ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კონსტანტინოპოლელისაჲ 
მკუდრეთით აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა

ამას დღესასწაულსა შინა, საყუარელნო, იხარებნ ცანი და მწუხარე არს ჯოჯოხეთი და უკეთურნი ჰურიანი. იხარებნ ამას შინა ცანი, რამეთუ ამაღლდა ამათ ზედა შემოქმედი მათი. მხიარულ არს ეკლესიაჲცა, რამეთუ განცხოველდა მაცხოვარებაჲ იგი მისი. მწუხარე არს მას შინა ჯოჯოხეთი, რამეთუ სძლო მას შემოქმედმან. მწუხარე არიან ამას შინა ჰურიანი, რამეთუ აღდგა, რომელმან არცხჳნა მათ; ვითარცა ჰრცხუენოდა დედაკაცსა მას მეგჳპტელსა განლიგებულსა, რაჟამს ხედვიდა იოსებს დიდებულთა ეტლთა ზედა (დაბ. 41:53), ეგრეცა უშჯულონი ჰურიანი სირცხვილეულ არიან დღეს, რამეთუ ამას დღესა დაადგინნეს სასყიდლითა საფლავსა მისსა ზედა, და ესერა აუღებიეს მეფეთა მსხუერპლი შარავანდედითურთ მათით. შევლენ ტაძარსა მას მისსა, და თუ არა ჰრწამს იგი, რომელ წერილ არს, იხილედ ესე, რომელ საქმით იქმნების, ვინ-მე უკუე არწმუნა ყოველსა ქუეყანასა, რაჲთამცა ჰრწმენა ჯუარი მისი? ანუ ვინ-მე დაამორჩილა მას ყოველი დაბადებული, რაჲთამცა აღიმკო ამას დღესასწაულსა, ვითარცა სძალი ეზოთა შინა, რაჲთა გარეშე შიმოსოს სპეტაკი საქმჱ კეთილი?

ხედვიდედ თუალნი თქუენნი ამას დღესასწაულსა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და იხილეთ მზის აღმოსავალით ვიდრე დასავალამდე მისა, რამეთუ ყოველსავე ადგილსა დაუგებენ საკურთხეველსა და შესწირვენ მსხუერპლსა წმიდისა სახელისა მისისათჳს. უკუეთუ თქუან მტერთა მათ, ვითარმედ: არა სთნდეს შემოქმედსა მსახურებაჲ ესე, - იგინი ტყუვიან. მაშინ რომელმან არა შეუნდო მცირედ ოდენ ერსა, რომელი-იგი ცთომილ იყვნეს, ვითარ-მემცა შეუნდო ყოველთა დაბადებულთა, სიცრუვესა თუმცა ზედა დგეს? რამეთუ არა ჴდომით ხოლო ჴდომად აღუდგა ეკლესიასა მამაჲ, რომელთა ჰრწმენა მხოლოდ-შობილი იგი მისი, არამედ უფროჲსღა სიმდიდრითა განამდიდრა ჴელმწიფებაჲ იგი მისი, დამდაბლებით დაამდაბლა რქაჲ იგი მტერთა მისთაჲ.

უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა აღდგა ქრისტჱ საფლავით, ვითარცა თქუა, უკუეთუ ეგრე არს, არცა იგინი განიბნინნეს, ვითრცა-ესე ხედავთ. აწ ვითარ-მე სარწმუნო არს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი (ფს. 67:2). იხილე, ვითარ განბნეულ არს ერი იგი და შეკრებულ არიან წარმართნი, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჟამს განცხოველდა, ვითარმედ: "განვედით და ქადაგებდით სახარებასა ჩემსა ყოველთა წარმართთა შორის, დაიმოწაფენით იგინი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთ" (მთ. 28:19). ვითარცა იხილეთ, რამეთუ ესერა შეიძინნეს კრავნი ახალნი სამწყსოთა ქრისტჱსთა და მოიღეს ძეთა და ასულთა ჩუენთა ნათლის-ცემაჲ და წინადაცუეთაჲ გულისაჲ. და წინადაცუეთისა მის წილ არს ბეჭედი ჴროცთაჲ მსგავსად მის სიტყჳსა, რომელ-იგი თქუმულ არს წინანდელთა ჟამთა, ვითარმედ: "აღდეგ, უფალო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრენ ყოველნი წარმართნი" (ფს. 81:8).

ვაკურთხევდით ამიერითგან დიდებულსა მას, რომელმან განამრავლა მაცხოვარებაჲ თჳსი დღეთა ჩუენთა და ზიარ-მყვნა ჩუენ ზრახვათა მისთა. ვყოთ დღესასწაული ესე სიხარულით და ვთხოოთ მოწყალისა მისგან გულს-მოდგინედ, ლავსა მისსა, რამეთუ ანგელოზნი, რომელნი არა ესხნეს ჟამსა ჯუარ-ცუმსათა მრავალთანი, და დაიცნვეს შარავანდედი მათნი თავსა ზედა მათსა, და უძღოდენ მთავართა სიმართლით, და ახარენ მდიდართა და გლახაკთა, და განამტკიცენინ აზნაურნი და მონანი; და აკურთხენინ მამანი დ ადედანი; და განმხიარულდინ ქალწულნი და წმიდანი ქრმის-ცოლნი; და იყავნ ჯუარი იგი მისი, ვითარცა ზღუდჱ გარემოჲს სოფელსა, და დაიცევინ სოფელი ჩვენი და ყოველნი მკჳდრნი მისნი, და მოავლინენ წყალობაჲ მისი ყოველსა ამას ზედა ერსა ჩუენსა! და ერთბამად აღმოვთქუათ დიდებაჲ სამებისა წმიდისაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

(უდაბნოს მრავალთავი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა)