ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო, "მართლმადიდებელი" ეკლესია წამლავს თავის მრევლს - უკვე ჰოსპიტალიზირებულია 96 ადამიანი, მათ შორის 43 ბავშვია.
ირკუტსკის ინფექციურ საავადმყოფოში ნამდვილი არეულობაა. ყოველდღიურად მათთან მოჰყავთ ირკუტსკელები გულის რევის შეგრძნების, მაღალი ტემპერატურის, პირღებინების და ზოგერთ შემთხვევაში - დიარეის ერთი და იგივე სიმპტომით. ყველა დაზარალებული ცხოვრობს ნოვო-ლენინოს რეგიონში, რომლებმაც ნათლისღების დღესასწაულზე მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის "იორდანეში", მოსკოვის საპატრიარქოს "მღვდლების" მიერ "ნაკურთხი" აიაზმა დალიეს.
24 იანვარს, ინფექციურ საავადმყოფოს დილიდანვე ეწვია საგანგებო შემთხვევათა კომისია, რომელსაც ირკუტსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ჰაიდარ ჰაიდაროვი ხელმძღვანელობდა. მინისტრს თან ახლდნენ "როსპოტრებნადზორის", პროკურატურისა და საგანგებო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, - წერს გაზეთი "Комсомольская правда" (http://irk.kp.ru/daily/24429/598074/).
"21 იანვრიდან მოყოლებული, ავადმყოფები ჯგუფ-ჯგუფად მოჰყავთ, - გაკვირვებული აცხადებს საოლქო ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვლადიმირ ხაბუდაევი. - დღეისთვის უკვე დარეგისტრირებულია 96 ადამიანი, რომელსაც დაუდგინდა ნაწლავების ინფექცია, რომლებმაც აიაზმა დალიეს ეკლესიის გვერდით მდებარე წყაროდან. მათგან 51 მოზრდილი, 2 მოზარდი და 43 ბავშვია. დაზარალებულთაგან ყველას აღმოვუჩინეთ დახმარება, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჯერ ჯერობით, სამწუხაროდ, პაციენტთაგან არავინ გაწერილა. ამჟამად ჩვენს ლაბორატორიაში იკვლევენ წყალს იორდანიდან (ასე უწოდებენ ემბაზს, სადაც აიაზმა იკურთხება - რედ.), ასევე დაავადებულთა ანალიზებს. შედეგებს მომავალი კვირის დასაწყისისთვის ველოდებით".
ინტერნეტში, ერთ ერთ ფორუმზე, ირკუტსკელები განიხილავენ ნოვო-ლენინოში მომხდარ შემთხვევას:
- "ნათლისღებაზე წყალი ავიღე ნოვო-ლენინოში, თვითონ არ დამილევია, მაგრამ ძმამ და მამამ გასინჯეს. შედეგად, ორივე მოიწამლა ასე, რომ ვინც მანდ წყალი აიღო არც გაიფიქროს მისი დალევა", - წერს ერთ ერთი მონაწილე სახელად ილია.
"ტემპერატურის მომატება მხოლოდ ახლაღა შევნიშნე, 38,2 მაქვს. ცოლს ვუთხარი წმიდა აიაზმა დალიე განმწმენდელი ძალი გააჩნია-მეთქი. მხოლოდ შემდეგ გავიგე, რომ მოწამლული ყოფილა", - ამატებს ფორუმის სხვა მონაწილე, სახელად ოლეგი.
"ჩემი ცოლი მე-8 საავადმყოფოში მუშაობს, მათთან ახლა დიდი "ახტუნგია" - პერსონალის 4 კაცი მოიწამლა. პოლიკლინიკაში უბნის ექიმები გადარბენაზე არიან, ყველა გამოძახება ერთი და იგივე სიმპტომითაა: ან საჭმლით მოიწამლნენ ან კიდევ ეს წყალი დალიეს", - წერს ერთ ერთი მონაწილე.
ცნობა: მღვდელს (ცხადია, სტატიის ავტორები, როგორც ახალმოწესეობრივი ეკლესიის მოქმედი ან ყოფილი წევრები, "მღვდლად" მხოლოდ ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირებს ცნობენ და მათ გულისხმობენ - რედ.) უწოდებენ იმ ადამიანს, ვინც დაკარგა ან თავიდანვე არ ჰქონდა (ხელდასხმის მომენტიდან) უფლება მღვდლადწოდებისა. მღვდელი - წმიდა მამათა გადმოცემის გამყიდველი - ფარისეველი და მლიქვნელი კაცია. ის არის ყოველივე პროგრესულის მტერი, სიმართლის შემრყვნელი და ჭეშმარიტების მცველის ნიღაბს ამოფარებული ადამიანი. მღვდლის განმასხვავებელი ნიშანია: სხვაგვარი აზრისადმი შეუწყნარებლობა, ბოროტი ელვარება თვალებში (ხშირად არის შეპყრობილობის ნიშანი), წითელი სიფათი (ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო) და მსუქანი სხეული (გაუმაძღრობისა და მარხვის უგულებელყოფის გამო).
მღვდელი - ეს არის წარმოსადგენი თუ წარმოუდგენელი ცოდვების ერთობლიობა, რომელთაგან მრავალს თვითონაც გმობს. მღვდელი არ ემსხურება ღმერთს, ეკლესიაში ის დადის, როგორც სამსახურში და მხოლოდ რიტუალს ასრულებს (თითქოსდა საჭიროებას იხდისო); გარდა ამისა, მიმნდობი და გულუბრყვილო მრევლისგან იღებს ხარკს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ თავიანთი უბადრუკი შემოწირულობით იყიდიან ღმრთის კეთილგანწყობას და თავიანთ მამაოებს უცხო მარკის ავტომანქანებზე მიაგორავებენ. მღვდლის კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურებაა ძალაუფლების მოყვარება, ოღონდ ეს ძალაუფლება მის სასარგებლოდ უნდა მოქმედებდეს და მის კეთილდღეობას ხელს არ უშლიდეს.
ჩვენი მინაწერი: აი, სანამდე მივიდა ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის მღვდელმსახურთა გარყვნილება, მათი ვერცხლისმოყვარება და დაუდევრობა, უზნეო და მომხვეჭელური ცხოვრება, დასაცინს ხდის მღვდლის პატიოსანსა და უმაღლეს წოდებას. სწორედ მათზე ამბობს სახარება: "იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას?... ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა" (ლუკა 3:7, 9).