ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ყაზახსტანში ახალი საკათედრო ტაძრის ფრესკაზე ოლქის ადმინისტრაციის უფროსი გამოსახეს
კუსტანაის ოლქის ქ. რუდნის (Рудный) ახალ საკათედრო ტაძარზე გამოსახეს ოლქის აკიმის (ადმინისტრაციის მეთაური), სერგეი კულაგინის ხატი. ამის შესახებ წერს გაზეთი "Время". მოხელე გამოსახულია ბზობის ხატზე, როდესაც უამრავი ხალხი შეხვდა იერუსალიმში შემავალ ქრისტეს.
წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი, როგორც ალაუ-ტვ იუწყება, რუდნიში იანვარში გახსნეს. გახსნის ცერემონიალზე სხვა სტუმრებს შორის იმყოფებოდა ბ-ნი კულაგინიც. მან აღნიშნა, რომ ოლქში ამ ბოლო დროს ათობით ეკლესია და მეჩეთია აშენებული. ტაძრის ფერწერა, როგორც იუწყებიან, რუსული, პალეხური სკოლის ხატმწერებმა შეასრულეს.
კუსტანაი-რუდნის ეპარქიის მდივანმა, მარინა კოროლევამ დაადასტურა, რომ ფრესკაზე ნამდვილად კულაგინია გამოსახული. მისი თქმით, მეუფე ანატოლის (კოსტანაისა და რუდნის ეპისკოპოსი) არ შეუძლია კომენტარების მოცემა ამ საკითხზე, რადგან "სასწრაფოდ მოსკოვში უნდა გაფრინდეს".
Tengrinews-ის ცნობით, სერგეი კულაგინი გასულ წელს იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. კუსტანაის ადმინისტრაციის ოლქს ის ხელმძღვანელობს 2004 წლიდან, რომელიც სულ ახლახან დატოვა: გასულ კვირას კულაგინი მოხსნეს აკიმის თანამდებობიდან და სენატორად დანიშნეს.
ბ-ნ კულაგინის ფოტო.
უნდა აღინიშნოს, რომ ხატზე კულაგინი გამოსახულია სათვალეების გარეშე