ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).


ძველმართლმადიდებლური ენციკლოპედია
"მეეგვტერეთა" მიმართულება. ძველმოწესეთა ერთ ერთი დაჯგუფება. ჩამოყალიბდა XIX ს. პირველ ნახევარში. აღმოცენდა ე. წ. "ბეგლოპოპოვცების" ("გამოქცეულ მღვდელთა") წიაღიდან. "მეეგვტერენი" განიცდიდნენ უდიდეს სიძნელეებს მღვდლებთან დაკავშირებით, ხოლო იმპერატორ ნიკოლოზ I დროს არსებული დევნულების ჟამს საერთოდ მღვდლების გარეშე დარჩნენ. ამიტომაც, ვიტებსკის რეგიონში მცხოვრები ძველმოწესე "ბეგლოპოპოვცების" ნაწილმა, საერთოდ უარი თქვა მღვდლებზე და ისინი "წინამძღვრებით", ანუ კანონარხებით, რომლებიც ირჩეოდნენ ერისკაცთაგან. ღვთისმსახურებას ისინი ატარებდნენ ძველ ეგვტერებში, საჟამნოებში, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. ამგვარად, "მეეგვტერენი" ფაქტიურად გარდაიქმნენ "ბეზპოპოვცებად", თუმცა საკუთარ თავს არ განაკუთვნებენ ამ მიმართულებას. 

უნდა აღინიშნოს, რომ "მეეგვტერენი" მართალია ფორმით ემსგავსებიან "ბეზპოპოვცებს", მაგრამ  თვითშეგნებით ისინი მაინც დარჩნენ სამღვდელოების მიმღებ ძველმოწესეებად. "მეეგვტერენი" ჩამოყალიბდნენ რამოდენიმე მიგრანტული დინებისგან, რომლებიც რუსეთის ევროპული ნაწილიდან მომდინარეობდა (ასე, მაგალითად, 1720-იან წლებში, "მეეგვტერეთა" ძირითადი ნაწილი ურალში ნიჟეგოროდის ტყეებიდან გამოვიდა).

მომავალ "მეეგვტერეთა" სულიერი ლიდერი გახდა მღვდელმონაზონი ნიკიფორე, რომელმაც კერჟენეცი დატოვა მრავალ ძველმოწესესთან ერთად და ურალში დასახლდა. კერჟენელ ძველმოწესეებთან უთანხმოების მიზეზი, ნიკიფორეს აზრით იყო ნიკონიანელობიდან (ოფიციალური ეკლესიიდან) მღვდელმსახურთა განურჩეველი მიღება, როდესაც არ არკვევდნენ ვინ ვისგან იყო ხელდასხმული. ნიკიფორემ და მისი მიმდევრებმა ხელი მიჰყვეს იმის გარკვევას, თუ რომელი ეპისკოპოსი იყო მონათლული სამგზის შთაფვლით და ხელდასხმული ასევე შთაფლულად მონათლული ეპისკოპოსის მიერ. 

ზოგიერთი მონაცემების მიხედვით "მეეგვტერეთა" მიმართულების მომხრეთა რაოდენობა 200 ათას ადამიანს აღწევს. რუსეთში ისინი ძირითადად სვერდლოვსკის, ორენბურგის, კიროვსკის, პენზის, კურგანის, ტიუმენის და ტომსკის ოლქებში ცხოვრობენ. არიან ასევე თათარსტანში, ბაშკირეთში, ბურიატიასა და ტუვეში. "მეეგვტერეთა" მიმართულების მომხრეები არიან აშშ-ში (ძირითადად ორეგონისა და ალიასკის შტატებში), კანადაში (ძირითადად ალბერტას პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში), ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ეთნიკური შემადგენლობა რუსულია.

1980-იან წლებში ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის "მეეგვტერეთა" შორის მოხდა განხეთქილება: მათმა ნაწილმა გადაწყვიტა აღედგინა მღვდლობის ინსტიტუტი და შეერთებოდა ბელოკრინიცელთა იერარქიის რუმინულ განშტოებას. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს რუს "მეეგვტერეთა" შორისაც. ასე, მაგალითად, ნიჟნი ტაგილში მეეგვტერეთა თემმა რუსეთის ოფიციალური ეკლესიის, ეკატერინბურგისა და ვერხოტურსკის ეპისკოპოსისგან მიიღო მღვდელი, რითაც ფაქტიურად შეუერთდა ე. წ. "ედინოვერობას".