იესუ ქრისტეს ღვთაებრიობისათვის
შინაარსი:
ნაწილი I-II
ნაწილი I
1. არის თუ არა ქრისტე იაჰვე (იეჰოვა)?
"დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა ქვეყნისათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიმ. 3:16).
"ისიც ვიცით, რომ ძე ღმრთისა მოვიდა, და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი, და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის მისი ძე იესუ ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე" (1 იოანე. 5:20).
იეღოვას მოწმეები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ქრისტე არ არის მამის თანასწორი ღმერთი არც ძალით და არც ყოვლისშემძლეობით. ღმრთის ამგვარ უარყოფას მიჰყავს ისინი ორ უცილობელ შედეგთან: ქრისტე ან უბრალო ადამიანი იყო ან კიდევ "პატარა" ღმერთი, თავისი ძალითა და შესაძლებლობებით არათანასწორი მამისა.
პირველი დასკვნა იმთავითვე უნდა გამოვრიცხოთ, რადგან იეღოველთა ბეჭდვითი ორგანოს "საგუშაგო კოშკის" მიერ გამოცემული ბიბლიის დამახინჯებულ თარგმანებშიაც კი (რომელსაც "ახალი სამყაროს თარგმანები" ეწოდება), ქრისტე ღმერთად იწოდება ოთხჯერ (იხ. 9:6; იოანე 1:1,18; 20:28). ბიბლიის სხვა თარგმანებში ასეთი ადგილები ბევრად უფრო მეტია.
ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფით "საგუშაგო კოშკის" საზოგადოება მეტად საინტერესო სიტუაციაში ექცევა: ცნობილია, რომ ბიბლია ასწავლის ღმრთის ერთობას (მეორე სჯული 6:4), თანაც აბსოლუტურ ერთობას: ღმერთი სხვა არავინაა "და არ არის ღმერთი მის გარდა" (ესაია 45:5-6; სოფონია 2:15). მაგრამ იეღოველთა პოზიციიდან ეს ასე არ ჩანს. თუ მათ გამოცემებს დავუჯერებთ ღმერთი ორი ყოფილა: 1. დიდი ღმერთი - იეღოვა. 2. "მცირე" ღმერთი – ძე ღმრთისა. ასე, რომ ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფამ იეღოველთა საზოგადოება არაორაზროვან წარმართობამდე მიიყვანა.
იეღოველები იტყვიან, რომ "ღმერთად" ბიბლიაში სატანაც იწოდება, მოსეც და ა. შ. მაგრამ ეს ვერ ცვლის საქმის არსს, რადგან ქრისტეს მსგავსად არავინ არ არის გატოლებული ღმერთს და საღმრთო ძალმოსილებას (ესაია 55:8. იოანე. 1:1; მათე 28:19; 2კორინთ. 13:13). გასთვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც წმ. წერილი ჭეშმარიტი ღმრთის გარდა ვინმეს "ღმერთს" უწოდებს, მის "საღმრთო" უფლებამოსილებებსაც იქვე შემოფარგლავს. ამ თვალსაზრისით, არსად, ბიბლიაში არ წერია, რომ "მოსე – ღმერთია".
უთხრა უფალმა მოსეს "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის" (გამოსვლ. 7:1), ანუ მოსე "ღმერთი" იყო მხოლოდ ფარაონისთვის, - არც მეტი, არც ნაკლები! ასე, რომ მისი "ღვთაებრივი" უფლებამოსილება მეტად შეზღუდულია. მოსე შიშობდა, რომ ფარაონს შეეძლო ყურადაც არ ეღო მისი თხოვნა ისრაელის გაშვების თაობაზე, რამეთუ ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, ფარაონები უნდა დამორჩილებოდნენ მხოლოდ ღმერთებს. აი, ამიტომაც დანიშნა უფალმა მოსე "ღმერთად" ფარაონისთვის, რათა მას შესძენოდა მეტი თავდაჯერებულობა და ერწმუნა ღმრთის მხარდაჭერით მასზე დაკისრებული მისიის აღსრულების შესაძლებლობა. ასე, რომ მოსე თითქოსდა ღმერთივით გახდა ფარაონისთვის.
ნათქვამია, "თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, რომელთაც ამ ქვეყნის ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონება" (2 კორინთ. 4:4). აქ, წმიდა მოციქული პავლე სატანასთან მიმართებაში "ღმრთის" ცნებას ამა ქვეყნის არეალით შემოზღუდავს ("ამა ქვეყნის ღმერთმა..."). მაგრამ როდესაც საუბარია ქრისტეზე, მაშინ ის ღმერთად ამ სიტყვის ყველაზე სრული მნიშვნელობით იწოდება: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა" (იოანე 1:1). მითუმეტეს, რომ არსად ბიბლიაში თვითონ ღმერთი არავის ხმობს "ღმერთად", თავისი ძის გარდა (ებრ. 1:8-12). რადგან ძისთვის ამბობს: "საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე" (ებრ. 1:8-12).
იგივეს ვხედავთ ჩვენ ყველა სხვა იმ ციტატებში, რომელიც ეხება ქრისტეს ღვთაებრიობას. მაგრამ იეღოველები კვლავ იტყვიან, რომ ამ ადგილას, სიტყვა "ღმერთის" წინ არ დგას არტიკლი. ამიტომაც იგი პატარა სიტყვით ითარგმნება (ანუ წერენ "бог" და არა "Бог"). მაგრამ ეს ყოველივე არის იეღოველთა სურვილი მიუსადაგონ ბიბლია თავიანთ სწავლებას.
ჯერ ერთი, ბიბლიაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სიტყვა "ღმერთი", როდესაც ის მამა ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება, ასევე არტიკლის გარეშე წერია (იხ. მაგ.: ინ.1:6; მთ. 5:9; ლკ. 1:78; რომ. 1:7; ფილ. 2:13; ტიტ. 1:1; ინ. 1:12-13; და სხვა მრავალი), ასე რომ, "იეღოვას მოწმეების" ლოგიკას თუ მივყვებით ეს ადგილებიც პატარა ასოებით უნდა დაიწეროს.
მეორეც, არის შემთხვევები, როდესაც სიტყვა "ღმერთი" არტიკლით იწერება ქრისტესთან მიმათებაშიც (მაგ.: ინ. 20:28), და რაკიღა ყველა ასეთ შემთხვევაში საუბარია ღმერთზე, გამოდის რომ აქ წმიდა წერილი ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთობაზე მიანიშნებს.
და მესამეც, "ბერძნული ენის წესების მიხედვით ამ ადგილას (ინ.1:1) არ უნდა იდგეს არტიკლი, რადგან მოცემულ წინადადებაში ქვემდებარეა სიტყვა "ლოგოსი", შემასმენელი კი – "იყო". ბერძნული ენის გრამატიკული კონსტრუქციის თანახმად, შეუძლებელია ზმნის შემდეგ პირდაპირ მოდიოდეს დამატება, რადგან, გარდაუვალ ზმნას მოსდევს არა დამატება, არამედ პრედიკატიული ნომინატივი, რომელიც კავშირშია ქვემდებარესთან, ჩვენს შემთხვევაში სიტყვა "ლოგოსთან".
ბერძნული ახალი აღთქმის წერილის ავტორიტეტულმა სპეციალისტმა, კოუელმა შენიშნა ის კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც პრედიკატიული ნომინატივი (ჩვენს შემთხვევაში "თეოს") – არასოდეს განისაზღვრება არტიკლით, თუკი მას წინ უსწრებს ზმნა "იყო", რასაც მოცემულ კონტექსტში ვხედავთ. ამიტომაც არავითარი არტიკლი სიტყვა "ღმერთის" წინ არ დგას და მისი გადათარგმნა როგორც "ერთ-ერთი ღმერთთაგანად", ან "მცირე ღვთაებად" გრამატიკულად არასწორია და ძველბერძნული ენის არცოდნაზე მეტყველებს, ვინაიდან განსახილველი მუხლის (ინ. 1:1) მესამე ნაწილში სიტყვა "თეოს" (ღმერთი) წარმოადგენს ზმნა "ყოფნის" პრედიკატიულ ნომინატივს და ეხება ქვემდებარე "ლოგოსს"" (Мартин Уолтер. Царство культов. С. – Пб. 1992. С. П. «Логос», Стр. 81-82).
მამა ღმერთსა და ქრისტეს შორის თანასწორობას გვაჩვენებს იმისი უბრალო შედარება, რომ ძველი აღთქმა ლაპარაკობს იაჰვეზე, ახალი აღთქმა კი ქრისტეზე. მაგალითად, ძველ აღთქმაში იაჰვე ამბობს: "მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!" (ეს. 43:11), ანუ იაჰვეს გარდა მაცხოვარი არვინ არის. მაგრამ სახარებაში ვკითხულობთ: "დღეს ღვთის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლკ. 2:11). თუ არ ვირწმუნებთ იმას, რომ ქრისტე – იაჰვეა, მაშინ ჩვენ გადავეყრებით აშკარა წინააღმდეგობას, რამეთუ ესაია წინასწარმეტყველთან ღმერთი მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ "არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი".
შემდეგ, შემოქმედად ბიბლია აცხადებს მხოლოდ იაჰვეს: "ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა" (ეს. 44:24). მაგრამ ამავე დროს მოციქული პავლე შემოქმედს უწოდებს ძესაც, რამეთუ, მისი სწავლებით, ფსალმუნის სიტყვები "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა" (ფსალმ. 101:26), ნათქვამია ღმრთის ძეზე. "თავდაპირველად, უფალო, დააფუძნე მიწა, და ხელთა შენთა საქმენი არიან ცანი" (ებრ. 1:10. შეად. ფსალმ. 101:26). და ისევ წინააღმდეგობას ვაწყდებით, თუკი რათქმაუნდა არ ვირწმუნებთ იმას, რომ ძე ღმრთისა ისეთივე ღმერთია, როგორიც მამა და თანაარსია მისი (იხ. ინ. 10:30).
მაშ, ასე ახალი აღთქმა სრულიად მიაწერს ძეს იმ თვისებებს, როგორსაც ძველი აღთქმა მამას. იეღოვას მოწმეებმა შესაძლოა თქვან ასეთი სისულელეც, რომ მამასთან ხანგრძლივი მყოფობის გამო ძე მას დაემსგავსა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფსალმუნთმგალობელ დავითთან ერთად დავსვათ კითხვა: "შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?" (ფსალმ. 70:19). ბიბლიამ არ იცის არავინ სხვა, ვინც შესაძლოა იყოს ღმრთის ბადალი.
ამრიგად, თუკი ქრისტე ფლობს ღმრთის თვისებებს, შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ ერთი დასკვნა: ძე ღმრთისა არის ზუსტად ისეთივე ღმერთი, იაჰვე, როგორიც მისი მამაა.
ბიბლია ღმერთს უწოდებს მარადიულსა და უცვალებელს, რამეთუ მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს მარადიული და დროის ცვლილებებს დაუქვემდებარებელი, ანუ დროზე მაღლა (მალაქ. 3:6; იაკობ. 1:17). ზუსტად ასევე ძეც მარადიულია და უცვალებელი. მოციქული პავლე ამბობს, რომ მან (ძემ) არ ჰქონია დასაბამი. მელქისედეკზე საუბრისას მას მოჰყავს ასეთი შედარება: "დღეთა დასაბამისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე, ღმრთის ძის მსგავსი" (ებრ. 7:3); და კიდევ: "და, თავდაპირველად, უფალო, დააფუძნე მიწა, და ხელთა შენთა საქმენი არიან ცანი. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყოველივე დაძველდება, როგორც სამოსი. და, როგორც სამოსს, შეახვევ მათ და შეიცვლებიან; ხოლო თავად უცვლელი ხარ, და არასოდეს დასრულდება შენი წლები" (ებრ. 1:10-12).
ყველგანმყოფიც მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს ბიბლიის მიხედვით (ფსალმ. 137:7-12), თუმცა ქრისტე ამბობს: "სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მთ. 18:20).
ამრიგად, ყველგან, სადაც კი უნდა შეიკრიბონ, ორნი ან სამნი ქრისტეს სახელით - ის იქ არის, მაგრამ რადგან ეს ხდება თითქმის ყველგან, ქრისტეც არის ყველგანმყოფი.
ტიმოთესადმი 1-ელ ეპისტოლეში ნათქვამია, რომ მხოლოდ ღმერთია უკვდავი. "ერთადერთი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი, რომელსაც ერთადერთსა აქვს უკვდავება, მიუწვდომელ ნათელში მყოფს, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს, და ვერც შესძლებს მის ხილვას, ვისიცაა პატივი და ძალი საუკუნო. ამინ" (1 ტიმ. 6:15,16). ამრიგად, მხოლოდ ის არის "მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი". ნებისმიერი, ვინც მიითვისებს ამ ტიტულებს, ან ღმერთი უნდა იყოს, ან მატყუარა და შარლატანი. მაშ ვინ არის ქრისტე – მატყუარა თუ ჭეშმარიტი ღმერთი? გამოცხადება ამ თვისებებს იესუსაც მიაწერს: "ისინი შეებრძოლებიან კრავს (ანუ ქრისტეს - რედ.) და სძლევს მათ კრავი, რადგანაც არის უფალი უფლებათა და მეუფე მეუფეთა..." (გამოცხ. 17:14). ამდენად, გამოცხადების მიხედვით ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი.
ვინ არის "ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი"? რათქმაუნდა ღმერთი. ძველ აღთქმაში, ესაია თავის წინასწარმეტყვლებაში პირდაპირ უწოდებს იაჰვეს "პირველს და უკანასკნელს". "ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი" (ეს. 44:6). მაგრამ ახალ აღთქმაში იესუ ამბობს, რომ ეს ტიტული ეკუთვნის მას: "მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი". და "ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა".
გამოთქმა "მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი" შეუძლებელია ერთდროულად განეკუთვნებოდეს ორ განსხვავებულ პიროვნებას. იაჰვე და იესუ - ერთი და იგივეა! შეიძლება ეს ვიღაცას წარმოუდგნლად მოეჩვენოს, მაგრამ იესუ მცირეოდენი ეჭვის საბაბსაც კი არ გვიტოვებს. ის ამბობს: "მე ვარ ალფა და ომეგა (ანი და ჰოე)". ეს კი იგივეა, რაც: "მე ვარ ღმერთი". იქნებ სთქვა კიდეც? ჭეშმარიტად! იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: "აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასარული...მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე" (გამოცხ. 21:6,7).
იეღოვას მოწმეები ძალიან ხშირად იმოწმებენ თავიანთ ქადაგებებში გამოსვლათა წიგნის მესამე თავის მეოთხე მუხლს, სადაც წერია, რომ ღმერთი არის "არსებული" (ანუ ღმერთმა თქვა "მე ვარ ის, რომელიც ვარ"). და, რომ ეს არის ღმერთის სახელი. მაგრამ იესუ ქრისტე სწორედ ამ სახელს უწოდებს თავის თავს. "თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენს ცოდვებში მოკვდებით. უთხრეს მას: ვინა ხარ შენ? და უთხრა მათ იესუმ: დასაბამიდან არსებული, როგორც თავიდანვე გითხარით" (ინ. 8:25) (შეად. სინოდ. თარგმანი. ასევე სლავური თარგმანი).
ძველი აღთქმის მიხედვით, ღმრთის წინაშე ყველაზე დიდი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა. თაყვანისცემა ეკუთვნის მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს. ახალ აღთქმაში მოციქულთა შესახებ კი ვკითხულობთ: "...აჰა, შემოხვდათ იესუ და უთხრა მათ": გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას" (მთ. 28:9). მოცემულ შემთხვევაში მოწაფეებმა თაყვანი სცეს ქრისტეს. არადა ისინი იუდეველები იყვნენ, რომლებიც სიკვდილის მუქარითაც კი არავის სცემდნენ თაყვანს, ღმრთის გარდა! აქედან, უნდა დავასკვნათ, რომ მოწაფეებმა ღმრთის საფერი პატივი მიაგეს ქრისტეს, ვინაიდან შეიცნეს მასში ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი.
მნიშვნელოავანია გავიხსენოთ, თუ ვის სცემდა თაყვანს წმ. პირველმოწამე სტეფანე თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში. "ქვებს უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა: უფალო იესუ, მიიღე ჩემი სული. და მოიყარა მუხლი და ხმამაღლა შეჰღაღადა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა, და მიიძინა" (საქმე 7:59?60).
ნაწილი II
მიუხედავად იმისა, რამდენად ამახინჯებენ იეღოველები წმ. წერილს და ცვლიან იმ ადგილებს, სადაც ქრისტეს ღვთაებრიობაზეა ლაპარაკი, ბიბლიის მათეულ თარგმანში, "ახალი სამყაროს" სახელით რომ არის ცნობილი, მაინც დაფიქსირებულია, რომ ქრისტე ღმერთია. ასეთი ადგილებია, მაგალითად, ესაიას 9:6 და იოანეს 20:28. ის, რომ ამ მუხლებში, ისევე როგორც იოანეს 1:1, ქრისტე იგივე იაჰვეა შეიძლება დავამტკიცოთ შემდეგნაირადაც:
მართლმადიდებელი: რამდენია ღმერთი?
იეღოველი: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს თანახმად (1 კორ. 8:5) ღმერთი ერთია.
მართლმადიდებელი: იოანეს სახარების მიხედვით (17:3), რამდენი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ღმერთი?
იეღოველი: მხოლოდ ერთი: იეღოვა მამა არის "ერთი ჭეშმარიტი ღმერთი".
მართლმადიდებელი: მართალია. მაგრამ, ეთანხმებით თუ არა თქვენ იმ აზრს, რომ ყოველივე რაც არ არის ჭეშმარიტი - ყალბია?
იეღოველი: დიახ, მიმაჩნია რომ ასეა.
მართლმადიდებელი: მაშასადამე, თუკი ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ ერთია, დანარჩენი "ღმერთები" ყალბნი ყოფილან?
იეღოველი: დიახ, მართალია.
მართლმადიდებელი: იოანეს სახარების (1:1) "ახალი სამყაროს" თარგმანის მიხედვით, იესუ - ღმერთია. ეთანხმებით ამ შეხედულებას?
იეღოველი: რათქმაუნდა.
მართლმადიდებელი: კეთილი, მაგრამ ესეც გავარკვიოთ, ჭეშმარიტი ღმერთია იგი თუ ყალბი?!
იეღოველი: მმმ... არ ვიცი.
მართლმადიდებელი: ის არ შეიძლება იყოს ყალბი ღმერთი, განა ასე არ არის? ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მოციქული იოანე დამნაშავე იქნებოდა ქრისტეს გაღმერთებაში. შედეგად, ის უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი! მაგრამ ისიც ვიცით, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არის იაჰვე. მაშასდამე, იესუ თავად უნდა იყოს იაჰვე. თანაც მუხლები, რომლებშიაც "ღმერთებზეა" საუბარი არ შეიძლება იაჰვეს განვაკუთვნოთ. ასე არ არის?
იეღოველები ჩვეულებისამბრ პასუხობენ, რომ ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგანაც წმიდა წერილი "ღმერთებს" უწოდებს იმათაც, ვინც ღმერთმა შექმნა, და ამავდროულად არ გულისხმობს, რომ ისინი ყალბი ღმერთები არიან. ამ შეხედულების დასმტკიცებლად იმოწმებენ გამოსვლ. 7:1; ინ. 10:34; (შეად. ფსალმ. 81:6) და ებრ. 2:7 (შეად. ფსალმ. 8:6).
იეღოველი: რათქმაუნდა არა, იეღოვა ხომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია.
მართლმადიდებელი: სწორია. თანაც, შეუძლებელია ითქვას, რომ ამ მუხლებში ქმნილებებს "ღმერთებს" უწოდებდეს წმიდა წერილი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. მეთანხმებით?
იეღოველი: დიახ, ეს ასეა. მაგრამ, რაღაც აზრით ხომ მაინც "ღმერთებად" არიან წოდებულნი?
მართლმადიდებელი: დიახ, მაგრამ რა აზრითაც უნდა იყოს ეს ნათქვამი, ის ღმერთ იეჰოვაზე არ გულისხმობს. ასე არ არის?
იეღოველი: დიახ.
მართლმადიდებელი: რაც შეეხება მუხლებს, რომლებშიაც ქმნილებებთან მიმართებაში გამოყნებულია სიტყვა "ღმერთი" უმეტესწილად "ღმერთების" ქვეშ გულისხმობენ ცრუ ღმერთებს, ასე არ არის?
იეღოველი: დიახ, მაგრამ ყოველთვის არა. მაგალითად გამოსვლათა წიგნში (7:1) ნათქვამია რომ მოსე იყო "ღმერთი".
მართლმადიდებელი: ეს არც თუ სწორია. რატომ არ ჩაიხედავთ "ახალი სამყაროს" თარგმანში?
იეღოველი: "უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება" (გამოსვლ. 7:1). როგორც ხედავთ, მოსე იწოდა ღმერთად.
მართლმადიდებელი: უფრო ზუსტად, აქ ნათქვამია, რომ იეჰოვამ დაადგინა მოსე ღმერთად "ფარაონისთვის". თქვენის აზრით ეს რას ნიშნავს?
იეღოველი: ჩემის აზრით, ეს ნიშნავს, რომ მოსეს დაევალა ეჩვებინა ფარაონისთვის ღმრთის ძალა.
მართლმადიდებელი: მაშინ რატომ არ არის ნათქვამი "ახალი სამყაროს" თარგმანში "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის"?
იეღოველი: ეეე... არ ვიცი. შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ მოსე უბრალოდ იყო ღმრთის ელჩი ფარაონის წინაშე.
მართლმადიდებელი: მაშ ასე, მოსე სრულებითაც არ ყოფილა "ღმერთი", ასე არ არის? ის უბრალოდ იყო ჭეშმარიტი ღმრთის ელჩი ფარაონის წინაშე.
იეღოველი: ჰმ... ალბათ ასეა. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ იესუ "ღმერთად" იწოდება იმავე აზრით, რა აზრითაც იწოდებოდა მოსე - მაგალითად იოანეს 20:28-ში, როდესაც თომამ მას "ჩემი ღმერთი" უწოდა.
მართლმადიდებელი: მაგრამ ეს აშკარად არ ეხება იოანეს 1:1 მუხლს, სადაც თვით "ახალი სამყაროს" თარგმანიც კი "ღმერთს" უწოდებს ქრისტეს. აქ შეუძლებელია საუბარი იყოს ღმერთის "წარმომადგენელზე".
იეღოველი: არა, იქ იესუ "ღმერთად" იწოდა იმიტომ, რომ ის ფლობდა ღვთიურ ძალებსა და თვისებებს.
მართლმადიდებელი: მაგრამ, თქვენ ეს-ესაა დამეთანხმეთ, რომ მოსე არ იყო "ღმერთი" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არის კი ბიბლიაში ქრისტეს გარდა კიდევ ვინმე, ვისაც "ღმერთს" უწოდებენ, ჰქონდეს ღვთიური ძალები და თვისებები – და არ იყოს ცრუ ღმერთი?
იეღოველი: ვერავის ვიხსენებ. მაგრამ რატომ არ შეიძლება ვუწოდოთ იესუს ღმერთი ამ აზრით? ის ოდენ იყო ღმერთთან დასაბამიდანვე და ეხმარებოდა მას შესაქმის პროცესში.
მართლმადიდებელი: იმ უბრალო მიზეზით, რომ, ბიბლიის თანახმად, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი (ეს. 43:10; 44:6-8; 1 კორ. 8:4; 1 ტიმ. 2:5; იაკ. 2:19; და სხვა) და არავინ არის "მისი მსგავსი" (ეს. 40:18; იერ. 10:6-7; და ა. შ.). ბიბლია ძლევამოსილ მმართველებსა და სულებსაც კი არ უწოდებს "ღმერთებს" და უარყოფს ამას (ეზეკ. 28:2; 2 თესალონიკ. 2:4; 1 კორ. 10:20; გალატ. 4:8).
იეღოველი: მე ეს არ ვიცოდი! კი მაგრამ, მაშინ როგორღა უწოდებს ბიბლია ღმერთს ქრისტეს, თუკი ღმერთს მხოლოდ მამას უწოდებს?
მართლმადიდებელი: როგორ? მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ვიცი, როგორი ღმრთის ბუნება და არსი, მაგრამ მე მწამს ყოველივე იმისა, რასაც ბიბლია გვამცნობს მის შესახებ. თქვენ?