ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ძველმართლმადიდებლური ენციკლოპედია
ნიკონიანელები (იგივე "ახალმოწესეები") - ასე იწოდებიან, მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთის პატრიარქ ნიკონის მიერ ძალადობით დამკვიდრებული ახალი ("ნიკონიანური") წესების მიმდევრები. კერძოდ რუსეთის ოფიციალური (რმე), საზღვარგარეთის რუსული (რსმე), უკრაინის ავტოკეფალური და საქართველოს ოფიციალური ეკლესიათა, ასევე კონსტანტინოპოლის იურისდიქციის რუსული სამრევლოებისა და რუს უნიატთა ეკლესიის წევრები და სხვები.