ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ფანარაში (კონსტანტინოპოლი) შეკრებილ უძველეს მართლმადიდებლურ საპატრიარქოთა მწყემსმთავრების ერთობლივი განცხადება 

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევითა და თავმჯდომარეობით ფანარაში შედგა უძველესი საპატრიარქოების წინამძღვართა შეხვედრა, რომელიც ა/წ-ის 1-3 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. შეკრებაზე პერსონალურად მონაწილეობდა ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქი თეოდორ II და იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე II, ასევე კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქროზოსტომოსი. კრებაზე მიწვეული იყო აგრეთვე ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე IV, რომელმაც ვერ შესძლო დასწრებოდა ამ ფორუმს და მასზე თავისი წარმომადგენელი, აპამეის ეპისკოპოსი ისააკი წარაგზავნა. შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ ჩვენი საიტი უკვე იტყობინებოდა (იხ. "კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი კრებას იწვევს"; იხ. აგრეთვე: "განცხადება კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიისა და ძველი საპატრიარქოების წინამძღვართა შეკრების შესახებ" და "განცხადება კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიისა და ძველი საპატრიარქოების წინამძღვართა შეკრების შესახებ").

როგორც საიტი "მართლმადიდებელი აპოლოგეტი" იტყობინება, კრების უმთავრესი მიზანს შეადგენდა მზადება სრულიად საყოველთაო და მართლმადიდებლური დიდი კრების მოსაწვევად.

მხოლოდ ამ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუკი ყურადღებით გააანალიზებს სტამბულის ამ შეხვედრას. კრებაზე მიღებული პუნქტები და "განცხადება" არ გვაძლევენ საბაბს ვივარაუდოთ, რომ გადასინჯული იქნება იერუსალიმის პატრიარქის დამოკიდებულება რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (მოგეხსენებათ, რომ ამჯერად მათ შორის ევქარისტული კავშირი გაწყვეტილია - ადმ.). "განცხადება", რომელიც სრულიადაც არ ცდილობს ჩასწვდეს კონფლიქტის არსს ამ ორ ადგილობრივ ეკლესიას შორის, მოსკოვის საპატრიარქოსთან  ურთიერთობის გართულების ფონზე, მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ "საჭიროა მეტი პატივისცემა გამოვავლინოთ ადგილობრივ ეკლესიათა მიმართ და მათი იურისდიქციის საზღვრები დავიცვათ".

ამ დროს თვით მსოფლიო საპატრიარქო გამუდმებით არღვევდა ამ საზღვრებს, რადგან "მართლმადიდებელი ეკლესიის მოდერნიზაციისა და რეფორმაციის" იდეოლოგის, პატრ. მელეტი მეტაქსაკისის თეორიიდან გამომდინარე, ხელოვნურად მიიწერს მთელს მართლმადიდებლურ სივრცეში კონსტანტინოპოლის პირველობის პრეტენზიას, რომელიც თითქოსდა უფლებას აძლევს მას ჩაერიოს ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის საშინაო საქმეებში. ამის გამოხატულებაა მისი ერთ-ერთი უკანასკნელი საქმე, რომელიც ესტონეთის ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობასა და ეპისკოპოს ბასილის (ოსბორნი) საქმეს ეხება.

რაც შეეხება წმიდა მიწასა და იქ არსებულ მეტოქიონებსა თუ ტაძრებს, რომლებიც სხვა მართლმადიდებლურ იურისდიქციებს ეკუთვნით, ადრინდელი პატრიარქების დროს ეს არასოდეს ყოფილა დავის საგანი და მით არასოდეს გართულებულა ურთიერთობა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან. როგორც ჩანს, იერუსალემის ეკლესია, მთელი მისი ისტორიული დამოუკიდებლობის პერიოდში, პირველად მოექცა სტამბულის სერიოზული პროტექტორატის ქვეშ. არ არის შემთხვევითი, რომ იერუსალემის საპატრიარქო კვლავ შევიდა ემს-ში (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) და ქრისტეანთშორის დიალოგებში ჩაება.

სავარაუდოდ, სწორედ კონსტანტინოპოლის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ და მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კანონის დარღვევით აჰყარეს საპატრიარქო ღირსება ამჯამინდელი პატრიარქ თეოფილეს წინამორბედს, ირინეოსს. ის ძალზედ საშიში იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის, ფლობდა თავის მტკიცე და მართლმადიდებლურ პოზიციას და ანტიეკუმენისტურ შეხედულებაზე იდგა.

მოსკოვის საპატრიარქოს იერარქები მწარედ შესცდნენ, როდესაც მხარი დაუჭირეს მსოფლიო პატრიარქს ირინეოსთან დაკავშირებით. ამგვარი არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებით მოსკოვის საპატრიარქომ დაკარგა სავარაუდო მოკავშირე კონსტატინოპოლის წინააღმდეგ. ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, განსაკუთრებით კი სტამბულის ამ დღევანდელი შეკრების გადასახედიდან, მხოლოდ კონსტანტინოპოლის ამბიციურობას ადასტურებს, მის დაუოკებელ სწრაფვას გახდეს პაპი აღმოსავლეთისა.

გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, ბართლომეოსი მოსკოვის მეტოქე ხდება. ამასთან, აღმოსავლეთის პატრიარქები მორჩილად შეუქმნიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს მართლმადიდებლობის ცენტრის ორეოლს. არადა, სწორედ დღეს, სრულიად მართლმადიდებლური საეკლესიო კრების მოწვევის წინ, საჭიროა მოუწოდონ მათ მსოფლიო საპატრიარქოს ობიექტურად გადასინჯოს მართლმადიდებლობის ათქვეფვის თავისი ხელოვნური პოლიტიკა. საკუთრივ, სწორედ ამ გათქვეფვის პერსპექტივაში უნდა იქნას განხილული სრულიად მართლმადიდებლური კრების მოწვევაც, რომელსაც ისინი მკრეხელურად და კადნიერად დიდსა და წმიდას უწოდებენ. 

ვევედრებით ღმერთს, წმიდა სამებას, რათა ჩაშალოს ეს გეგმა და მოთოკოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუოკებელი მადა. პატრ. ბართლომეოსმა კი შეიგნოს თავისი გეგმების უგუნურება.