ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი მოუწოდებს ნება დართონ სკინჰედებს ლეგალურად შეეწინააღმდეგონ დამნაშავეობას


რუსეთის ეკლესიაში რუსეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევენ ექსტრემიზმთან ბრძოლას, და აღნიშნავენ, რომ ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული სტრატეგიის გამომუშავება.

"ცოტაა ამკრძალავი ღონისძიებები ისევე, როგორც მცირეა კონფლიქტთა გადაწყვეტის გზები. საჭიროა სხვადასხვა ეროვნებებსა და სარწმუნოებებს შორის კონფლიქტების სტრატეგიული პროფილაქტიკა", - განაცხადა რსმე-ს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ვსევოლოდ ჩაპლინმა ექსტრემიზმისადმი წინააღმდეგობის უწყებათშორისი კომისიის თათბირზე.

მისი თქმით, ეს პროფილაქტიკა შეუძლებელია იმის გარეშე, ახალგაზრდებს მიეცეთ "ნამდვილი საქმე, მათ შორის რაც დაკავშირებულია დანაშაულობასთან წინააღმდეგობასთან, რომლებიც ბილწავენ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლეს".

"მივცეთ არალეგალურ მიგრანტებს ლეგალური სამუშაო და შესაძლებლობა ეზიარონ რუსეთის კულტურას, - ნიშნავს, გადაწყვიტო პრობლემა ერთის მხრივ. ხოლო მისცე სკინჰედებს შესაძლებლობა ლეგალურად წინ აღუდგნენ დანაშაულობას და უზნეობას - ნიშნავს, გამოიყვანო ეს ახალგაზრდები ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობიდან და მისცე მათ ნამდვილი საგზური ცხოვრებაში, ეს კი პრობლემის გადაწყვეტაა მეორეს მხრივ", - დარწმუნებული მღვდელმსახური.

მან ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ექსტრემიზმისადმი წინააღმდეგობას, რადგან არსებობენ ძალები, რომლებსაც უნდათ რუსეთის დაჩოქება, და მისი მოქალაქეების დაყოფა ეროვნული, რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური ნიშნით".

მამა ვსევოლოდი კონსტატირებს, რომ ამაში ემსახურება რესურსები, ამისთვის იწარმოება "ტონობით მაკულატურა და მრავალი გიგაბაიტი ვირტუალური ნაგავი", რომლის შორისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უპყრია "ფსევდორელიგიურ პროპაგანდას, რომელიც უნდა შეიზღუდოს".

ის დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი იდეა ან იდეოლოგიური კონსტრუქცია აკრძალული უნდა იყოს, კერძოდ, ზოგიერთი ფსევდორელიგიური დოქტრინები, "ზუსტად ისევე, როგორც აკრძალულია ნაციზმი და ფაშიზმი, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ დოქტრინებს მივყავართ სისხლისღვრამდე და მთელ რიგ საზოგადოებრივ გართულებებამდე".

Интерфакс-Религия