ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
როგორ დაველაპარაკოთ "იეღოვას მოწმეებს"?

მოკლე ინსტრუქცია მართლმადიდებელთ

"იეღოვას მოწმეები" თავიანთ ადეპტებს ასწავლიან როგორ გასცენ პასუხები ყველაზე გავრცელებულ არგუმენტებზე, რომლებიც ქრისტეანებს მათი ცრუსწავლების სამხილებლად მოჰყავთ. როგორი გზაც უნდა აირჩიოთ თქვენს საუბარში, მთავარაია - არ მისცეთ მათ შესაძლებლობა მოიმარჯვონ მზა პასუხები და ფორმულირებები.

გარდა ამისა "იეღოვას მოწმეები" ასწავლიან, თითქოსდა მათი სექტა ეს არის ღმრთის ხილული ორგანიზაცია დედამიწაზე, რის გამოც მონოპოლიას ფლობს ჭეშმარიტების ცოდნაზე. ყოველი "იეღოველი" დარწმუნებულია, რომ მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ე. წ. "ქრისტეანული სამყარო", სატანას ეკუთვნის და მის ნებას ასრულებს, ამიტომაც, არავის, ვინც "იეღოველთან" ლაპარაკობს, ჭეშმარიტებას არ ღაღადებს (ყოველ შემთხვევისთვის, თუ ეს ეხება რელიგიურ საკითხებს და განსხვავდება "საგუშაგო კოშკის" შეხედულებისგან - რედ.).

"იეღოვას მოწმეები" ჩვენთან მოდიან არა იმისთვის, რათა ჩვენგან ისწავლონ, არამედ იმისთვის, რათა თვითონ გვასწავლონ! ამგვარად, თუ გსურთ თქვენმა საუბარმა შედეგი მოიტანოს, "იეღოვას მოწმეს" უნდა დახმაროთ საგნებს "საგუშაგო კოშკის" თვალით არ შეხედოს.

ყველაზე მარტივად და სწრაფად ამისი გაკეთება შეიძლება ბიბლიისა და თვით მათი ლიტერატურის დახმარებით. ქვემოთ ჩვენ გიჩვენებთ ერთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც 10-15 წუთში შეძლებთ აჩვენოთ ჭეშმარიტების მოყვარულ, ნებისმიერ იეღოველს, რომ მისი ორგანიზაცია მას ატყუებს. ბუნებრივია, ეს მეთოდი არ არის ერთადერთი და, შესაძლოა, იდეალურიც, მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებს.

ყოველი იეღოველი, ვინც თქვენთან მოდის, თან დაატარებს "წითელ წიგნს", რომელიც უფრო ვიწრო წრეში ცნობილია სახელწოდებით "თქვენ მარადიულად იცხოვრებთ სამოთხეში დედამიწაზე" (კიდევ უფრო ვიწრო წრეში კი წიგნს: "იცხოვრე სამარადისოდ". დღეს ეს წიგნი გამოსულია ხმარებიდან და იშვიათობას წარმოადგენს. მისი ადგილი დაიკავა გამოცემამ: "ცოდნა, რომელსაც მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ". ჩვენს მიერ ქვემოთ განხილული სურათი ამ წიგნში მოთავსებულია 67-ე გვერდზე - რედ.). სწორედ ამ წიგნიდან ამოკრეფენ იეღოველები ინფორმაციას, რომელსაც პოტენციურ "ახალმოქცეულს" სთავაზობენ. რადგან ეს წიგნი გამოცემული "საგუშაგო კოშკის" მიერ, რომელიც ღმრთის ხილული ორგანიზაციაა დედამიწაზე, მასში ყოველივე სიმართლე უნდა იყოს, და აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეესატყვისებოდეს ბიბლიას. ამიტომაც, სთხოვეთ თქვენს იეღოველ მოსაუბრეს გადაშალოს ეს წიგნი 170-ე გვერდზე, სადაც გამოსახულია იესუ ქრისტეს გაკრულია ვერტიკალურ ბოძზე (იეღოველები მიიჩნევენ, რომ ჯვარი არის წარმართული სიმბოლო) და ჰკითხეთ: 

- ხომ ვერ დამეხმარებით გავერკვე ერთ საკითხში? (გახსოვდეთ, ის კი არ სწავლობს, არამედ გასწავლით). ეს სურათი შეესაბამება სინამდვილეს?

- რა თქმა უნდა, - გპასუხობთ ის.

- მაშასადამე, იესუ ბოძზე გააკრეს და არა ჯვარზე?

- ამაში შეუძლებელია ეჭვი არსებობდესს.

- მაშინ დამეხმარეთ, გეთაყვა, გავარკვიო ერთი საკითხი - რამდენი ლურსმნით მიაჭედეს იესუ ქრისტე? - და სურათზე უთითებთ.

- ერთით.

აუცილებლად უნდა მიაღწიოთ იეღოველისგან იმის აღიარებას, რომ ქრისტეს ორივე ხელი (როგორც ეს მათ ჟურნალებსა და წიგნებშია გამოსახული) ერთადერთი ლურსმნით მიაჭედეს (იხ. სურათი იეღოვას მოწმეთა ერთ-ერთი გამოცემიდან).

 



- ხომ ვერ დამეხმარებით გავერკვე ერთ საკითხში? (გახსოვდეთ, ის კი არ სწავლობს, არამედ გასწავლით). ეს სურათი შეესაბამება სინამდვილეს?

- რა თქმა უნდა, - გპასუხობთ ის.

- მაშასადამე, იესუ ბოძზე გააკრეს და არა ჯვარზე?

- ამაში შეუძლებელია ეჭვი არსებობდესს.

- მაშინ დამეხმარეთ, გეთაყვა, გავარკვიო ერთი საკითხი - რამდენი ლურსმნით მიაჭედეს იესუ ქრისტე? - და სურათზე უთითებთ.

- ერთით.

აუცილებლად უნდა მიაღწიოთ იეღოველისგან იმის აღიარებას, რომ ქრისტეს ორივე ხელი (როგორც ეს მათ ჟურნალებსა და წიგნებშია გამოსახული) ერთადერთი ლურსმნით მიაჭედეს. ამის შემდეგ გადაშალეთ თქვენი (ან მათი) ბიბლია, კერძოდ იოანეს სახარება თ. 20, მუხლი 25-ე და წაიკითხეთ:

"უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს" (რუს.: "Если не увижу на руках Его ран от гвоздей, и не вложу перста в раны от гвоздей, и не вложу руки моей в ребра Его, не поверю").

ახლა წმინდა სინდისით შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომელი წიგნი ამბობს სიმართლეს: ბიბლია თუ "იცხოვრე მარადიულად". ვინ ატყუებს მკითხველს? სად არის ჭეშმარიტება? პასუხი ნათელია. აქედან კი გამომდინარეობს კანონზომიერი დასკვნა: თუ "საგუშაგო კოშკის" საზოგადოებას მის წევრებს ასეთ წვრილმანებში ატყუებს, შეიძლება კი უფრო დიდ საკითხებში ვენდოთ მას?

თქვენს თანამოსაუბრეს თუ ჭეშმარიტება უყვარს, ის დაგეთნხმებათ თქვენ და მოისმენს ღმრთის სიტყვას, და არა "ღმრთის ორგანიზაციის" ყალბ ქადაგებას.

ახლა, როდესაც იეღოველის თავდაჯერებულობა და ორგანიზაციისადმი მისი დამოკიდებულება შერყეულია, შეგიძლათ ბიბილიაზე დაფუძნებით უთხრათ ამს, რომ ყოველივე, რასაც მას ასწავლიდნენ, წმიდა წერილის საწინააღმდეგოა. ოღონდ გახსოვდეთ, თქვენი საუბრის მიზანი - მისი სიცრუეში მხილება კი არა, სიმართლის ჩვენებაა. ელაპარაკეთ სიყვარულით. ნუ ედავებით - დაამოწმეთ ჭეშმარიტება.

უსმინეთ თანამოსაუბრეს, აჩვენეთ მას, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის მისი მომავალი ხვედრი. იეღოველები ასწავლიან, რომ ქრისტეანებს არა აქვთ ღმრთის სიყვარული, - აჩვენეთ მას, რომ ესეც ტყუილია. ზოგჯერ თქვენმა გულწრფელმა სიყვარულმა შეიძლება ყინულის კლდე გაალღვოს, რომელსაც ვერავითარი ლოგიკით ვერ მოერევი.

ნუ შეგაცბუნებთ ციტატების სიუხვე, რომელსაც ისინი მოგაწვდიან. როგორც წესი, მათი უმეტესობა ქვეტექსტიდან ამოგლეჯილია. გახსოვდეთ, იეღოველებმა ბიბლია არ იციან, არამედ მხოლოდ მათი "საგუშაგო კოშკის" ორგანიზაციის ინსტრუქციებს იზუთხავენ. როგორც კი შეწყვეტენ ამ ორგანიზაციისადმი ნდობას, შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ციტატები მათ ნამდვილ კონტექსტში.

"უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი; თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი" (2ტიმ. 2:24-26).


ილუსტრაცია წიგნიდან: "და აჰა ვქმნი ყოველივე ახალს" (1995 წ.).