რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვიატსკის ტაძრებში დაიწყეს პროსფორების გაყიდვა.
ტაძრის მრევლი უკმაყოფილებას გამოთქვამს კერძო ლოცვებზე და საეკლესიო ნივთებზე ფასების მატების გამო. მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც გასული კვირიდან ტაძრებში პროსფორების გაყიდვა დაიწყო (ერთი ცალი 10 რუბლად - დაალხ. 60 თეთრამდე - რედ.), რადგან, როგორც მოხუცები ამბობენ, პროსფორები ტაძრებში ყოველთვის უფასოდ რიგდებოდა.
- რა არის ეს: სიხარბე თუ მოძღვართა უგუნურება? წმიდა წერილში ხომ ნათქვამია, პროსფორა ღმრთის მადლის სიმბოლოა, ღმრთის საჩუქარია, რომელიც იესუ ქრისტემ გვიბოძა და ქრისტეანი ცხოვნებამდე მიჰყავს. საჩუქარი კი საქონელი როდია ფასი დაადო, - განმარტავენ მორწმუნენი, რომლებიც საკუთარი თვალით აკვირდებიან, როგორ მოითხოვენ მამაოები "ჩერვონეცს" თითო პროსფირიდან.
კითხვაზე, რატომ გახდა პროსფორა ფასიანი, ვიატსკის სამღვდელოება არაფერს პასუხობს. მრევლი განმარტავს, რომ სანთლების, ხატების და კერძო მსახურების ფასების გაორმაგებული მატებაზე განკარგულება თვით მეუფე მარკოზმა გასცა. ამასთან მამაოებს კატეგორიულად ეკრძალებათ მიმართონ ვიატსკის ეპარქიას და "უზენაეს განკარგულებას".
- არ ვიცით რამდენად მართალია, მაგრამ დადის ხმები, რომ იოანე ნათლისმცემელის ტაძრის მოძღვარი, ალექსანდრე ბალიბერდინმა განარისხა მეუფე და მოძღვრობა დაჰკარგა მხოლოდ იმიტომ, რომ საეკლესიო კარებთან დაჰკიდა ცნობა ფასების ზრდასთან დაკავშირებით მიმართონ ვიატსკის ეპარქიას. ასე, რომ მამაოებისგან ძნელად თუ შეიტყობ რა ხდება.
როგორც "დამკვირვებელმა" დაადგინა, ამ წლამდე, როდესაც ვიატსკის ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე მარკოზი დაინიშნა, ყოველი ტაძარი დამოუკიდებლად შეისყიდიდა და განსაზღვრავდა გასაყიდი ნივთების ღირებულებას. ამასთან მღვდლები ორიენტირებულნი იყვნენ "მომხმარებელთა" ყიდვითუნარიანობაზე, ოლქის რაიონთა მცხოვრებლებს, სადაც ხელფასები და პენსიები უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ქალაქელებს, აუცილებელი საეკლესიო ნივთი შესამჩნევი ფინანსური დანაკლისის გარეშე შეეძინათ.
დღეს კი ეპარქიალურმა ხელმძღვანელობამ განკარგულება გასცა ცენტრალიზებულად მომხდარიყო მთელი საეკლესიო ნივთების შესყიდვა, ხოლო მღვდლებს დაავალეს საქონელი უკვე ეპარქიის საწყობიდან შეესყიდათ. ამასთან სანთლების ღირებულება გაორმაგდა, ხატების ღირებულებამ 50%-ით მოიმატა, მართლმადიდებლური ლიტერატურა კი ფასის ასპროცენტიანი მომატებით იყიდება. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო ღვთისმსახურების (ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხვა) ღირებულებაც. ფასები მთელი ოლქისთვის ერთია და ცენტრალიზებულია.
ფასების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაზეთმა მიმართა ეპარქიის მეზობელ რეგიონებს. როგორც იჟევსკისა და უდმურტიის ეპარქიებიდან გახდა ცნობილი, ყოველი ტაძარი მისთვის საჭირო ნივთს თვითონ ყიდულობს და მათზე ფასებსაც თვითონ აწესებს.
ყაზანისა და თათრეთის ეპარქიებში ფასების უმნიშვნელო ზრდა, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას დაბრალდა, მოხდა ორი წლის წინათ (სანთლების ღირებულებაა: 10, 15 და 20 რუბლი), მორწმუნენი მაშინაც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. ამასთან ფიქსირებული ფასები მხოლოდ ყაზანშია, თანაც იქ მომსვლელი ტურისტების გამო. რაც შეეხება რაიონებს მოძღვრები და კეთილმოწესენი (რუს. благочинные) ამგვარ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტენ.
იმის შესახებ, რომ ვიატსკში პროსფორები 10 რუბლად იყიდება, მეზობელ ეპარქიებში ძლივს დაიჯერეს: ამგვარი რამ ადრე არ ყოფილა და არც ვინმეს ახსოვს ეკლესიაში პროსფორა გაეყიდოთ.
ალექსანდრე დავიდოვი. "ВЯТСКИЙ НАБЛЮДАТЕЛЬ", 2011 წლის 22 დეკემბერი.