კირილე დეგტიარევი
კრეაციონიზმი დამწყებთათვის
მორწმუნე ადამიანი, თანაც თუ მას არ გააჩნია შესაბამისი განათლება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. მისთვის მთელი ავტორიტეტი, გეოლოგიის, ბიოლოგიის და პალეონტოლოგიის მთელი ძალა “ეჭვმიუტანლად” მოწმობს დედამიწისა და სამყაროს არსებობის ასობით მილიონ და მილიარდ წლებზე და სიცოცხლის ევოლუციურ განვითარებაზე, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ამებიდან ადამიანამდე, ამ მილიარდ წლებში ბუნების ძალთა ევოლუციურ აღმავლობაზე.
წინამდებარე სტატიის ამოცანაა - დავეხმაროთ სწორედ ასეთ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედარებით “ბნელ” ადამიანს, რათა მან თავი უფრო მყარად და დამშვიდებულად იგრძნოს.
რა თქმა უნდა, არსებობს კრეაციონისტთა - ამ პროფესიონალ ბუნებისმეტყველთა (იგივე გეოლოგთა, ბიოლოგთა, ფიზიკოსთა) ავტორიტეტული შრომები, რომლებშიც, ცხადია, მეცნიერულად არის განმარტებული ასაკის, ამა თუ იმ ფაქტის საეჭვო კომენტარების განმარტებები და ა. შ. მათ ისიც იციან, რომ “მილიარდობით წლები” - არსებითად, არის შტამპი, რომელიც აღმოცენდა და თავს მოახვიეს კაცობრიობას გეოქრონოლოგიის თანამედროვე მეთოდების აღმოცენებამდე, ასე რომ ამ მეთოდების გამომგონებლები და ინტერპრეტატორები თავიდანვე მუშაობდნენ ნამდვილი იდეოლოგიური დიქტატის წნეხქვეშ, რომელიც აიძულებდა მათ ამათუიმ ფაქტის ახსნას მიღებული შეხედულების მიხედვით.
მეცნიერ-კრეაციონისტები თავიანთ “მატერიალისტ” კოლეგებს ედავებიან თანაბარ პირობებში, და ცხადია, რომ ეს დავა გაგრძელდება სამყაროს აღსასრულამდე, საკითხში გაურკვეველ ადამიანს კი სჭირდება უფრო “უბრალო” მტკიცებულებანი, თუმცა, თუ მორწმუნეს გააჩნია გარკვეული ცოდნა სხვადასხვა მეცნიერებებში და მას აქვს სურვილი გაეცნოს კრეაციონისტთა ნაშრომებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ქვემოთ მოტანილია რამოდენიმე ფაქტი და განსჯა ცოდნის სხვადასხვა სფეროდან, რომელიც ნებისმიერი საღად მოაზროვნე და საშუალო განათლების მქონე ადამიანისთვის და თვით მე-8, მე-9 კლასელ მოწაფეთათვისაც კი მისაწვდომია, სამეცნიერო თვალსაზრისით სრულიად კორექტულია და წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელთანაც “მატერიალისტურ” მეცნიერებას დავა არ შეუძლია. მეტიც, არსებითად ეს მისი მონაცემებია.
მართალია, ისინი ვერ დაშლიან საუკუნეების განმავლობაში შექმნილ მატერიალისტურ კონსტრუქციას მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, დაეხმარებიან მორწმუნე და მეცნიერების პატივისმცემელ ადამიანს, რომ ის სრულებითაც არ საჭიროებს ამ ჰიპოთეზას.
დემოგრაფია
ბიბლიის თანახმად, წარღვნის შემდეგ გადარჩა 8 ადამიანი - ნოე და მისი ოჯახი (ნოეს ცოლი და სამი შვილი თავიანთი მეუღლეებითურთ). დავუშვათ ეს მოხდა 5000 ათასი წლის წინათ (თუმცა უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ეს 6000 წლის წინათ მოხდა). მარტივი გაანგარიშება გვაჩვენებს, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდისთვის 5000 წლის განმავლობაში 8 კაციდან 6,2 მილიარდ ადამიანამდე, მოსახლეობა საშუალოდ 1,506 ჯერ უნდა გაზრდილიყო ყოველი ასი წლის განმავლობაში. ეს სრულიად რეალურია.
ჯერ-ერთი, ამ მტკიცებულების რეალობას ადასტურებს გაანგარიშება. თუ თითოეულ ოჯახში, რომელიც თავდაპირველად შედგება ცოლისა და ქმრისგან, რომლებიც შთამომავლობად საშუალოდ მოგვცემენ სამ შვილს, რომლებიც თავის მხრივ იცოცხლებენ და ასევე ნაყოფიერნი იქნებიან, მოსახლეობა თითოეულ შთამომავლობაზე, არა თუ ყოველი ასი წლის, არამედ ყოველ 30-40 წელიწადში მოსახლეობა გაიზრდება 1,5 ჯერ, არა უმეტეს. ხოლო თითოეულ ოჯახში სამი შვილი სულ რაღაც 100 წლის უკან საყოველთაო, მსოფლიო ნორმა იყო.
მეორეც, მოსახლეობის ზრდის ამგვარი ტემპის რეალობა მტკიცდება დაკვირვებებითაც. მკვლევართა გაანგარიშებებით, დედამიწის მოსახლეობა 1800-დან 1900 წლამდე ორჯერ გაიზარდა (1 მლრდ.-დან 2 მლრდ.-მდე.), თანაც მედიცინის თანამედროვე მიღწევების გარეშე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რადიკალურად შემცირებულ იქნას სიკვდილიანობა. ხოლო XX საუკუნეშ დედამიწის მოსახლეობამ მოიმატა 3-ჯერ.
რაც შეეხება გასულ ეპოქებში ბუნებრივ კატაკლიზმებს, შიმშილსა და ეპიდემიებს დედამიწის მოსახლეობის ზრდის დამუხრუჭების საქმეში მისი როლი არ უნდა გადავაჭარბოთ. ეს კატაკლიზმები თითქმის ყოველთვის ატარებდნენ ლოკალურ ხასიათს. ეპიდემიათა გლობალური ხასიათი (მომავალში ეკონომიკის, და შესაძლოა შიმშილის “წარმატებული” გლობალიზაციის პირობებში) - ეს ჩვენი დროის ნიშანია.
ისტორია
მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ სრულიად “თანამედროვე” ადამიანის - კრომანიონელი გამოჩნდა 40 ათასი წლის წინათ. ხოლო ნეანდერტალელი ადამიანის ასაკს, რომელსაც “გონებრივი ადამიანის” ქვესახეობად მიიჩნევენ, 150-200 ათასი წლით განსაზღვრავენ. თანაც უძველესი სახელმწიფოები და ცივილიზაციები (შუმერი, ძველი ეგვიპტე, მოჰენჯო-დარო ინდოეთში) არა უმეტეს 5-6 ათასი წლის უკან გამოჩნდნენ (დააკვირდით, “ზღვარი” ისევ 5-6 ათასი წელია!).
ცხადია, რომ რაც უფრო მივდივართ დროის სიღრმეში, მით უფრო დიდია ინფორმაციის დაკარგვის ხარისხი, ასევე დამახინჯება და თარიღის უზუსტობა. ძველეგვიპტური ცივილიზაციისთვის 5 ათასი წელი უფრო ზუსტი თარიღია, ვიდრე კრომანიონელისთვის 40 ათასი წელი და 150 ათასი წელი ნეანდერტალელისთვის. მაგრამ, დავუშვათ, ერთიც, მეორეც და მესამეც თანაბრად ზუსტია. მაშინ გაუგებარია, რამ დაუშალა ადამიანს შეექმნა სახელმწიფო და ცივილიზაცია 30-40 ათასი წლის წინათ, თუკი ნეანდერტალელი ჩვენზე ბრიყვი არ იყო? რად გააჭიანურეს ჩვენმა გონიერმა წინაპრებმა განვითარება?
რა თქმა უნდა, შეიძლება ვცადოთ პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას. ვთქვათ ასე: “შესაძლოა იყვნენ უფრო ძველი ცივილიზაციებიც, მაგრამ მათი კვალი არ შემორჩა”. დიახ, შესაძლოა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ველურ ადამიანთა კვალმა - ცეცხლის ნაფერფლავის, იარაღის ნამტვრევების, ძვლების, ჭურჭლებისა და ა. შ. სახით, რომელთა ასაკს ასეულობით ათასი წლებით განსაზღვრავენ ჩვენამდე მოაღწიეს, ხოლო მძლავრი ნაგებობებისგან, რომლებიც უფრო ცხადად მეტყველებენ ცივილიზაციის არსებობაზე (მაგალითად - ციხე-სიმაგრეები, კედლები, არხები და სხვა ნაგებობები), - ნასახიც კი აღარ დარჩა. რომელ ობიექტსა აქვს უფრო მეტი შანსი შენარჩუნებულ და ამოცნობილ იქნას - დიდსა და მტკიცეს თუ პატარასა და უძლურს?
ალბათ სხვა პასუხების ძიებასაც დაიწყებენ. მაგრამ, ეს ყველაფერი, ცხადია, იქნება უბრალო მცდელობა როგორმე გამოიძვრინონ თავი რთული მდგომარეობიდან.
გეოლოგია
აქტიური მთიური წარმონაქმნებიდან (ჰიმალაი, პამირი და სხვა) მთები, თანამედროვე დაკვირვებებით წელიწადში 2-4 სანტიმეტრით მატულობენ. რა დრო დასჭირდებოდა ჯომოლუნგმას - მსოფლიოს ყველაზე დიდ მწვერვალს იმისათვის, რათა ნულოვანი წერტილიდან დღევანდელ თითქმის 9 კილომეტრამდე “გაზრდილიყო”? მაქსიმუმ 450 ათასი წელი. მართალია, ეს არ არის 7000 წელი, მაგრამ არც მილიონია, მითუმეტეს - ათეული და ასეული მილიონი. ამასთანავე 450 ათასი წელი შეიძლება ვივარაუდოთ თანაბარი ზრდის პირობებში, რადგან ცნობილია, რომ დროდადრო ის ნელდება, ვინაიდან მთის ზრდასთან ერთად მისი ზრდის შემაფერხებელი ფაქტორებიც იზრდება.
საერთოდ, ნებისმიერმა გეოლოგმა და გეოგრაფმა იცის, რომ ბუნებრივი გარემოს ჩამოყალიბებისთვის, კერძოდ “დედამიწის ფენების” დაგროვებისთვის ან პირიქით, მისი ეროზიისთვის, სრულებითაც არ არის საჭირო დროის დიდი ხანგრძლივობა. გრუნტების დაგროვება ან დაცურება, ხრამული ჩაღრმავება და ა. შ. ძალზედ ხშირ შემთხვევაში, ერთ სეზონში ათეული სანტიმეტრით და ზოგჯერ კი ათეული მეტრის სიჩქარით მიმდინარეობს. თანაც ეს დაკავშირებულია არა ტექნოგენურ ან ბუნებრივ კატასტროფებთან, რომლებსაც შეუძლიათ ლანდშაფტისა და გეოლოგიური სტრუქტურის კარდინალური შეცვლა დღეებსა და საათებში, არამედ ნორმალურ რეჟიმში - ვთქვათ რეგულარული საგაზაფხულო წყალდიდობების, წვიმათა პერიოდებისა და ა. შ. პირობებში.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააკვირდეს ამას ბუნებაში. მაგალითად, უნახავთ ზღვის ნაპირზე წყლით იდეალურად გარეცხილი აგურის ნატეხი. აგური, მართალია, ყველაზე მყარი მასალა არ არის, მაგრამ ზღვის ნაპირზე ის ვერ მოხვდებოა 100 და, მითუმეტეს, - მილიონი წლის წინათ.
ბიოლოგია
ბუნებაში არ არსებობს მაკროევოლუციის არც ერთი ცნობილი ფაქტი. მაკროევოლუციაში გულისხმობენ ახალ, უფრო მაღალგანვითარებულ სახეობათა ჩამოყალიბებას. სახეობის უმთავრეს ნიშნად მიიჩნევა რეპროდუქციული იზოლაცია, რაც ნიშნავს გააჩნდეს სახეობას საკუთარი სახეობის წარმომადგენელთან შეწყვილებისა და ამ გზით გამრავლების უნარის მქონე შთამომავლობის წარმოების შესაძლებლობა. მითუმეტეს, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც ევოლუციას (იქნება ის ბუნებრივი თუ ხელოვნური სელექცია) მივეყვანეთ უფრო რთული ფორმის შექმნამდე. უბრალოდ რომ ვთქვათ, ძაღლი მგელზე უფრო ჭკვიანი და ძროხა დომბაზე უფრო ბრძენი არ არის და ა. შ. ასე, რომ გამოდის, ბუნებამ არ იცის მარტივიდან რთულისკენ განვითარების “ვერტიკალური” მექანიზმი. ეს არც ადამიანმა იცის. სხვაგვარად ისწავლიდა რაღაც “ზეძროხების” ან თუნდაც “ზეადამიანების” ხელოვნურად გამოყვანას.
ბუნებრივი შერჩევა? მას მხოლოდ განსაზღვრულ ნიშანთა განმტკიცებამდე მივყავართ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფორმას ან სახეობას უკეთესად გაძლოს კონკრეტულ სიტუაციებში, მაგალითად, პოლარული დათვის თეთრი ბეწვი, მკაცრ კლიმატურ პირობებში მას უკეთ იცავს სხვა, ჩვეულებრივი დათვებისგან განსხვავებით, მაგრამ მათზე ჭკვიანი არაფრითაა (პირიქით, ის ითვლება ყველაზე “ბრიყვ” დათვად დათვებს შორის). მუტაცია? მაგრამ მუტაციები ცნობილია ან არახელსაყრელი, რომელთაც დეგრადაციამდე მივყავართ, ან კიდევ, უკეთეს შემთხვევაში, ნეიტრალური მუტაცია, რომელსაც მივყავართ ამათუიმ კერძო ნიშან-თვისებათა ცვლილებებამდე.
საერთოდ, რამდენად ფანტასტიკურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ევოლუციის თეორია, ღალატობს მეცნიერების ყველაზე მკაცრ და ძლიერ პრინციპს, მეცნიერების საყრდენს, მის უდიდებულესობას - ფაქტს და ეყრდნობა გამონაგონს, თუნდაც მახვილგონივრულს. მეცნიერება ზღაპარი არ არის. ზღაპარში შეიძლება გამოიგონო ბაბა-იაგა, მფრინავი ცხენი, ყოჩაღი ვაჟკაცები, რომლებიც გარდაიქმნებიან არწივებად და პირიქით. მეცნიერებაში კი შეუძლებელია შექმნა თეორია, რომელიც ახსნიდა რატომ დაფრინავენ ცხენები, თუკი ასეთი რამ არავის უნახავს. მაგრამ თეორია, რომელიც ხსნის მაკროევოლუციის მიზეზებს, რომელიც არავის უხილავს, შექმნილ იქნა.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ გამაოგნებლად სწრაფი “ჰორიზონტალური” ცვალებადობის მაგალითებს. უპირველეს ყოვლისა ეს არის სელექცია, რომელსაც აწარმოებს ადამიანი - ცხოველთა, მცენარეთა და ა. შ. ახალი ჯიშების გამოყვანა. და რა, დასჭირდა ამას მილიონი წლები? რა თქმა უნდა არა, ეს ადამიანმა ასწლეულებში მოახერხა. მაგრამ ამგვარი რამ ბუნებაშიც ხდება. და ამისთვის მილიონ წლებამდე გაწელილი ხანგრძლივობა აუცილებელი არაა. ქრესტომათიული მაგალითი - პეპლების პოპულაცია - ტყის მასივების ხანძრის შემდეგ, ნაფერფლავზე კომბოსტოს თეთრულა რამოდენიმე თაობის შემდეგ ღებულობს შავ შეფერილობას.
კლიმატოლოგია (მსოფლიო წარღვნა)
წარღვნაზე ცალკე უნდა ითქვას, რადგან ეს, ალბათ, წმიდა წერილის ყველაზე “ფანტასტიკური” ნაწილია. არადა მიიღო ეს მოვლენა ნიშნავს, იმთავითვე გასაგები გახდეს მთელი რიგი საკვანძო მომენტი.
მსოფლიო წარღვნის მოჩვენებიტი არარეალურობა აიძულებს მორწმუნე ადამიანთა ნაწილს ეძებონ და მიიღონ ასეთი განმარტება: “სიტყვა “მსოფლიო” არ უნდა გავიგოთ თანამედროვე მნიშვნელობით; ძველ ადამიანთა მსოფლიო შემოიფარგლებოდა მათ მიერ დასახლებული ოიკუმენათი; ადამიანთა რაოდენობა მცირე იყო და ყველანი ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც დაფარა კიდეც წყალმა”. მაგრამ ეს არის სწორედ იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა წახვიდე ასეთ კომპრომისზე. ეს არის ძალიან სუსტი განმარტება, ხელოვნურად თითიდან გამოწოვილი, რომელიც თავის მხრივ ბადებს ასევე უამრავ ახალ შეკითხვას. მაგალითად:
“მაშინ რატომ შეკრიბა ნოემ კიდობანში ცხოველთა ყველა სახეობა? მათ ხომ შეეძლოთ სრულიად მშვიდად განეგრძოთ არსებობა ახალი აღმოსავლეთის მიღმა. ან იქნება ყველა ცხოველიც ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდა და დედამიწა ცხოველებითა და ფრინველებით (ახლო აღმოსავლეთის გარდა) დაუსახლებელი იყო?
“მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა ფართობს, არამედ სიმაღლეს. არარატი, რომელსაც მიადგა კიდობანი, სიმაღლით (ყოველ შემთხვევაში დღეს) დაახლოებით 5 კილომეტრია. ახლო აღმოსავლეთის მთები წყლით დაიფარა, ხოლო სხვა ქვეყნების სანაპიროებს და კონტინენტებს წარღვნა არ შეეხო? ეს ხომ შეუძლებელია”.
შეიძლება დავსვათ საღვთისმეტყველო-ეთიკური ხასიათის შეკითხვებიც: “რა უშლიდა ადამიანებს დროულად გაცლოდნენ ახლო აღმოსავლეთს? იქნებ ისინი არავინ გააფრთხილა? ან რა უშლიდა ნოეს თავის ოჯახთან ერთად წყნარად და მშვიდად გაცლოდა თავის საცხოვრებელს და ახლო აღმოსავლეთიდან შორს დასახლებულიყო? ეს ხომ უფრო უბრალო გადაწყვეტილება იქნებოდა, ვიდრე კიდობნის მშენებლობა?”.
გამოდის, რომ როდესაც ვუშვებთ “კომპრომისულ” განმარტებებს, ნებით თუ უნებლიედ მივდივართ (სარწმუნოების დამანგრეველიო რომ არ ვთქვათ), მეტად საეჭვო დასკვნებთან. უკეთესია მივიღოთ ის რასაც გვასწავლის წმიდა წერილი.
მაგრამ მაშინ, საიდან ამდენი წყალი?
კრეაციონისტი მკვლევარები (რომლებიც ეყრდნობიან წარღვნამდელი დედამიწის აღწერას დაბადების წიგნში) დედამიწის გარშემო არსებულ ორთქლის მძლავრ შრეზე ლაპარაკობენ. გარეგანი ზემოქმედების (ფიზიკურ მექანიზმად შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი მოვლენა, თუნდაც ვულკანების ამოფრქვევა) შედეგად მოხდა წყლის ორთქლის კონდენსაცია და ფენის დარღვევა, რაც დედამიწაზე მძლავრი წვიმის ღვარად გამოიქცა.
თავის მხრივ, წარღვნამდე ორთქლის შრის არსებობა და ასეთი მასშტაბის კატასტროფა ბევრ რამეს ხდის ფარდას თვით წარღვნამდელი და მისი შემდგომი “დედამიწის ფენების” აგებულებასა და შემადგენლობაში. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამის საფუძველზე არის აგებული სამყაროს შინაგანი ლოგიკური სურათი, რომელიც ასევე არ საჭიროებს მატერიალისტურ ჰიპოთეზებსა და “მილიარდ წლებს”. მაგრამ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გადმოცემულია მეცნიერ-კრეაციონისტთა თხზულებებში.
საკითხის უფრო ღრმა შესწავლისა და დეტალური ანალიზისთვის გთავაზობთ მოკლე ბიბლიოგრაფიას:
1. Библия. Книга Бытия.
2. Святитель Василий Великий. Беседы на Шестоднев. М., изд-во Московского подворья Свято-Троицкой Сергиевой Лавры, 2001.
3. Святитель Лука (Войно-Ясенецкий). Наука и религия. «Троицкое слово», 2001.
4. о. Серафим Роуз. Бытие: сотворение мира и первые ветхозаветные люди. Валаамское Общество Америки, М., 2004.
5. Священник Константин Буфеев. Может ли православный быть креационистом? ჰტტპ://წწწ.მოსკვამ.რუ/ბლესსედ_ფირე/04_2000/ბუფეევ.ჰტმ
5. Головин С. Л. Эволюция мифа. Как человек стал обезьяной. М.: Паломник, 1999.
6. Головин С. Л. Всемирный потоп: миф, легенда или реальность? Популярное введение в библейский катастрофизм. М.: Паломникъ, 2000.
7. Колчуринский Н. Мир – Божие творение. М., изд-во Московского подворья Свято-Троицкой Сергиевой Лавры, 2001.
8. Морозова Е.Г. Введение в естествознание. «Паломник», 2001.
9. Священник Тимофей. Две космогонии: Эволюционная теория в свете святоотеческого учения и аргументов креационной науки. М.: Паломник, 1999. 160 с.
10. Священник Тимофей. Православное мировоззрение и современное естествознание: Уроки креационной науки в старших классах средней школы. М.: Паломник, 1998. 208 с.
11. Священник Тимофей. Наука о сотворении мира. Православный взгляд: Пособие для учащихся. Вып. 1. М.: ТОО «Литератор», 1996 (Серия «Русский учитель»).