ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
სატანისტები მართლმადიდებლურ ტაძარში
სატანისტებმა მართლმადიდებლურ ტაძარში რიტუალი აღასრულეს
2011 წლის 18 აგვისტოს ბულგარელმა ტამპლერებმა იზეიმეს ბულგარეთის დიდი პრიორატის დაფუძნების სამასი წლისთავი. ზეიმი გაიმართა წმ. დიმიტრის სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც შუასაკუნუეებშია აგებული და როდოპის სოფელ პატალენიცაში მდებარეობს პაზარჯიკთან ახლოს. მსახურებას დიდი პრიორი რუმენ რალჩევი და დიდი მდივანი ხერმინა გეორგიევა უძღოდნენ.
ზეიმზე მიიღეს ორდენის ახალი წევრებიც. ტამპლიერთა კათოლიკურ რიტუალში მონაწილეობდნენ მართლმადიდებელი მღვდლები ნიკოლა და ლაზარ მინევები პაზარჯიკიდან, რომლებმაც კათოლიკეებთან ერთად პარაკლისი გადაიხადეს.
ბულგარეთის ეკლესიის წმ. სინოდის პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურებს არ აძლევს უფლებას დაესწრონ არამართლმადიდებელთა ან მწვალებელთა რელიგიურ ცერემონიებს, მსგავსი შემთხვევები ერთეული როდია, - აღნიშნავს პორტალი "Двери.БГ".
მართლმადიდებელი მღვდელმსახურები რეგულარულად სტუმრობენ და "აკურთხებენ" ტამპლიერთა შეკრებებს, რაზეც მათ კურთხევას სტაროზაგორსკის ეპისკოპოსი გალაქტიონი აძლევთ. მღვდელმა ეგნატემ ქალაქ რუსედან საკუთარი თავი "ტამპლიერთა ორდენის ოფიციალურ კაპელანადაც" კი გამოაცხადა.
ჩვენი მინაწერი: ამ ბოლო დროს ტამპლიერთა ორდენმა თავი საქართველოშიც წამოჰყო... საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს ოფიციალური, "მართლმადიდებლური" ეკლესია მათ მიმართ. ფეისბუკიდან ცნობილია, რომ ოფიციალური ეკლესიის ერთი მედავითნე სიამაყით აფიშირებდა თავის კუთვნილებას ქართული ტამპლიერული მოძრაობისადმი. ვფიქრობთ დადგა დრო, როდსაც ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეშიც დადგება ის საკითხი, რომელიც დღეს დგას ბულგარელი ქრისტეანების წინაშე.
სტაროზაგორსკელი მასონი მიტროპოლიტი გალაქტიონი