ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ედინოვერცები. ძველმართლმადიდებლები, რომლებმაც შეინარჩუნეს ძველი (ნიკონამდელი) წეს-ჩვეულებები, მაგრამ იერარქიულად ექვემდებარებიან რუს. ოფიციალურ. გაბატონებულ ეკლესიას. ედინოვერობის დამფუძნებელი გახდა XVIII ს. მიწურულის ძველმორწმუნე ბერი ნიკოდიმოსი. სახელწოდება ამ მოვლენას მოსკოვის მიტროპოლიტმა პლატონმა (ლევშინი) უწოდა, რომელმაც ამ ძველმოწესეთა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შემოერთების წეს-განგებაც შეადგინა. 

Лит.: Исторический очерк единоверия. СПб., 1867; Простосердов А. И. Волковское единоверческое кладбище: К столетию его Благовещенской церкви, 1816-1916. Пг., 1916.