ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
სიტყვის თავისუფლება თუ ბილწსიტყვაობა?


წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ქალაქი, სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავებული ივლისის პარასკევი საღამო. ბავშვები ხარობენ ზაფხულის ამინდით და როგორც ყოველთვის, სიცხესა და წვიმაში, ქუჩაში თამაშობენ. როდესაც ბავშვებზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში მაქვს ის ცელქი, მხიარული და ყველა ადამიანისთვის საყვარელი პატარა ადამიანები, რომლებმაც ეს ესაა პირველად შეაღეს სკოლის კარი, ან კიდევ უკვე მეხუთე კლასში სწავლობენ. ბავშვთა ზაფხულის თამაშები ბევრად არ შეცვლილან მრავალი ათწლეულების განმავლობაში. გოგონები ისევ კლასობანას თამაშობენ, ბიჭები - ფეხბურთს, როდესაც მთელი ეზო ერთად იკრიბება ან დამალობანას თამაშობენ ან კიდევ ომობანას.

და აი, კვლავ ზაფზული, ისევ ბავშვური თამაშობანი, თითქოსდა არაფერი იუწყება რაიმე საშინელის მოახლოვებას, თუ არ ჩავთვლით დედიკოების საზრუნავს, რომელსაც ახალბედა მკვლევარის ტანისამოსის გარეცხვა მოუწევს საღამოს, რადგან ისეთ სახეს მიიღებს, რომელიც ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი: "არაფერი, ვთამაშობდით და შემთხვევით დამესვარა".

მაგრამ, საღამოს, გამოვაღებთ რა ფანჯრებს, რათა ზაფხულის საღამოს გრილი ნიავით დავტკბეთ, გვესმის არა მარტო პატარების გულუბრყვილო და უბიწო ჟრიამული, არამედ "დახვეწილი" უცენზურო გინება და რაც ყველაზე საშინელია, ისევ ამავე ბავშვებისგან. პირველი, რაც განცდილი შოკის შემდეგ, ადამიანს გონებაში მოადგება, არის კითხვა - "სად, ვისგან და როდის ისწავლა?!" კითხვა საკმაოდ ტრივიალურია და სულაც არ იქნება გასაკვირი როგორც უამრავი პასუხი ამ შეკითხვაზე, ასევე ე. წ. "სიუჟეტის განვითრების" მრავალი ვარიანტიც, და ბოლოს, შეიძლება შემოგვთავაზონ წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ თვით ის მიზეზები, რომლებიც იწვევენ მსგავს შეკითხვებს.

სოციოლოგები და ფსიქოლოგები, ასევე ფილოლოგ-ლინგვისტები გვიჩვენებენ მრავალ მიზეზს, რომლებიც შეიძლება იყონ ჩვენი შვილების უცენზურო მეტყველების განვითარებისა და "სტაბილიზაციის" საფუძვლები. მათი აზრით, პოლიტიკური ცენზურის გაუქმებამ გამოიწვია ენობრივი ცენზურის გაუქმება, რის გამოც პრესაში, ტელეეკრანებზე, რადიოში, კინოსა და ლიტერატურაში მოზღვავდა ქუჩური, ჟარგონული, ვულგარული და უცენზურო ლექსიკა. ეს ასევე დაკავშირებულია მასობრივ ცნობიერებაში სიტყვის თავისუფლების ("ილაპარაკე რაც გინდა") მეტყველების თავისუფლებად ("ილაპარაკე როგორც გინდა") გაგებასთან, რაც, ცხადია, ერთი და იგივე არ არის.

მსგავსი აღრევა, რომელიც დღეს მოქალაქეთა ყოველდღიურ ცნობიერებაში არსებობს, იწვევს ენისა და მეტყველების ნორმების შესამჩნევ და გაუმართლებელ ლიბერალიზაციას, უპირველეს ყოვლისა - მეტყველების კულტურისა და ურთიერთობის კულტურის სფეროებში. ადამიანთა ცნობიერებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოებაში, სალაპარაკო ენაში დასაშვები ჟარგონის ხარისხი. საკმაოდ ხშირად გამოიყენება ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ადრე საჯაროდ არ გამოითქმებოდა; ფართოვდება ადამიანთა ფსიქოლოგიური მზადყოფნა საკუთარ თავს მისცენ "თავისუფალი მეტყველების" უფლება უხეშ და თვით უცენზურო ლექსიკის ჩათვლით. იზრდება ისეთი ადამიანების ხვედრითი წილი, რომლებიც თავიანთთვის შესაძლებლად მიიჩნევენ სამეტყველო ეტიკეტის უგულებელყოფას. შესამჩნევად იზრდება "შენობით" მიმართვის სიხშირე უცნობი ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ადამიანებში ყალიბდება სამეტყველო ეტიკეტის პირობითობის ცნება. "მეტყველების თავისუფლება" მნიშვნელოვანწილად არყევს თემატური ტაბუს სისტემას, რომელიც კომუნიკატიურ ქცევაში არსებობს - ასე, მაგალითად, უკვე საყოველთაოდ მიღებულია სექსის, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, ჰომოსექსუალიზმისა და სხვა მსგავსი საკითხების საჯარო განხილვა.

განვიხილეთ რა ბილწსიტყვაობის წარმოშობის მიზეზთა ფილოლოგიურ-სოციოლოგიური ასპექტები, ჩვენ ამით მხოლოდ ავადმყოფის სნეულების მიზეზი ვაჩვენეთ. მაგრამ, ავადმყოფისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად დაავადების წარმოშობის მიზეზის გაგება, რამდენადაც ის შედეგები, რაც შეიძლება დაავადებას მოჰყვეს.წმ. იოანე ოქროპირი წერდა: "... ნუთუ გგონია რომ არ განარისხებ ღმერთს, როდესაც მის სატრაპეზოზე (არადა, ჩვენი პირი არის სწორედ ღმრთის სატრაპეზო, როდესაც წმიდა ევქარისტიას ვეზიარებით) მოგაქვს სიტყვები, რომელიც ყოველგვარ ბინძურ ჭურჭელზე უბინძურესია?"

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვათა, სახელწოდებათა, დასახელებათა ერთგვარ მაგიურ ზემოქმედებაზე, სწორედ ამ მიმართებით ლაპარაკობდა ბილწისტყვაობაზე ერთი ღვთისმეტყველი, რომ "ბილწსიტყვაობა - ეს არის საძაგელი ვნება, რომელიც წმიდა წერილში სასიკვდილო ცოდვას ედრება (ეფეს. 5:4, 5). მისგან იწვის ჩვენი მიწა, მისით გარყვნილია მრავალი ადამიანის სული და დიდი ფილოსოფოსებიდა მწერლები, რომლებიც ჯერაც ცდილობენ ასწავლონ სხვებს სიკეთე და ხმამაღლა წარმოთქვან მშვენიერი და მომხიბლავი სიტყვები, მარტონი ვერას ხდებიან, როდესაც უკვე არაფერი ეღობება ადამიანების ემოციების გამოხატვას...არსებობს სხეულის გახრწნა, მაგრამ სულის გახრწნაც არსებობს და რამდენადაც სული აღემატება სხეულს, რამდენადაც სიტყვა ყველაზე ფასეული და ამაღლებული რამ არის ადამიანში, რომელიც მას პირუტყვისგან განასხვავებს და ღმერთს (ლოგოსს) ამსგავსებს, იმდენად სულის გახრწნა ბილწისტყვაობით უდიდესი ცოდვაა სხვა ცოდვებთან შედარებით. ის მთლიანად არის დამკვიდრებული ძველი აღმოსავლეთის ფალიურ კულტებში, დაწყებული ბაალის, ასტარტის (აშტაროთის), ქამოსისა და სხვათა მსახურების სატანური და ბნელი სიღრმეებიდან.

თანაც ეს ცოდვა და რაღაც იდუმალი, უცნაური მიდრეკილება მისკენ პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს დგას ღმერთთან ადამიანი. და თუ ის განიდრიკება ღმრთისგან, იმწამსვე, უკან-უკან სიარულით იწყებს სატანის სამფლობელოში შესვლას და იძენს ბილწსიტყვაობის ამ მავნე ჩვეულებას, რითაც ღმრთის ნაცვლად ადგილს უთმობს ეშმაკს და საღმრთო საგანთა მოგონების ნაცვლად, ბილწსა და გარყვნილზე ფიქრობს.

ბილწი და შემაძრწუნებელი გამონათქვამები სინამდვილეში წარმოადგენენ წარმართ მოგვთა "საღვთისმსახურო", "სალოცავ" ფორმულებს, რომლებიც ბილწი დემონებისკენ არიან მიმართულნი. ქრისტეანო! როდესაც ამ ბილწ სიტყვებს იყენებ, ვის ემსახურები, ვისდამი ლოცულობ, რას იქმ?! შენ უბრალოდ არასერიოზულ საქციელს კი არ ჩადიხარ, უბრალოდ კი არ ხუმრობ, შენი სიტყვები უბრალოდ ჰაერს კი არ არხევს, უბედურო, შენ წარმოსთქვამ საშინელ შეფუცვას, წყევლას, რითაც უბილწეს დემონებს იწვევ. ამ დროსშენ სატანას სწირავ სიტყვიერ მსხვერპლს! ...არ უწყი, რომ უმეცრებით და თუნდაც უნებურად, ხდები ჯადოქარი, მოგვი, მჩხიბავი...

ძნელია წინ აღვუდგეთ ბილწისტყვაობას, რომელიც უდიდესი სისწრაფით, ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსად იპყრობს და ღუპავს ადამიანის სულს. ექიმები ყოველთვის ეუბნებიან პაციენტს იმის შესახებ, რომ დაავადების პროგნოზირება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ამგვარი, გამაძლიერებელი საშუალებაა სინანული და აღსარება. როდესაც სინანულით მივეახლებით ღმერთს, უკვე აღარ ძალგვიძს ვიყოთ ბილწსიტყვაობის ჭურჭელნი, არამედ მხოლოდ წმიდა და სუფთა წყარო, რომლისგან ოდენ ღმრთის სადიდებელი და სამადლობელი ამოდის.


მომზადებულია ინტერნეტ მასალებზე დაყრდნობით.