ანბანური საძიებელი
ფარდული
იხ. დუქანი
ფეხებით სნეული
იხ. ხორციელი ნაკლი
ფიზიკური ნაკლი
იხ. ხორციელი ნაკლი ფიცი
ფიცი აკრძალულია და განსაკუთრებით ბოროტებაზე დაფიცება.
ბასილი დიდი 29. მას, ვინც ფიცი დასდო, რომ არ მიიღებს ხელდასხმას, ნუ დაატანენ ძალას, რომ დაარღვიოს ფიცი. ბასილი დიდი 20. ორი ნიმუში ფიცისგან განთავისუფლებისა. ბასილი დიდი 10, 17.
ფორტუნატე (ფორტუნატიანოსნი)
აფრიკელი ეპისკოპოსი. კართ. 97.
ფოტი კონსტანტინოპოლის პატრიარქი.
სოფ. 1.
ფოტიანელნი, ფოტინელნი, ფოტიანნი (მწვ.)
II 1. ლაოდ. 7.
ფრიგველნი, ფრიგიელნი (მწვ.)
იხ. მონტანელნი.
ფსალმუნთა გალობა
იხ. გალობა.
ფსალმუნი
ეკლესიაში არ შეიძლება საერო ფსალმუნთა თქმა (დავითის 150 ფსალმუნის გარდა არსებობს სოლომონისა და სხვა ავტორთა ფსალმუნებიც, რომლებიც აკრძალულია). ლაოდ. 59. არც გაბმით კითხვა ფსალმუნისა, ერთიმეორეს მიყოლებით, არამედ ყოველი ფსალმუნის შემდეგ უნდა იყოს წიგნის კითხვა. ლაოდ. 17.
ფსალმუნი საერო
იხ. ფსალმუნი.
ფული
ხელდასხმა ფულით.
იხ. სიმონია.
ფუფუნება
უცხო უნდა იყოს სამღვდელოთათვის. VII 16.
ქადაგი
IV 2.
ქალაქი
პატარა ქალაქებში ეპისკოპოსი არ უნდა იყოს დადგენილი. მათში დადგენილმა მღვდლებმა არაფერი არ უნდა გააკეთონ ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ლაოდ. 57.
ქალი, ცოლი
მღვდელს, დიაკონს, კერძოდიაკონს არ უნდა აეკრძალოთ კანონიერ ცოლთან ცხოვრება. VI 13. მღვდლებმა, რომლებიც თავის ცოლებს განშორდებიან კეთილმსახურების მომიზეზებით, აღარც უნდა იცხოვრონ ერთ ჭერქვეშ მათთან. VI 30. პატიოსანი ცოლ-ქმრული ცხოვრება არ დააბრკოლებს ქმარს, რომ იყოს მღვდელი ან დიაკონი. VI 13. მღვდელს, დიაკონს, კერძოდიაკონს (იპოდიაკონს) და ყველას, ვინც ეხება სიწმინდეს, თავშეკავება მართებთ ცოლებისაგან. კართ. 4, 25, 70. ეპისკოპოსად დასადგენის ცოლი უნდა აღიკვეცოს შორეულ მონასტერში, სადაც ის იცხოვრებს მის კმაყოფაზე და თუ ღირსი იქნება, შეიძლებ დედათ- დიაკვნად დაინიშნოს. VI 12, 48. ცოლმა არ უნდა მიატოვოს ქმარი ქორწინების ზიზღით. ღანგრ. 14. მიტოვებული ცოლი უქორწინებელი უნდა დარჩეს. ბასილი დიდი 48. ქალებს საღვთო ლიტურგიაზე ლაპარაკის უფლება არ აქვთ, ხოლო მოძღვრების შესახებ შინ ქმრებს უნდა ჰკითხონ. VI 70. არ არის საჭირო მრუში ქალების საქვეყნოდ გამოაშკარავება, მათ ნება უნდა მიეცეთ მორწმუნეებთან დგომისა ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა. ბასილი დიდი 34. ქალს, რომელიც ადრე უბიწოდ ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ ტყვეობაში შეგინებულ იქნა, უნდა მიეცეს ზიარება. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე.
ქალიშვილი
ქალიშვილი არ უნდა გათხოვდეს მამის ნებართვს გარეშე. ბასილი დიდი 38. თუ დანიშნულ ქალიშვილს ვინმე მოიტაცებს, ის უნდა დაუბრუნდეს დანიშნულს. ანკ. 11. ვინც ძალას იხმარს დაუნიშნავ ქალიშვილზე, დაისჯება საეკლესიო უზიარებლობით და მან ცოლად უნდა წაიყვანოს იგი. მოც. 67.
ქალწული
რას ნიშნავს ქალწული? ბასილი დიდი 18. ქალწულთა აღთქმისა და შეწყნარების ასაკი. VI 40. კართ. 126. ბასილი დიდი 18. ქალწულთა კურთხევას ასრულებს არა მღვდელი, არამედ ეპისკოპოსი. კართ. 6. ასეთი ქალწულები უნდა იმყოფებოდნენ პატიოსანი ქალების მეთვალყურეობის ქვეშ. კართ. 44. ღვთისათვის აღთქმულ ქალწულს ქორწინების უფლება არ აქვს. IV 16. და ეკრძალება ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მამაკაცებთან, როგორც ძმებთან. ანკ. 19. რა პირობებში შეიძლება ქალწულთა ნახვა. კართ. 38. ქალწულთა ცოდვა, რომელთაც თავი შესწირეს ღმერთს, ქვრივთა ცოდვაზე უფრო მძიმეა. ბასილი დიდი 18. დაცემული ქალწული ისჯება სიძვისმოქმედთა სასჯელით. ბასილი დიდი 18, 60. და მისი ქორწინება უნდა დაირღვეს. ბასილი დიდი 6. ის, ვინც მას ასე მოექცევა, სიძვის მოქმედია. ბასილი დიდი 18. ადგილობრივ ეპისკოპოსს უფლება აქვს, დაცემული ქალწულისადმი გამოიჩინოს კაცთმოყვარეობა. IV 16.
ქალწულობა
ქვრივობა ქალწულობაზე დაბალა დგას. ბასილი დიდი 18. ქალწულობა უფლისათვის, თავმდაბლობასთან შეერთებული, პატივსაცემია. ღანგრ. 10, 21, კარგია და წმინდა. ღანგრ. 9. მაგრამ თუ ვინმე ქალწულთაგან თავს კავებს ქორწინებისაგან მისადმი ზიზღის გამო, ან ქედმაღლობს ქორწინებულებზე, ის შეჩვენებული უნდა იყოს. ღანგრ. 9, 10. ქალწულობის აღთქმას ძალა აქვს, თუ აღმთქმელი იმ ასაკშია, რომ შეუძლია პასუხი აგოს თავის სიტყვაზე. ბასილი დიდი 18. ვინც ქალწულობის აღთქმა დასდო მწვალებლობაში, ხოლო შემდეგ იქორწინა, არ ისჯება განკანონებით. ბასილი დიდი 20.
ქარტა სიმტკიცისა
II 7.
ქარტა ჯმნისა
იხ. მსახურებაზე უარისთქმა, წერილობითი.
ქველმოქმედება გლახაკთა მიმართ ეკლესიის გზით საქებარია. ღანგრ. 21.
ქვრივი (ეკლესიისა)
თუ ქვრივი, რომელიც ჩათვლილია ეკლესიის ქვრივთა რიცხვში, ე.ი. რომელიც ცხოვრობს და იკვებება ეკლესიის ხარჯზე, დაქორწინდება, იგი უნდა დარჩეს ეკლესიისმეურვეობის გარეშე. ბასილი დიდი 24. ქალი ეკლესიის ქვრივთა რიცხვში უნდა ჩაითვალოს არა უადრეს სამოცი წლისა. ბასილი დიდი 24. ვის აქვს ქვრივთან შესვლის უფლება? კართ. 38. ქვრივობა ქალწულობაზე ნაკლებია. დაცემული ქვრივი განიკითხება როგორც გახრწნილი მონა. ბასილი დიდი 18. თუ სამოცი წლის ქვრივი დაქორწინებას მოინდომებს, მას უნდა აღეკვეთოს წმ. ზიარება, სანამ უარს არ იტყვის უწმინდურ ვნებაზე. ბასილი დიდი 24.
ქვრივი დამოუკიდებელი
ქვრივს აქვს დაქორწინების უფლება. ბასილი დიდი 41.
ქონება ეპისკოპოსისა.
იხ. ეპისკოპოსი.
ქონება საეკლესიო
საეკლესიო ქონება ცნობილი უნდა იყოს მღვდლებისა და დიაკვნებისათვის, რათა ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხევვაში არ აირიოს საეკლსიო ქონება და ეპისკოპოსის ქონება. მოც. 40. ანტ. 24. ყველა საეკლესიო ნივთი შეტანილი უნდა იყოს საეკლესიო შეწირულებათა აღწერის წიგნში. კართ. 33. საეკლესიო ქონება უნდა ინახებოდეს გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად. ანტ. 24. კართ. 33. კირილე ალექსანდრიელი 2. და იგი უნდა მოიხმარონ კანონიერად. თეოფილე ალექსანდრიელი 10. ნურავინ ნუ მიითვისებს ეკლესიის ქონებას. თეოფილე ალექსანდრიელი 10. საეკლესიო ქონებას უნდა განაგებდეს ეპისკოპოსი. მოც. 38, 41. მას არ მოეთხოვება ანგარიშგება საეკლესიო შემოსავალთა და გასავალთა შესახებ. კირილე ალექსანდრიელი 2. მას შეუძლია ეს ქონება მოახმაროს გაჭირვებულებს და უცხო, მოგზაურ ძმებს და აუცილებელი საჭიროებისათვის მოიხმაროს თითონ. ანტ. 25, აგრეთვე ქვრივებს, უქონელთ. თეოფილე ალექსანდრიელი 10. ეპისკოპოსს საეკლესიო ქონებისათვის ჰყავს ეკონომოსი. IV 26. იხ. ეკონომოსი. ეპისკოპოსს და მღვდლებს არა აქვთ ნება, მიითვისონ საკლესიო ნივთები, ან ნათესავებს აჩუქონ რაიმე, ან მათ საეკლესიო შემოსავლის განგების უფლება მისცენ. მოც. 38. ანტ. 25. საეკლესიო ქონება არავინ არ უნდა გაყიდოს, ხოლო გაჭირვების შემთხვევაში ეპისკოპოსებმა ამის შესახებ უნდა მოახსენონ კრებას, ხოლო მღვდლებმა-ეპისკოპოსს. კართ. 39. VII 12. ეკლესიამ ეპისკოპოსის იქ არ ყოფნის დროს უნდა მოითხოვოს მღვდლების მიერ გაყიდული ქონება. ანკვ. 15. ის, ვისაც მოსახმარებლად მიაქვს საეკლესიო განწმენდილი ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი,ან კრეტსაბმელი, განყენებული უნდა იყოს. მოც. 73. რუის-ურბ. 6.
ქონება საეპისკოპოსოსი
იხ. საეპისკოპოსო
ქორეპისკოპოსი (ხორეპისკოპოსი)
ქორეპისკოპოსს დაადგენს ქალაქის ეპისკოპოსი. ანტ. 10. ქორეპისკოპოსად უნდა აირჩიონ სჯულისა და საღვთო წიგნთა მცოდნე. რუის-ურბ. 11. მას შეუძლია მსახურების აღსრულება ქალაქის ეკლესიაშიც. ნეოკ. 14. ქორეპისკოპოსებს შეეძლოთ დაედგინათ მხოლოდ წიგნისმკითხველი, იპოდიაკონი(კერძოდიაკონი) და მფიცავი, ხოლო მღვდელს და დიაკონს ისინი დაადგენენ ეპისკოპოსის ნებართვით. ანტ. 10. ანკ. 13. შემდგომში წიგნისმკითხველებსაც მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით დაადგენდნენ. VII 14. ქორეპისკოპოსები ვალდებულნი იყვნენ: 1) მიეღოთ ცნობები საეკლესიო მსახურთა შესახებ მღვდლებისა და დიაკვნებისაგან და წარედგინათ ისინი ეპისკოპოსებისათვის. ბასილი დიდის ეპისტოლე ქორეპისკოპსოებისადმი. 2) ჰქონოდათ საეკლესიო მსახურთა სია, იმის აღნიშვნით, თუ ვინ ვისი დადგენილია, როგორ ცხოვრებას ეწევა, და ეს სიებიც უნდა წარედგინათ ეპისკოპოსებისათვის. ბასილი დიდი 89. ქორეპისკოპოსებს გამოცდისა და კლერიკოსთა დასში ღირსეულთა მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ მათ ვერჩარიცხავდნენ სიაში, სანამ არ წარუდგენდნენ ეპარქიალურ მღვდელმთავარს. ბასილი დიდი 89.
ქორწინება
ა) ქორწინებითი კავშირის სიწმინდე. ქორწინება დადგენილია ღვთის მიერ. მოც. 51. ქორწინებითი პატიოსანი თანამკვიდრობა პატივსაცემია. ღანგრ. 21. ვინ აძაგებს დაგმობს მორწმუნე და ღვთისმოშიშ გათხოვილ ქალს, ან კიცხავს, რომ მას ცის სასუფეველში არ შეუძლია, შეჩვენებულ იყოს. ღანგრ. 1. ვინც ქალწულობს არა ქალწულობის სიწმინდის გამო, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის ქორწინებას, შეჩვენებუილ იყოს. ღანგრ. 9. თუ ცოლი დატოვებს ქმარს ქორწინებისადმი ზიზღის მიზეზით, შეჩვენებულ იყოს. ღანგრ. 14. თუ მღვდელმსახური ქორწინებას განუდგება ქორწინებისადმი ზიზღის გამო, ის ან უნდა გამოსწორდეს, ან დაისჯება საეკლესიო კანონის თანახმად. ასევე ერისკაციც. მოც. 5, 51. ვინც ფიქრობს, რომ დაქორწინებული მღვდლისაგან არ უნდა მიიღოს ზიარება ლიტურგიაზე, შეჩვენებულ იყოს. ღანგრ. 4. გვირგვინის კურთხევა. აუცილებელია ეკლესიაში. რუის-ურბ. 7.
ბ) დაქორწინება. უკანონო ქორწინების გვირგვინი არ უნდა აკურთხონ. თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე აგათონის მიმართ. დაქორწინებულთ უნდა ჰქონდეთ მშობლების ან ბატონის თანხმობა. ბასილი დიდი 38, 40, 42. დაქორწინება ეკრძალებათ: ა) ეპისკოპოსებს. VI 12. ბერებსა და მონაზვნებს ან ქალწულებს, რომელთაც თავი მიუძღვნეს ღმერთს. IV 16. ბასილი დიდი 6, 18, დედათდიაკვნებს. IV 15. მღვდლებს, დიაკვნებს და კერძოდიაკვნებს (იპოდიაკვნებს), თუ უკვე აქვთ თავისი ხარისხი. მოც. 26. VI 3, 6. მორწმუნეებს, განსაკუთრებით მკითხველებსა და მგალობლებს ურწმუნოებთან, როგორიც არიან იუდეველნი, წარმართნი და მწვალებლები. IV 14. VI 72. ლაოდ. 10, 31. რუის-ურბ. 16. გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასაქორწინებელი დასდებს პირობას, რომ მართლმადიდებელი გახდება. IV 14. ლაოდ. 31. ქმარს ცოცხალი ცოლის ხელში და ცოლს ცოცხალი ქმრის ხელში. VI 87. ბასილი დიდი 77. ბ) იმათ, ვინც სულიერ ნათესაობაში იმყოფება (იხ. ნათესაობა სულიერი). VI 53. გ) ხორციელ ნათესაობაში მყოფთ (იხ. ნათესაობა ხორციელი). VI 54. ნეოკ. 2. ბასილი დიდი 23, 78, 87. ტიმოთე ალექსანდრიელი 11. ჩვილი ქალ-ვაჟის გვირგვინის კურთხევა არ შეიძლება. რუის-ურბ. 10. გვირგვინის კურთხევა წარმომადგენლების მეშვეობით აკრძალულია. რუის-ურბ. 17.
გ) დაქორწინებულთა მოვალეობანი. დაქორწინებულნი უნდა იკავებდნენ თავს ერთმანეთისაგან შეთანხმებით სალოცავად, განსაკუთრებით შაბათ-კვირა დღეებში. დიონისე ალექსანდრიელი 3. ტიმოთე ალექსანდრიელი 13.
დ) მოვალეობანი ქორწინებათა დღესასწაულობის დროს. ქრისტიანებს, რომლებიც დადიან ქორწილებზე, არ შეჰფერით იქ ცეკვა-თამაში, არამედ უნდა ისამხრონ მოწიწებით. ლაოდ. 53.
ე) ეპიტიმიები უკანონო ქორწინებათათვის. მღვდელი, დიაკონი, კერძოდიაკონი, რომლებიც დაქორწინდებიან ხელდასხმის შემდეგ, უნდა განიკვეთონ თავიანთი ხარისხისგან. VI 6. ნეოკ. 1. თუ მღვდელი უწესო ქორწინებით იქორწინებს უმეცრებით, მას ეკრძალება სამღვდელო მოქმედება, მისი ქორწინება დაირღვევა, მაგრამ მას უფლებ აქვს შეინარჩუნოს მღვდლობა და სამღვდელო პატივი. VI 26. აკრძალულია მორწმუნის ქორწინება მწვალებელ ცოლთან, VI 72. თუ ბერი, მონაზონი ქალი და ქალწული, რომელთაც თავი შესწირეს ღმერთს, დაქორწინდებიან, მათ მოაკლდებათ საეკლესიო ზიარება. IV 16. და მათი ქორწინება უნდა დაირღვეს. ბასილი დიდი 6, 18.
ქორწინება მეორე
იხ. ქორწინებული მეორედ.
ქორწინება მესამე
იხ. ქორწინებული მესამედ.
ქორწინება მეოთხე
აკრძალულია და არ ითვლება ქორწინებად.
იხ. მრავალქორწინებულობა.
ქორწინებული მეორედ
მეორედ ქორწინება არის მკურნალობა სიძვისაგან და არა სიბილწის მიზეზი. ბასილი დიდის ეპისტოლე დიოდორესადმი. მღვდელი მეორედ ქორწინებულის ქორწინებას არ უნდა ესწრებოდეს. ნეოკ. 7. რუის-ურბ. 9. მეორედ ქორწინებულნი დაისჯებიან უზიარებლობით ერთი ან ორი წლით. ბასილი დიდი 4.
ქორწინებული მესამედ
მესამე ქორწინება არის უწმინდურობა, მაგრამ სიძვაზე უკეთესია. ბასილი დიდი 50. მესამედ ქორწინებულნი ისჯებიან ეპიტიმიით. ბასილი დიდი 4,
ქრთამი
იხ. სიმონია
ქრისტესგან განდგომა
იხ. სარწმუნოების უარყოფა.
ქრისტიანი
ვინც დაირქმევს ქრისტიანის სახელს და უწესო ქცევით ქრისტეს პატივს შებღალავს, არაფერი ერგოს მას მისი სახელისგან. ბასილი დიდი 45.
ქურდობა
იხ. ავაზაკობა, პარვა
ღვაწლის შედგომა
იხ. მოღაწეობა
ღვინო
საკურთხეველზე ყურძნის ღვინის გარდა სხვა სასმელის მიტანა არ შეიძლება. მოც. 3. თუ ვინმე სასულიერო პირთაგან ან ერისკაცთაგან არ სვამს ღვინოს, განსაკუთრებით დღესასწაულის დღეებში, არა თავშეკავების, არამედ ზიზღის გამო, ის უნდა განიდევნოს სამღვდელო წესისა და ეკლესიისაგან. მოც. 51, 53. ღვინის დაწურვის დროს არ უნდა იცინონ წარმართულად. VI 62.
ღვთის გამოცხადება
ღვთის გამოცხადების სამწუხრო შეკრება არის მეცხრე ჟამზე. ამ დღეს მარხვას ვიცავთ უფრო მსუბუქად კვირა დღის გამო. თეოფილე ალექსანდრიელი 1.
ღრეობა
იხ. წვეულება.
ღრუბელთმდევნელნი
იხ. გრძნეულობა, მისნობა.
ყვირილი
იხ. გალობა
ყიდვა
ეკლესიის გალავნის შიგნით არ შეიძლება ყიდვა-გაყიდვა, ვაჭრობა. VI 76.
ყრუ
იხ. ხორციელი ნაკლი.
ყურძენი
ყურძენი არ უნდა დაემატოს უსისხლო მსხვერპლს. VI 28. მღვდელი ეკლესიაში მოტანილ ყურძენს მიიღებს მხოლოდ როგორც პირველ ნაყოფს და აკურთხებს რა მას, გაუყოფს ერს ნაყოფთა მომცემი ღმერთის სამადლობელად. მოც. 3. VI 28.
შაბათი
ქრისტიანებმა არ უნდა იუქმონ შაბათი იუდეველებთან ერთად. ლაოდ. 29. შაბათს აკრძალულია მკაცრი მარხვა. მოც. 64. VI 55. წმინდა ორმოცის შაბათ დღეებშიც. VI 55. გარდა დიდი შაბათისა. მოც. 64. შაბათობით სხვა წიგნებთან ერთად სახარებაც უნდა იკითხონ. ლაოდ. 16.
შევრდომა
მონანულთა ეპიტიმიის ანუ სინანულის მესამე საფეხური. მომნანიებელი დგას ტაძრის კარიბჭის შიგნით და გამოდის კათაკმევლებთან ერთად. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე.
შეთქმულება, ფიცით შეკრული აკრძალულია. IV 18. VI 34.
შეკრება თვითნებური
იხ. კიდეთშესაკრებელობა
შეკრება საეკლესიო
ვინც გაჭირვების გარეშე სამი კვირის განმავლობაში კვირა დღეს არ მივა საეკლესიო შეკრებაზე, კლერიკოსი უნდა განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებელი უნდა იყოს. VI 80. ვინც ასწავლის ღვთის სახლისა და მასში მოწყობილი შეკრების შეურაცხყოფას, შეჩვენებული უნდა იყოს. ღანგრ. 5. ის, ვინც გაურბის ერთი ეკლესიის შეკრებებს, არ უნდა მიიღონ არც სხვა ეკლესიაში. ანტ. 2.
შეკრება სახალხო
სახალხო შეკრებას არა აქვს უფლება, აირჩიოს მღვდელი. ლაოდ. 13.
შემკულობა
სხეულის შემკულობა უცხო უნდა იყოს სამღვდელოთათვის. VII 16.
შემლოცველნი
იხ. გრძნეულობა, მისნობა.
შემოსავალი დაქვრივებული ეკლესიისა
დაქვრივებული ეკლესიის შემოსავალი, რომელიც ეპისკოპოსს ეკუთვნის, ხელუხლებლად უნდა იყოს დაცული მისი ეკონომოსის (მნე) მიერ. IV 25.
შესაკრებელი ურიათა (სინაგოგა)
იუდეველთა შესაკრებელში შესვლა არ შეიძლება, არც იქ ზეთის მიტანა და სანთლების ანთება მათი დღესასწაულების დღეებში. მოც. 65, 71.
შესამოსელი საკურთხეველისა
ორგზ. 10.
შესაწირავი (მსხვერპლი) სიწმინდისა ლიტურგიაზე
წმინდა შესაწირავში ღვინო უნდა განზავდეს წყლით. VI 32. შესაწირავის შეწირვა უნდა შესრულდეს ერთმანეთისთვის მშვიდობის (მისალმების) შემდეგ. ლაოდ. 19. წმინდა შესაწირავის შეწირვა სახლებში არ შეიძლება. ლაოდ. 58. მღვდლები უნდა აძლევდნენ ერს შესაწირავს ყურძნის გარეშე. VI 28. შესაწირავის შეწირვა (ჟამისწირვა) თავისმკვლელისთვის არ შეიძლება. ტიმოთე ალექსანდრიელი 14. ვინც ცნობადაკარგული იყო და ხელი აიღო თავის თავზე, მისთვის უნდა შესრულდეს შესაწირავის შეწირვა. პეტრე ალექსანდრიელი 1. შესაწირავის ის ნაწილი, რომელიც დარჩა წმინდა საიდუმლოს შესრულების შემდეგ, კლერიკოსებმა უნდა გაინაწილონ ერთმანეთში და ნუ შეჭამს მათ კათაკმეველი, არამედ მხოლოდ კლერიკოსებმა და მორწმუნეებმა უნდა მიიღონ. თეოფილე ალექსანდრიელი 8. საეკლესიო შესაწირავის მიღება და ჩამორიგება არ შეიძლება ეპისკოპოსის ნებარვის გარეშე. ღანგრ. 7, 8.
შეტირილი
მონანულთა ეპიტიმიის ანუ სინანულის პირველი საფეხური. შეტირილი აუცილებელია სალოცავი ტაძრის კარიბჭის გარეთ. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე.
შეჩვენება
შეჩვენების მიზეზები IV 2, 7. ღანგრ. 11-20. კართ. 110. ბასილი დიდის ეპისტოლე გრიგოლ ხუცესისადმი. VII 5.
შვილები
შვილები, რომლებიც ღვთისმოსაობის საბაბით მიატოვებენ მშობლებს, განსაკუთრებით მორწმუნეებს და არ მიაგებენ მათ შესაფერის პატივს, შეჩვენებულნი უნდა იყვნენ. ღანგრ. 16. კლერიკოსთა შვილები არ უნდა დაქორწინდნენ მწვალებლებზე ან წარმართებზე. კართ. 21.
შობა ქრისტესი
ქალწულმა შვა დაუტევნელი სიტყვა, გონებისათვის მიუწვდომელი და გამოუთქმელი. ქალწულისაგან ღვთაებრივი შობა, როგორც უთესლო, უმტკივნეულოდ უნდა ვაღიაროთ და ამიტომ მორწმუნეებმა ქრისტეს შობის დღის შემდეგ არ უნდა მოხარშონ სიმინდი და მიუძღვნან ერთმანეთს, თითქოსდა მარიამ ქალწულის ტკივილთა აღსანიშნავად.
ჩივილი, საჩივარი
იხ. სამსჯავრო, სასამართლო
ცა
იხ. შესამოსელი საკურთხევლისა.
ცეკვა, როკვა
აკრძალულია სახუმარო სანახაობაზე. VI 51, 62, ქორწილზე. ლაოდ. 53. განსაკუთრებით წარმართული ცეკვა-თამაში დღესასწაულის დღეებში წმინდა ადგილების ახლოს. კართ. 60.
ცირკულარი
იხ. გენადი კონსტანინოპოლელი.
ცოდვა
ერთანაირი არ არის. VI 102. ცოდვები განეკუთვნებიან ჩვენი სულის სამ ძალას: სიტყვიერ ძალას (გონიერს), გულისთქმის (სურვილის) ძალას და გულისწყრომის (გაღიზიანების, გაბრაზების) ძალას. გონიერ ძალას განეკუთვნება: ღვთისა და ღვთაებრივი საგნებისადმი არაკეთილი დამოკიდებულება, ქრისტეს უარყოფა, ქრისტესგან გადახრა, გადახრა იუდეველობისაკენ, კერპთათაყვანისცემისაკენ და ა. შ. გრიგოლ ნოსელი 1. ეპიტიმია ამ ცოდვებისათვის. გრიგოლ ნოსელი 2, 3. გულისთქმის (სურვილის) ძალით გამოწვეულია შემდეგი ცოდვები: ვერცხლისმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, გემოთმოყვარეობა და ა.შ. გრიგოლ ნოსელი. შესავალი. ეპიტიმია ამ ცოდვებისათვის, გრიგოლ ნოსელი 3. გულისწყრომის (გაღიზიანების) ძალას განეკუთვნება: შური, სიძულვილი, მტრობა, ავსიტყვაობა, ბოროტგანმზრახველობა, შურისმაძიებლური განწყობა, მკვლელობა და ა.შ. გრიგოლ ნოსელი. შესავალი, 4. ეპიტიმია ამ ცოდვებისათვის. გრიგოლ ნოსელი 5. ყველა ადამიანი ცოდვილია. კართ. 110. ვინც ამტკიცებს, რომ იოანეს სიტყვები (”თუ ვიტყვით, რომ ცოდვა არა გვაქვს, ამით საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში”), თავმდაბლობის გამო უნდა ვთქვათ და არა იმიტომ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, შეჩვენებული იყოს. კართ. 114. ვინც იტყვის, რომ წმინდანები საუფლო ლოცვის (”მამაო ჩვენო”-ს) სიტყვებს (”მოგვიტევენ თანანადებნი ჩვენნი”) ამბობენ არა თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისათვის, და რომ თითქოს მათ არ სჭირდებათ ცოდვათა მიტევება და პატიება, შეჩვენებულ იყოს. კართ.115. ვინც იტყვის, რომ წმინდანებმა ეს სიტყვები საუფლო ლოცვისა უნდა წარმოსთქვან თავმდაბლობით და არა ჭეშმარიტების გამო, შეჩვენებულ იყოს. კართ. 116. ცოდვები, რომლებიც განეკუთვნება გონიერ (სიტყვიერ) ძალას, ყველაზე მძიმეა და მათთვის აუცილებელია უმძიმესი და ხანგრძლივი სინანული. გრიგოლ ნოსელი 1. სასიკვდილოცოდვაა,როდესაც ვინმეჩაიდენს ცოდვას და შემდეგ ისევ რჩება იმ ცოდვაში გამოუსწორებლად, და როდესაც ვინმე აღუდგება კეთილმსახურებას (მართლმორწმუნოებას), ღვთის მოშიშებას და ჭეშმარიტებას. VII 5. არ შეიძლება უარი ეთქვას ცოდვისაგან მოქცეულს. მოც. 52. მას, ვისაც ღვთისაგან მიცემული აქვს შეკვრისა (დასჯისა) და გახსნის (სასჯელისაგან განთავისუფლების) უფლება, მართებს, განიხილოს ცოდვის ხარისხი და ცოდვილს სნეულების შესაბამისი მკურნალობა. ჩაუტაროს. VI 102. განსაკუთრებით უნდა აღმოიფხვრას ცოდვის დასაწყისი (დასაბამი). VII 22. ეპისკოპოსისთვის ცალკე, აღსარებაში ნათქვამი ცოდვა არ შეიძლება მიჩნეულ იყოს სასამართლოში მტკიცედ. კართ.132.
ცოლი
იხ. ქალი.
ცრურწმენა
იხ. საკურთხეველი, მოწყობილი ცრურწმენით.
ცრუფიცობა
ღვთისმსახურნი და კლერიკოსები, რომლებიც მხილებულნი იქნებიან ცრუფიცობაში, განიკვეთებიან, მაგრამ საეკლესიო ზიარებაზე მათ უარს ნუ ეტყვიან. მოც. 25. ცრუფიცობაში შემჩნეულ ერისკაცს ათი წლით ეკრძალება ზიარება. ბასილი დიდი 64. ხოლო უნებლიე ცრუმფიცავს - ექვსი წლით. ბასილი დიდი 82.
ცხენთა შეჯიბრების ადგილი
იხ. იპოდრომი
ძაძით მოსილნი
იხ. საკოფორები.
წარმართი
ქრისტიანს ეკრძალება წარმართულ ტაძარში ზეთის შეტანა და სანთლის დანთება. მოც. 71. აგრეთვე დღესასწაულობა წარმართებთან ერთად. ლაოდ. 39. მორწმუნეები არ უნდა შეეუღლონ ქორწინებით წარმართებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმართი აღთქმას დასდებს, რომ მიიღებს ქრისტიანულ სარწმუნოებას. IV 14. ლაოდ. 10, 31. კართ. 21.წარმომადგენელი ეპისკოპოსისა იხ. ადგილისმცველი. წერილი საღვთო (წმინდა) იხ. საღვთო წერილი. წვეულება კლერიკოსებმა და ერისკაცებმა ერთად არ უნდა მოაწყონ წვეულება.ლაოდ. 55. უნდა ეთხოვოს მეფეებს, რომ აიკრძალოს წარმართთა წვეულებებისა და ცეკვა-თამაშის მოწყობა, განსაკუთრებით წმინდა მოწამეთა დღეებში და წმინდა ადგილების ახლოს. კართ. 60.
წიგნები აპოკრიფული
იხ. აპოკრიფული წიგნები.
წიგნები კანონიკური
იხ. კანონიკური წიგნები.
წიგნი
ეკლესიაში არ შეიძლება იმ წიგნების კითხვა, რომლებიც არ არის დამტკიცებული კანონით. ლაოდ. 59. კართ. 24. წმინდა, კანონიკური, ღვთაებრივი და ღვთივშთაგონებული პატივსაცემი წიგნები. მოც. 85. ლაოდ. 59. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ. გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სიტყვა. ამფილოქე იკონიელის იამბიკონი. ასეთ კანონიკურ წიგნებს არავინ არაფერი არ უნდა მიუმატოს და არც მოაკლოს. ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე დღესასწაულის შესახებ. წიგნები, რომლებიც არ არის შეტანილი კანონში, მაგრამ მამათა მიერ დანიშნულია საკითხავად ახალშესულთათვის, რომელთაც სურთ ჭეშმარიტების სიტყვის მოსმენა. ათანასე ალექსანდრიელის ეპიტოლე დღესასწაულთა შესახებ. ძველი და ახალი აღთქმისა და წმინდა ქადაგთა წიგნები არ უნდა დამახინჯდეს, დაიჭრას და არ უნდა განადგურდეს. VI 68.
წიგნისმკითხველი
წიგნისმკითხველმა აღკვეცის გარდა უნდა მიიღოს ხელდასხმაც. VII 14. წიგნისმკითხველმა არ უნდა ატაროს ოლარი. ლაოდ. 23. წიგნისმკითხველმა სრულწლოვანმა ან უნდა იქორწინოს ან უნდა დასდოს ქალწულობის აღთქმა. მოც. 26. VI 6. კართ. 16. წიგნისმკითხველმა ღვთისმსახურების დროს ერს თაყვანი არ უნდა სცეს. კართ. 16. წიგნისმკითხველი, რომელიც ქორწინებამდე შეუერთდება თავის დანიშნულს, მსახურებისგან განყენებულ იქნება ერთი წლით და შემდეგ იქნება წიგნისმკითხველად, მაგრამ ხარისხი აღარ მიემატება. ბასილი დიდი 69. კლერიკოსი, რომელიც წიგნისმკითხველობის დროს სიძვის ცოდვას ჩაიდენს და შემდეგ ხელდასხმულ იქნება, დაემხობა თავისი ხარისხიდან. თეოფილე ალექსანდრიელი 2.
წინამსხდომარენი (უხუცესი ქალები) ლაოდ. 11.
წინამძღვარი (იღუმენი)
წინამძღვარი მღვდელი თავის მონასტერში დაადგენს წიგნისმკითხველს. VII 14. წინამძღვრის დადგენა სხვა ეპარქიაში არ შეიძლება. კართ. 80. მონასტრისათვის მიწებისა და ადგილ-მამულის შემწირველს და მაშენებელს არა აქვს უფლება ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე ან თავისი თავი, ან სხვა დაადგინოს წინამძღვრად. ორგზ. 1.
წინასწარმეტყველი
წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ არავის უმოქმედია დაუსჯელად. კართ. 5. წმინდა იხ. ნავატიანები წმინდა ადგილები ისინი, ვინც წმინდა ადგილებს გადააქცევენ ჩვეულებრივ ადგილებად და მოურიდებლად ექცევიან მათ, კათაკმევლებთან ერთად დგომის ღირსნიც არ არიან. VI 97.
წმინდა მამები
მათი მოძღვრება ღვთივმეტყველია. ის. შესავალში, VII მსოფლიო კრების დოგმატი.
წმინდა შესაწირავი
იხ. შესაწირავი.
წმინდა წერილი.
იხ. საღვთო წერილი.
წყლულები უფლისა
იხ. იესოს წყლულები.
ხარისხი საეკლესიო
საეკლესიო ხარისხში არჩევა არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით. ლაოდ. 5. საეკლესიო ხარისხში არჩევის უფლება არა აქვს სახალხო შეკრებას. ლაოდ. 13 მღვდლობის თითოეულ ხარისხში საჭიროა არამცირედი დროის დაყოფა. სარდ. 10. ყველა ხარისხის ერთ დღეს მიღება არ შეიძლება. რუის-ურბ. 3.
ხარსი
მღვდელი, ნესტორის თანამოაზრე. III 7.
ხატთა თაყვანისცემა
იხ. ხატი.
ხატი
პატიოსანი და წმინდა ხატების თაყვანისცემა აუცილებელია. იხ. შესავალში VII მსოფლიო კრების დოგმატი. რუის-ურბ. 19. იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი წმინდა ხატებზე უნდა გამოისახოს არა კრავის სახით, არამედ ადამიანის სახით. VI 82. ნაწერები პატიოსან ხატთა წინააღმდეგ ეგრეტიკულ წიგნებად ითვლება. VII 9.
ხაჩეცარნი (მწვ.)
ხელდასხმა
ხელდასხმა უნდა შესრულდეს გამოცდის შემდეგ მთელი სამღვდელო დასის თანხმობით, არა ფარულად. არამედ ეკლესიის შიგნით. ხელდასხმას ერი უნდა ესწრებოდეს და უნდა გამოაცხადოს ეპისკოპოსმა. თეოფილე ალექსანდრიელი 6. ხელდასხმადი დადგენილი უნდა იყოს მხოლოდ თავისი ეპისკოპოსის მიერ. სარდ. 15. ხელდასხმა შეიძლება მხოლოდ სახელდებით რომელიმე ეკლესიასა ან მონასტერზე. IV 6. ხელდასხმულმა ხელდამსხმელისაგან უნდა მიიღოს ეპისტოლე (წერილობითი მოწმობა) ხელდასხმის წლისა და დღის აღნიშვნით. კართ. 89. მეორედ ხელდასხმა იმავე ხარისხში არ შეიძლება. მოც. 68. კართ. 27, 48. მხოლოდ ერეტიკოსებისგან ხელდასხმულებმა შეიძლება მიიღონ მეორედ ხელდასხმა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებისგან. მოც. 68. ბას. 1. იმას, ვინც დაიფიცებს, რომ არ მიიღებს ხელდასხმას, ნუ დაატანენ ძალას. ბასილი დიდი 10. ხელდასხმის ასაკი. ნეოკ. 11. ქალკ. 15. VI 14, 15. კართ. 16. რუის- ურბ. 2.
ხელისუფლება საერო (სამოქალაქო)
მღვდლებმა შეიძლება თხოვონ საერო ხელისუფალთ (მთავრებს) დახმარება საერთო დედის-კათოლიკე ეკლესიის დასახმარებლად, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში უგუნებელყოფილია ეპისკოპოსის ძალაუფლება. კართ. 67. საერო ხელისუფლებას გადაეცემიან მოსადრეკად და დასაშოშმინებლად ეპისკოპოსები, რომლებიც ეურჩებიან კრებას. კართ. 48. ეპისკოპოსის ურჩი მღვდლები და დიაკვნები. ანტ. 5. ცოდვილი მორწმუნეები, რომლებიც არ ემორჩილებიან საეკლესიო ეპიტიმიას. ორგზ. 9. ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის დადგენა საერო ხელისუფალთა მიერ ძალაში არ არის. VII 3. ხორეპისკოპოსი იხ. ქორეპისკოპოსი ხორცი
სისხლიანი ხორცის, მხეცი მოკლულის ან მძორის ჭამა არ შეიძლება.
მოც. 63. ის, ვინც გაკიცხავს ხორცის მჭამელს, შეჩვენებულ იყოს. ღანგრ. 2. ის, ვინც არ ჭამს ხორცს კრძალულების, თავშეკავების, მოღვაწეობრივი მიზნით, არ უნდა განიკითხონ. მოც. 51, 53. ანკ. 14. ბასილი დიდი 85. ხორცის მიტანა შეიძლება მხოლოდ ეკლესიის გარეთ. VI 99.
ხორციელი ნაკლი
ადამიანს შებღალავს არა ხორციელი ნაკლი (ფიზიკური), არამედ სულიერი ჭუჭყი. მოც. 77. ის, ვინც დასცინებს ხორციელი ნაკლის მქონე ადამიანს, განყენებული უნდა იყოს, ე.ი. უზიარებლობით უნდა დაისაჯოს. მოც. 57.
ხსენება მიცვალებულთა
იხ. მიცვალებულთა ხსენება.
ხსენება მოწამეთა
იხ. მოწამე
ხუცესი
იხ. მღვდელი
ჯამბაზური ნიღაბი
იხ. ნიღაბი
ჯვარი
ცხოველმყოფელ ჯვარს უნდა მივაგოთ ღირსი პატივი და არ გამოვსახოთ იგი მიწაზე. VI 73.
ჯმნიის ქარტა
იხ. მსახურებაზე უარისთქმა.