ანბანური საძიებელი
აბანო
ქალთან ერთად ბანაობა ეკრძალება სასულიერო პირს, მონაზონს, ერისკაცს. VI. 77. ლაოდ. 30.
ადამი
შექმნილია ღვთის მიერ არა მოკვდავად. კართ. 109.
ადგილისმცველი, პოტირიტისი, წარმომადგენელი.
ეპისკოპოსის ადგილისმცველის დადგენა აფრიკაში. კართ. 64. ადგილისმცველს (ეპისკოპოსს) ეძლევა წერილობითი ნებართვა, რომელიც ადასტურებს მისთვის მიცემულ დავალებას. ამ დავალებას მან არ უნდა გადაუხვიოს. კართ 85.
ადგილობრივი საეკლესიო კრება იხ. კრება საეკლესიო
ავაზაკი
ვინც ავაზაკს შეებრძოლება, განკითხულ იქნება. ბასილი დიდი 55. ავაზაკი ისჯება, როგორც კაცისმკვლელი. გრიგოლ ნოსელი 6.
ავაზაკობა
შდრ. პარვა, ქურდობა
არა მხოლოდ ავაზაკობა, არამედ საერთოდ ანგარება და მიხვეჭა ითვლება საშინელ და საძაგელ საქმედ. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე. გრიგოლ ნოსელი 6. ვინც ომის დროს ბარბაროსებს მიემხრობა, მათთან ერთად თავდასხმებში მონაწილეობას მიიღებს და ასწავლის მათ გზასა და სახლებს, ასეთნი არ უნდა დაუშვან მსმენელთა რიგშიც კი. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე. სხვის სახლებზე თავდამსხმელნი არ უნდა დაუშვან არც საღვთო წერილის მსმენელებად. მაგრამ თუ თვითონ აღიარებენ ცოდვას და დააბრუნებენ მიტაცებულ ქონებას, ისინი იმსახურებენ შევრდომას (იხ.) გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე.
ავრილიოსი
კართაგენის ეპისკოპოსი, თავმჯდომარეობდა კართაგენის კრებას. კართ. 1, 3, 5, 6, 7, 8, 13, 25, 48, 49, 51, 52, 53, 55, 56, 65 და ა. შ.
ათანასე
ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი, წმინდა, ნეტარი მამა. VI 2. მისი წესები მიღებულია საეკლესიო კანონად. VI 2.
ალექსანდრიის ეპისკოპოსი
ძალაუფლება აქვს ეგვიპტის, ლიბიისა და პენტაპოლისის ეკლესიებზე. I 6. II 2. მისი საყდარი განეკუთვნება სხვა (რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმის) უმაღლეს საყდართა რიგს. VI 36.
ამბიონი (საფსალმუნე)
ხელდაუსხმელს არა აქვს ამბიონიდან კითხვის უფლება. VI 33, არც ბერს. VI 14.
ამფილოქე იკონიელი
წმინდანი და ნეტარი. VI 2.
ანათემა
იხ. შეჩვენება
ანანიას და საპფირას სასჯელი რუის-ურბნ. 6.
ანგარება
ანგარება და სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება ღვთის ეკლესიიდან განდევნით. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე. ამიტომ უნდა აღიკვეთოს ანგარების სურვილი. კართ. 5. დამნაშავეს უნდა უმკურნალონ დამოძღვრით, რომ მან მითვისებული ქონება გლახაკებს ჩამოურიგოს. გრიგოლ ნოსელი 6. ბარბაროსთა შემოსევით სარგებლობენ ანგარების სურვილის მქონე ღვთისმოძულე ადამიანები. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე.
ანგელიტები
ვინც მიატოვებს ღვთის ეკლესიას და ქრისტეს, რათა ანგელოსებს ემსახუროს, ვითომცდა სამყაროს შემქმნელებს და გამრიგეებს, შეჩვენებას (ანათემას) დაიმსახურებს. ლაოდ. 35. კოლასელთა 2,18.
ანომეები უმსგავსონი, ევნომიანოსნი (მწვ.).
II 1.
ანტიოქიის ეპისკოპოსი
მისი საყდარი არის ალექსანდრიის საყდრის შემდეგ. VI 36.
აპოკრიფული წიგნები
აპოკრიფულ წიგნებს ერეტიკოსები უწოდებდნენ მათ მიერ შეთხზულ წიგნებს გულუბრყვილოთა შესაცთუნებლად. ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლე.
აპოლინარელნი (მწვ.)
II 1. მოქცევის შემთხვევაში ეკლესიაში მიღებულ იქნებიან მირონცხების გზით. II 7.
აპოლინარი (ერეტიკოსი),
VI 1.
აპოტაქტივები (მწვ.) ანუ განყენებულნი ბასილი დიდი 47.
არიანელნი (მწვ.)
არ უნდა იდგნენ ლიტურგიის (ჟამისწირვის) დროს მორწმუნეებთან ერთად. ტიმოთე ალექსანდრიელი 9. ისინი შეჩვენებულნი არიან. II 1. მოქცევის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნენ ეკლესიაში მირონცხების გზით. II 7. VI 95. მოქცევის დროს იმათ, ვინც არიოზის ცოდვაში ჩავარდა, აღმოეჩინებოდათ მოწყალება, მაგრამ ამათ არ ეძლეოდათ ადგილი სასულიერო პირთა შორის. ხოლო იმას, ვინც გაჭირვებისა და ძალდატანების გამო მოხვდა არიანელობაში, მონანიების შემდეგ ეძლეოდა პატიება და ადგილი კლერიკოსთა შორის. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე რუფინიანეს მიმართ.
არიოზი (მწვ.)
VI 1.
არჩევა
საეკლესიო ხარისხში არჩევა და ხელდასხმა არ უნდა ხდებოდეს მსმენელთა თანდასწრებით. ლაოდ. 5. საერო მთავრების მიერ ჩატარებული არჩევა არ არის ნამდვილი. VII 3.
ასისთავნი (უხუცესნი მოგვნი)
იხ. გრძნეულობა, მისნობა.
ატიკური ნიღაბი
იხ. ნიღაბი
აღაპი, სიყვარულის ტრაპეზი.
აღაპი არ არის მდაბალი რამ და ვისაც ეზიზღება აღაპის მომწყობნი, ის შეჩვენებულ უნდა იყოს. ღანგრ. 11. სიყვარულის ტრაპეზი არ უნდა მოეწყოს საუფლო ტაძრებში და ეკლესიებში. VI 74. ლაოდ. 28. ამ ტრაპეზიდან ნაწილი არ უნდა წაიღონ სახლში. ლაოდ. 27.
აღდგომა, აღდგომის კვირა
ქრისტეს აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე მთელი შვიდეულის განმავლობაში მორწმუნეები ეკლესიებში განუწყვეტლივ უნდა აღასრულებდნენ ფსალმუნებას, გალობას და სასულიერო საგალობლებს ქრისტეს მიერ სიხარულსა და დღესასწაულში. ასევე უნდა უსმენდნენ საღვთო წერილის კითხვას და ნეტარებას უნდა მიეცნენ წმინდა საიდუმლოთაგან. ამ დღეებში არ უნდა მოეწყოს ცხენთა შეჯიბრი და სხვა სახალხო სანახაობა. VI 66.
აღდგომა
ნიკეის პირველი მსოფლიო კრების განსაზღვრებები აღდგომის დღესასწაულის შესახებ არ უნდა დაირღვეს. ანტ. I. აღდგომის დღესასწაულზე წმინდა საიდუმლოს (სიწმინდის) გაგზავნა სხვა სამრევლოში კურთხევისათვის არ შეიძლება. ლაოდ. 14. აღდგომის დღე უნდა გამოცხადდეს ადგილისმცველთა მიერ კრებაზე ან კრების დადგენილებათა ქვეშ მინაწერის სახით. კართ. 51, 73. აღდგომის დღესასწაულის აღსრულება იუდეველებთან ერთად გაზაფხულის ბუნიაობის წინ არ შეიძლება. მოც. 7. ანტ. I.
აღდგომა სულიერი
ეს არის ცოდვით დაცემიდან აღდგომა. გრიგოლ ნოსელის ეპისტოლის შესავალი.
აღთქმა, პირობა
საჭიროა თავის შეკავება უგუნური აღთქმისაგან, მაგალითად, ღორის ხორცის არ ჭამის შესახებ. ბასილი დიდი 28. ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სრულ გონებამდე მიღწეულთა აღთქმა. ბასილი დიდი 18. ქალები და კაცები, რომლებმაც დადეს ქალწულობის აღთქმა, მაგრამ შემდეგ დაარღვიეს ის, იმსახურებენ ეპიტიმიას. ანკვ. 19. VI 44. ბასილი დიდი 18, 19,60.
აღკვეცა
იხ. მონაზვნობა
აღმოსავლეთისა
აღმოსავლეთის ეპისკოპოსებმა უნდა განაგონ მხოლოდ აღმოსავლეთში. II 2.
აღმსარებელი
ვინ არის აღმსარებელი? პეტრე ალექსანდრიელი 14. აღმსარებელებს, რომელთაც თავისი ნება-სურვილის წინააღმდეგ მიიღეს კერპის შესაწირავი, არ ეკრძალებათ ერთობა (ზიარება) და სამღვდელო ხარისხში ასვლა. ანკ. 3.
აღმსრულებელი, ეკლესიის მეურნე
ისინი დადგენილნი არიან ეკლესიის საჭიროებათათვის. კართ. 96.
აღსარება
სარწმუნოების აღსარებაში ყველამ თავისი ნება უნდა გამოამჟღავნოს, ნეოკ. 6.
აღწერა საეკლესიო
არ შეიძლება ხმარება ან გაყიდვა ნივთებისა, რომლებიც საეკლესიო აღწერაში არიან. კართ. 42.
ახალი რომი
იხ. კონსტანტინოპოლი
ახალკვირა
იხ. აღდგომა
ბალტასარის (ბალთაზარის) სასჯელი. რუის-ურბნ. 6.
ბასილი დიდი არქიეპისკოპოსი კესარია-კაპადოკიელი
წმინდა, ნეტარი, VI 2. ღმერთშემოსილი მამა. VI 54. მისი კანონები მიღებულია ეკლესიის მიერ. VI 2.
ბიწი სულისა
იხ. სულის ჭუჭყი
ბრალდება, ბრალმდებელი, ბრალდებული, იხ. სამსჯავრო, სასამართლო.
ბრმა
იხ. ხორციელი ნაკლი
ბრძოლა, ომი
მტრების გაწყვეტა ომში კანონიერიც არის და ქების ღირსიც. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონისადმი. მაგრამ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და სხვა კლერიკოსები არ უნდა ვარჯიშობდნენ სამხედრო საქმეში. მოც. 83. IV 7.
ბუნება
გადმოცემები
ჩვენთვის დადგენილია წერილობით და დაუწერლად. VII მს. კრ. დოგმატი (იხ. აქვე, შესავალში) ბასილი დიდის ეპისტოლე ამფილოქესადმი სულიწმიდის შესახებ, 27-ე თავი. გადმოცემულ დოგმატებს ისეთივე ძალა აქვთ, როგორც დაწერილს. ბასილი დიდის ეპისტოლე ამფილოქეს მიმართ 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ. ბასილი დიდის ეპისტოლე ამფილოქეს მიმართ, 29-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ.
გალობა
ეკლესიაში არ შეიძლება უწესო ხმაური და ყვირილი, არამედ უნდა აღვასრულოთ გალობა მოწიწებით და ლმობიერებით. VI 75. ეკლესიაში უნდა გალობდნენ მხოლოდ სამღვდელონი. ლაოდ. 15.
გალობა სამწმინდისა
სამწმინდის გალობაში სიტყვების: "წმიდაო უკვდავო"-ს შემდეგ არ უნდა დავუმატოთ სიტყვები: ”რომელიც ჯვარს-ეცვი ჩვენთვის”. VI 82.
გამოსახულებანი
გამოსახულებები, რომლებიც ატყვევებენ მზერას და უწმინდურ სიამოვნებათა გამომწვევნი არიან, არ უნდა შეიქმნას. VI 100.
განდგომა სარწმუნოებისაგან, ქრისტესგან.
იხ. სარწმუნოების უარყოფა.
განდეგილობა, განდგომილება, ქვეყნიურ საქმეთაგან განშორება, დაყუდება, განმარტოება
თავმდაბლობით შესრულებული განდგომილება ქების ღირსია. ღანგრ. 21. ნებადართულია სამი წლით მონასტერში და შემდეგ მუდმივი უნდა იყოს. VI 41.
განზრახ (ნებსითი) მკვლელობა
იხ. მკვლელობა
განკანონება
იხ. ეპიტიმია
განკვეთა
1. სასულიერო დასიდან (კლერიკოსთაგან) განკვეთილი. კლერიკოსთაგან განკვეთილთან ლოცვა არ შეიძლება. მოც. 11.
2. ეკლესიიდან განკვეთილი (სრულიად მოკვეთილი). თუ სამართლიანად განკვეთილი ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ისევ დაიწყებს მსახურებას, ის ეკლესიიდანაც განიკვეთება. მოც. 28. და დაკარგავს აპელაციის უფლებას. ანტ. 4. ის, ვინც განკვეთილს მიიღებს, დაისჯება. კართ. 9. განკვეთის მიზეზები. მოც. 3, 5, 6, 7, 20 და სხვ. I 10, 17. III 2. IV 2, 18, 27. განკვეთის წესი. სარდ. 4. რუის-ურბ. 1.
განსატევებელი ეპისტოლე (წიგნი) იხ. ეპისტოლე განსატევებელი განსატევებელი ხელწერილი
კლერიკოსთაგან არავის არა აქვს უფლება, დაეწესოს სხვა ეკლესიაში თავისი ეპისკოპოსის განსატევებელი ხელწერილის გარეშე. VI 17. შდრ. ეპისტოლე განსატევებელი.
განქორწინება, ქორწინების დარღვევა
განქორწინება მრუშობის შემთხვევის გარდა არ არის ნებადართული. ცოლი არ უნდა გაეყაროს ქმარს იმის გამო, რომ იგი მას სცემს, მის ქონებას ფლანგავს, რომ ის ორგულია. ბასილი დიდი 9. ქმარი ვერ გაშორდება ცოლს იმის გამო, რომ ის შეპყრობილია ბოროტი სულით. ტიმოთე ალექსანდრიელი 15.
განყენება
იხ. უზიარებლობა
განყენებული
იხ. უზიარებელქმნილი
განყენებული (მწვ.)
იხ. აპოტაქტიტები
განშორება ქვეყნიურ საქმეთაგან
იხ. განდგომილება
განწესება საეკლესიო დაცული უნდა იყოს. კართ. 2.
განწმენდილი
იხ. ნავატიანები
განხეთქილება
რა არის განხეთქილება? ბასილი დიდი 1. მღვდელი, რომელიც განხეთქილებას მოაწყობს, შეჩვენებული იქნება. კართ. 10, 11. 12
განხეთქილების მოქმედი
რას ნიშნავს განხეთქილების მოქმედი? ბასილი დიდი 1. მათთან ერთად ლოცვა არ შეიძლება. ლაოდ. 33. განხეთქილების მოქმედთა ურჩობის საწინააღმდეგოდ მეფეებს უნდა ეთხოვოთ დახმარება. კართ. 93. განხეთქილების მოქმედთა მიერ შესრულებული ნათლობა მისაღებია. ბასილი დიდი 1. ორნი, განხეთქილებიდან მოქცეულნი, ენკრატიტები (იხ.) ბასილი დიდმა მიიღო საეპისკოპოსო კათედრაზე. ბასილი დიდი 1.
გასართობი სამსახიობო ნიღაბი
იხ. ნიღაბი
გაყრა, გაშორება, განქორწინება
იხ. განქორწინება
გაშორება
იხ. განქორწინება
გაჭირვება
ადამიანთა გაჭირვებისა ან სხვა მიზეზის გამო ძველ დროში ბევრი რამ მომხდარა საეკლესიო წესების საწინააღმდეგო. ამის შემდეგ არაფერი ამგვარი არ უნდა მოხდეს. I 2.
გახრწნა
ძალით გახრწნილს არ უნდა დაედოს ბრალი. ბასილი დიდი 49.
გენადი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მისი მრგვლივ მოსავლელი ეპისტოლე (ცირკულარი) მიღებულია საეკლესიო კანონად. VI 2.
გინება
ვინც უსამართლოდ აგინებს მეფეს ან მთავარს, კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებელ და განყენებულ იყოს ეკლესიისაგან. მოც. 84. ვინც კლერიკოსთაგან ეპისკოპოსს აგინებს განიკვეთოს. მოც. 55. ვინც კლერიკოსთაგან მღვდელს ან დიაკონს აგინებს, განყენებულ იყოს საეკლესიო ზიარებისაგან. მოც. 56.
გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსი
წმინდა და ნეტარი მამა. მისი კანონები მიღებულია საეკლესიო კანონებად. VI 2.
გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსი
წმინდა და ნეტარი მამა. მისი კანონები მიღებულია ეკლესიის მიერ. VI 2.
გრიგოლ ღვთისმეტყველი (ნაზიანზელი) ეპისკოპოსი
წმინდა და ნეტარი მამა. მისი წესები მიღებულია საეკლესიო კანონებად. VI 2.
გრძნეულობა, მისნობა
ვინც გრძნეულობას მოინანიებს, მას ეკისრება მკვლელის ეპიტიმია. ბასილი დიდი 65, 72. ღრუბელთმდევნელნი, თილისმისმკეთებელნი, შემლოცველნი, მკითხავნი ექვემდებარებიან ექვსწლიან ეპიტიმიას. VI 61. ვინც ამ ცოდვაში ყოფნას აგრძელებს, იდევნება ეკლესიიდან. VI 61. მისნების ან მოგვების მიმდევრები ისჯებიან ხუთწლიანი ეპიტიმიით. ანკ. 24, ან ექვსწლიანი ეპიტიმიით VI 61. ბასილი დიდი 83.ვინც რწმენას უარყოფს და მივა გრძნეულთან ან მისანთან, რათა ბოროტი სულის (დემონის) საშუალებით აიცილოს სნეულება და ვნება, განკითხვის ღირსია. გრიგოლ ნოსელი 2.
იხ. სარწმუნოების უარყოფა.
გუჯარი
იხ. აღწერა საეკლესიო
დაბრუნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვა სარწმუნოების მიმდევრებისა
სხვა სარწმუნოების მიმდევრები მართლმადიდებლურ ეკლესიას უბრუნდებიან ნათლისღებისა და მირონცხების გზით. I 19. II 7. VI 95. ლაოდ. 7, 8. ბასილი დიდი 1, 47.
დამტკიცება-გადაწყვეტილება
აზრთა სხვადასხვაობის დროს დამტკიცდება უმრავლესობის განჩინება. I 6. ანტ. 19. ეპისკოპოსთა შეთანხმებული დამტკიცება-გადაწყვეტილება მტკიცე უნდა იყოს. ანტ. 15.
დამცველი
იხ. ეკდიკი
დანიშნული
იხ. ქორწინება, ქალიშვილი, ქალი, სიძვა
დასამშვიდებელი ეპისტოლე
იხ. ეპისტოლე დასამშვიდებელი
დასმენა
იხ. სამსჯავრო
დასხდომის წესი კლერიკოსთა
იხ. კლერიკოსები
დაქვრივებული ეკლესია
იხ. შემოსავალი დაქვრივებული ეკლესიისა
დაცემული არის ქრისტეს უარმყოფელი
იხ. სარწმუნოების უარყოფა
დაცვა, გამოსარჩლება
თუ ეპისკოპოსთა საბჭოს მიერ დასჯილ კლერიკოსს გამოექომაგება ვინმე და მის დაცვას მოინდომებს, იგი დაიმსახურებს ფულად ჯარიმასა და პატივის აყრას. კართ. 62.
დაცინვა
ხორციელ ნაკლზე დაცინვა არ შეიძლება. მოც. 57.
დედათდიაკონი (დიაკონისა)
დედათდიაკვნად დადგენა შეიძლება არა უადრეს ორმოცი წლისა, დაკვირვებული გამოცდის შემდეგ. IV 15. VI 14. მაგრამ თუ იგი ხელდასხმის შემდეგ დაქორწინდება, შეჩვენებულ უნდა იყოს თავის თანამცხოვრებთან ერთად. IV 15. თუ დედათდიაკონი ისიძვებს წარმართთან. ბასილი დიდი 44.
დედაკაცი
იხ. ქალი
დევნა
არ არის საჭირო წასვლა მოწამეობრივ ღვაწლზე, თუ იგი ჯერ არ დაწყებულა, რათა ამით არ განუმზადონ მდევნელთ ცოდვის ნაკვერცხალი. თუმცა ასეთებთან უნდა გვქონდეს ზიარება, ერთობა. პეტრე ალექსანდრიელი 9. თუ ვინმე დევნის დროს თავს გამოისყიდის ვერცხლით, ეს არ უნდა ჩაეთვალოს მას დანაშაულად. პეტრე ალექსანდრიელი 12. რწმენისათვის დევნის დროს ლტოლვილნი არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ მათ მაგიერ სხვები შეიპყრეს. პეტრე ალექსანდრიელი 13.
დეკანოზი
IV 2
დემონი (ბოროტი სული)
იხ. ეშმაკეული
დიაკონი
დიაკვნის დადგენა შეუძლია ერთ ეპისკოპოსს. მოც. 2. დიაკვნად დასადგენი უნდა იყოს არანაკლებ ოცდახუთი წლისა. VI 14. კართ. 16. ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე ყოფნის დროს უნდა შეისწავლონ მისი რწმენა, ქცევის კეთილწესიერება, სიმტკიცე და სიმშვიდე. სარდ. 10. დიაკვნის ხელდასხმამდე მისი ოჯახის ყველა წევრი უნდა გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. კართ. 36. დიაკვნად არჩევის უფლება არა აქვთ საერო მთავრებს: ეს არჩევა დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს. VII 3. დიაკვნები არიან ეპისკოპოსის მსახურნი და მღვდლებზე უმცროსნი. I 18. მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. მოც. 39.დიაკონი, რომელიც ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე დასტოვებს თავის ეკლესიას. მოც. 15. I 15. დიაკონი, რომელიც კრების მიერ გამოძიება-შესწავლასა და სრულ განკითხვამდე დაადანაშაულებს თავის ეპისკოპოსს. ორგზ. 13. დიაკვნებმა არ უნდა აზიარონ მღვდლები, არც უნდა ეზიარონ მათზე ადრე, არც უნდა დასხდნენ მათ შორის. I 18. მით უმეტეს, დიაკვნები არ უნდა ისხდნენ მღვდლებზე მაღლა, რა საეკლესიო თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ ევალებათ, წარმოადგინონ თავისი პატრიარქი, ან მიტროპოლიტი VI 7. დიაკონი არ უნდა დაჯდეს თავის მღვდლის ნებართვის გარეშე. ლაოდ. 20. დიაკონი, რომელიც უპირატესობას ამჟღავნებს მღვდლის წინაშე. VI 7. დიაკონს პატივი უნდა მიაგონ იპოდიაკვნებმა (კერძო-დიაკვნებმა) და ყველა მსახურმა.ლაოდ. 20. დიაკვნის ხარისხში ასვლას ხელს არ უშლის მისი თანაცხოვრება კანონიერ ცოლთან. VI 13. დიაკვნები სიწმინდეთა (წმინდა საიდუმლოს) შეხების დროს დროებით უნდა განერიდონ თანამეცხედრეებს. VI 13. კართ. 4, 25. ის, ვინც უკრძალავს დიაკონს მეუღლესთან ერთობას, უნდა დაისაჯოს. და აგრეთვე ის დიაკონიც, რომელიც ღვთისმსახურების მომიზეზებით შორდება მეუღლეს. მოც. 5. VI 13. ქვრივ დიაკონს ნება აქვს თავის ოჯახში ჰყავდეს მხოლოდ დედა, და, ან დეიდა-მამიდა. I 3. VI. 5. ბასილი დიდის ეპისტოლე გრიგოლ ხუცის მიმართ. დიაკონი, რომელიც ხორციელად შესცოდავს და აღიარებს თავის ცოდვას. ნეოკ. 10. დიაკონი, რომელიც შესცოდავს მხოლოდ ბაგეებით და არ გააღრმავებს თავის ცოდვას. ბასილი დიდი 70. დიაკონი, რომელიც ილოცებს მწვალებელთან ერთად. მოც. 45. ცოდვაში მხილებული და მღვდელმსახურებისაგან ჩამოშორებული დიაკვნის ხელდასხმა არ შეიძლება, როგორც მონანულისა და ერისკაცისა. კართ. 27. შვიდი დიაკონი, მოხსენიებული ”საქმე მოციქულთა”-ში.ქალაქში შეიძლება იყოს შვიდი დიაკონი. VI 16.
დიაკონი განკვეთილი
იხ. განკვეთა
დიაკონი განყენებული (უზიარებელქმნილი)
იხ. უზიარებელქმნილი
დიაკონისა
იხ. დედათდიაკონი
დიდებისმეტყველება
დიდებისმეტყველების დროს თქმა სიტყვისა ”სულიწმიდითურთ” მიღებულია მოციქულთა დაუწერელი გადმოცემით. ბასილი დიდი 92.
დიდვიმოსი (მწვ.)
VI 1.
დიდმარხვა, წმინდა ორმოცის მარხვა დიდმარხვის დროს არ შეიძლება:
1) შესრულდეს სრული ლიტურგია, შაბათებისა და კვირა დღეების გარდა, ლაოდ. 49. უნდა შესრულდეს მხოლოდ პირველშეწირული მსხვერპლთა განახლების ლიტურგია. VI 52. 2)იდღესასწაულონ მოწამეთა დაბადების დღე, არამედ უნდა აღასრულონ მათი ხსენება შაბათს და კვირა დღეს. ლაოდ. 51. არც ქორწილისა და დაბადების დღის გადახდა. ლაოდ. 52. წმ. ორმოცის მარხვის დღეებში აკრძალულია ხორცის, ყველისა და კვერცხის ჭამა შაბათსა და კვირა დღეებში. VI 56. მთელი დიდმარხვის დროს უნდა დავიცვათ მარხვა ხმელი საჭამადის ჭამით. ლაოდ. 50. დიდმარხვის უკანასკნელი შვიდეულის (კვირის) ხუთშაბათს არ შეიძლება გახსნილება. VI 29. ლაოდ. 50. თუ მოღვაწე ხორციელი გაჭირვების გარეშე მარხვას გაიხსნილებს, შეჩვენებულ იყოს. ღანგრ. 19. მორწმუნეებმა უნდა შეწყვიტონ მარხვა დიდი შაბათის შუაღამის საათებში. VI 89. დიონისე ალექსანდრიელი 11. ფიზიკურად დაუძლურებულნი თავისუფლდებიან მარხვისაგან ოთხშაბათ-პარასკევს და დიდმარხვაში, აღდგომის წინ შვიდეულშიც (კვირაშიც) კი. მოც. 69. და შეუძლიათ მარხვის გახსნა და ღვინისა და ზეთის მიღება. ტიმოთე ალექსანდრიელი 8, 10. ასევე მშობიარე ქალი აღდგომის წინა დიდ შვიდეულში თავისუფლდება მარხვისაგან. ტიმოთე ალექსანდრიელი 8.
დინება თესლისა ღამით უნებლიე
არ არის ცოდვა, ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონისადმი. დიონისე ალექსანდრიელი 4. ტიმოთე ალექსანდრიელი 12.
დიონისე
(ელინთა ღმერთი) VI 62.
დიონისე ალექსანდრიელი ეპისკოპოსი
წმინდა მამა, მისი კანონები მიღებულია საეკლესიო კანონად. VI 2.
დიოსკორე
(მწვ.) VI 1, 95
დოგმატი
საეკლესიო დოგმატები, დაწერილნი და დაუწერელნი წესნი. ბასილი დიდი ამფილოქესადმი, 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ.
დონატისტელნი
მათ მოსაქცევად მიღებული ზომები. კართ. 68, 69, 91. დონატისტელთა შემოერთების წესი. კართ. 92. დონატისტელთა მიერ მონათლულთა და დონატისტელთა ეპარქიების შესახებ,რომლებიც მოიქცნენ მართლმადიდებლობაზე. კართ. 47, 57, 99.
დუქანი, ფარდული.
მღვდელმსახური, კლერიკოსი და ბერი არ უნდა შევიდეს დუქანში განყენების (უზიარებლობის) შიშით. მოც. 54. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ღამის გასათევად და გზაში დასასვენებლად. კართ. 40. მით უმეტეს, არ შეიძლება დუქნის ფლობა. VI 9. არავინ არ უნდა ჩადგას დუქანი წმინდა გალავნის შიგნით. VI 76.
დღე უფლისა
იხ. კვირა დღე.