გალობა უფლისა ჩვენისა მიმართ იესუ ქრისტესა
ტროპარი. ხმა 2
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის-მიცემისგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი მონანი შენნი შევსწირავთ. მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩვენ წინააღმდგომთაგან ჩვენთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა (ორჯერ).
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
აწდა, მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
გალობა 1. სძლისპირი. რომელმან უწინარეს დაჰფარა სიღრმესა შინა მდევარი, ფარაოისა მხედრობისა ძლიერება, ხოლო განკაცებითა სიტყვისათა, წარმატებული ცოდვანი აღხოცა, უფალსა უგალობდეთ, რომელიც დიდებულ არს.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი (მეტანია).
იესუ ტკბილო, ქრისტე იესუ, სულ-გრძელო, სულისა ჩემისა წყლულებანი განჰკურნენ იესუ, და დაატკბე გული ჩემი მრავალმოწყალეო, გევედრები იესუ მაცხოვარო ჩემო, რათა გადიდო მე ცხოვნებულმან.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
იესუ ტკბილო, ქრისტე იესუ, განმიღე მე სინანულისა კარი, კაცთმოყვარეო იესუ ჩემო, შემიწყნარე მე შენდა მოლტოლვილი, და მხურვალე მთხოველი იესუ მაცხოვარო ჩემო ცოდვათა მოტევებისა.
დიდება მამასა, და ძესა, წმიდასა სულსა.
იესუ ტკბილო, ქრისტე იესუ, გამომიტაცე ხელთაგან მტერისა მის ბელიარისა იესუ, და ღირს მყავ მარჯვენით წარდგომად დიდებისა შენისა იესუ მაცხოვარო ჩემო, ნაწილსა მარცხენათასა დამიხსენ მე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
იესუ ქრისტეს ღვთისა მშობელო, ევედრე უხმართა ამათ მონათა შენთათვის ყოვლად-წმიდაო, რათა ლოცვითა შენითა სატანჯველთაგან ბიწიან ქმნილნი ესე გვიხსნნეს და შევეტკბნეთ დიდებასა სამარადისოსა.
გალობა 3. სძლისპირი. კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე, ღმრთისა ჩვენისა.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ისმინე კაცთ-მოყვარეო იესუ ჩემო, მონისაგან შენისა, რომელი ესე გიღაღადებ სინანულითა, და მიხსენ მე იესუ დაჰსჯისა და ტანჯვისაგან, მხოლოო სულ-გრძელო იესუ ტკბილო მრავალ-მოწყალე.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
აღმადგინე მე იესუ ჩემო, მონაი შენი დაცემული, შენ შეგივრდები ცრემლმორეული, მაცხოვნე მე მონანული იესუ ჩემო, და გეჰენიისგან მიხსენ მეუფეო, იესუ ტკბილო, მრავალ-მოწყალე.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ჟამი იესუ ჩემო, რომელი მომეც, ვნებათა შინა წარვვლე, იესუ ჩემო. ამისთვის ნუ განმაგდებ მე იესუ ჩემო, არამედ კვალად მომიწოდე, გევედრები შენ მეუფეო. იესუ ტკბილო და მაცხოვნე მე.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ქალწულო მშობელო იესუს ჩემისაო, ევედრე მას ხსნად ჩვენდა გეენისაგან ცეცხლისა, მხოლოო შესავედრებელო ჭირვეულთაო ღვთივ-მიმადლებულო, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა დაუსრულებელსა.
მჯდომარე. ხმა 1. მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან აცხოვნე უძღები იგი; მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან შეიწყნარე მეძავი იგი; აწ მეცა შემიწყნარე; იესუ მრავალ-მოწყალეო მაცხოვნე და მოწყალე მექმენ ჰოი იესუ ქველისმოქმედო ვითარცა მანასეი სახიერო იესუ ჩემო, ვითარცა მხოლო კაცთმოყვარე ხარ.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ღვთისმშობლისა. შეიწირე მონათა შენთა ვედრება ღვთისმშობელო და გვიხსენ ყოვლისაგან ჭირისა, რამეთუ შენ ჰშევ ქრისტე მაცხოვარი, მხსნელი სულთა ჩვენთა.
ჯვრისა და ღვთისმშობლისა (იკითხება სამშაბათ საღამოს და ხუთშაბათ საღამოს, ასევე ოთხშაბათ-პარასკვეს დილით). რომელთა მეოხებაი შენი მოგვიგიეს უწმიდესო, ლოცვითა შენითა ჭირთაგან განვთავისუფლდებით და ჯვრისა მიერ ძისა შენისა, მარადის დავიფარვით ყოველნი თანა-მდებნი შიშითა ღმრთისათა შენ გადიდებთ.
გალობა 4. სძლისპირი. მოჰხვედ ჩვენდა ქალწულისაგან არა ანგელოსი, არამედ თვით უფალი განხორციელებული ღმერთი, და მიხსენ ჩვენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდებასა ძალსა შენსა.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
განჰკურნე იესუ ჩემო სულისა ჩემისა წყლულებანი, იესუ ჩემო გევედრები, რათა გამომიტაცო მე, იესუ ჩემო სახიერო ხელთაგან სულთა განმხრწნელთა ბელიარისთა, და მაცხოვნე მე.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
შეგცოდე იესუ ჩემო, სახიერო იესუ ჩემო მაცხოვნე მოლტოლვილი საფარველისა შენისა მიმართ, იესუ ტკბილო სულ-გრძელო და კაცთმოყვარეო, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყავ მე.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
არა რომელმან შეგცოდა, იესუ ჩემო, ვითარ მე შეგცოდე უბადრუკმან და უღირსმან, არამედ კვალად შენ გევედრები იესუ ჩემო მაცხოვნე და მომანიჭე ცხოვრებისა მის დამკვიდრება.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
შენ ყოვლად-საგალობელო იესუ ქრისტეს მშობელო, მას ევედრე, რათა ვიხსნნეთ სატანჯველთაგან, ყოველნივე მგალობელნი შენნი, რომელნიცა ჭეშმარიტად ღვთის მშობლად გხადიან და გადიდებენ შენ.
გალობა 5. სძლისპირი. ბნელსა შინა მყოფთა ნათელო და უსასოდ ქმნილთა სასოებაო, ქრისტე, მაცხოვარო ჩემო დილითგან აღვიმსთობ შენდამი მეუფეო მშვიდობისაო, ნათლითა ბრწყინვალებისა შენისათა განგვანათლე, რამეთუ შენს გარდა ჩვენ სხვა ღმერთი არა ვიცით.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
შენ ხარ განმანათლებელი იესუ გონებისა ჩემისა, და სასო განწირულისა სულისა, იესუ ჩემო მიხსენ დაჰსჯისა მისგან, რომელი ესე გიხმობ მაცხოვნე მე იესუ ქრისტე, უბადრუკი ესე.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ყოვლად იესუ ჩემო, ვნებითა მიმართ უკეთურებისათა შთავრდომილი გიღაღადებ, იესუ ჩემო შეწევნისა ხელი მიპყარ და აღმომიწოდე, რომელი გიღაღადებ, მაცხოვნე იესუ ჩემო ტკბილო.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
გონებისა მწიკულთა მქონე იესუ ჩემო გიღაღადებ შენ, განჰსწმინდე მწიკული ცოდუათა, მიხსენ სირღმისაგან ბოროტისა, უმეცრებით ჰშთავრდომილი ესე, მაცხოვარო ჩემო გევედრები.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ქრისტეს მშობელო ქალწულო, ღვთისა დედაო მას ევედრე აწ, რათა გვიხსნნეს ყოველნივე მორწმუნენი და ერნი დაჰსჯისაგან, რამეთუ შენსა გარეშე შუა მდგომელი და მხსნელი სხვა არავინ ვიცით.
გალობა 6. სძლისპირი. ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო, გევედრები.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
იესუ ჩემო, ქრისტე მრავალ-მოწყალე, აღგიარებ შემიწყალე, ჰოი იესუ მაცხოვარო ხრწნილებისაგან მიხსენ, იესუ ჩემო.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
არავინ იქმნა ესრეთ უძღებ, ვითარ მე ვნებული ჰოი კაცთ-მოყვარეო. არამედ შენ იესუ ტკბილო მაცხოვნე მე.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
იესუ ჩემო მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზვერესა, და ყოველთავე მცოდველთა, წარვხედ იესუ ჩემო ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კვალად ავაზაკსა და ნინეველთასა.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ისუს ჩემისა, ქრისტეს ღვთისა-მშობელო, ყოვლად-წმიდაო ქალწულო, მხოლოო შეუგინებელო, შეგინებული ესე აწ ლოცვათა შენთა უსუპითა განმწმიდე.
კონდაკი. ხმა 6. იესუ მაცხოვარ, განმწმიდე მე და მაცხოვნე მე ვითარ ოდესღაც მეძავი იგი და ავაზაკი, და აწ შემიწყალე მეცა ყოვლადმოწყალეო და სულ-გრძელო უფალო, და სატანჯველთაგან მიხსენ, მეოხებითა ყოვლადწმიდისა და ყოვლადქებულისა დედისა შენისა ღმრთისმშობელისათა.
იკოსი. ამსოფლიური და წუთიერი შევიყუარე და მარადიულ სიკეთეთაგან განგდებულ ვიქმენ, ქრისტე იესუ, მხოლოო კაცთმოყვარეო, ცოდვილთა დაუშრეტელო სასოებაო, და მონანულთა მიმართ წყალობისა მომღებელო, ნუ მომიძაგებ მე მონანულსა, რამეთუ გულისხმავყავ ვითარმედ აღსარებითა ცხოვნებულ იქმნა ავაზაკი იგი და მეზვერე განიწმიდა წყალობითა, ხოლო მეძავსა მგლოვარებითა თვისითა მიეტევნეს ცოდვანი და აწ მეცა შევუდეგ სახეთა მათ სინანულისათა; მოწყალე მექმენ მე და სულგრძელ, რამეთუ ვითარცა მამა მოსწრაფე ხარ მონანულთა მიმართ და სწყალობ მათ და უკუეთუ გნებავს, ძალგიძს მოტევება შეცოდებათა ჩემთა, რომელთა მიერ შემდგომად აღთქმისა მის ნათლისღებისათა შემწიკვლულ ვიქმენ და კვალად, აღთქმისა მის მონაზონებისა შემდგომ შევჰსცოდე, არამედ, შენ, ვითარცა კაცთმოყვარემან ღმერთმან, განმწმინდე მე მეოხებითა ყოვლად-უწმიდესისა და ყოვლად-ქებულისა დედისა შენისა ღმრთისმშობელისათა.
გალობა 7. სძლისპირი. ხატისა მისთვის ოქროსა, რომელი იმსახურა, ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყვეს მძლავრისა მის, და შეითხივნეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ქრისტე იესუ ჩემო არა რომელმან ჰსცოდა ქვეყანასა ზედა საუკუნითგან, იესუ ჩემო, ვითარ მე ვჰსცოდე უბადრუკმან და უძღებმან ამისთვისცა გიღაღადებ იესუ ჩემო და გევედრები შენ. მოწყალე მექმენ.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ქრისტე იესუ, შიშითა მით შენისათა გიღაღადებ, შემჰსჭვალე გული ჩემი, იესუ ჩემო, წარმიძეღუ მყუდროებისა ნავთ-საყუდელად, რათა ცხოვნებული გადიდებდე იესუ ჩემო, კურთხეულ ხასრ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
იესუ ქრისტე, მრავალ-გზის აღგითქუ ვნებულმან სინანული და გეცრუე უბადრუკი და აწ კვალად უგრძნობელად მყოფი ესე გიგალობ შენ, სული და გონებაი ჩემი განაბრწყინვე, ქრისტე სახიერო კურთხეულო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ქრისტე იესუს მშობელო სძალო საშინელო უმეტეს ბუნებათასა, ევედრე ყოვლად-წმიდაო მოტევებად ყოველთა ცოდვათა ჩემთა, ქალწულო რათა გიწოდდე ცხოვნებული კურთხეულ-ხარ დედუფალო ღვთისა ხორცითა მშობელო.
გალობა 8. სძლისპირი. სახმილად გარდამოსულსა, ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
შენ გევედრები იესუ ჩემო, ვითარცა მეძავი იგი იესუ იხსენ მრავალთა ცოდვათაგან, ეგრეთვე მე იესუ ჩემო მიხსენ, და წმიდა ჰყავ გონებაი ჩემი შეგინებული.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
მისვდევ იესუ ჩემო პირ-უტყვებრივთა გემოთა, და პირ-უტყუად ვჰსჩან ჭეშმარიტად იესუ ჩემო, ვნებითა მივემსგავსნე ჩემო იესუ, პირ-უტყვებისგან მიხსენ.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
შთავვარდი იესუ ჩემო განმხრწნელთა ავაზაკთა შორის, განმეძარცვა სამოსელი ღვთიუ-ქსოვილი, და მდებარე ვარ წყლულებით, და გუემულსა ამას დამასხ ზეთი და ღვინო წყალობისა.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
იესუს ჩემისა ღვთისა მტვირთველო, ღვთის-მშობელო გამოუთქმელად მას ევედრე ხსნად ჩვენდა ჭირთა და ურვათაგან, მონათა და მგალობელთა შენთა ქალწულო.
გალობა 9. სძლისპირი. დაუსაბამოსაგან ღმრთისა სიტყვა ღმერთი გამოსჩნდა გამოუთქმელი სიბრძნით, განახლებად ადამისა, რომელი დაეცა გარდახდომითა მის მცნებისაგან და წმიდისაგან ქალწულისა მხსნელად ჩუენდა განხორციელდა გამოუთქმელად და შემოკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მას ვუგალობდეთ.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი (მეტანია).
თანა-წარვჰხედ მანასეს, მეზვერესა და მეძავსა, და უძღებსა მოწყალეო იესუ ჩემო, და ავაზაკსა საქმეთა მათ შინა სირცხვილისა და უადგილოსათა იესუ, არამედ შენ იესუ ჩემო ისწრაფე და მაცხოვნე მე.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ადამისიდგან იესუ ყოველთავე მცოდველთა უწინარეს ჰსჯულისა და ჰსჯულს შინა, და შემდგომად სჰჯულისა და მადლისა ძლეულ ვიქმენ ვნებათა მიერ უბადრუკი, არამედ შენ იესუ განგებითა მით შენითა მაცხოვნე მე.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ნუ განმყოფ მე იესუ, გამოუთქმელისა მის დიდებისა შენისაგან. ნუმცა მექმნების ნაწილი იგი მარცხენე ტკბილო იესუ, არამედ მარჯვენით ცხოვართა თანა შენთა შემრთე, ქრისტე იესუ ჩემო ტკბილო და განმისუენე, რამეთუ მოწყალე ხარ.
აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
იესუს ღვთისა-მშობელო, რომლისა მტვირთუელ იქმენ, მხოლოო გამოუცდელო ქორწილისაო, ქალწულო მოწყალე-ჰყავ იგი, ძე შენი და დამამკვიდრებელი ჩვენი, რათა გვიხსნნეს ჭირთაგან, და ცეცხლისა მისგან მერმისა მოსლუადისა.