება, თითქოსდა ხორუსი სეტმა გააგზავნა ქვესკნელში ხანგრძლივი ომის შემდეგ. სეტი, ეგვიპტურ მითოლოგიაში, ძლევს და ჰკლავს ხორუსის მამას ღმერთ ოსირისს (Плутарх. Об Исиде и Осирисе 21, James P. Allen, Middle Egyptian, Cambridge University Press (2004), p. 102James P. Allen, Middle Egyptian, Cambridge University Press (2004), p. 102) და ხდება მიცვალებულთა მეფე. ერთ ერთი ძველი მითის თანახმად ხორუსი გახდება ოსირისის მემკვიდრე და ცოცხალთა "ღმერთი". თვით "ხორუსის" სახელწოდებაც უფრო "ზეცას", "სიმაღლეს" ნიშნავს და არა მაცხოვარს (Любкер Ф. Реальный словарь классических древностей. М. 2001., т.2,с. 152, Геродот. История II 144? 156).

არასწორია ფილმის ავტორთა ის მტკიცებაც თითქოსდა, იზიდა - ხორუსის დედა ქალწული იყო, როგორც მარიამ ღვთისმშობელი. იზიდას ზუსტი სახელია - ასსეტი, რაც ეგვიპტურიდან თარგმნით "სამეფო ტახტს" ნიშნავს (Oxford Encyclopedia, vol 2, "Isis" p. 188). სინამდვილეში ის არ ყოფილა ქალწული, რადგან ხორუსი შვა ჩვეულებრივი გზით, საქორწინო სარეცელის გაზიარებით (Солкин В. В. Исида.// Древний Египет. Энциклопедия. М., 2005). ამის შესახებ მოწმობენ ძველეგვიპტური პაპირუსები და წარწერები ტაძრებზე, რომელსაც ჩვენ ვიმოწმებთ ინგლისურ ენაზე: anything: "[Osiris was] revived enough to have an erection and impregnate his wife" (Lesko, p. 162); "After having sexual intercourse..." (Dunand / Zivie-Coche, p. 39); "revivified the sexual member of Osiris and became pregnant by him" (Richard Wilkinson, p. 146); "revive the sexual powers of Osiris" (Pinch, p. 80).

ქალწულები არ ყოფილან არც ღმერთ ატისის და კრიშნას დედები. პირველი ციბელასა და ზევსისგან დაიბადა კაკლის სახით, ხოლო მეორის დედა პრინცესა დევაკას ჰყავდა შვიდი შვილი. კრიშნა მისი მერვე შვილი იყო. არ ყოფილა ქალწული არც ღვინისა და ექსტაზის "ღმერთის", დიონისეს დედა, ციმელა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, დიონისე არის ზევსისა და ციმელას (სემელეს) ვაჟი. მიტრა, ფრიგიული წყაროების თანახმად, კლდისგან იშვა ("Mithra" and "Mithraism" in The Encyclopedia of Religion, and The Roman Cult of Mithras: The God and his Mysteries by Manfred Clauss, p.62-63).

არაფერს ამბობენ წყაროები ეგვიპტური რელიგიის შესახებ, რომ თითქოსდა "ხორუსის დაბადებას თან ახლდა ვარსვკლავის გამოჩენა აღმოსავლეთში" და, რომ "მასთან, როგორც ახალშობილთან თაყვანსაცემად მოვიდა სამი მეფე". პრინციპში სახარება ჩვენ გვაუწყებს არა სამი მეფის, არამედ სამი ბრძენი მოგვის თაყვანისცემაზე.

ბ) არ არსებობს არანაირი თანხვედრა წარმართულ დღესასწაულთა და ქრისტეს შობის თარიღებს შორის. ქრისტეს შობა წარმართობასთან ან თუნდაც ძველაღთქმისეულ დღესასწაულებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ რომის ეკლესიის სამოციქულო ტრადიციასთან, რომელიც მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ღვაწლითა და შრომით არის დაფუძნებული და რომლებმაც ჩვ.წ.-ით 64 წელს მოწამეობრივად დაასრულეს თავიანთი მიწიერი სიცოცხლე მსოფლიო ოიკუმენის დედაქალაქში. რომში, ლატერანის ბაზილიკაში დღემდე ინახება ამ მოციქულთა წმიდა ნაწილები - მათი თავები, რომლებიც, როგორც უდიდესი სიწმინდე, განსაკუთრებულ ჭურჭელში ინახება ბაზილიკის უმთავრეს საკურთხეველში. 
 


ეგვიპტური "ღმერთი" ხორუსი.
რომის ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულობაზე მეტყველებს წმ. იოანე ოქროპირი: "შემიძლია მოვიტანო სამი მოწმობა, რომელთაგანაც სრულიად შევიტყობთ, რომ სწორედ ამ დროს (ე. ი. იულიანური კალენდრით 25 დეკემბერს) დაიბადა ჩვენი უფალი და მაცხოვარი ქრისტე იესუ. ამ  სამი მოწმობიდან ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ეს დღესასწაული საყოველთაოდ ცნობილი გახდა უმოკლეს დროში. მეორე მოწმობა გახლავთ მითითება ქრისტეს შობაზე რომის იმპერატორ ავგუსტუსის მეფობის დროს და მის მიერ აღწერის ჩატარებაზე. საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ქრისტე იშვა პირველი აღწერის დროს. ხოლო ძველი კოდექსებიდან, რომელიც რომის ბიბლიოთეკებში ინახება, ყოველ მსურველს შეუძლია ზუსტად შეიტყოს ვადა ამ აღწერისა. ისმინეთ და ნუ გეეჭვებათ, რადგან ეს დღე ჩვენ მივიღეთ მათგან, რომლებმაც ზუსტად იციან ეს და ცხოვრობენ იმ ქალაქში, სადაც ძველი გადმოცემისამებრ ძველთაგანვე დღესასწაულობდნენ ამ დღეს და ჩვენც გადმოგვცეს იგი. და მახარობელმაც უმიზნოდ როდი გააცხადა ჯამი ქრისტეს შობისა, რათა ცხადი და ყველასთვის ცნობილი შეექმნა თვით დღე საღმრთო აღმშენებლობის დაწყებისა. და ავგუსტუსმაც, თვითნებურად როდი გამოსცა მაშინ ასეთი განკარგულება, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა აღძრა მისი სული, რათა მან, თუმც უნებლიედ, სამსახური გაეწია მხოლოდშობილის გამოჩენისთვის" (Свт. Иоанн Златоуст. Творения. Репринт СПб. 1899, т. 2, кн.1, Беседа в день Рождества Христова., стр.394-395).

ფილმის ავტორთა აზრით, ეს დღესასწაული ცვლის მრავალ წარმართულ ზეიმს, რომელიც ზამთრის ბუნიობას ეძღვნება. მაგრამ ეს სულაც არ არის ქრისტესშობის დღესასწაულის წარმართული წარმომავლობის დამამტკიცებელი არგუმენტი. დიახ, ნამდვილად, აღმოსავლეთში IV საუკუნის მეორე ნახევრამდე შობა არ იდღესასწაულებოდა, არამედ მხოლოდ ბრწყინვალე აღდგომა ქრისტესი. თუმცა მან შეცვალა ძველაღთქმისეული პასექის დღესასწაული, რომელიც მხოლოდ ქრისტეს აღდგომისა და ეშმაკის მონობისგან კაცობრიობის გამოხსნის წინასახე იყო.

მიუხედავად ამისა, "ღმერთ" ხორუსის დაბადება, რომელთა ასოცირებასაც ცდილობენ ფილმის ავტორები, ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით და ეგვიპტური კალენდრის მიხედვით, უწევს Khoiak-ის თვეს, რომელიც შეესაბამება ნოემბრის თვეს.

მაგრამ არც "ხორუსს", რომელიც თვითონ ღმერთ ტოტის მოწაფე იყო, არც მიტრას, არც დიონისეს არ ჰყოლიათ 12 მოციქული, როგორც ამას ამტკიცებენ ფილმის ავტორები. მიტრა, მაგალითად, ზოგჯერ გამოსახულია ზოდიაქოს 12 ნიშნით. მაგრამ, არც ერთ ძველ ტექსტში მინიშნებაც კი არ არის იმისა, რომ მიტრა ვინმეს ასწავლიდა. 

ასევე არ არსებობს არავითარი მინიშნება და მოწმობა იმისა, რომ ხორუსი, მიტრა, კრიშნა, ატისა და სხვა წარმართი ღმერთები ჯვარცმულიყვნენ და აღმდგარიყვნენ მკვდრეთით.

გ) რაც შეეხება სინამდვილეში, ქრისტეანობამდე არსებულ ზოგიერთ რიტუალს და სიმბოლოს, რომელთაც გარეგანი ფორმით ქრისტეანულთან გააჩნიათ მსგავსება, ამაში არაფერია უცნაური. წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, რომელიც იმპერატორ მარკუს ავრელიუსის დროს, სხვადასხვა ვითარებათა გამო იძულებული შეიქნა იმპერატორ პიუსისა და მარკუს ავრელუსისთვის მიეწერა ქრისტეანობის ვრცელი აპოლოგია, აღწერდა ქრისტეანობის წარმოშობის ისტორია, უთითებდა ქრისტეზე და პროკურატორ პონტიუს პილატეზე, როგორც პიროვნებაზე, რომლებიც ამ იმპერატორთათვის ისტორიულად იყო ცნობილი. ასევე ქრისტეს ჯვარცმის ფაქტზე და ა. შ. იგივე წმ. მამა განმარტავს წარმართობაში არსებული ზოგიერთი ჩვეულების მსგავსებას ქრისტეანულ რიტუალებთან. მრავალ ქრისტეან აპოლოგეტთა და წმიდა მამათა საერთო აზრით, რომლებმაც ბრწყინვალედ იცოდნენ ანტიკური გადმოცემები და მითები, ღმერთს სრულიად არ მიუტოვებია წარმართული სამყარო. მასში მაინც არსებობდა "ღვთიური ლოგოსის თესლი". მთავარი, რასაც ქრისტეანობის აპოლოგეტი წმ. იუსტინე აქცევს ყურადღებას, ეს არის ძე-ღმერთის, ლოგოსის დამოკიდებულება კაცთა მოდგმისადმი. წმ. იუსტინეს აზრით, სწორედ ამ ლოგოსს, ანუ "ქრისტეს, ღმრთის მხოლოდშობილ ძეს თანაეზიარება მთელი კაცობრიობა". ამიტომაც, "ლოგოსის თანხმიერად" ან "ლოგოსთან ერთად" მცხოვრებნი, მიიჩნეოდნენ "ქრისტეანებად ქრისტეს მოსვლამდე". ელინთა შორის ასეთები იყვნენ სოკრატე, ჰერაკლიტე და სხვა ფილოსოფოსები, რომლებიც პატიოსნად ეძიებდნენ ჭეშმარიტებას; "ბარბაროსთა" შორის ასეთი ქრისტეანები იყვნენ მელქისედეკი, აბრაამი, ლოთი და სხვა ძველაღთქმისეულნი მართალნი.

ხოლო, პირიქით, "ლოგოსის საწინააღმდეგოდ" ანუ "ლოგოსის გარეშე" მცხოვრებნი წარმოადგენდნენ "ქრისტეს მტრებს" და მის "მადევრებს", რომლებიც ცხოვრობდნენ "ლოგოსის მოსვლამდე" (1 Апол. 46, 2—4). შედეგად, წმ. იუსტინეს თვალში ელინური ფილოსოფიის წარმომადგენლები, გარკვეულწილად თანაზიარნიც კი იყვნენ ქრისტე-ლოგოსის, და ძველაღთქმისეულ წმინდანებსაც კი უტოლდებოდნენ. გარდა ამისა, თვით ადამიანში არ იყო დაკარგული ღმრთის ხატი, რომელიც გამოიხატება ნების თავისუფლებაში, შემოქმედებით და აზროვნებით უნარებში. ამავე დროს, ადამიანში ცოცხლობდა "ღვთაებრივი ხმა" - სინდისი.

ამ გარეგნული მსგავსების სხვა მიზეზს წმიდა მამები ხედავდნენ ეშმაკის მზაკვარებაშიც, რომელიც ნეტ. ავგუსტინეს თქმით, არის "ღმერთის მაიმუნი". წმ. მოწ. იუსტინე ფილოსოფოსი, რომის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი ამბობდა, რომ ეშმაკი ქრისტეანული რიტუალების ამგვარი იმიტაციით ცდილობდა ადამიანთა წარტყვევნას ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან.

ეს არის ერთ ერთი შესაძლო განმარტებათაგან თუ რატომ არის ზოგიერთ წარმართულ კულტში ქრისტეანობასთან მსგავსი ელემენტი: განბანვები, შთაფლვა წყალში, რომელიც გამოიყენება მიტრაიზმის მისტერიებში, პური და ღვინო და ა. შ. ცნობილი თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნე და რელიგიათმცოდნე კლაუსი, წარმართულ რელიგიურ მისტერიებში პურისა და ღვინის გამოყენების შესახებ წერდა: "ეჭვგარეშეა, რომ სრულიად მართლები იყვნენ ქრისტეანი აპოლოგეტები, როდესაც ლაპარაკობდნენ მიტრას კულტში საკვების მნიშვნელობაზე... სარიტუალო საკვები შესაძლოა იყო საერთო ტრაპეზობის უბრალო კომპონენტი... საკვების ასეთი მიღება ჩვეულებისამებრ ნებისმიერი რელიგიური შეკრების შემადგენელი ნაწილი იყო;  საჭმელ-სასმელის ერთობლივი მიღება აყალიბებს თემს და ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ ისინი, ვინც მონაწილეობენ ამ ტრაპეზში არიან ერთი და იმავე ჯგუფის წევრები" (Clauss, The Roman Cult of Mithras, pages 109, 112-113, emphasis added). თანაც, არცერთ წარმართულ მისტერიაში, არც მიტრაიზმში და არც ორფიკებში პურისა და ღვინის მიღება, უფრო ხშირად კი წყლის, არასოდეს გაიგებოდა როგორც ღმერთთან ერთობის სიმბოლო.

ამიტომაც, დარწმუნებით უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ფილმის ავტორები შეგნებულად და წინასწარგანზრახვით ამახინჯებენ ძველი ხალხების რელიგიურ მსოფლმხედველობას. 

გარდა ამისა, ფილმის ავტორთა ერთ ერთი უმთავრესი, პრინციპული და ფაქტოლოგიური შეცდომაა ის, რომ ისინი ირწმუნებიან ზოდიაქალური ნიშნების ძველ წარმომავლობას. ეგვიპტისა და მესოპოტამიის ძველ ცივილიზაციებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ზოდიაქალურ თანავარსკვლავედებზე. ძველ ეგვიპტეში ვარსკვლავები დაჯგუფებულია 40-47 თანავარსკვლავედებად, ხოლო მითოლოგიაში დომინირებს მზის "ღმერთის" - ამონ-რას კულტი, ასევე სხვადასხვა ვარსკვლავებისა და მზის სისტემის პლანეტების პერსონიფიცირებული კულტები. ძველ შუმერებთანაც ვარსკვლავთა კულტი არანაირ არსებით როლს არ თამაშობს.

ზოდიაქალური ზონები პირველად იხსენიება ბაბილონის წერილობით წყაროებში და მას შეიცავენ "მულ აპინის" (MULAPIN - გუთნის თანავარსვკლავედის) ლურსმული დამწერლობის ფირფიტები, რომელთაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნით ათარიღებენ. ამ ტექსტებში, "მთვარის გზაზე" ჩამოთვლილია 18 თანავარსკვლავედი და მითითებულია, რომ მზე და კიდევ ხუთი პლანეტა გადაადგილდებიან ამ გზაზე, ასევე გამოიყოფა ეკვატორისპირა (და, შესაბამისად, ვარსკვლავთა ეკლიკტიკასთან მიახლოებული) ჯგუფი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში, ზოდიაქალური ზონა ორად, ანუ 10°-იან 36 მონაკვეთად დაიყო.

ბაბილონური ზოდიაქალური სისტემა გამოიყენებოდა ზეციური კოორდინატების დასადგენად: მნათობთა ეკლიპტიკური გრძედი აითვლებოდა ზოდიაქალური მონაკვეთის საზღვრებში მისი დასავლეთი საზღვრიდან აღმოსავლეთისკენ.
 
მზის ხილული წლიური მოძრაობა ცის კაბადონზე და ზოდიაქალური ზონა. ეკლიპტიკისა (წითელი ფერი) და  ზეციური ეკვატორის (ლურჯი ფერი) გადაკვეთა - ბუნიობათა წერტილები.

ცნება ზოდიაქოს შესახებ ყალიბდება მხოლოდ ბაბილონში, თანაც ე. წ. ახალბაბილონურ პერიოდში (ჩვ. წ.-მდე 626 – 538). ხოლო ზოდიაქოს წრის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება ძველი საბერძნეთის კლასიკურ ეპოქაში (ჩვ. წ.-მდე 5-4 სს.), საბერძნეთში ასტრონომიის, გეომეტრიისა და ფილოსოფიის გაფურჩქვნის ხანაში, ალექსანდრე მაკედონელისგან დაპყრობის შემდეგ (Rogers, J. H. Origins of the ancient constellations: I. The Mesopotamian traditions. Journal of the British Astronomical Association, vol.108, no.1, p.9-28).  
თანაც, ბაბილონელები გაანგარიშებებს აწარმოებდნენ არა ზოდიაქოს მიხედვით, როდესაც ისინი სულაც არ არსებობდნენ, არამედ კონკრეტული ვარსკვლავების მიხედვით.

ამიტომაც, ზოდიაქო - არ არის ძველი სიმბოლო. ცხადია, რომ, როგორც ასტროლოგიის ელემენტი, ის არ გამოიყენებოდა ადრინდელ კულტურებში. ჯვრისა და წრის შეერთების მცდელობა, რომელიც კელტურ სიმბოლოებს გვაგონებს, არ მეტყველებს ნიშნის საკრალური მნიშვნელობის ცნობიერებაზე აღთქმამდელ კულტურებში. ჯვარი საკრალური სიმბოლოა, რადგან მოწყობილობა, რომლითაც ცეცხლი მოიპოვებოდა ჯვარს წააგავს. ამიტომაც, სვასტიკა სხვადასხვა კულტურაში საკრალურია - ის მოგვაგონებს ინსტრუმენტს, რომელსაც ცეცხლი (სითბო, სინათლე) მოაქვს. 

 


ლატერანის ბაზილიკა, ცენტრში ბალდახინი რომლის ზემოთაც მდებარეობს ჭურჭელი, სადაც წმმ. მოციქულთა - პეტრეს და პავლეს თავები ინახება.
მაგრამ ჯვრის ფორმის ვრცელი გამოყენებაც კი ზოგიერთ წარმართულ რელიგიაში ამ სიმბოლოს წარმართულ წარმომავლობაზე იმდენად არ მეტყველებს, რამდენადაც ჯვრის რელიგიის მისტიკურ მოლოდინზე, რომელიც წარმართობას შეცვლის. სხვათა შორის სწორედ ასეთ შეხედულებას ვხვდებით სერაპისისეგვიპტის ეგვიპტურ, სინკრეტულ კულტში. ალექსანდრიაში სერაპისს აუგეს დიდი და ცნობილი ტაძარი, რომელშიც ჯვრის მრავალი გამოსახულება იყო. 

მაგალითისთვის დავიმოწმებთ მეტად საინტერესო შენიშვნას რუფინუს აკვილეველის "ეკლესიის ისტორიიდან": "ალექსანდრიაში სერაპისის სიმბოლოები ყოველ ოჯახში იყო: კედლებზე, შესასვლელში, კარებზე და ფანჯრებზე, ამოჭრეს და წაშალეს... მათ ნაცვლად კი კარებზე, ფანჯრებზე, კედლებზე და სვეტებზე გამოჩნდა უფლის ჯვრის სახე. როდესაც ის წარმართები, რომლებიც ალექსანდრიაში დარჩნენ და დაინახეს რაც მოხდა, ამტკიცებდნენ, რომ ნიშნები გამოჩნდა შესახსენებლად იმ უდიდესი საქმისა, რასაც მათი წინაპრები ზეპირსიტყვიერად გადმოსცემდნენ. ამბობენ, რომ ჩვენი უფლის ჯვრის ეს ნიშანი ეგვიპტელებს იმ ნიშნებს შორისაც ჰქონდატ, რომელსაც იეროგლიფებს უწოდებენ, ანუ მას მოგვთა დამწერლობაში გამოიყენებდნენ და მას ასოს მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი განმარტავდნენ, რომ მათ ენაზე ეს ნიშანი აღნიშნავდა "მომავალ სიცოცხლეს" (წიგნი 2 (11), თ. 29). 
 


მზის "ღმერთ" აშურის სიმბოლო ასურეთში
ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი სოკრატ სქოლასტიკოსი, ალექსანდრიის მოვლენათა თანამედროვე იმპერატორ თეოდოსის დიდის დროს, იუწყება, რომ: "სერაპისის ტაძრის გაპარტახებისა და დანგრევის დროს, მასში აღმოაჩინეს ქვებზე ამოჭრილი ე. წ. იეროგლიფური დამწერლობა, რომელთა შორისაც იყო ჯვრის ფორმის ნიშნები. როდესაც ასეთი ნიშნები ნახეს, ქრისტეანებმა და წარმართებმა, ერთმაც და მეორემაც, ის თავიანთ რელიგიებს განაკუთვნეს. ქრისტეანები ამტკიცებდნენ, რომ ჯვარი ეკუთვნის ქრისტეანულ სარწმუნოებას, რადგან ჯვარი ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებებზე მიანიშნებდა მათ, წარმართები კი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ჯვარსახოვანი ნიშნები საერთოა ქრისტესთვისაც და სერაპისისთვისაც, თუმცა, მას სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტეანები და სხვას - წარმართები.

ამ დავის მიმდინარეობისას, ზოგიერთი, რომელიც წარმართობიდან ქრისტეანობისკენ მოექცნენ და ესმოდათ იეროგლიფური დამწერლობის მნიშვნელობა, ჯვარსახოვან ნიშნებს ცნობდნენ და განმარტავდნენ, რომ მათით აღინიშნებოდა "მომავალი ცხოვრება". ამ განმარტებიდან გამომდინარე, ქრისტეანებმა კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით დაიწყეს მისი მიკუთვნება საკუთარი რელიგიისადმი და ამ ნიშნით თავს იწონებდნენ. 

როდესაც სხვა იეროგლიფურ დამწერლობში აღმოაჩინეს წინასწარმეტყველება, რომ იმ დროს, როდესაც გამოჩნდებოდა ჯვრის ნიშანი, რომელიც ახალ ცხოვრებაზე მიანიშნებს, სერაპისის ტაძრის აღსასრულიც დადგებოდა და როგორც კი ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა, მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეანობისკენ, აღიარა თავისი ცოდვა და მოინათლა. აი, ასეთი ისტორია მსმენია მე ჯვარსახოვან გამოსახულებებზე. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ეგვიპტელ მოგვებს, როდესაც ისინი ჯვარს გამოსახავდნენ, რაიმე ცოდნოდათ ქრისტეს შესახებ, რადგან, თუკი ქვეყნიერებაზე მისი მოსვლის საიდუმლო, როგორც მოციქული ამბობს, - დაფარული იყო (კოლ. 1:26), და თვით ბოროტების მამის, ეშმაკისთვისაც კი არ იყო ცნობილი, მითუმეტეს შეუძლებელია ამის შესახებ ცოდნოდათ მის მსახურებს - ეგვიპტელ მოგვებს. ამ დამწერლობათა აღმოჩენით და განმარტებით საღმრთო განგებამ მოიმოქმედა ის, რაც თავიდანვე გამოავლინა მოციქულ პავლეზე, რადგან მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა მრავალი ათენელი მოაქცია სარწმუნოებაზე, როდესაც წაუკითხა და განუმარტა მათ თავიანთ ტაძარში არსებული წარწერა "უცნობი ღმერთის შესახებ" და მოაქცია ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე (სოკრატ სქოლასტიკოსი. საეკლესიო ისტორია. წიგნი 5, თ. 17. სერაპისის ტაძარში ნაპოვნი იეროგლიფური წარწერების შესახებ).

გარდა ამისა, ოსირისის ეგვიპტურ სამგლოვიარო კულტში გამოიყენება ჯვრის სიმბოლო - ანხი (ანსათას ჯვარი), რომელიც, როგორც წესი ხელთ ეპყრა ერთ ერთ ღვთაებას.

 


სერაპისის ქანდაკება, რეკონსტრუქცია.

ძველეგვიპტური ჯვარი ანხი


ქრისტეანობაში კი ჯვარს უკვე გააჩნია სხვა აზრი - ეს არის ცხოვნების სიმბოლო, რომელიც მორწმუნეს ანიჭებს ღვთიურ მადლს. ის არის ფარი და საჭურველი, ეშმაკზე ძლევის იარაღი. ის არის ბეჭედი, რათა არ შეგვეხოს ჩვენ სიკვდილის ანგელოზი (შეად. გამ. 12:23)... ის არის დაცემულთა აღდგომა, მდგომარეთა სიმტკიცე, უძლურთა საყრდენი, სიტყვიერ ცხოვართა კვერთხი... სულისა და ხორცის ცხოვნება, ყოველგვარი ბოროტების განდრეკა, მიზეზი ყოველგვარი სიკეთის, ცოდვის აღხოცვა, აღდგომის მშვენება და ძელი ცხოვრებისა" (Прп. Иоанн Дамаскин. Творения. СПб. 1913, т.1, Точное изложение православной веры., кн.4, гл.11, О кресте и еще о вере., с. 306).
 
 

რაც შეეხება ქრისტეს კულტის ზოდიაქოს ძველბაბილონური კულტიდან აღმოცენების თეორიას, სადაც ჯვარს მზის დისკოში უკავშირებენ ჯვარ-ქრისტეს, რომელიც არის "მზე-სიმართლისა", ხოლო ზოდიაქოს 12 ნიშანს - ქრისტეს 12 მოციქულს, საკმაოდ არაბუნებრივი და ხელოვნურია. ასეთივე ხელოვნური და გამოგონილია თვით მტკიცებულება იმის შესახებ, თითქოსდა ზოდიაქალური წრე იყოს უძველესი სიმბოლო.

ჩვენი მცირედი ანალიზის ბოლოს გვსურს ჩვენი მკითხველის ყურადღება მივაპყროთ ფილმ "დროის სულისკვეთების" პირველივე ფრაზებს: "რა აკავშირებს ბიბლიურ მითს, 11 სექტემბრის ტერაქტებთან და საკრედიტო სისტემასთან, რომელსაც "ცენტრალური ბანკი" მეთაურობს? სიცრუე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ემსახურება კაცობრიობის დამონების საქმეს. ვინ და რისთვის შექმნა რელიგიები? ვინ დგას 11 სექტემბრის ტერაქტების უკან? ვინ და როგორ აკეთებს ფულს ომებით? ვისზე მუშაობს საშუალო ამერიკელი წელიწადში 4 თვეს? რატომ უნდა გაგრძელდეს ომი ტერორიზმთან უსასრულოდ? რისთვის არის საჭირო მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და გართობის ინდუსტრია? როგორ მომავალს უმზადებს პლანეტას მსოფლიო მთავრობა? ფილმი აკეთებს მრავალრიცხოვანი ფაქტების უნიკალურ ანალიზს და ახდენს მაყურებლის მანიპულაციას ძველი დროის ფაქტებიდან მოყოლებული დღემდე და ყველას აიძულებს დაფიქრდეს, არის კი სამყარო ისეთი, როგორსაც მას წარმოგვიდგენენ?"

ამრიგად, ფილმის ავტორები, "უნიკალურ ანალიზზე" აცხადებენ პრეტენზიას და ამბობენ, რომ სწორად და ზუსტად გადმოსცემენ ფაქტებს და შესაბამის დასკვნებს. სინამდვილეში კი, - როგორც ზემოთ ვიხილეთ, ცდილობენ განიხილონ ქრისტეანობა, როგორც სიცრუე და გამონაგონი, როგორც ადამიანის ცნობიერების მანიპულაციის საშუალება, აწარმოებს ყველაზე ბინძურ პროპაგანდას რელიგიის ისტორიის ფალსიფიცირებით და რელიგიური დოქტრინების გაყალბებით.

არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ ფილმის ერთ ერთ მაყურებელს: "ფაქტია, ფილმი დაგვაფიქრებს და ეს კარგია. მასში ბრწყინვალედ არის ნაჩვენები უსამართლობის, ეგოიზმისა და უგუნურების ზეიმი თანამედროვე სამყაროსი. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ აღვიძებენ რა გონებას და უცხადებენ რა ჭეშმარიტებას ერთ სფეროში, ამავე დროს, ადამიანის სულში ასხამენ რევოლუციონიზმისა და უღმერთობის მწარე ნაზავს, რომელიც "ჰუმანიზმითა და საყოველთაო სიყვარულის" გარეკანში.

გარდა ამისა, იმისთვის, რათა მაყურებელს თავს მოახვიონ ქრისტეანობის წინააღმდეგ მიმართული იდეები და სინამდვილის შთაბეჭდილება შექმნან, სცენარის ავტორები ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხებსაც მიმართავენ. "ფილმში მე შევნიშნე ტრანსის გამომწვევი ტექნიკის გამოყენება, რომლის პრინციპი შემდეგშია: რომელიმე პროცესის დასამუშავებლად შევიქცევთ ცნობიერებას და ქვეცნობიერებას ვაძლევთ პირდაპირ ინსტრუქციას. შედეგად, ფილმში გამოყენებულია ქვეცნობიერებასთან მუშაობის ტექნიკა, კერძოდ "საჭირო იდეებზე" ფიქსაციის მეთოდი.

ყურადღების მოდუნებისა და ადამიანის აღქმითი არხების გადატვირთვის წესი აღწერილია სტატიაში: "გველი, რომელიც აჰიპნოტიზირებს თავის მსხვერპლს" (http://elite-trading.ru/articles.php). როგორ მუშაობს ფიქსაციის მექანიზმი ფილმში? აქა იქ, ჩვენ ვხვდებით ორ ან სამწუთიან "ჩანართებს": ეს არის მოხამხამე თვალები, მზის პულსაცია, მოძრავი ხაზები, სუბსტანცია, რომელიც მეტამორფოზებს განიცდის... მაყურებლის ყურადღება ამ ობიექტებზეა კონცენტრირებული, შინაგანი დიალოგი კი ფილმში ამ სურათების მიზანშეწონილობის ახსნისკენაა მიმართული. ასე თუ ისე, ცნობიერება ან ჩიხში შედის ან კიდევ გადაიტვირთება წარმოდგენილ სიმბოლოთა სიუხვით. სანამ მაყურებელი მთელს თავის ყურადღებას ამ სურათებზე აკეთებს, კადრს მიღმა ხმას მოჰყავს თეზისსები, მტკიცებულებები და დასკვნები. მთელი ეს ინფორმაცია  მიმართულია მაყურებლის შინაგანი გამოცდილებისკენ ცნობიერების კონტროლის გარეშე, შედეგად კი მოდუნებულია კრიტიკული აღქმა.

ფილმში გამოიყენება აღქმის ვიზუალური და დიგიტალური არხების გადატვირთვის მეთოდი, რაც მეტყველებს ფილმის ავტორთა სურვილზე საჭირო იდეა დააფიქსიროს მაყურებლის შინაგან გამოცდილებაზე. აი სტატია, რომელშიც განმარტებულია ტრანსის გამოწვევის მექანიზმის არსი, ოღონდ ტრეიდინგის ასპექტში - http://elite-trading.ru/articles.php".

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ ფილმის პირველი ნაწილის ავტორები, არაფერს ამბობენ ქრისტეანობის აქტიურ ბრძოლაზე თავს მოხვეული მსოფლიო ხელისუფლების წინააღმდეგ, ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც მკაფიო, ანტიქრისტეანული იდეოლოგიური მიმართულება გააჩნია და არის ანტიქრისტეანული გლობალიზაციის გამოხატულება. მიუხედავად ამისა, ფილმის ავტორები, ფაქტობრივად, ერთმანეთში ურევენ ქრისტეანობას და გლობალიზაციას და სწორედ მასში (ქრისტეანობაში) ხედავენ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების ინსტრუმენტსა და საშუალებას. არადა, სწორედ ეს არის ყველაზე საშინელი და შემაზრზენი სიყალბე ამ ფილმში.

სხვა კონტრარგუმენტად ფილმის პოზიციაში ქრისტეანობასთან დაკავშირებით, რომელიც ფილმის შემქმნელთა აზრით კაცობრიობის ცნობიერების მანიპულირების იარაღია, არის ქრისტეანობის ფართომასშტაბიანი გავრცელება რომის იმპერიის ფარგლებში, იმპერიაში მისი, როგორც religio illicita მდგომარეობის მიუხედავად. იმ დროს, როდესაც რომის იმპერიის ოფიციალური კულტი განიხილებოდა როგორც სახელმწიფოს მიერ იმპერიის ხალხთა მართვის იარაღად, როგორც religio civilis. იმპერიის მოწყობა ისეთი იყო, რომ "რომის იმპერიამ ქრისტეანობას არსებობის უფლებაც კი არ მისცა", აღნიშნავს ეკლესიის შესანიშნავი ისტორიკოსი ვ. ვ. ბოლოტოვი. "თქვენ არ გაქვთ არსებობის უფლება" (non licet vos esse), - აი, რომის მთავრობის განაჩენი ქრისტეანებზე. და ქრისტეანული ეკლესიის ისტორია თითქმის გარდაიქცა მოწამეობის ისტორიად. ამიტომაც, რომის იმპერიაში მისი გავრცელება იყო სასწაული, ქრისტეანობის ღვთიური წარმომავლობისა და ძალის უბადლო დასტური" (В.В. Болотов. Лекции по истории Древней Церкви. Репринт. М. 1994, т.2, стр. 24-25).

დავუბრუნდებით ჩვენს სამ პუნქტს, რომელიც სტატიის დასაწყისში გადმოვეცით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ფილმ "დროის სულისკვეთების" ფსევდომეცნიერულ და ჭეშმარიტებისგან შორს მდგომ უსუსურობას.

ჯვრის გამოსახულება რომის კატაკომბებში