ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი კრებას იწვევს
პატრიარქმა ბართლომეოსმა ფანარაში ძველ საპატრიარქოთა (ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალემის და კვიპროსის) მწყემსმთავრები მიიწვია. შეხვედრაზე, რომელიც სტამბულში უკვე შედგა, განხილულ იქნა ორი საკითხი: ქრისტეანთა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთსი და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის ურთიერთობის მდგომარეობა დაგეგმილი და მოახლოვებული დიდი კრების წინ.
შეხვედრის მიზანი იყო "მკვდარი წერტილიდან" დაძვრა, რომელშიც ამჟამად იმყოფება კომისია, რომელიც დიდი კრების მოწვევის ორგანიზაციული საკითხებით არის დაკავებული. პატრიარქის მიერ კვიპროსის არქიეპისკოპოსის მოწვევის ერთ ერთ მიზეზად სახელდება კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი.
პატრიარქი ბართლომეოსი აუცილებლად მიიჩნევს სრულიად მართლმადიდებლური დიდი კრების მოწვევას, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა ადგილობრივი ეკლესიების მწყემსმთავრებმა.
კრების მომზადება დაიწყეს ჯერ კიდევ 1960-იან წლებში. მას წინ უძღოდა სრულიად მართლმადიდებლური წინასაკრებო თათბირები და მართლმადიდებელთშორისი მოსამზადებელი კომისიები. ხანგრძლივი შუალედი მომამზადებელი კომისიის მუშაობაში გამოწვეული იყო მოსკოვისა და კონსტატინოპოლის საპატრიარქოებს შორის არსებული უთანხმოება ესტონეთის ეკლესიის გამო. 2008 წელს სტამბულში მართლმადიდებელ იერარქთა შეხვედრამ შესაძლებელი გახადა კრების მოსამზადებელი სამუშაოების განახლება.
როგორც იუწყებიან, ძველ პატრიარქთა შეხვედრას რუსეთში უადგილოდ მიიჩნევენ. "ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეიგვიძლია დავეთანხმოთ იმს აზრს, რომ ესა თუ ის ჯგუფი აღიქმებოდეს, როგორც მთავარი "ძარღვი" მსოფლიო მართლმადიდებლობისა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტოკეფალია სხვა ეკლესიათა ავტოკეფალიაზე უძველესია", - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა. მისი სიტყვებით, ასეთ შემთხვევაში იქმნება საშიშროება მართლმადიდებლობა დავყოთ პირველ და მეორეხარისხოვან ეკლესიებად. "ჩვენ განსაკუთრებული პატივით ვეპყრობით ძველი საპატრიარქოების ავტორიტეტს. მაგრამ, თუ საერთო საქმეზეა ლაპარაკი, მაშინ თათბირი ერთობლივად უნდა წარმოებდეს, სრულიად მართლმადიდებლური თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე", - განაცხადა მეუფე ილარიონმა.
Седмица.Ru