ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
საღვთისმეტყველო დისპუტი 

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის

"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ. 

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".

ეზეკიელი 3:18-19


(ციტატა) (ეგზორცისტი): "არანაირად არ გადამაქ საუბარი სხვა თემაზე... პირიქითაა... შენ დაობდი დროზე... ხოდა ცოტახნით შევჩერდეთ მხოლოდ ნათლობის ხანგრძლივობაზე... ქართულ მართლმადიდებლურ კურთხევანში რაც წერია საათნახევარი ვერანაირად ვერ გაგრძელდება თუ პირველკლასელი ბავშვი არ კითხულობს თანაც ენაბლუ..."

ძველმართლმადიდებელი - დავდოთ სრულიად (ყველა ლოცვითა და კვერექსებითურთ) ნათლობის საიდუმლო. თანაც მივუთითოთ სად, რომელ ადგილას რას აკეთებს მღვდელმსახური. და შევთავაზოთ ამ ტექსტის მკითხველს წაიკითხოს ის თავიდან ბოლომდე, აუჩქარებლად, თანაც დაინიშნოს დრო. შემდეგ ამ დროს მიუმატოს ის მღვდელმოქმედებანი, რომელსაც ნათლისმცემელი სასულიერო პირი აღასრულებს ნათლობის საიდუმლოში და ვნახავთ საათანხევარი მოუნდება ის ყოველივე ამის კითხვას თუ 15 წუთი. ამის შემდეგ ვილაპარაკოთ "პირველკლასელებზე" და "ენაბლუებზე".
 
(ციტატა) (ეგზორცისტი): "ხოდა გეკითხები საიდან გაქვთ ნათლობის ეს დიდი ტექსტი, კერძოდ რომელი წმიდა მამებით ან რომელი წყაროებით ხელმძღვანელობთ?"

ძველმართლმადიდებელი - ნათლობის ტექსტი წერია ძველ კურთხევანებში. ის გადმოგვეცა ძველი მამებისგან. ამაზე მეტი რაღა გითხრა. მე არ დამიწერია, ხომ იცი. ნათლობის ტექსტი თქვენთანაც და ჩვენთანაც ერთი და იგივეა და მაშასადამე, ვინც თქვენ გადმოგცათ იგი, მისგანვე მიგვიღია ჩვენც. ასე, რომ მგონი აქ ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს.

(ციტატა) (ეგზორცისტი): "და კიდევ რა იცით რომ ის ყველა ლოცვა რაც თქვენ გაქვთ აუცილებელია წაკითხულ იქნეს (და არა სასურველი)? და დარწმუნებულნი ხართ რომ მაგ ლოცვებით ხელმძღვანელობდნენ პირველი ქრისტეანები?"

ძველმართლმადიდებელი - ნათლისღების საიდუმლოში მოცემული ლოცვების აუცილებლობაზე კარგ წარმოდგენას შექმნის ნათლობის წესის სრული აღწერა (ლოცვებითურთ). იქ ვნახავთ "აუცილებელია მათი წაკითხვა თუ არა". "სასურველი" ლოცვები არა თუ ნათლობის საიდუმლოში, არამედ საერთოდ, მთელს ლიტურგიკულ პრაქტიკაში არ გამიგია...

(ციტატა) (ეგზორცისტი): "ძალიან არ მომწონს, როდესაც უკვე ცდები შენი აზრის გაზიარებას და გადადიხარ სხვა ხალხთა (ღვთისმსახურთა) შეურაცხყოფაზე... არცერთი მართლმადიდებელი მღვდელი არ აღასრულებს ნათლობას შეცდომით... ისინი ხელმძღვანელობენ იმ კურთხევანით რომელიც მათ აქვთ და რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება..."

ძველმართლმადიდებელი - ვგონებ, შენსა და ჩემს შორის დავას გადაწყვეტს ნათლობის საიდუმლოს სრული ტექსტის გამოყენება. მოდი, რადგან თქვენი ეკლესიის მიერ აღსრულებად საიდუმლოზეა დავა, სთხოვე რომელიმე მამაოს მოგცეს კურთხევანი, გადმობეჭდე ის მთლიანად ამ ფორუმში და მერე გავაგრძელოთ დავა. შევთანხმდით?

(ციტატა) (ეგზორცისტი): "თუკი თქვენ გაქვთ რაიმე უკეთესი, შეთავაზეთ ის მართლმადიდებლებს, ოღონდ არგუმენტირებულად დაიმოწმეთ შეთავაზებული ტექსტის სისწორე და ავტორიტეტულობა ეკლესიის წიაღში, რა იცი იქნებ მოეწონოთ კიდეც".

ძველმართლმადიდებელი - დიდი სიამოვნებით.

ეგზორცისტი - აუჩქარებლად ჩატარებული ნათლობა (თუმცაღა სწრაფად და გარკვევით კითხვაც არაა დანაშაული) გრძელდება 20-25 წუთი... ამას როცა გწერ წინ მიდევს ქართული მართლმადიდებლური კურთხევანი... ამიტომაც მეპარება ეჭვი რომ მართლმადიდებლებსა და ძველმართლმადიდებლებს ერთნაირი კურთხევანი გქონდეთ... ტექსტს ნამდვილად ვერ ავკრეფ ეხლა... თქვენ არ გაქვთ ელ-ვერსია?

tamuna m - ეს "ბებოს" ძახილი, მგონი ცოტა ზედმეტია!

ძველმართლმადიდებელი - ვითომ? და, რამდენი წლისაა თეა ბიცოლა?

zviadi_ziko - ანუ შენ ამბობ, რომ ათონელმა წმინდა მამებმა გიორგიმ და ექვთიმემ ვერ გაიგეს, ხომ რომელი იყო ჭეშმარიტად წმინდა იოანე ოქროპირისა? როცა ამის თქმის უფლებას მისცემ საკუთარ თავს, მაშინ მინიმუმ საღი განსჯა გაკლია.

ძველმართლმადიდებელი - მე არსად მითქვამს გიორგიმ და ექვთიმემ რამე ვერ გაიგეს თქო. საღი განსჯა მე კი არა შენ გაკლია და მგონი "გაჩმახების" სურვილიც გაგიჩნდა... ვერაფერი ისწავლე "ჩარჩიდან"? კარგად წაიკითხე მე რას გწერ იქაც და აქაც... თქვენი "ღვთისმეტყველება" სიჯიუტის ზღვარს ვერ სცილდება... და ჯიუტებთან და გონებაჩლუნგებთან კიდევ მე არაფერი მესაქმება... მე ვთქვი, რომ როდესაც რომელიმე ფორუმზე ჩემთან პოლემიკაში გაიჭედებიან, იმწამსვე "სპეცნაზი" ამოქმედდება-თქო. იქაც და აქაც ამ "სპეცნაზის" აქტიური წევრი ხარ... სხვათა შორის, ყველა ფორუმზე ჩატარებული დისპუტის გამოქვეყნებას ვაპირებ... მინდა მთელ ქვეყანას გავაგებინო "მინიმუმ საღი განსჯა" ვის აკლია და ვის არა... და არა მარტო პირჯვრისწერის საკითხში... 

ლევანი ა - ოლდ... წადი რა სოკო დაკრიფე... 5 წლის ბავშვი არ დაწერდა იმას, რაც შენ დაწერე ("სხვათა შორის, ყველა ფორუმზე ჩატარებული დისპუტის გამოქვეყნებას ვაპირებ..." მინდა მთელ ქვეყანას გავაგებინო..."). ეს რა მზაკვრული აზრებიც გიტრიალებს თავში?... თან იძახი ყველაზე ცოდვილად მიმაჩნიაო თავი, სინამდვილეში კი სინდისისს სძინავს...? ("და ჯიუტებთან და გონებაჩლუნგებთან კიდევ მე არაფერი მესაქმება..."). ასეთი უვარგისნი თუ ვართ შეგვეშვი, მაშინ... არა შეგვეშვი კი არა... დაგვეხსენ. არ გაბრაზდე ახლა შენებურად...

ძველმართლმადიდებელი - შენ რატომ გაბრაზდი ჩემო ძმაო? შენ ვინ რა გაკადრა? ეს ფორუმები ინტერნეტში არ არის? მას მთელი ქვეყანა არ კითხულობს? რა მზაკვრობა დაინახე აქ? მე რომ მათ ერთად მოვუყარო თავი და გამოვაქვეყნო ეს არის მზაკვრობა? თქვენ განა არ გეამაყებათ თქვენი პასუხები? თუ მე ასეთი მცდარი ვარ და "საღი განსჯა მაკლია", მაშინ ამით ჩემი თავისთვის მივნია და სანერვიულო რა გაქვთ? ამ მასალების ერთად თავმოყრაში ცუდს რას ხედავ? 

"დაგვეხსენ"-ო იხვეწები. კი ბატონო. თუ ეს თქვენი ფორუმის ჩემთან მოკამათეთა საერთო აზრია, ღმერთმა გიშველოთ, მე თავს დაგანებებთ, მაგრამ მაშინ, მოდი თქვენც დაგვეხსენით... თქვენმა "მამაოებმა" თავი დაანებონ ძველმართლმადიდებლობის ლანძღვას: "სექტანტებად", "რასკოლნიკებად" და "მართლმადიდებლობასთან კავშირის არმქონეებად" მათ შერაცხვას. სადაც დავინახავ, რომ ლანძღავენ ჩვენს ეკლესიას, ძველმართლმადიდებლებს და მათ უდიერად მოიხსენიებენ, კიდევ ათას ფორუმში გავწევრიანდები, ჩემი ხმა რომ მივაწვდინო ძველმოწესეებზე მოლაყბეებს და ისევე ჩავსვა თავიანთ ჩექმაში, თქვენი "მამა" გრიგოლ დუნდუა რომ ჩაჯდა (შენი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, "სოკოს საკრეფად წავიდა") და თავის გამოყოფას ვერ ბედავს.

სანამ ძველმართლმადიდებლობაზე ილაპარაკებდეთ და რამეს დაწერდეთ, კარგად დაფიქრდით... "ღმრთის მოწინააღმდგეებად არ შეირაცხოთ".

ლევანი ა (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "სანამ ძველმართლმადიდებლობაზე ილაპარაკებდეთ და რამეს დაწერდეთ, კარგად დაფიქრდით... "ღმრთის მოწინააღმდგეებად არ შეირაცხოთ".

 ზუსტადაც რომ დაფიქრება გმართებს,რომ:"ღმრთის მოწინააღმდგეებად არ შეირაცხო"....რადგანაც შენთვის ჭეშმარიტი ეკლესია არ არის დედა...
 იძახი რომ,17 საუკუნის მოყოლებიდან ,რუსეთის საპატრიარქო ევქარისტიულ კავშირს მოსწყდა და ჩვენს ეკლესიასასც სქიზმაში სდებ ბრალს...გესმის... გამოდიხარ ბრალმდებელი და ვისი მერე?ეკლესიისა? ...სადაც მილიონობით მლოცველია გაერთიანებული[რუსეთ/საქართელო]... მე17 საუკუნის მერე რამდენი მართმადიდებელი მოღვაწე  წმიდანად შეირაცხა,რამდენი საიდუმლო ლიტურგია აღსრულებულა... აი ამ ყველაფერს უარჰყოფ შენი სიტყვებით.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "რუსეთის ეკლესიის რეფორმებს XVII საუკუნეში ესწრებოდა ქართველი მიტროპოლიტიც. საქართველოს ეკლესიამ დასტური მისცა ამ უკანონობას, რის გამოც ისიც რეფორმატორთა და ეკლესიის სქიზმატიკოსთა გვერდით დადგა. სქიზმის მოქმედი და "რასკოლნიკთა" თემი არის სწორედ ყველა ის გაბატონებული ეკლესია (ცხადია, მათი გვიანდელი წარმონაქმნებიც), რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლათინთა დივერსიას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ძველი მართლმადიდებლური გადმოცემები გამოაცხადეს მწვალებლობად და ფაქტიურად მიზეზნი და წამქეზებელნი გახდნენ მრავალი მილიონი მართლმადიდებლის ფიზიკური დევნისა და განადგურების. როგორ ფიქრობ, თქვენი ეკლესიის სქიზმად გამოცხადებისთვის ეს ცოტაა? მაინცა და მაინც გაბატონებული მდგომარეობა უნდა გეჭიროს, რომ ეკლესიად აღგიქვან? ყოველთვის გააჩნდა ქრისტეს ეკლესიას გაბატონებული მდგომარეობა?"

ეკლესიაში პრობლემები რომ არის ეს იმიტომ რომ,ეკლესია ღვთიურ-ადამიანური ორგანიზმია და ზუსტადაც ამ [ადამიანურ] ორგანიზმში პარაზიტები გამოერევიან ხოლმე ისააა ყველაზე დიდი პრობლემა...დანარჩენს კი ეშველება ლოცვით და შრომით...კომუნისტური ეპოქის ძილის შემდეგ იღვიძებს,ძლიერდება და ფეხზე დგება ზუსტად ეს ადამიანური ნაწილი ეკლესიისა...ამიტომ გვაცალეთ ბაბა რომ ერთი მწყემსი და ერთი მრევლი ვიყოთ.

ძველმართლმადიდებელი - რამდენჯერაც დავიწყე საინტერესო საკითხებზე მსჯელობა, იმდენჯერ ვიღაცა ჩამახტა უადგილო რეპლიკებით... რა ვქნა, ძმაო, როგორ აგიხსნათ თუ მოსმენა არ გინდათ... იმისათვის, რათა დამაბრალო, რომ მე დედა ეკლესია არ მინდა, ჯერ "დედა ეკლესიის" ცნება უნდა გავარკვიოთ. მე სწორედ დედა ეკლესიის ძიებაში მივაკვლიე ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას. გასაგებია შენი პოზიციიდან "დედა" ეკლესია ის არის, რომელშიც შენ იმყოფები, ხოლო მე ამ "დედა" ეკლესიის მაძაგებელი, ჩემი პოზიციიდან კი პირიქითაა, ჭეშმარიტი დედა ეკლესიის მაძაგებლები ხართ თქვენ, ძველმართლმადიდებელთა შეურაცხმყოფელნი. წმინდანები ჩვენც გვყავს... სხვათა შორის, თქვენ არა თუ არ გმობთ, არამედ აღიარებთ კიდევაც დედა ეკლესიის მაგინებელ და ძველი წმინდანების შეურაცხმყოფელ, ერეტიკოს რეფორმატორებს, რომელთაგან უმეტესი ლათინი და იეზუიტი იყო. მათ ანათემას გადასცეს მართლმადიდებლობა და როგორ შეგიძლიათ, რომ ჩვენ დაგვაბრალოთ დედა ეკლესიის ძაგება. ღმერთმა დამიფაროს! მილიონობით ადამიანია გაერთიანებული ჩვენს ეკლესიაშიო, ამბობ, და ჩვენთან არ არიან მილიონები? მილიონები, მარტო დევნილები და საშინელი წამებით არიან მოკლულები. რა პასუხს გასცემთ ღმერთს მათი სულებისთვის? რომ გითხრათ ქრისტემ: "კაენ სად არის შენი ძმა?" ალბათ უპასუხებთ: "არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ" (დაბ. 4:9). მაშინ პასუხად მიიღებთ: "ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს" (იქვე). გიფიქრიათ ამაზე? ასე, რომ მე ვარ ჭეშმარიტ დედა ეკლესიაში და ის ეკლესია, სადაც თქვენ იმყოფებით "დედა" სულაც არ არის.

დედა თავის შვილებზე ზრუნავს, მეზობელს და ვიღაცა ვიგინდარებს არ მიუგდებს თავის შვილებს, თქვენი დედა კი თქვენს თავს ხან ნკვდ-ს თუ კგბ-ს აბარებს და ხან კიდევ "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს", თანამშრომლობს ქრისტეანობის მტრებთან, მასონებთან (შემიძლია სურათებიც განახო). იხუტებს ათასი ჯურის სექტანტებს (ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, ხსნის არმიას და სხვა), უფლებას აძლევს საპატრიარქოს ეგიდითაც კი იმოქმედონ... ამ "დედა" ეკლესიის წიაღში დაპარპაშებენ ნარკომანი, ლოთი, მექალთანე თუ მამათმავალი "მღვდლები" და "ეპისკოპოსები" და არაფერს იქმს მათ ასალაგმად... არღვევს საეკლესიო საიდუმლოებებს... ერში ნერგავს წარმართულ ტრადიციებსაც კი (მაგალითები შორს წაგვიყვანს)... რა "დედაა" ეს? ნუ მიწყენ, შესაძლოა შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ საკუთარი დედის მაგალითზე დააკვირდი "დედა" ეკლესიას და შეადარე, ზრუნავს კი ის ისევე შენზე, როგორც შენი მშობელი დედიკო? ღვიძავს მას დღე და ღამე შენი დარდით? წუხს თუ არა შენს შეცდომებზე? ზრუნავს თუ არა შენზე? თუ პირიქითაა, შენ ზრუნავ, შენ ნერვიულობ და შენ ემსახურები ამ "დედას"? დედა უბიწოა, პატიოსანია, საფიცარია... ასევეა დედა ეკლესიაც, ისიც უბიწო პატარძალია. მიიღებს კი ქრისტე მწვალებლებთან სულიერი მრუშობით შებილწულ მეძავს?

შენ წერ: "ეკლესიაში პრობლემები რომ არის ეს იმიტომ რომ,ეკლესია ღვთიურ-ადამიანური ორგანიზმია და ზუსტადაც ამ [ადამიანურ] ორგანიზმში პარაზიტები გამოერევიან ხოლმე ისააა ყველაზე დიდი პრობლემა... დანარჩენს კი ეშველება ლოცვით და შრომით...კომუნისტური ეპოქის ძილის შემდეგ იღვიძებს,ძლიერდება და ფეხზე დგება ზუსტად ეს ადამიანური ნაწილი ეკლესიისა...ამიტომ გვაცალეთ ბაბა რომ ერთი მწყემსი და ერთი მრევლი ვიყოთ".

კომუნისტური პერიოდი? და ძველმართლმადიდებლები არ ცხოვრობდნენ ამ კომუნისტურ პერიოდში? მათ არ დევნიდნენ? მათ ეპისკოპოსებს არ ხვრეტდნენ? მათ არ აიძულებდნენ კომუნისტებთან თანამშრომლობას? მაშ, რატომ შეძლეს მათ და არა მარტო მათ თავიანთი ღირსების და პატიოსნების შენარჩუნება და თქვენ ვერა? სანამდე უნდა მოიმიზეზოთ კომუნისტები? ან, თუ კომუნისტებმა დაგჯაბნათ და დაგიმორჩილათ, ანტიქრისტეს დროს როგორ გიშველით ეს თქვენი "დედა" ეკლესია, რომელთან შედარებით კომუნისტები სათამაშო თოჯინებია?

აი, სულ ახლახან ვათვალიერებდი მასალებს ოფიციალური ეკლესიის "მღვდლების" საქმიანობაზე. ერთმა მღვდლმა "აკურთხა" სტრიპტიზ ბარი (რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესია), მეორე მღვდელი როკ-კონცერტებზე გამოდის... მესამე ერეტიკოსებთან ლოცულობს... მეოთხე კინორეჟისორია, მეხუთე აშკარა მასონი... და ასე გაუთავებლად და უსასრულოდ... აქაურებზე არაფერს ვიტყვი, გეწყინებათ და დამბლოკავთ...

მე გავალ ამ ფორუმიდან, პრობლემა არ არის... ოღონდ, თქვენ დაფიქრდით... ბრძოლა უნდა დაიწყოთ სიწმინდისა და ეკლესიური ცხოვრებისთვის. იცით თუ არა თქვენ, როგორ იბრძვიან ძველმოწესე ერისკაცები სიწმინდისა და მართლმადიდებლობისთვის? მშურს, კეთილი შურით მშურს, რომ რუსი ძველმართლმადიდებლების ამ სარწმუნოებრივი ცეცხლის ნახევარიც კი არა აქვს ჩემს საყვარელ ხალხს... ჩვენი "გაბრწყინება", სამწუხაროდ, ალბათ მხოლოდ მოწამეობრივი სისხლითაა შესაძლებელი... კანონი, სჯული და ღვაწლი შორსაა ჩვენგან... ჩვენ იმ ფსიქოლოგიის მატარებელი ერი ვართ, რომელიც დედა თუ არ შეაგინე, რეკორდს ვერ ამყარებს... ამიტომაც, არ მჯერა, რომ საქართველოში მასიურად დაიწყოს ეკლესიის გაწმენდა უღირსი მღვდელმსახურებისგან... საქართველოს მხოლოდ მოწამეობრივი სისხლი უშველის... ალბათ...

ლევანი ა - და განსხვავება რაშია?... სიმბოლო ერთია... მართმადიდებლობა არის მართლმადიდებლობა და ძველს თუ დაუმატებს ოლდი..მანდ არაფერია საკიჟინო, იყავი ძმაო ძველი თუ ასე გსურს ახლებისგან გამორჩევა...

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (ლევანი ა): "და განსხვავება რაშია?...სიმბოლო ერთია...მართმადიდებლობა არის მართლმადიდებლობა და ძველს თუ დაუმატებს ოლდი..მანდ არაფერია საკიჟინო, იყავი ძმაო ძველი თუ ასე გსურს ახლებისგან გამორჩევა..."

მე არავის არაფერს ვუკიჟინებ. მე ვიცავ მართლმადიდებლურ რწმენას და მსოფლმხედველობას (ცხადია, მარტო თქვენთან როდი გვაქვს პოლემიკა).

სიმბოლო კათოლიკეებთანაც თითქმის ერთია (სამების დოგმატს თუ არ ჩავთვლით), ისინიც შვიდი მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოს აღიარებენ, მაგრამ ერთნი ვართ ჩვენ და "კათოლიკეები"? ჩვენსა და თქვენს შორის განსხვავება ზოგიერთ საწესჩვეულებო ნიუანსში როდია, როგორც ჩანს, განსხვავება საერთოდ იმის გაგებაშია თუ რა არის მართლმადიდებლობა და ეკლესია. საქმე საქმეზე რომ მიდგება თქვენი ეკლესიის ღვთისმეტყველთაგან ისეთი იდეები გვესმის და ისეთ ცხოვრებას ვხედავთ, რომ ნამდვილად, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის მართლმადიდებლობა. მაგალითად, ევქარისტული ერთობის ცნება ავიღოთ. თქვენ ევქარისტულ კავშირში იმყოფებით ისეთ აშკარა ეკუმენისტთან, როგორიც არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი, ასევე რუსეთის პატრიარქი კირილე (არც ადრინდელი იყო მართლმადიდებლობაზე თავგადაკლული). სხვებს აღარ ჩამოვთვლი... როგორ ფიქრობ, შეიძლება ერთი ეკლესია ამტკიცებდეს თავის უბიწოებას და "დედა" ეკლესიურობას მაშინ, როდესაც მისი თანამოძმე ეკლესიები შთავარდნილნი არიან უმძიმეს მწვალებლურ ცოდვებში. ან რაღა ვთქვათ საერო ხელოვნებისადმი თქვენი პატრიარქის და სხვა სასულიერო პირების დამოკიდებულებაზე? პატრიარქი ილია მეორე ხელოვნებას უქებს, ოპერის მომღერლებს და მოცეკვავეებს, ესწრება კამერული მუსიკის კონცერტებს, დაბადების დღეს უხდიან ოპერის თეატრში... (მის წარსულზე აღარაფერს ვამბობ, ამ მხრივ თქვენივე ეკლესიის აწ გარდაცვლილ წევრს, გ. გაბაშვილს მოუსმინეთ. იხ მისი სტატია: "პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა დიდი რჯულისკანონის ფონზე": http://www.oldorthodox.ge/wrl_gabashvili_sarchevi.html ). მოკლედ, როგორც კი ამ საკითხებზე დაიწყება ლაპარაკი, იმწამსვე გამოჩნდება თუ რამხელა უფსკრულია თქვენსა და ჩვენს შორის. ხოლო თუ სხვა ფორუმებზე გამართულ ჩვენს პოლემიკას გაეცნობით (მაგ. "ჩარჩ.გე"-ზე) ეს განსხვავება უფრო ხელშესახები და ადვილად დასანახი გახდება (ვგულისხმობ განსხვავებას თვით აზრონვებასა და საკითხებისადმი დამოკიდებულებაშიც).

თქვენთან პოლემიკას აზრი არა აქვს. მე ნებისმიერ ფორუმში ძველმართლმადიდებლობის დასაცავად და ჩვენი სარწმუნოების რაობის განსამარტავად შემოვდივარ, რადგან ამ ფორუმებზე ჩვენმა არყოფნამ ზოგიერთს აფიქრებინა, რომ ადვილად გაიჯეჯილებდა ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ არ გსიამოვნებთ ჩვენი თქვენს ფორუმებზე ყოფნა. ყველაზე მეტად ჩვენი ყოფნა არ გსიამოვნებთ. "ჩარჩ"-ზე არიან კრიშნაიტები, ათეისტები, ბუდისტები და ა. შ. ისინი იცავენ და ქადაგებენ თავიანთ სარწმუნოებას და მათ არავინ ამცირებს, დევნის და ეუბნება "დაგვეხსენითო".... ეს მარტო მე მითხრეს... მხოლოდ ჩვენი (მე მეხმარებიან ჩემი ეკლესიის წევრებიც) ყოფნაა ფორუმებში არასასურველი... თუ რატომ, ამაზე თვითონ იფიქრეთ... კარგად ბრძანდებოდეთ. 

ლევანი ა - კი მარა გინება-განკითხვის მეტი არაფერი უსწავლებიათ შენთვის? რო იძახი აზრი არ აქვს თქვენთან პოლემიკასო..რავა კაბის კალთები დაგახიეთ თუ?... მართალია მსუქან პოსტებს აცხობ და ნერვებს გეშლება, რომ გეპასუხები... მაგრამ ეკლესიის და პატრიარქის მაგინებელთა წინაშე ყოველთვის ხმას ავიმაღლებ... ასე რომ,კარგად ბრძანდებოდე.

irakliandghuladze - ოლდ რა გინდა ძმაო? ჩვენი გადარჩენა? თუ ეკლესიის გადარჩენა თუ ჭეშმარიტების დაცვა? არ ვიცი მაგრამ აქედან თუ რომელიმე მიზანი გამოძრავებს მოდი ასე გეტყვი:  შენი ამგვარი ქმედებებით ჩვენ გადარჩენას ვერ შეძლებ თუკი ვიღუპებით (ალბათ დამეთანხმები),  ეკლესიას შენ ვერ გადაარჩენ რაც არ უნდა იომო და ჭეშმარიტებას კიდე დაცვა არ სჭირდება. ჭეშმარიტებას სჭირდება აღმსარებლობა. ახლა ძალიან გთხოვ დამშვიდდი, ისედაც ხელი ჩაიქნიე ჩვენზე რადგანაც არაფრის მოსმენა არ გვინდა და ერთხელ კიდე ჩაიქნიე. დაგვემშვიდობე და დაგვტოვე.

შევთანხმდით?

საიქიოში გავაგრძელოთ თუ შევხვდებით.

nanana - ეეუჰ... (ვუპასუხო თუ არ...)

ოულდ, მინდა გითხრათ, რომ მაგარ ხიბლებშიც ყოფილხართ ეს "ძველები"-თავი დევნულებად და ლამის მოწამეებად მოგაქვთ. თან , ისეთი სურათი დახატეთ, თითქოს დაგესიენ და იგერიებ. ეს ციტატ-ციტატ პასუხებიც მაგრად "დაგიმუღამებიათ". ვის მაგალითზე ლაპარაკობ-საშინელი აგრესია იგრძნობა შენი მხრიდან, რაც არ უნდა დაფარო და კეთილისმსურველად მოგვაჩვენო თავი. ისე, მარტო რატომ  იბრძვი ამ ფორუმებზე? სხვა ენაგასხლული არ გყავთ?

ერთი კიდევ რა მაინტერესებს და თქვენი საიტისთვის  ჩვენი საიტის მაგვარი სახელი რომ არ დაგერქვათ, სხვა ვერ მოიგონეთ? თუ Y შია მხოლოდ განსხვავება (ჩვენ შორის). მართლაც, რომ უაი.

მიდიხარ და მიბრძანდი.

"სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს"ო და მეც მასე მოვიქცევი, ამ შემთხვევაში და არ თქვათ ახლა, რომ პასუხები ვერ მიიღეთ-უბრალოდ არ გინდათ მიიღოთ-წყლის ნაყვაა თქვენი მხრიდან ეს ყველაფერი. რაზე იხარჯებით, გიფიქრიათ? იესო მაცხოვარმა ინებოს თქვენი და ჩვენი თავ დამდაბლება და ამაღლება ჭეშმარიტებამდე.

irakliandghuladze - მგონი აღარ ღირს აქ დაპოსტვა.

zviadi_ziko - ოლდ, ანუ ძველო, გთავაზობ პირისპირ შეხვედრას და ასეთი საკითხების გარჩევას. უპირველესი იქნება პირჯვრის წერის საკითხი. რადგან ქებამ გაწყინა და ვერაფერს მიხვდი მაინც, იმ შეხვედრიდან(თუ რათქამუნდა მოხვედი) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშ წავალთ და ჩავხედავთ ვისი თარგმანი ჯობია, ათონელი მამების თუ შენს მიერ დამოწმებული.

პ.ს. გაითვალისწინე, რომ პუბლიკაც იქნება და საქვეყნოდ აღარ დაგჭირდება შენი პოსტების აფიშირება. გელოდები, დროს და ადგილს შევარჩევთ.

ძველმართლმადიდებელი - "ლევანი ა", რადგან ამ ფორუმიდან გასვლა გადავწყვიტე (რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მივიღებ მონაწილეობას თქვენს თემებში), ვწერ ბოლო პოსტს, რომელზეც თუ გამოხმაურებები იქნება საკუთარ საიტზე გავცემ პასუხს, როდესაც მოვამზადებ ყველა ფორუმზე წარმოებული პოლემიკის მასალებს, ერთად თავს მოვუყრი და გამოვაქვეყნებ. არ ვიცი რა ვითარებამ შეიძლება დამაბრუნოს რომელიმე ფორუმზე, მაგრამ არც ამის შესაძლებლობას გამოვრიცხავ, თუმცა საკმაო მცირე პროცენტით.

(ციტატა) (ლევანი ა): "კი მარა გინება-განკითხვის მეტი არაფერი უსწავლებიათ შენთვის?"

ძველმართლმადიდებელი -  ვფიქრობ გაცნობიერებული არ გაქვს რა არის გინება და რა განკითხვა. თქვენ კრიტიკას ვერ იტანთ და ამას გინებას ეძახით. ხოლო მხილება განკითხვა არ არის... ჩვენ არასოდეს გვიკადრებია იმგვარი განკითხვა და ძაგება, რაც თქვენი ეკლესიის მხრიდან ისმის ჩვენი მისამართით. 

(ციტატა) (ლევანი ა): "რო იძახი აზრი არ აქვს თქვენთან პოლემიკასო..რავა კაბის კალთები დაგახიეთ თუ..?"

ძველმართლმადიდებელი -  კაბიანი "კაცები" საპატრიარქოში მოიკითხე, მრავლად გყავთ ეგეთები...

(ციტატა) (ლევანი ა): "მართალია მსუქან პოსტებს აცხობ და ნერვებს გეშლება,რომ გეპასუხები..მაგრამ ეკელსიის და პატრიარქის მაგინებელთა წინაშე ყოველთვის ხმას ავიმაღლებ....ასე რომ, კარგად ბრძანდებოდე".

ძველმართლმადიდებელი -  გინება რა საკადრისია, მაგრამ ეკლესია რომ არ ხართ და თქვენს პატრიარქს წარმოდგნა რომ არა აქვს მართლმადიდებლობაზე ესეც ფაქტია. და თუ ხმას აიმაღლებ ამგვარი მხილების წინააღმდეგ, დარწმუნებული ბრძანდებოდე რომ დაგაწევინებ (ცხადია, ფაქტობრივი მასალებით. ერთი უკვე გამოგიქვეყნეთ და ლინკიც მოგეცით).

(ციტატა) (irakliandghuladze): "ოლდ რა გინდა ძმაო? ჩვენი გადარჩენა? თუ ეკლესიის გადარჩენა თუ ჭეშმარიტების დაცვა?"

ძველმართლმადიდებელი -  თქვენს ეკლესიას ვერაფერი გადაარჩენს გადანათვლის გარდა. წყალპკურებითი "ნათლობის" დამკვიდრების გამო, არც მღვდლები გყავთ და არც ეპისკოპოსები. საერთოდ არ გაქვთ არცერთი საიდუმლო. ასეთია აღმოსავლელ პატრიარქთა განჩინება. 

(ციტატა) (irakliandghuladze): "არ ვიცი მაგრამ აქედან თუ რომელიმე მიზანი გამოძრავებს მოდი ასე გეტყვი:  შენი ამგვარი ქმედებებით ჩვენ გადარჩენას ვერ შეძლებ თუკი ვიღუპებით (ალბათ დამეთანხმები),  ეკლესიას შენ ვერ გადაარჩენ რაც არ უნდა იომო და ჭეშმარიტებას კიდე დაცვა არ სჭირდება. ჭეშმარიტებას სჭირდება აღმსარებლობა".
 
ძველმართლმადიდებელი - ნამდვილად, ჭეშმარიტებას აღმსარებლობა სჭირდება. ამ აღმსარებლობაში ცხოვრობს სწორედ ძველმართლმადიდებლური ეკლესია. რაც შეეხება ეკლესიას, მართალია, მას გადარჩენა არ სჭირდება, რადგან ის უძლეველია, რადგან ის არის ქრისტეს სხეული, რომლის თავიც არის თვით ქრისტე. ქრისტე კი ეკუმენისტების, მამათმავლების, კგბ-ჩნიკების, "ოსობნიაკი" მღვდლების, მოუნათლავების და ათასგვარი უპრინციპო რეფრომატორების თავი არასოდეს ყოფილა და არც იქნება. გადახედეთ თქვენი ე. წ. "ეკლესიის" და ჩვენი ეკლესიის ისტორიას და მიხვდები, თუ ჭეშმარიტება გამოძრავებს, სად არის ეკლესია. 

(ციტატა) (irakliandghuladze):  "ახლა ძალიან გთხოვ დამშვიდდი, ისედაც ხელი ჩაიქნიე ჩვენზე რადგანაც არაფრის მოსმენა არ გვინდა და ერთხელ კიდე ჩაიქნიე. დაგვემშვიდობე და დაგვტოვე".

 ძველმართლმადიდებელი - მაგას ვერ შეგპირდები. მე გპირდები, რომ ფორუმიდან გავალ. ანუ აქ არ დავდებ პოსტებს. მაგრამ, რა ქრისტიანი ვიქნები, თუკი თავს დაგანებებთ? თავს კი არ დაგანებებთ იმ აზრით, რომ ვლოცულობდი და ვილოცებ თქვენზე, რათა ღმრთმა გაგინათოთ გონება და დაგანახოთ ჭეშმარიტება (ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე).

(ციტატა) (ლევანი ა): "შევთანხმდით?"
 
ძველმართლმადიდებელი - კი ბატონო.

(ციტატა) (ლევანი ა): "საიქიოში გავაგრძელოთ თუ შევხვდებით"

ძველმართლმადიდებელი - თუ ამ პოზიციაზე დარჩები, რაც ეხლა გაგაჩნია, მგონი არ შევხვდებით... (არ მითხრა ახლა გარანტირებული ხომ არ გგონიათ თქვენთვის ცათა სასუფეველიო, არა, არ გვგონია, ჩვენც, როგორც ყველა ადამიანი, ცოდვილები ვართ და შესაძლოა ჯოჯოხეთშიც მოვხვდეთ. მაგრამ არა სარწმუნოების გამო. ძველმართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და თუ ცოდვები მოგვეტევა ვცხონდებით. აი, რას ვგულისხმობ).

(ციტატა) (nanana): "ოულდ, მინდა გითხრათ, რომ მაგარ ხიბლებშიც ყოფილხართ ეს "ძველები"-თავი დევნულებად და ლამის მოწამეებად მოგაქვთ".

ძველმართლმადიდებელი - თუ შეიძლება კარგად გაარკვიე "ხიბლი" რა არის. თუ რუს ძველმართლმადიდებლებს გულისხმობ, მაშინ უნდა იცოდე, რომ საშინელი ტანჯვა-წამება აქვთ გამოვლილი შენნაირი "მართლმადიდებლებისგან", ხოლო თუ ჩვენ გვგულისხმობ, ქართველებს, მაშინ ისიც იცოდე, რომ ჩვენც განგვიცდია (და ახლაც განვიცდით) გარკვეულ შევიწროებებს. ასე, რომ არც თავი მოგვაქვს რამით და არც "ხიბლში" ვიმყოფებით. 

(ციტატა) (nanana): "თან , ისეთი სურათი დახატეთ, თითქოს დაგესიენ და იგერიებ. ეს ციტატ-ციტატ პასუხებიც  მაგრად "დაგიმუღამებიათ"".

ძველმართლმადიდებელი - ეგრეა! დამესიენ და ვიგერიებ. ციტატ-ციტატ პასუხებიც "დავამუღამე..."
 
(ციტატა) (nanana): "ვის მაგალითზე ლაპარაკობ-საშინელი აგრესია იგრძნობა შენი მხრიდან, რაც არ უნდა დაფარო და კეთილისმსურველად მოგვაჩვენო თავი. ისე, მარტო რატომ  იბრძვი ამ ფორუმებზე?"

ძველმართლმადიდებელი - არ ვიცი რას ეძახი შენ "აგრესიას". თქვენი მხრიდან რაც ისმის "იავნანა" ხომ არ არის?

(ციტატა) (nanana):  "სხვა ენაგასხლული არ გყავთ?"

ძველმართლმადიდებელი - ეს მგონი კომპლიმენტია, გმადლობთ!...

(ციტატა) (nanana): "ერთი კიდევ რა მაინტერესებს და თქვენი საიტისთვის  ჩვენი საიტის მაგვარი სახელი რომ არ დაგერქვათ, სხვა ვერ მოიგონეთ? თუ Y შია მხოლოდ განსხვავება (ჩვენ შორის). მართლაც, რომ უაი".

ძველმართლმადიდებელი - რომელ თქვენს საიტს გულისხმობ ვერ გავიგე? "ორთოდოქს.გე"-ზე ლაპარაკობ? და შენ რისი თქმა გინდა ტერმინ "მართლმადიდებელზე" მონოპოლია გაქვთ გამოცხადებული თუ საავტორო უფლება? ვერ გავიგე რას გულისხმობ სიტყვებში "თუ Y შია მხოლოდ განსხვავება (ჩვენს შორის)"? ლათინური "Y" ქართულად ასო "ყ"-დ იკრიფება კლავიატურაზე. ეს ასო ჩვენი საიტების სახელწოდებებში დაფიქსირებული არ არის, იქნებ მაცნობო, თქვენი ეკლესიის რომელ საიტზეა ის გამოყენებული თორემ დავიბენი კაცი...

(ციტატა) (nanana): "მიდიხარ და მიბრძანდი".

ძველმართლმადიდებელი - ჰოდა წავალ, აბა მთელი ჩემი ცხოვრება აქ ხომ არ დავრჩები...

(ციტატა) (nanana): "სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს"ო და მეც მასე მოვიქცევი, ამ შემთხვევაში".

ძველმართლმადიდებელი - ღმერთმა გიშველოს.

(ციტატა) (nanana): "და არ თქვათ ახლა, რომ პასუხები ვერ მიიღეთ-უბრალოდ არ გინდათ მიიღოთ-წყლის ნაყვაა თქვენი მხრიდან ეს ყველაფერი".

ძველმართლმადიდებელი - სწორედ მაგას ვიფიქრებთ. ნამდვილად წყლის ნაყვაა ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი და იმიტომაც მივდივარ. "შეაყარე კედელს ცერცვიო" ხომ გაგიგია... თქვენს თავში არაფერი შედის.

(ციტატა) (nanana): "რაზე იხარჯებით, გიფიქრიათ?"

ძველმართლმადიდებელი - ნამდვილად გვიფიქრია რაზე ვიხარჯებით, მაგრამ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა თუ იყო თქვენში, ამას არ ველოდით...

(ციტატა) (nanana): "იესო მაცხოვარმა ინებოს თქვენი და ჩვენი თავ დამდაბლება და ამაღლება ჭეშმარიტებამდე".

ძველმართლმადიდებელი - ღმერთმა გისმინოს, ამინ. 

(ციტატა) (zviadi_ziko): "ოლდ, ანუ ძველო, გთავაზობ პირისპირ შეხვედრას და ასეთი საკითხების გარჩევას. უპირველესი იქნება პირჯვრის წერის საკითხი. რადგან ქებამ გაწყინა და ვერაფერს მიხვდი მაინც, იმ შეხვედრიდან(თუ რათქამუნდა მოხვედი) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშ წავალთ და ჩავხედავთ ვისი თარგმანი ჯობია, ათონელი მამების თუ შენს მიერ დამოწმებული.

პ.ს. გაითვალისწინე, რომ პუბლიკაც იქნება და საქვეყნოდ აღარ დაგჭირდება შენი პოსტების აფიშირება.
გელოდები, დროს და ადგილს შევარჩევთ".

ძველმართლმადიდებელი - შენი ეს შემოთავაზება უკვე ღიმილის მომგვრელია. რა არის ეს? ალბათ წინასწარ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ წინადადებაზე არ წამოვალთ (რადგან აბსურდულია) და ამიტომაც, სპეციალურად გვთავაზობ ხელნაწერების ნახვას, რადგან უარის მიღების შემთხვევაში ყელმოღერებულმა ამტკიცო როგორ ეშინიათ ძველმოწესეებს შენთან შეხვედრის და ფაქტის დაფიქსირების.

ან ვისმა "ქებამ" მაწყინა? როდის და ვინ "შემაქო", ვინ არის ის პატიოსანი კაცი და ეგზომ გაბედული თქვენს ფორუმებში ჩემი ქება რომ გაბედა? შენ? "განათლებული და პატიოსანია, მაგრამ ჯიუტიაო" რომ ბრძანე? ამას გულისხმობ? დიდი მადლობა თუ ეს ქებაა, მაგრამ, "წყენა" რაში შემამჩნიე? რომ "შემაქე" უნდა დავმდნარიყავი და შენი "პრიხოტები" უნდა მესრულებინა?
რა ვერ გაიგე, ადამიანო, ათასჯერ დაგიწერეთ, რომ:

1) ერთი წმიდა მამის შეხედულებას არ შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა უმრავლესობის აზრზე.

2) იოანე ოქროპირს ხსენებულ ციტატაში "თითით" თუ "თითებით" პირჯვრისწერაში არ უგულისხმია ფორმობრივი მხარე (ამას დანახვა უნდა, ხოლო რომ დაინახო, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო)...

3) ქართულში არ არის ორობითი რიცხვი და ქართველ მთარგმნელებს შესაძლოა არც ჩაუთვლიათ საჭიროდ ამ ადგილის ზუსტი შესატყვისობით თარგმნა. ასეთი შემთხვევები ბევრია ძველქართულ თარგმანებში (ამის შესახებ ბევრ მაგალითს იპოვი ედ. ჭელიძის ნაშრომებში).

4) თუნდაც "ერთი თითი" ეგულისხმა ოქროპირს, მის დროს სხვა მამები სხვაგვარად განმარტავდნენ ამ საკითხს და პირჯვრისსაწერ წყობაზე ლაპარაკობდნენ მრავლობით რიცხვში (მაგ. წმ. კირილე იერუსალიმელი).

5) დაგიმოწმეთ არჩილ მინდიაშვილის თარგმანიც კი, სადაც ოქროპირის სიტყვებში მოტანილია არა მხოლობითი "თითი", არამედ მრავლობითი "თითები", და ამ წიგნის შესაბამისი გვერდის სურათიც გამოგიგზავნეთ, მაგრამ თქვენს სიჯიუტეს არა აქვს საზღვარი...

6) თუნდაც ისე ეთქვას ოქროპირს, როგორც ეს შენ გესმის, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის არა ოქროპირის გამონათქვამი, არამედ ეკლესიის კრებითი განკარგულება, რომლის მიხედვითაც "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩუენება". ამ ფორმულის შეცვლა შეუძლია, მხოლოდ კრებით დადგენილებას, ასეთი კრება კი არავის მოუწვევია ნიკონ პატრიარქის გარდა, რომელმაც ეს წესი გამოაცხადა მწვალებლურად, დაგმო და დასწყევლა. კრებას კი სათავეში ედგა გადაყენებული "მიტროპოლიტი" და ლათინების აგენტი პაისი ლიგარიდი.

ასე, რომ რა გინდა გვანახო მეგობარო? მარტო ოქროპირის განმარტებაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული დავის აღსასრული, მაშინ ნამდვილად საჭირო იქნებოდა მისი თხზულების ხელნაწერი თარგმანის ნახვა, მაგრამ რადგან ეს არაარსებითია, საჭიროც არ არის ხელნაწერთა ინსტიტუტში წასვლა და მისი ნახვა. თანაც, თქვენ თვითონ არ იწერთ პირჯვარს ერთი თითით (ეს წესი, როგორც მონოფიზიტური აღმსარებლბის გამოხატულება, ეკლესიამ ანათემას გადასცა), არამედ სამით და რა უნდა დამტკიცდეს ოქროპირის გამონათქვამით.

მოკლედ, თუ გაითვალისწინებ ყოველივე ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს და გაიგებ შენი მოთხოვნის აბსურდულობას დიდად შეეწევი შენს თავსაც და შენს ფორუმსაც... თორემ ეს დავა არ დასრულდება... 
    
დისპუტი საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე 
1. 23.
1. 23.