ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).

ანბანური საძიებელი

ა-დ;   ე-თ;   ი-მ;   ნ-ჟ;   რ-უ;   ფ-ჯ

ნავატიანები, ნოვატიანოზნი
წმინდას უწოდებენ თავიანთ თავს ნოვატიანები, ნოვატის მიმდევრები. I 8. II 7. VI 95. თეოფილე ალექსნდრიელის ეპისტოლე. ბასილი დიდი 1. ლაოდ. 7. ეპისტოლე მარტვირი ანტიოქიელისადმი.

ნათესაობა სულიერი
სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი. ისინი,  ვინც ნათლავენ  ბავშვებს,  არ  უნდა დაქორწინდნენ  მათ ქვრივ დედებზე. VI 53.

ნათესაობა ხორციელი
არ შეიძლება დაქორწინება ძმის  ქალიშვილზე, მამისა და ვაჟიშვილისა - დედასა და  ქალიშვილზე, მამისა და ვაჟისა-ორ დაზე, დედისა და ქალიშვილისა-ორ ძმაზე, ორი ძმისა-ორ დაზე, ქალისა-ორ ძმაზე, კაცისა-ორ დაზე. მოც. 19. VI  54.  ნეოკ. 2. ბასილი დიდი 23, 78. ბასილი დიდის  ეპისტ. დიოდორესადმი. ტიმოთე ალექსანდრიელი 11. მათი შეერთება უნდა დაირღვეს და მათ უნდა დაედოთ ეპიტიმია. VI 54. ბასილი დიდი 78.

ნათლისცემა, ნათლისღება (ნათლობა, მონათვლა)
1. ნათლისღების სახე. ნათლისღება უნდა შესრულდეს  უფლის განწესებით, მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ. მოც. 49. წყალში სამჯერ შთაფვლით მოც. 50.

2. მოსანათლავთა ვალდებულებანი. ნათლისცემისათვის გამზადებულებმა უნდა შეისწავლონ სარწმუნოება და შვიდეულის (კვირის) მეხუთე დღეს მისცენ პასუხი ეპისკოპოსს ან მღვდელს. VI 78. ლაოდ. 46. მან, ვინც ნათელს-იღებს სნეულებაში,  გამოჯამრთელების შემდეგ უნდა შეისწავლოს სარწმუნოება. ლაოდ. 47. ნათელღებულები განწმენდილი ცხოვრებით უნდა მიუახლოვდნენ ღმერთს. VI 96.
 
3. სხვადასხვა წესები ნათლისღების შესახებ. წარმართული ცხოვრებიდან სარწმუნოებაში ახალმოსულები არ უნდა მივიყვანოთ მაშინვე სულიერ ემბაზთან (საბანელთან, სანათლავთან). I 2. ლაოდ. 45. ჩვილები ინათლებიან ცოდვების მისატევებელად,  რათა  ახალი დაბადებით (შობით) განიწმინდოს მათში ის, რაც მოჰყვათ ძველი დაბადებიდა (შობიდან).ის, ვინც უარს ამბობს ნათლობის საჭიროებაზე და  ამტკიცებს, რომ  ჩვილებს არაფერი გადმოსცემიათ წინაპართა ცოდვისაგან, რასაც ახალი შობით განწმენდა სჭირდება, ანათემას იმსახურებენ. კართ. 110. მეორედ ნათლისღება არ შეიძლება. მოც. 47. კართ. 48. ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები. მოც. 47. ბასილი დიდი 1. და ერეტიკოსთა მონათლულები ხელახლა უნდა მოინათლონ. მოც. 4768. ლაოდ. 8.  ბასილი  დიდი 1. II 7. VI 95. განხეთქილების მოქმედთა ნათლისცემა მისაღებია. ბასილი დიდი I. ნათლობა უნდა შესრულდეს ეკლესიაში, ხოლო  სახლის სამლოცველოში მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით. VI 31, 59. რუის- ურბნ. 7. სნეულნი,  რომელთაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა, უნდა მოინათლონ, თუ მოწმე თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. კარ. 45. ფეხმძიმე  უნდა  მოინათლოს,  თუ  სურს.  ნეოკ.  6. თუ  ყრმა  ან სრულწლოვანი კათაკმეველი  უცოდინრობით ეზიარება, ის უნდა მოინათლოს. ტიმოთე  ალექსანდრიელი 1. თუ ეშმაკეული (ბოროტი სულით შეპყრობილი) არ განთავისუფლდება, ის არ შეიძლება მოინათლოს. მაგრამ სიკვდილის დროს უნდა მოინათლოს. ტიმოთე ალექსანდრიელი 2. თუ კათაკმეველი სნეულების დროს გონს გადავა, უნდა მოინათლოს, თუ არაწმინდა სული არ გამოსცდის მას. ტიმოთე ალექსანდრიელი  4. თუ კათაკმეველ ქალს ნათლობის დღეს დაემართება დედათა წესი, ის არ შეიძლება მოინათლოს, სანამ არ განიწმინდება. ტიმოთე ალექსანდრიელი 6. არ  შეიძლება ხელახლა მოინათლონ მღვდელმსახურნი,  რომელთაც  მძიმე  ცოდვის  გამო დაკარგეს მღვდელმსახურების უფლება. კართ. 27.

ნაკერპავი 
იხ. კერპი.

ნაკლი ხორციელი 
იხ. ხორციელი ნაკლი.
 
ნამხეცავი, მხეცის მოკლული 
იხ. ხორცი. 

ნაყოფის დასაბამი 
იხ. პირველნაყოფი. 

ნაყოფისშემწირველობა 
მოც. 3, 4

ნახევრადარიანელნი (მწვ.) II 1.
იხ. მაკედონიანოსნი, სულისმბრძოლნი.

ნება
ორი ნება  უფლისა  ჩვენისა,  
იხ.  შესავალში,  დოგმატი  მეექვსე  მსოფლიო კრებისა ორი ნების შესახებ.

ნებსითი, განზრახ მკვლელობა 
იხ. მკვლელობა.

ნელსაცხებლები
ეკრძალება სასულიერო წოდებას.VII 16.

ნესტორი (მწვ.)
VI 1. ნესტორის ან კელესტის მოძღვრების მიმდევარი კლერიკოსები განიკვეთებიან, ხოლო ერისკაცები არ უნდა ეზიარონ. III 1,2,4,5,7. სამღვდელო პირებმა, რომელთაც მართლმადიდებლობის გამო ნესტორის მიერ  წართმეული ჰქონდა მღვდლობა, ისევ უნდა მიიღონ ხარისხი  და პატივი. III 3. კრების მიერ დამხობილნი და ნესტორის მიერ აღდგენილნი ისევ უნდა დაემხონ. III 5.
 
ნიკეის კრება 
იხ. კრება საეკლესიო მსოფლიო

ნიღაბი
ქრისტიანმა არ უნდა  ატაროს ატიკური, ჯამბაზური ან  გასართობი სამსახიობო ნიღაბი. VI 62.

ნოვატი (მწვ.)
რომის ეკლესიის მღვდელი. იხ. კომენტარი I 8. ჰქონდა ზოგიერთი  განსაკუთრებული უფლება. კართ. 86.

ოთხშაბათი
ოთხშაბათს უნდა დავიცვათ მარხვა, იუდეველთა მიერ მაცხოვრის გაცემის გამო მოწყობილი შეკრების (საბჭოს)  აღსანიშნავად. პეტრე ალექსანდრიელი 15.

ოლარი
დაბალ საეკლესიო მსახურებს არა აქვთ ოლარის ტარების უფლება. ლაოდ. 22,23.

ორიგენი (მწვ.)
მისი  მოძღვრება მოხეტიალე გონების ოცნების შესახებ, რომელიც ცდილობდა ქრისტიანული მოძღვრებისა და ელინიზმის შეთანხმებას, დაგმობილია. VI 1.

ორმოცდაათი დღე 
იხ. სულიწმიდის მოფენა, მარტვილია.

ორმოცის მარხვა 
იხ. დიდმარხვა.

ოსიოს კორდუბელი ეპისკოპოსი, სარდ. 1. პავლიანიტები (პავლიკიანები, მწვ.) I 19, VI 95. 

პანდუქიონი 
იხ. დუქანი.

პარასკევი
გადმოცემის თანახმად  პარასკეობით  უნდა  დავიცვათ  მარხვა  მაცხოვრის ვნებათა გამო. პეტრე ალექსანდრიელი 15.

პარვა, ქურდობა
პარვა იყოფა ავაზაკობად და ფარულ ქურდობად. გრიგოლ ნოსელი 6. ავაზაკობის ჩამდენი ისჯება კაცისმკვლელის ეპიტიმიით. გრიგოლ ნოსელი 6. კლერიკოსი, რომელიც მხილებული იქნება ფარულ ქურდობაში, განიკვეთება, მაგრამ არ ისჯება უზიარებლობით. მოც. 25. თუ ერისკაცი მპარავი თვითონ მოინანიებს, უზიარებლობით ისჯება ერთი წლით, ხოლო თუ სხვა ამხილებს, ორი წლით.  ბასილი დიდი 61. თუ ფარულად მპარავი ცოდვას  აღიარებს  მღვდელთან,  თავის  სენს  უნდა  უმკურნალოს  თავისი ქონების დარიგებით გლახაკებისთვის, ან ფიზიკურად უნდა იშრომოს და ამით დახმარება გაუწიოს  გაჭირვებულებს. გრიგოლ ნოსელი 6.

პატივი
ვინც თავისი  თანხმობისა  ან  ხელმოწერის  მტკიცების  საწინააღმდეგოდ მოიქცევა, თვითონ  დაუკლია  თავისთვის პატივი. კართ. 13. ვინც დაიცავს განკითხულ  კლერიკოსს, დაკარგავს პატივს. კართ. 62.  პატივი საჯდომელისა. VI 3, 26. ანკ. 1, 2. დამხობა პატივისაგან. IV 10.

პატივი, თანამდებობა
სულიერი პატივი უმაღლესია ამქვეყნიურ საერო პატივზე. VI 7.

პატრიარქი
მოც. 34, I 46, 7. II 2, 3. III 8. IV 9, 17, 28. VI 36, 39. ანტ. 19. სარდ. 3, 4, 5. კართ.
7,  39. ის, რაც  განსაზღვრულია  მღვდლებისა,  ეპისკოპოსებისა  და მიტროპოლიტების  შესახებ,  და  უფრო  მეტიც,  შეეფერებათ  პატრიარქებს. ორგზ. 15.

პელაგიოს (მწვ.)
კართ. 108.

პეპუზიანელნი (მწვ.)

მონტანის მიმდევრები. II 7. ბასილი დიდი 1.
იხ. მონტანელნი
 
პერექელი 
იხ. შესამოსელი საკურთხევლისა

პერიოდევტი, მომხილველი, მიმომავალი
მცირე ქალაქებში და სოფლებში დაადგენენ პერიოდევტებს და არა ეპისკოპოსებს. ლაოდ. 57.

პეტრე ალექსანდრიელი არქიეპისკოპოსი
წმინდა მამა. მისი კანონები შესულია საეკლესიო კანონში. VI 2.

პირველნაყოფი
მიაქვთ საკურთხეველთან. 
იხ. საკურთხეველი.

პირობა 
იხ. აღთქმა 

პირუტყვთა გამხრწნელი
მიიღება ზიარებაზე თხუთმეტწლიანი ეპიტიმიის შემდეგ. ბასილი დიდი 7,63, ან მეტი. გრიგოლ ნოსელი 3. ხანდახან მხოლოდ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს, ასაკის მიხედვით, ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. ანკ. 16. უნდა ილოცონ ეშმაკეულთან ერთად. ანკ. 17.

პონტოელი
პონტოელი ეპისკოპოსები. II 2.
 
პორფირი (მწვ.)

პოტირიტისი 
იხ. ადგილისმცველი 

პროცენტი 
იხ. ვახში

პური მადლობისა 
იხ. ზიარება, ევქარისტია 

პურის შეწირვა 
იხ. ლიტურგია.

ჟამი (საათი) მეცხრე
მეცხრე ჟამზე მუდამ ერთი და იგივე  ლოცვები უნდა იკითხებოდეს. ლაოდ. 18.

ჟამისწირვა იხ. ლიტურგია





დიდი რჯულისკანონი 
რჯულის კომენტატორთა: 
იოანე ზონარას ( 1159 წ.), ალექსი არისტინესა ( 1166 წ.) და პატრიარქ ბალსამონის (1199 წ.) განმარტებებით