ანბანური საძიებელი
იერუსალიმის ეპისკოპოსი
მას აქვს მიტროპოლიის ეპისკოპოსის პატივი. I 7. მისი საყდარი არის მეხუთე რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის შემდეგ. VI 36. (ქართულ თარგმანში გამოტოვებულია ანტიოქია, ე.ი. იერუსალიმის საყდარი გამოდის მეოთხე)
იესუ ქრისტე
იხ. შესავალში ნიკეისა და კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო, IV და VI მსოფლიო კრებების დოგმატები.
იესოს წყლულები
პეტრე ალექსანდრიელი 1.
ივა ედესელი (მწვ.)
VI 1.
იოანე ანტიოქიელი (მწვ.)
III 1.
იოანე VIII
რომის პაპი. სოფ. 1.
იპოდიაკონი
იხ. კერძოდიაკონი
იპოდრომი იხ. სანახაობანი
იპონიის (იპონის) კრება
კართ. 34,52, 73, 78.
იუდეველი
იხ. ებრაელი
იღუმენი
იხ. წინამძღვარი
იძულება
იხ. სიძვა
კათაკმეველი (მოსანათლავად გამზადებული)
კათაკმეველს სჭირდება დრო. I 2. იმისათვის, რომ შეისწავლოს სარწმუნოება. ლაოდ. 46. კათაკმეველთა შესახებ უნდა შესრულდეს ლოცვა ლიტურგიაზე. ლაოდ. 19. კათაკმეველი არ ისჯება იმისთვის, რაც ჩაუდენია კათაკმევლობამდე. ბასილი დიდი 20, მაგრამ თუ კათაკმეველი შესცოდავს, ის ეპიტიმიით ისჯება. I 14. ნეოკ. 5. თუ კათაკმეველი ყრმა, ან არასრულწლოვანი უცოდინარობით ეზიარება წმინდა საიდუმლოს, იგი უნდა მოინათლოს. ტიმოთე ალექსანდრიელი 1. კათაკმეველი, რომელიც სნეულების დროს გონს დაკარგავს,შეიძლება მოინათლოს, თუ ბოროტი სულით არ არის შეპყრობილი. ტიმოთე ალექსანდრიელი 4. ქალი არ შეიძლება მოინათლოს სანამ არ განიწმინდება. ტიმოთე ალექსანდრიელი 6. კათაკმეველმა არ შეიძლება ჭამოს მსხვერპლის შესაწირავისაგან. თეოფილე ალექსანდრიელი 8. ცოდვის გამო ეპიტიმიით დასჯილი კათაკმეველი სიკვდილის შემთხვევაში უნდა მოინათლოს და წმინდა საიდუმლოს ეზიაროს. კირილე ალექსანდრიელი 4.
კათარები
იხ. ნავატიანები
კალანდა
VI 62.
კანონი, განკანონება
იხ. ეპიტიმია
კანონი, დადგენილება
წმინდა მოციქულთა, ექვსი მსოფლიო კრებისა, ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამათა გადმოცემულ კანონებს უცვლელად და შეურყევლად მივიღებთ. VII 1. არავის არა აქვს მათი შეცვლისა, მოკლებისა და ყალბი კანონების მიღების უფლება. VI 2.
კანონიკური წიგნები
იხ. წიგნი.
კარი
დაბალი ხარისხის საეკლესიო მსახურნი არ უნდა სტოვებდნენ ეკლესიის კარებს. ლაოდ. 22, 43.
კაცისკვლა
იხ. მკვლელობა
კეთროვანი
კეთროვნებმა უნდა ილოცონ ეშმაკეულებთან ერთად. ანკ. 17.
კელესტი, კელესტოსი (მწვ.)
III 1, 4. კართ.108.
კენტვირი კართაგენის ეპისკოპოსი.
კართ. 87.
კერპთმსახურება
ვინც ქრისტეს მიატოვებს და შეუდგება ვარჯიშს საიდუმლო კერპთმსახურებაში, შეჩვენებული იყოს. ლაოდ. 35.
კერპთშეწირვა
იხ. სარწმუნოების უარყოფა.
მღვდლებსა და დიაკვნებს, რომელთაც მსხვერპლი შესწირეს კერპს, მაგრამ შემდეგ მოიქცნენ და განაახლეს სარწმუნოებისათვის მოღვაწეობა, არ უნდა მოაკლდეთ საჯდომელის პატივი(იხ.), მაგრამ მათ ეკრძალებათ მღვდელმსახურება. ანკ. 1, 2. ვინც თავის თავს ქრისტიანად აღიარებს, მაგრამ იძულებით მიიღებს კერპისათვის შესაწირავს, არ დაისჯება უზიარებლობით. ანკ. 3. პეტრე ალექსანდრიელი 14. სხვადასხვა ეპიტიმიები კერპთშეწირვაში მონაწილეობისათვის დანაშაულთა განსხვავების მიხედვით. ანკ. 4, 5, 6, 7, 8, 9, 12. ბასილი დიდი 81.
კერპი, კერპთთაყვანისმცემლობა
კერპთა და კერპთმსახურების ნაშთების მოსასპობად შეიძლება დახმარება ვთხოვოთ მეფეებს. კართ. 58, 84.
კერძოდიაკონი (იპოდიაკონი)
იპოდიაკობი არ უნდა იყოს ხელდასხმული ოცი წლის ასაკზე ადრე. VI 15. არ უნდა იყოს დიაკვნის ადგილას და არ უნდა შეეხოს წმინდა ჭურჭელს. ლაოდ. 21, 22, 25. თუ კერძოდიაკონი ფარულად იქორწინებს, მას სრულებით აეკრძალება მსახურება. ბასილი დიდი 69. შდრ. მსახური.
კვიპრიანე
აფრიკელი არქიეპისკოპოსი და მოწამე. VI 2. მისი კანონი, გამოცემული მის დროს შეკრებილი კრების მიერ, დაცული იყო მხოლოდ იმ კრებაზე დამსწრეთა სამთავროებში. VI2.
კვიპროსი (კიპრი, კვიპრე)
მისი ეპისკოპოსის უფლებები. III 8. VI 39.
კვირა ახალი, ახალკვირა
იხ. აღდგომა
კვირა დღე
ქრისტიანებმა უნდა იუქმონ კვირა დღე. ლაოდ. 29. თეოფილე ალექსანდრიელის კანონები (შესავალი). კვირა დღეს არ შეიძლება მუხლის მოდრეკა. I 20. VI 90 პეტრე ალექსანდრიელი 15 კვირა დღე უნდა გადავიხადოთ როგორც სულიერი სიხარულის დღე. პეტრე ალექსანდრიელი 15, მარხვის გარეშე. ვინც ამ დღეს მარხვას დაიცავს, სასულიერო პირი უნდა განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი განყენებულ უნდა იყოს. მოც. 64. წმინდა ორმოცის მარხვის განმავლობაში კვირა დღეებში მორწმუნეებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი საკლავისაგან, ყველისა და კვერცხისაგან. VI 56. მარხვა შემსუბუქებულია, როდესაც ღვთის გამოცხადების დღესასწაული ემთხვევა კვირა დღეს. თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტ. შესავალი.
კიდეთშესაკრებელობა
თვითნებური თავყრილობა ცალკე, ეკლესიის გარეთ არის ისეთი შეკრება, რომელსაც აწყობს ურჩი მღვდელი ან ეპისკოპოსი. ბასილი დიდი 1. ვინც აწყობს შეკრებას ეკლესიის გარეთ, ეკლესიას უგუნებელყოფს დასურს საეკლესიო საქმეების გადაწყვეტა, არ ჰყავს მღვდელი ეპისკოპოსის ნებართვით, ის შეჩვენებული უნდა იყოს. ღანგრ. 6. მღვდელმსახური, რომელიც არად ჩააგდებს ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებებს, აღმართავს საკურთხეველს, ხოლო ეპისკოპოსის მოწოდებას არ შეისმენს, განკვეთილი იქნება. თუ სიჯიუტეს გამოიჩენს და ეკლესიაში არევ-დარევას შეიტანს, უნდა მორჯულდეს საერო ხელისუფლების მეშვეობით. მოც. 31. ანტ. 5. თუ თავისი ეპისკოპოსის მიერ განკვეთილი მღვდელი ღმერთს ცალკე შესწირავს წმინდა მსხვერპლს, იგი შეჩვენებული უნდა იყოს. კართ. 10, 11. მაგრამ მღვდლის განკითხვამდე უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მას სამართლიანი საჩივარი ეპისკოპოსზე. კართ. 11. თვითნებურ კრებებზე მყოფნი უნდა გამოსწორდნენ შესაბამისი მონანიებით და ისევ შეუერთდნენ ეკლესიას. ბასილი დიდი I. თუ საეკლესიო ხარისხის მქონენი განუდგებიან ეკლესიას და შემდეგ მოინანიებენ, ისინი ზოგჯერ შეიძლება მიღებულ იყვნენ იმავე ხარისხში. ბასილი დიდი 1.
კირილე არქიეპისკოპოსი ალექსანდრიელი
წმინდა და ნეტარი მამა. VI 2. მისი საეკლესიო კანონები მიღებულია ეკლესიის კანონში. VI 2.
კლერიკოსები (სამღვდელო დასის წევრები)
1. ვინ არის კლერიკოსი? კლერიკოსებს შეადგენენ ეკლესიის მსახურნი. ბასილი დიდი 1. ისინი შეიძლება არჩეულ იქნენ ერისკაცთაგანაც. VI 33. საეკლესიო კანონები ყველასათვის, ვინც განეკუთვნება კლერიკოსებს. ბასილი დიდის ეპისტოლე ქორეპისკოპოსებისადმი.
2. კლერიკოსთა თვისებები. უბიწოება. I 9. გამოცდილება. ბასილი დიდის ეპისტოლე ქორეპისკოპოსებისადმი.
კლერიკოსად ან საერთოდ მღვდელმსახურთა სიაში არ შეიძლება იყვნენ: 1) ავსიტყვა ლოთები, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ჩხუბისაკენ. ბასილი დიდის ეპისტოლე ქორეპისკოპოსებისადმი. 2) ვახშის ამღებნი და სხვისი ქონების მიმთვისებელნი. გრიგოლ ნოსელი 6. 3) მრუშობისა და სიძვის მოქმედნი. თეოფილე ალექსანდრიელი 2, 5. 4) ნათლობის შემდეგ ქორწინებულნი ან ხარჭის მყოლნი. მოც. 17. ბასილი დიდი 12. 5) ვინც შეირთავს ქვრივს, მეძავს, მსახიობს, ან განქორწინებულს. მოც. 18. 6) ვისაც ქრისტიანობის მიღებამდე ქორწინებით ჰყავდა ორი და ან დისწულ-ძმისწული. მოც. 19. თუმცა თუ მონათვლის შემდეგ არ დარჩებიან ასეთ ქორწინებაში, შეიძლება დარჩნენ სამღვდელო დასში. თეოფილე ალექსანდრიელი. 7) ეშმაკეულნი, დემონით შეპყრობილნი. მოც. 79. 8) მრუში ცოლის ქმარი. თუმცა თუ ცოლი ცოდვაში ჩავარდება მისი ხელდასხმის შემდეგ, იგი უნდა გაშორდეს მას, თუ არადა, ვერ შეეხება მსახურებას. ნეოკ. 8. 9) თავისი თავის გამომსაჭურისებელი. მოც. 22. 10) მონა, თავისი ბატონის თანხმობის გარეშე. მოც. 82. 11) არიანობის სიბილწეში ჩავარდნილი და სხვასაც რომ აცდუნებს. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე რუფინიანეს მიმართ.
3. არ ეკრძალებათ კლერიკოსთა დასში შესვლა: 1) იმათ, ვინც ძალადობით კერპთშესაწირავი მიიღო. ანკ. 3. 2) იმას, ვინც მონათვლამდე კერპს მსხვერპლს სწირავდა. ანკ. 12. 3) მონათვლამდე უკანონო ქორწინებაში მყოფს, თუ ცოლი მოუკვდება ან გაშორდება მას. თეოფილე ალექსანდრიელი 4. 4) იმას, ვინც ტანჯვა-წამებით იძულებული იყო უწმინდური მსხვერპლი შეეწირა. პეტრე ალექსანდრიელი 14.
4. ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარება. კლერიკოსები და ისინი, ვინც იმყოფება საგლახაკოში, მონასტერში და სამარტვილოებში (მოწამეთა ტაძრებში) უნდა იყვნენ ეპისკოპოსის ძალაუფლების ქვეშ. IV 8. სარდ. 14. კართ 10. ისინი უნდა ემორჩილებოდნენ მას, როდესაც იგი ეკლესიის საჭიროებისათვის მოინდომებს მათ აყვანას მაღალ ხარისხში: თუ არადა, მათ არ უნდა აღასრულონ მსახურება, არც იმ ხარისხში, საიდანაც ასვლა მაღალ ხარისხში არ ისურვეს. კართ. 40. ვინც აღდგება ეპისკოპოსის წინააღმდეგ და მოაწყობს შეთქმულებას,განიკვეთება. მოც. 55. IV 18. VI 34. არ შეიძლება, კლერიკოსმა დასტოვოს თავისი ეკლესია და გადავიდეს სხვა ეკლესიაში თავისი ეპისკოპოსის მიერ მიცემული განსატევებელი წიგნის გარეშე. მოც. 15. VI 17. VII 10. ანტ. 3. სარდ 16. კლერიკოსი, რომელიც არ ასწავლის ერს დადგენილი ეპისკოპოსის მორჩილებას, უზიარებელი უნდა იყოს. მოც. 36. კლერიკოსთა დასხდომის წესი. I 18. VI 7. ლაოდ. 20, 56. კართ. 86.
5. კლერიკოსთა ვალდებულებები. კლერიკოსთა დასის წევრები გულდადებით უნდა ემსახურებოდნენ ღმერთს. IV 3. ისინი უნდა ასწავლიდნენ ყრმებსა და შინაურებს საღვთო წერილის ჭეშმარიტებებს. VII 10. მათ არა აქვთ უფლება: ა) განაგონ საერო საქმეები. IV 3. VII 10. ან დაიკავონ საერისმთავრო თანამდებობები, ორგზ. 11, გარდა ზრუნვისა ობლებსა და უსახსროებზე, ეპისკოპოსის ბრძანებით. I 3. ბ) აიღონ იჯარით ადგილ-მამული. IV 3. კართ 19. გ) შევიდნენ სამხედრო სამსახურში და საერთოდ საერო წოდებაში. IV 7. დ) თავდებად დაუდგნენ ვისმე. მოც. 20. ე) ჰყავდეთ სახლში ქალი დედის, დის, დეიდის, მამიდის და სრულიად უეჭვო ქალის გარდა. I 3. ბასილი დიდის ეპისტოლე გრიგოლ ხუცესისადმი.
6. კლერიკოსთა გამოკვება-შენახვა. საკურთხევლის მსახურნი საკურთხვლისაგან იკვებებიან. მოც. 41. მაგრამ უნდა იკმარონ ის, რაც მოაქვს მომტანს. VI 99. თავისი გამოკვებისათვის შეუძლიათ იშრომონ, მაგრამ ამისთვის არ უნდა მიმართო უპატიოსნო და ცუდ გზებს. კართ. 16. მაგალითად, არ უნდა ჰქონდეთ დუქანი-ფარდული. VI 9. ვაჭრობა და მდაბალი მომხვეჭელობა უცხოა საეკლესიო წესისათვის. VII 15. არ შეიძლება მათი დაწესება ორ ეკლესიაში. IV 10. VII 15, არც ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლა ანგარებისმოყვაროებისათვის. IV 5, 20. ამის უფლება კლერიკოსს აქვს მხოლოდ საეკლესიო ადგილებზე ადამიანთა სიმცირის შემთხვევაში. VII 15, და თავისი მამულის დაკარგვის შემთხვევაში. IV 20. კლერიკოსს არა აქვს ქალაქში სიარულის უფლება, განსაკუთრებით დედაქალაქში და იქ სახლების სამლოცველოებში (ეკვდერებში) ღვთისმსახურების აღსრულებისა. VII 10. ვინც იცხოვრებს ამგვარად ქალაქებში თავისი ეპისკოპოსის დავალების გარეშე, განიდევნოს. IV 23.
7. კლერიკოსთა ქონება. კლერიკოსებმა თავისი ქონებიდან არაფერი არ უნდა მიიღონ ან მისცენ არამართლმადიდებლებს, თუნდაც ისინი ნათესავები იყვნენ მათი. კართ. 22.
8. კლერიკოსთა ქორწინება.
იხ. ქორწინება.
9. სასჯელი მძიმე ცოდვებისათვის. კლერიკოსები, რომლებმაც შესცოდეს სასიკვდილო ცოდვით, ჩამოქვეითდებიან ხარისხიდან, მაგრამ მათ არ ეკრძალებათ წმინდა საიდუმლოთა ზიარება. ბასილი დიდი 32, 51. კლერიკოსი, რომელიც შეებრძოლება ავაზაკს, უნდა დაემხოს თავისი ხარისხიდან. ბასილი დიდი 55.
კლიმენტი (კლიმენტოსი) რომის ეპისკოპოსი
მისი ეპისტოლეები. მოც 85. მოციქულების დადგენილებები, გადმოცემული კლიმენტის მიერ. IV 2.
კონსტანტინოპოლი
კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი. II 3. კონსტანტინოპოლის საყდარს აქვს რომის საყდრის ტოლი ეპირატესობანი და მეორეა მას შემდეგ. II 3. IV 28. VI 36. ამიტომ პონტოს, აზიის, თრაკიის და ცნობილი არაბერძნული მოსახლეობის მიტროპოლიტებმა ხელდასხმა უნდა მიიღონ კონსტანტინოპოლის საყდრისაგან. IV 28.
კრავი
იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი არ უნდა გამოვსახოთ კრავის სახით. VI 82.
კრება საეკლესიო ადგილობრივი
1.რა არის ადგილობრივი კრება? ადგილობრივი კრება არის რომელიმე სამთავროს ეპისკოპოსთა კრება. I 5. ამგვარი კრებებიდან სრული კრება არის ის, რომელსაც ესწრება მიტროპოლიტიც. ანტ. 16.
2. ადგილობრივი კრების მოწვევის დრო. ძველი წესის თანახმად წელიწადში ორჯერ. მოც. 37. I 5. IV 19. ანტ. 20, ხოლო მოგვიანებით, სიძნელეების გამო, დადგენილია რომ ის მოწვეულ იყოს წელიწადში ერთხელ. VI 8. VII 6. კართ. 18. კრების მოწვევის დრო ჯერ იყო სულიწმიდის მოფენის მეოთხე კვირა და სექტემბრის მეთორმეტე დღე. მოც. 37, ოქტრომბრის თვე. ანტ. 20, შემდგომში კი - წმინდა ორმოცის მარხვის წინ და რთველის დროს. I 5. ბოლოს - 21 აგვისტოს. კართ. 73. სრული კრების მოწვევა არ არის აუცილებელი ყოველწლიურად. კართ. 95.
3. ვინ უნდა მოიწვიოს კრება? არავის არა აქვს უფლება, თითონ მოიწვიოს კრება. ანტ. 20. კრებები უნდა შედგეს მიტროპოლიტის ან სამთავროს ეპისკოპოსის წერილობითი მოწვევით. ანტ. 19,20.
4. ვისგან უნდა შედგებოდეს კრება? კრებას უნდა ესწრებოდეს სამთავროს ყველა ეპისკოპოსი. I 5. IV 19. VI 8. იმათ გარდა, ვისაც რაიმე დაბრკოლება აქვს. კართ. 76. მას, ვისაც ეპისკოპოსთაგან ვერ გამოცხადდება კრებაზე უმიზეზოდ, თავისი თავი თითონ ბრალდებულ-უყვია. ლაოდ. 40. და იმსახურებს ეპიტიმიას. IV 19. VI 8. კართ. 76, 77. სამთავროს პირველმოსაყდრეებმა თავისი კრებებიდან უნდა გამოგზავნონ ორი ან რამდენიმე წარმომადგენელი (ადგილისმცველი), რათა შემდგარ კრებას სრული რწმუნებულება ჰქონდეს. კართ. 18. გამონაკლისი დაუშვეს ტრიპოლის მიმართ ამ მხარის სიმწირის გამო. კართ. 14. კრების გახანგრძლივების გამო ეპისკოპოსები ირჩევდნენ სამ მსაჯულს წარმომადგენლად ყოველი სამთავროდან. კართ. 127. ის, ვინც შეაფერხებს კრების მოწვევას, განყენებულ იქნება. VII 6. თუ მიტროპოლიტი კრებაზე მოსულ ეპისკოპოსს გამოართმევს რაიმეს (ოთხფეხს ან სხვას რასმე), მან უნდა გადაუხადოს ოთხმაგად. VII 6.
5. კრების მოქმედებათა საგანი. სამთავროს კრება განაგებს თავისი სამთავროს საქმეებს. II 2. იგი მსჯელობს კეთილმსახურების (მართლმორწმუნეობის) დოგმატების შესახებ, გადაწყვეტს საეკლესიო სადავო საკითხებს. მოც. 37. VII 6. და განიხილავს საეჭვო შემთხვევებს. ანტ. 20. არჩევს ეპისკოპოსზე შემოსულს საჩივრებს. I 5. გადაწყვეტს ეპისკოპოსთა დავას სამრევლოების შესახებ. IV 17. VI 25. ასწორებს მცირე კრებების განსაზღვრებებს. კართ. 34. ირჩევს და დაადგენს ეპისკოპოსს. I 4. IV 28. VII 3. ანტ. 19, 23. ლაოდ. 12. კართ. 13. ეპისკოპოსის გასამართლება. იხ. სამსჯავრო, სასამართლო.
6. მიღებული ადგილობრივი კრებები. VI 2.
კრება საეკლესიო მსოფლიო
1. რა არის მსოფლიო კრება? I 2.
2. მსოფლიო კრებები, რომლებიც იყო:
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა 325 წ. 318 წმინდა და ნეტარი მამის მონაწილეობით, ნიკეაში, კონსტანტინე მეფის დროს ურჯულო არიოზის საწინააღმდეგოდ. გახსნა და ნათელყო ღვთიური საწყისის ბუნების სამპიროვნების ერთარსებობა, ასწავლა მორწმუნეებს მამისა და ძისა და სულიწმიდის ერთიანი თაყვანისცემა და აღმოფხვრა ცრუმოძღვრება ღმერთის არათანასწორი ხარისხების შესახებ. VI 1. ნიკეაში სულიწმიდის მიერ შეკრებილ წმინდა მამათა მიერ განსაზღვრული სარწმუნოების გარდა არავის არა აქვს უფლება, სხვა სარწმუნოება შემოიღოს, წარმოადგინოს და შემოგვთავაზოს. III 7.
მეორე მსოფლიო კრება შედგა 381 წ. ასორმოცდაათი მამის მონაწილეობით კონსტანტინოპოლში, რომლებიც შეიკრიბნენ თეოდოსი იმპერატორის დროს. ამ კრებამ შეავსო ნიკეის სარწმუნოების აღსარება (სიმბოლო) ღვთისმეტყველი ნათქვამით სულიწმიდის აღსარების შესახებ, განაგდო მაკედონიოსი, რომელმაც გაბედა მეუფის ჩათვლა მონად და რომელსაც სურდა განუყოფელი ერთის (სამების) გაყოფა, და დაგმო აპოლინარი, რომელიც უკეთურად ასწავლიდა, თითქოს მაცხოვარმა მიიღო სხეული სულისა და გონების გარეშე. VI 1.
მესამე მსოფლიო კრება შედგა 431წ. ორასი მამის მონაწილოებით, რომლებიც რომლებიც შეიკრიბნენ ეფესოში თეოდოსი არკადის ძის იმპერატორობის დროს. მან დაამტკიცა, რომ ერთი და იგივე ქრისტე არის ძე ღვთისა და განხორციელებული, ხოლო მისი მშობელი მარადის ქალწული არის თვით ჭეშმარიტად ღვთისმშობელი, ხოლო უგუნური გაყოფა ნესტორის მიერ, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, უკუაგდო. VI 1.
მეოთხე მსოფლიო კრება შედგა 451 წ. ექვსას ოცდაათი მამის მონაწილეობით, რომლებიც შეიკრიბნენ მარკიანე იმპერატორის დროს ქალკედონში. მან დაამტკიცა, რომ ერთი და იგივე ქრისტე, ძე ღვთისა შედგება ორი ბუნებისაგან, ხოლო ცრუბრძენი ევტიქი, რომელიც ასწავლიდა, რომ ხსნის დიდებული საიდუმლო აღსრულდა მოჩვენებით, გააძევა ეკლესიიდან და მასთან ერთად ნესტორიც, რომელიც ამტკიცებდა ბუნების გაყოფას, და დიოსკორეც, რომელიც აღიარებდა ამ ბუნებათა შერევას. VI 1.
მეხუთე მსოფლიო კრება შედგა 553 წ. ას სამოცდახუთი მამის მონაწილეობით, რომლებიც შეიკრიბნენ კონსტანტინოპოლში იუსტინიანე დიდის დროს. მან განაგდო ნესტორის მოძღვარი თეოდორე მომფსვესტელი, ორიგენი, დიდვიმოსი, ებაგრე, რომელთაც განაახლეს ელინური ზღაპრობანი ზოგი სხეულისა და სულის გარდასახვისა და მიმოცვალების შესახებ და უგუნურად წინააღუდგებოდნენ მკვდართა აღდგომას. ასევე შეაჩვენეს თეოდორიტეს დაწერილი მართალი სარწმუნოების წინააღმდე და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი და ივას სახელით ცნობილი საკრებო წერილი. VI 1. ამ მსოფლიო კრებას კანონები არ გამოუტანია.
მეექვსე მსოფლიო კრება შედგა 680 წ. კონსტანტინოპოლში იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის დროს. განსაზღვრა, რომ ჩვენ უნდა ვაღიარებდეთ ორ ბუნებრივ სურვილს, ორ ნებას და ორ ბუნებრივ მოქმედებას ჩვენი ხსნისათვის განხორციელებულ ჩვენს ერთიან უფალში, იესო ქრისტეში, ჭეშმარიტ ღმერთში. კრებამ მიიღო და დაამტკიცა სარწმუნოება, დოგმატები და კანონები მისი წინამორბედი მართლმადიდებლური მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამებისა და განსაზღვრა, რომ მათ არც მიემატოს, არც მოაკლდეს რაიმე.
ამ ორი (მეხუთე და მეექვსე) მსოფლიო კრების შემდეგ, კონსტანტინოპოლის გუმბათიან (ტრულის) სამეფო პალატაში იუსტინიანე II-ის დროს 691 წ. შედგა კრება, რომელმაც შეავსო ხარვეზი და დაადგინა 102 კანონი. ამიტომ მას ეწოდება აგრეთვე მეხუთე-მეექვსე (πευϑεχτη) ან ტრულის კრება. იგი ითვლება მეექვსე მსოფლიო კრებად. იხ. მისი დოგმატი (შესავალში) და კანონები.
მეშვიდე მსოფლიო კრება შედგა 787 წ. სამას სამოცდაშვიდი წმიდა მამის მონაწილოებით, კონსტანტინე იმპერატორისა და მისი დედის ირინეს დროს. მან ნათელყო და დაამტკიცა დოგმატი ხატთთაყვანისმცემლობის შესახებ. იხ. მისი დოგმატი და კანონები.
3. მსოფლიო კრების კანონთა მნიშვნელობა. განსაზღვრებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მსოფლიო კრების დადგენილებებს, ძალა არა აქვთ. III 8. ვინც გაბედავს, წინააღმდეგობა გაუწიოს მსოფლიო კრებას, გაძევებული იქნება კლერიკოსთა დასიდან. I 2.
4. კრებების მნიშვნელობა საერთოდ. არავის არა აქვს ნება, შეცვალოს კრებათა კანონები. VI 2. ეს კანონები უნდა დაასწავლონ ხელდასხმის დროს, რათა არ მოიქცნენ მათ საწინააღმდეგოდ. კართ. 18. მას, ვინც უსამართლოდ დაჩაგრულად თვლის თავს, შეუძლია მიმართოს ეპისკოპოსთა დიდ კრებას. ანტ. 20. თუ კრების მიერ სამღვდელო დასიდან განკვეთილნი გაბედავენ წინანდელი მსახურების შესრულებას, ისინი დაკარგავენ კრების წინაშე გამართლების უფლებას. ანტ. 4.
კრეტსაბმელი
მისი გამოყენება სახმარებლად, სხვა დანიშნულებით, არ შეიძლება. მოც. 73. ორგზ. 10.
კრძალულება
იხ. თავშეკავება.
კუოდვულტდეო
ეპისკოპოსი კართაგენელი. კართ. 87.
კურთხევა
კურთხევა სიწმინდის გადაცემას ნიშნავს. VI 26. ბასილი დიდი 27. ამიტომ კურთხევის მიღება მწვალებლისგან არ შეიძლება. ლაოდ. 32. კურთხევის უფლება არა აქვს იმას, ვინც უნდა მოიშუშოს საკუთარი წყლულები. VI 3, 26. ბასილი დიდი 27. მონაზვნის კურთხევა ეპისტოლით და სქემით არ შეიძლება. რუის-ურბნ. 7.
ლიველონი
იხ. ქარტა სიმტკიცისა
ლიტურგია, ჟამისწირვა, საკურთხევლის მსახურება, საკურთხევლის წმ. საიდუმლო
ღვთაებრივი ლიტურგია უნდა აღსრულდეს უჭმელი, მმარხველი ადამიანების მიერ. VI 29. კართ 41, 47. დიდი ორმოცის მარხვის დროს სრული ლიტურგია უნდა შესრულდეს შაბათობით, კვირა დღეებში და ხარების დღეს. ხოლო დანარჩენ დღეებში - მხოლოდ პირველგანწმენდილ მსხვერპლთა განახლების (სიწმინდის განახლების) ლიტურგია. ლაოდ. 49. VI 52. არიანელებს და სხვა ერეტიკოსებს ჟამისწირვაზე დასწრების უფლება არა აქვთ, თუ არ დასდებენ პირობას, რომ მიატოვებენ ერესს. ტიმოთე ალექსანდრიელი 9. ძველი ლიტურგიის მოკლე აღწერა. ლაოდ. 19. ერთ საკურთხეველზე რამდენიმე მღვდელმა მრავალი სულისათვის არ უნდა წიროს ჟამი. რუის-ურბნ. 14. ერთი სულისთვის მღვდელმა ჟამი უნდა წიროს ეკვდერში ან ეკლესიის შტოში. რუის-ურბნ. 14.