ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
Ъ-Online, 21 იანვარი 2012 წ.
ვლადიმერ პუტინის ხატი, რომელიც ნიჟეგოროდის ოლქში, "რუსეთის აღდგინების" სექტის ტაძარში იმყოფება, თავისით განახლდა და მირონი წარმოსდინდა. ორგანიზაციის წევრთა თქმით, სასწაული მოხდა იმ რწმენის გამო, რაც ხალხს გააჩნია პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის დანიშნულებისადმი.
"ყურადღება! 2012 წლის 19 იანვრიდან ტაძარში განახლდა და მირონდენა იწყო ვლადიმირ პუტინის ხატმა, ასევე მისმა წმიდა სურათმა. ამით უფალი გვაძლევს ნიშანს ჩვენთან თავისი მადლისმიერი მყოფობისა", - ნათქვამია "მატუშკა" ფოტინიას საიტზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელთა სექტის დამფუძნებელია. ორგანიზაცია განთავსებულია ნიჟეგოროდის ოლქის სოფელ ბოლშაია ელნიაში (Большая Ельня).
"პუტინი - ეს სხვა გზაა რუსეთისა. ერთ ერთ თავის წარსულ ცხოვრებაში ის იყო ვლადიმირის თავადი და რუსეთი მონათლა, ახლა ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ჩვენი გაწარმართებული ქვეყნის კვლავ გადანათვლა მოუწევს!" - ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის თაყვანისმცემელი. ოფიციალური რეაგირება სასწაულზე ჯერ არ ყოფილა, თუმცა ადრე ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი უფროსი არ ემხრობა ამგვარი სახის თაყვანისცემას. თავის მხრივ ნიჟეგოროდის ეპარქია მიიჩნევს, რომ ფოტინია არ არის მართლმადიდებელი და მისი სწავლება არანაირად არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
შეგახსენებთ, რომ "მატუშკა" ფოტინიას სექტის შესახებ ცნობილი გახდა 2005 წელს. ამჟამად მისი საქმიანობა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. "პუტინს მეფის სული აქვს. არ არის შემთხვევითი, რომ ახლა ის პრეზიდენტია", - აცხადებდა ადრე Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "მატუშკა" ფოტინია. ის ვლადიმირ პუტინს ქრისტეს მოწაფეებს ადარებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი მოციქულებრივ ღვაწლს ეწევა.
"მატუშკა" ფოტინია ვლადიმირ პუტინის მირონმდინარე სურათთან ერთად
ფოტო საიტიდან: fotiniya.com
პუტინის "მირონმდინარე" ხატი