ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
საგუშაგო კოშკის დაფარული მონსტრები
ანუ "იეღოვას მოწმეთა" ჭეშმარიტი, ანტიქრისტეანული სახე.
გამოცემა:
Откровение: его грандиозный апогей близок! 2002 г., стр. 52.
პირველ ფრაგმენტზე იესუს აქვს წითელი თვალები. საზოგადოდ, ასე გამოსახავენ დემონებს. მეორე ფრაგმენტზე ხელის მტევანი არ ჰგავს სხვა ხელის მტევნებს, ის უფრო დიდია და მუქი და აშკარად დემონისაა. მესამე ფრაგმენტში იესუს სარტყელი წარმოადგენს რამოდენიმე გველისგან შემდგარ გამოსახულებას, რომლებსაც პირი საკუთარი კუდებისთვის ჩაუვლიათ. ეს არის ე. წ. "უსჯულოების საიდუმლოს", ანუ საიდუმლო მთავრობის მიერ მსოფლიოზე ზეგავლენის მოპოვების მასონური სიმბოლო.
ამ ნახატზე, ანგელოზის ხელის გულზე გამოსახულია სახე, რომელიც შეუძლებელია ხელისგულის ბუნებრივ ნაოჭებად ჩავთვალოთ.
ამ ბიჭის მაისურზე (მის მარჯვენა მხარეს) გამოსახულია დემონი.
ხელში ექვსქიმიანი ვარსკვლავებით (სიონიზმის, მასონობის სიმბოლო).
ქრისტეს მკერდზე ჩანს გადმოყირავებული ჯვარი. ჰორიზონტალურად დარტყმული მათრახი შეუძლებელია ასეთი მოკლე იყოს.
გამოცემა:
Сторожевая башня, 15 апреля 1991 г., стр. 9.
თუ კარგად დააკვირდებით, ქრისტეს წვერზე, მარჯვენა ლოყაზე, ყურს ქვემოთ, ჩანს ფაფრიან-რქებიანი არსება.
გამოსახულებები სხვადასხვა უცხოური გამოცემებიდან:
იეღოვას მოწმეთა პუბლიკაციებში მრავლადაა ასეთი სიმბოლოები და უცნაური გამოსახულებები. მათში ასევე შეიძლება ვიპოვოთ გაურკვეველი, გაუგებარი და სადავო ილუსტრაციები. ზოგჯერ ერთი და იგივე გამოსახულება, სხვადასხვა პუბლიკაციაში, რომელიც გამოცემულია სხვადასხვა ენაზე, შესაძლოა იყოს რეტუშირებული და მაშინ დაფარული ელემენტები შესაძლოა არ გამოჩნდეს.
ეს გამოსახულებები ადასტურებს, რომ "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მმართველ წრეებში არიან ადამიანები, რომლებიც შორს დგანან ქრისტეანობისგან და სავარაუდოდ, არიან სატანისტები. შედეგად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებას (ანუ იეღოვას მოწმეებს) მართავს არა ღმერთი, არამედ ეშმაკი.
თუ თქვენც აღმოაჩენთ რაიმე ამდაგვარს იეღოვას მოწმეთა გამოცემებში, გთხოვთ, გვაცნობოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (oldorthodox@gmail.com). გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პუბლიკაციის სახელწოდება, გამოცემის თარიღი, გამომცემლის სახელწოდება (თუ ასეთი მითითებულია) და გვერდის ნომერი. გამოსახულება შეძლებისდაგვარად გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
გამოცემა:
Приближайся к Иегове, 2002 г., стр. 230.