ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).


ლოცვანი

თომას კვირიდან ამაღლების წარგზავნამდე. 
20 დეკემბრიდან 14 იანვრამდე (ძვ. სტ.).
21 სექტემბრიდან 20 დეკემბრამდე.
15 იანვრიდან უძღები შვილის კვირის წინა შაბათამდე (ძვ. სტ.)
1

2
3
შაბათს მწუხრზე:

კვირას ცისკრად:

მე-2მე-3 და მე-17 კაფიზმები
მე-2მე-3მე-17 კაფიზმები და ორი ფსალმუნი მე-19 კაფიზმიდან. პოლიელეოსი.
კვირას მწუხრზე: 

კაფიზმა არ იგალობება მთელი წლის განმავლობაში
ორშაბათს ცისკრად:

მე-4 და მე-5 კაფიზმები 
მე-4მე-5 და მე-6 კაფიზმები
ორშაბათს მწუხრხზე: 

მე-6 კაფიზმა
მე-18 კაფიზმა
სამშაბათს ცისკრად:

მე-7 და მე-8 კაფიზმები
მე-7მე-8 და მე-9 კაფიზმები
სამშაბათს მწუხრზე:

მე-9 კაფიზმა
მე-18 კაფიზმა
ოთხშაბათს ცისკრად:

მე-10 და მე-11 კაფიზმები
მე-10მე-11 და მე-12 კაფიზმები
ოთხშაბათს მწუხრზე:

მე-12 კაფიზმა
მე-18 კაფიზმა
ხუთშაბათს ცისკრად:

მე-13 და მე-14 კაფიზმები
მე-13მე-14 და მე-15 კაფიზმები
ხუთშაბათს მწუხრზე:

მე-15 კაფიზმა
მე-18 კაფიზმა
პარასკევს ცისკრად:

მე-19 და მე-20 კაფიზმები
პარასკევს მწუხრზე:

მე-18 კაფიზმა
შაბათს ცისკრად:

მე-16 და მე-17 კაფიზმები
ფსალმუნის კითხვის თანამიმდევრობა მთელი წლის განმავლობაში
იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის კითხვის თანამიმდევრობა დიდსა და წმიდა მარხვაში
შენიშვნა: ქრისტეს შობის, უფლის განცხადების, ფერისცვალების, და  ჯვრის ამაღლების დღესასწაულები თუ დაემთხვევა კვირადღეს, მაშინ ცისკარზე მე-17 კაფიზმა არ წაიკითხება. მე-17 კაფიზმას არ ვკითხულობთ ასევე ბზობაზე, თომას კვირას და სამებობაზე.

ხორციელისა და ყველიერის კვირა დღეებში ცისკარზე ვკითხულობთ ორ-ორ კაფიზმას. მესამე რიგითს კი წავიკითხავთ მწუხრზე, როგორც არის ეს მითითებული განაწესში "თომას კვირიდან ამაღლების წარგზავნამდე" (იხ. ცხრილი).

უძღები შვილის კვირას, ხორციელისა და ყველიერის კვირა დღეებში მე-19 კაფიზმის ორი (134-ე და 135-ე) ფსალმუნის შემდეგ ვამატებთ მესამე, 136-ე ფსალმუნს: "მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა".

თუ იქნება საუფლო ან ღვთისმშობლის, ან დიდი წმინდანის დღესასწაული, რომელზეც განწესებულია სადიდებელი (პოლიელეოსი), მაშინ წავიკითხავთ მე-19 კაფიზმის ორ ფსალმუნს (134, 135).

იმ შემთხვევისთვის, როდესაც ცისკარზე იკითხება სამი კაფიზმა და დაემთხვევა დიდი დღესასწაული, მაშინ ცისკარზე წავიკითხავთ ორ კაფიზმას, მესამეს კი გადავიტანთ იმავე დღის მწუხრზე.

თუ ორშაბათს დაემთხვევა საუფლო დღესასწაული (შობა, ნათლისღება, ფერისცვალება, ამაღლება), მაშინ კვირას, მწუხრზე, წავიკითხავთ პირველი კაფიზმის ("ნეტარ არს კაცი") ნაწილს (პირველ დიდებამდე).