ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ივანე უსოვი *

ქრისტეს ეკლესიის დროებითი დაქვრივების შესახებ
(ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებებითა და დამატებებით)


1. ეკლესიის დაქვრივების შესახებ.
2. საყოველთაო და ადგილობრივი ეკლესიის შესახებ.
3. ეკლესიისა და მისი არსისადმი რწმენის შესახებ.
4. ეკლესიის სიმბოლური გამოსახულებანი.
5. ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მტრებიც კი აღიარებენ, რომ ის მართლმადიდებლურია.
6. ვის უდარებენ ეპისკოპოსებს ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეპისკოპოსები უცთომელნი არიან?
7. ღმრთის მადლი ძალად არ აკავებს ეპისკოპოსებს ცთომილებათაგან.
8. როდის დაფუძნდა ეკლესია?
9. ყოფილა თუ არა ოდესმე ისეთი ჟამი, როდესაც ყველა ეპისკოპოსი ცთომილებაში შთავარდა?
10. სულთმოფენობამდე ჰყავდათ თუ არა მოციქულებს სულიწმიდა?
11. მოციქულთა ურწმუნოება ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისადმი ვერ გაამართლებს ბეზპოპოვცებს.
12. მოციქულთა ხელდასხმის შესახებ.
13. ეპისკოპოსთა დაცემის შესახებ.
14. ეკლესიის დაკნინებული მდგომარეობა.
15. რისთვის დაუშვა ღმერთმა ეპისკოპოსთა დაცემა და ეკლესიის დაკნინება?
16. წინასწარმეტყველებანი ეპისკოპოსთა დაცემისა და ეკლესიის განსაცდელის შესახებ.
17. შეიძლება თუ არა ყველა ეპისკოპოსი შთავარდეს ცდომილებაში? 
18. ღმრთის აღთქმა: "აჰა, მე თქვენთან ვარ აღსასრულამდე სოფლისა".
19. ღმრთის აღთქმა ეკლესიის უძლეველობის შესახებ.

 

შინაარსი

იგივე ინოკენტი (ივანე გრიგოლის ძე უსოვი; 1870 წ. 23 იანვ. – 1942 წ.) - ბელოკრინიცელი მიტროპოლიტი; უდიდესი ძველმორწმუნე აპოლოგეტი და მწერალი. წარმომავლობით იყო მემამულეთა ოჯახიდან (სოფ. სვიატსკა, ჩერნიგოვოს გუბერნია). სამხედრო სამსახურამდე იყო ხატმწერი, რომლის შემდეგ, თვით ხელდასხმამდე ცხოვრობდა ეპ. არსენისთან (შვეცოვი), რომელმაც ეპ. იოასაფ ყაზანელთან ერთად 1903 წ., ქ. ნოვგოროდში, ხელი დაასხეს მას ეპისკოპოსად და განაწესეს ნიჟეგოროდისა და კოსტრომის ეპისკოპოსად (ეპისკოპოსად ივანე აირჩია კრებამ 1902 წლის 28 ივლისს). აქტიურად მონაწილეობდა მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეს უარმყოფელთა შემორიგებაში, მონაწილეობდა ბენდერთა სამშვიდობო აქტის ხელმოწრაშიც (1907 წ.). აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ჟურნალ "Старообрядец" და "Старообрядцы"-ს გამოცემაში. იყო ძველმოწესე წიგნისმკითხველთა და განსწავლულთა კავშირის წევრი, მისი ყრილობების თავმჯდომარე. მან ერთპიროვნულად შემოიერთა და ხელი დაასხა ეპ. მიქაელს (სემიონოვი), რის გამოც მასთან ერთად დაყენებულ იქნა ღვთისმსახურებისგან 1909 წლის 3-4 თებერვლის კრების გადაწყვეტილებით. მის მიერ აღსრულებული ხელდასხმა კი კანონიერად იქნა აღიარებული.

ინოკენტი აქტიურად გამოდიოდა კომუნისტური უღმრთოების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ეპ. ინოკენტი კითხულობდა ლექციებს "რელიგიის დასაცავად". მან შეადგინა ლოცვა უღმრთოთაგან "რუსეთის გათავისუფლებისათვის", სადაც არის ასეთი სიტყვები: "Сохрани мир Свой от пагубы воинствующаго безбожия, избави страну русскую от враг Твоих, терзающих и убивающих тьмами ни в чем не повинных людей, а наипаче верующих в Тя, упокой во царствии Твоем всех умученных оружием и стрелянием, гладом и мразом и иными смертями от человеконенавистных слуг диавола. Приими оружие и щит и восстани на помощь нашу. Простри нам с высоты славы Твоея руку помощи, и укрепи волю и силы наши поразити и низложити злолютых врагов рода человеческаго... и свободи землю нашу от тяжкаго ига ненавистнаго владычества богоборцев..."

1920 წელს, ეპ. ინოკენტი გადავიდა ემიგრაციაში (კერძოდ, რუმინეთში). გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა იუგოსლავიაში. 1920 წლების ბოლოს ცხოვრობდა ს. კუნიჩაში (მოლდავეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი). 1920 წლიდან ის არის კიშინიოვის ეპისკოპოსი. დნესტრისა მარჯვენა სანაპიროსა და მოლდავეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან დაკავშირებით, ძველმოწესე (ბელოკრინიცელ) ეპისკოპოსთა საგანგებო კრების გადაწყვეტილებით (1940 წ. 21 ივლისი) ის გადადის ტულჩის კათედრაზე (რუმინეთი). 1942 (?) წლიდან აღსაყდრებულია ბელოკრინიცის სამიტროპოლიო კათედრაზე და საცხოვრებლად გადადის ბელოკრინიცის მონასტერში.

ის არის მრავალი სტატიისა და წიგნების ავტორი, რომელთა შორისაა: "Об исповеди преосвященного Амвросия митрополита белокриницкого" (1900), "Церковь Христова временно без епископа" (1901), "О миропомазании священнослужителей, присоединяемых к православию от ереси второго чина" (1902), "О крещении греческой церкви и митрополита Амвросия" (1903), "Будущее и настоящее состояние людей" (1903), "О посланничестве митрополита Амвросия и о занятии им белокриницкой епархии" (1904) - изданы в Черновцах, "Слова и речи", "Средство быть счастливым" და სხვა.

დაკრძალულია სოფ. პისკის (ბრაილა, რუმინეთი) ძველმორწმუნეთა ეკლესიაში.

მისი ძმა ბასილ გრიგოლის ძე უსოვი ცნობილი ძველმოწესე გამომცემელი იყო.