"ნუ გეშინინ შვილო"!
ანუ
განმარტება დედათა წესში მყოფთა შესახებ
ანუ
განმარტება დედათა წესში მყოფთა შესახებ
ეს არის განმარტება იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა დედათა წესში მყოფი ქალების ეკლესიაში შეშვება და ლოცვა მართლებთან ერთად
ავტორი: მღვდელი კონსტანტინე პარხომენკო (დედანში სტატიის სახელწოდებაა: "О так называемой женской нечистоте").
სასულიერო პირები ხშირად აწყდებიან პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ე. წ. "დედათა წესთან". ეკლესიის მრევლის ზოგიერთი წევრი (ქალთა სქესიდან) ერიდება ეკლესიაში შესვლას, ჯვარზე მთხვევას ან ხატის ამბორს, თავს იკავებს კურთხევის აღებისგანაც, დგას ეკლესიის შემოსასვლელში (სტოაში) და მართალთა შორის დგომასა და ლოცვას ერიდება.
იბადება კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანს ღმრთისგან განაშორებდეს ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები? - ცხადია, არა!
მაგრამ, მაშინ, როგორ უნდა გავიგოთ ის ზოგიერთი საეკლესიო კანონი, რომლებიც დედათა წესში მყოფ ქალებს განსაზღვრულ დღეებში უკრძალავენ ეკლესიაში შესვლასა და ზიარებას?
როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?
ამისთვის ჯერ უნდა მივმართოთ ქრისტეანობამდელ დროებას, ანუ ძველაღთქმისეულ პერიოდს.
ძველ აღთქმაში ადამიანის სიბინძურესთან დაკავშირებით არსებობდა უამრავი განწესება. უწმინდურება, უპირველეს ყოვლისა
არის მკვდარი სხეული, ზოგიერთი დაავადება, მამაკაცთა და დედაკაცთა სასქესო ორგანოებიდან გამომავალი დინებანი (1).
_____________
1. იუდეველთათვის სხვა "უწმინდური" საგნებიც არსებობდნენ, კერძოდ: ზოგიერთი საკვები, ცხოველები და სხვა., მაგრამ უმთავრესი უწმიდურება - ეს იყო სწორედ ის, რომელიც აღვნიშნეთ.
_____________
საიდან გაუჩნდა ამგვარი წარმოდგენა იუდეველთ? ამისთვის კარგი იქნება თუ პარალელს გავავლებთ წარმართულ კულტურებთან, რომლებშიც ასევე არსებობდა მსგავსი განწესებანი უწმინდურობათა შესახებ, მაგრამ უწმინდურობის ბიბლიური გააზრება უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
უეჭველად, იუდეველებში წარმართული კულტურის გავლენა არსებობდა, მაგრამ ძველაღთქმისეული იუდაური კულტურის ადამიანისთვის გარეგნული უწმინდურობის იდეა გააზრებულ იქნა სხვაგვარად, ის წარმოადგენდა ერთგვარი ღრმა საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებების სიმბოლურ გააზრებას. რომლისას? ძველ აღთქმაში უწმინდურობა დაკავშირებული იყო ბნელ სიკვდილთან, რომელმაც შეიპყრო კაცობრიობა ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ. ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ სიკვდილი, დაავადებანი, სისხლისა და თესლის დინებანი, ისევე როგორც ჩასახული ნაყოფის განადგურება - ეს ყველაფერი მოგვაგონებს ადამიანის მოკვდავობაზე, ადამიანის ბუნების ერთგვარ სიღრმისეულ დაზიანებაზე.
ადამიანი, როდესაც ამჩნევს თავის ამ ხრწნადობას, მოკვდავობას, ცოდვილიანობის გამოვლინებას - ტაქტიკურად უნდა დადგეს ღმრთის მხარეს, რომელიც თავად სიცოცხლეა!
ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ აღთქმას უწმინდურობათა ზემოთ დასახელებულ სახეობებთან.
მაგრამ, ახალ აღთქმაში მაცხოვარმა რადიკალურად გარდაქმნა ეს თემა. წარსული - წარხდა, ახლა ყოველი, ვინც ქრისტესთან არის, რომც მოკვდეს - გაცოცხლდება. ამიტომაც, დანარჩენ უწმინდურობას, როგორც მოკვდავობის გამოხატულებას, აზრი ეკარგება. ქრისტე - არის "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14:6).
მაცხოვარი ეხებოდა მკვდრებს - გავიხსენოთ, როგორ შეეხო ის კუბოს, რომლითაც მიასვენებდნენ ნაინელი ქვრივის შვილს (ლუკა 7:11-16); როგორც მისცა მან უფლება სისხლმდინარე დედაკაცს შეხებოდა მისი სამოსის კიდეს... (მათე 9:20). ახალ აღთქმაში ჩვენ ვერ ვიპოვით ისეთ მომენტს, სადაც ქრისტეს დაეცვას სიწმიდესთან და უწმიდურებასთან დაკავშირებული რომელიმე ძველაღთქმისეული განწესება. მაშინაც კი, როდესაც ის აწყდება დედაკაცთა შეცბუნებას, რომლებიც აშკარად არღვევენ რიტუალური უწმინდურების ეტიკეტს და მას (ქრისტეს) ეხებიან, ისე ელაპარაკება მათ, რომელიც საზოგადოდ მიღებულ შეხედულებას ეწინააღმდეგება: "გამხნევდი, შვილო" (ძველ ქართულშია: "ნუ გეშინინ შვილო") (მათე 9:22).
მოციქულებიც ასე ასწავლიდნენ: "ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას" (რომ. 14:14). იგივე მოციქული ასეც ამბობს: "კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით" (ძვ. ქართულით: "ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული") (1 ტიმ. 4:4).
მოციქული აქ პირდაპირი აზრით ლაპარაკობს უწმიდურ საკვებზე. ებრაელები მთელ რიგ პროდუქტებს უწმიდურად მიიჩნევდნენ, ხოლო მოციქული ამბობს, რომ ღმრთის მიერ შექმნილი ყველაფერი წმიდა და კეთილია". მაგრამ მოციქული პავლე არაფერს ამბობს ფიზიოლოგიური პროცესების უწმიდურობაზე. კონკრეტული მითითება ჩავთვალოთ თუ არა დედათა წესში მყოფი დედაკაცი უწმიდურად, არც მასთან და არც სხვა მოციქულებთან განმარტებული არ არის. წმ. მოციქულ პავლეს ქადაგებათა ლოგიკიდა თუ გამოვალთ, დედათა წესიც, როგორც ორგანიზმის ბუნებრივი პროცესი, ვერ განაშორებენ ადამიანს ღმრთისა და მისი მადლისგან.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში მორწმუნეები თვითონ აკეთებდნენ არჩევანს. ვიღაც მისდევდა ტრადიციას, ბაძავდა დედებსა და ბებიებს, შესაძლოა ისე, "ყოველი შემთხვევისთვის" ან კიდევ, რომელიმე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ან რაიმე სხვა მიზეზით იცავდა იმ აზრს, რომ "კრიტიკულ" დღეებში უმჯობესია არ შეეხო სიწმიდეს და არ ეზიარო.
სხვები ეზიარებოდნენ ყოველთვის, დედათა წესში ყოფნის დროსაც, და მათ ზიარებისგან არავინ განაყენებდა. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ ამის დამადასტურებელი არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია, პირიქით, ვიცით, რომ ძველი ქრისტიანები, ყოველკვირეულად, სიცოცხლისთვის საშიში ვითარებისდა მიუხედავად (რადგან მაშინ დევნულებები ხშირი იყო), იკრიბებოდნენ სახლებში, მსახურობდნენ ლიტურგიას და ეზიარებოდნენ. ამ წესიდან რაიმე გამონაკლისი რომ ყოფილიყო, მაგალითად, დედაკაცთათვის განსაზღვრულ დღეებში, ძველ საეკლესიო ძეგლებში ამის შესახებ აუცილებლად იქნებოდა ნათქვამი. მაგრამ ისინი ამის შესახებ არაფერს ამბობენ.
თუმცა, ასეთი საკითხი განიხილებოდა და III საუკუნის მეორე ნახევერში მას პასუხი გასცა წმ. კლიმენტ რომაელმა თხზულებაში "მოციქულთა დადგენილებანი".
"ვინმე თუ იცავს და აღასრულებს თესლის დაღვრასთან ან დინებასთან, ასევე სჯულიერ შეერთებასთან დაკავშირებულ იუდაურ წესებს, დე გვითხრან, წყვეტენ თუ არა ისინი ლოცვას იმ ჟამსა და დღეებში, როდესაც მსგავს რამეს ექვემდებარებიან; ან ეხებიან თუ არა ბიბლია, ან თუ ეზიარებიან? თუ გვეტყვიან, რომ წყვეტენ, მაშინ აშკარად არ ჰქონიათ მათ საკუთარ თავში სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის მყოფობს მორწმუნესთან... სინამდვილეში, თუკი შენ, დედაკაცო, ფიქრობ, რომ შვიდი დღის განმავლობაში, როდესაც თვიური გაქვს, გტოვებს სულიწმიდა; მაშინ გამოდის, რომ უეცარი სიკვდილის შემთხვევაში გახვალ სულიწმიდისა და ღმრთისადმი სასოების გარეშე. მაგრამ, სულიწმიდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შენთანაა... რამეთუ არც სჯულიერი შეერთება, არც მშობიარობა, არც სისხლის დინება, არც სიზმარში თესლის დინება ვერ შებილწავს კაცის ბუნებას ან განაშორებს მას სულიწმიდას, მისგან მხოლოდ მწვალებლობა და უსჯულო საქმიანობა განაშორებს.
მაშ, დედაკაცო, თუკი შენ, როგორც ამბობ, თვიური განწმენდის დღეებში სულიწმიდა არ გაგაჩნია, უწმინდური სულით უნდა იყო აღვსილი. რამეთუ, როდესაც არ ლოცულობ და არ კითხულობ ბიბლიას, უნებლიედ იწვევ მას საკუთარ სულში...
ამიტომაც, თავი შეიკავო, ო, დედაკაცო, ამაო საუბრებისგან და ყოველთვის გახსოვდეს შენი შემოქმედი, ევედრე მას... და ნუ აქცევ ყურადღებას - ნურც ბუნებრივ განწმენდას, ნურც სჯულიერ შეერთებას, ნურც მშობიარობას, ნურც მუცლის მოშლას, ნურც ხორციელ ნაკლს. უაზრობაა ამდაგვართადმი ყურადღების მიქცევა და სულელ ადამიანთა გამონაგონია.
... ქორწინება პატიოსანია და პატივდებული, ბავშვების შობაც წმიდაა... და ბუნებრივი განწმენდებიც სიბილწე როდია ღმრთის წინაშე, რომელმაც ყველაფერი ბრძნულად მოაწყო, რათა ასე ჰქონოდათ დედაკაცთ... მაგრამ სახარების მიხედვითაც, როდესაც სისხლმდინარე დედაკაცი შეეხლო მაცხოვრის სამოსის კიდეს, რომ განკურნებულიყო, უფალმა კი არ გაკიცხა იგი, არამედ უთხრა: "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ" (მათე 9:22).
VI საუკუნეში ამავე თემაზე წერდა წმ. გრიგოლ დეოლოგოსი (გადმოცემის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნის პირველშეწირულის ლიტურგია, რომელსაც დიდი მარხვის სადაგ დღეებში მსახურობენ). მოცემულ კითხვაზე ის პასუხობს ინგლისელთა არქიეპისკოპოს ავგუსტინეს, და ეუბნება, რომ ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიაში შესვლა და საიდუმლოებებთან მიახლება - ბავშვის გაჩენისთანავეც და თვიური განწმენდის დროსაც: "არ უნდა ავუკრძალოთ დედაკაცს თვიური განწმენდის დროს ეკლესიაში შესვლა, რადგან მისი დანაშაული როდია ის, რაც მისცემია ბუნებითგან, და რისგანაც დედაკაცი მისი ნების გარეშე იტანჯება. ჩვენ ხომ ვიცით, როდესაც სისხლმდინარე დედაკაცი, რომელიც უკნიდან მიეახლა უფალს და მისი სამოსის კიდეს შეეხო მყისიერ განიკურნა. მაშ, თუკი მას შეეძლო სისხლმდინარების დროსაც შეხებოდა უფლის სამოსს და მიეღო განკურნება, თვიური განწმენდების დროს რატომ არ უნდა შეეძლოს მას უფლის ტაძარში შესვლა?...
ასეთ დროს დედაკაცისთვის არც წმიდა ზიარების საიდუმლოს აკრძალვა შეიძლება. თუ ის არ გაბედავს მის მიღებას დიდი მოწიწების გამო, ეს ფრიად საქებარი იქნება, მაგრამ, თუ მიიღებს არ ჩაიდენს ცოდვას... და თვიური განწმენდებისას დედაკაცები ცოდვილნი არ არიან, რამეთუ ეს მათი ბუნებისამებრ ხდება...
მიეცით დედაკაცებს უფლება მოიქცნენ მათი შეხედულებისამებრ, და თუ ისინი თვიური განწმენდების დროს ვერ გაბედავენ უფლის უპატიოსნეს სისხლთან და ხორცთან მიახლებას, შევაქოთ ისინი ღვთისმოსაობისთვის. ხოლო თუ ისინი... მაინც მოისურვებენ ამ საიდუმლოსთან ზიარებას, როგორც უკვე ვთქვით, არ გვმართებს მათდამი წინააღმდეგობა".
მოკლედ, დასავლეთში, არადა ორივე წმიდა მამა რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ, ამ თემამ მიიღო ყველაზე ავტორიტეტული და საბოლოო გადაწყვეტა. დღეს არცერთ დასავლელ ქრისტეანს თავში აზრადაც კი არ მოუვა დასვას კითხვა, რომელიც ჩვენ, აღმოსავლური ქრისტეანული კულტურის მემკვიდრეებს ასე გვაშფოთებს. იქ (დასავლეთში) დედაკაცს, ქალური განწმენდებისდა მიუხედავად, ნებისმიერ დროს შეუძლია სიწმიდეებთან მიახლება.
აღმოსავლეთში კი მოცემულ საკითხზე ერთიანი აზრი არასოდეს ყოფილა.
სირიული ძველქრისტეანული დოკუმენტი (დიდასკალია), რომელიც III საუკუნით დარიღდება ამბობ, რომ ქრისტეანი ქალი არ უნდა იცავდეს არავითარ დღეებს და ყოველთვის უნდა ეზიარებოდეს.
მაგრამ, ამ დროს, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც III საუკუნის შუაწლებში ცხოვრობდა, ამის საწინააღმდეგოს წერდა: "ხოლო დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღმრთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც კი ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, თუმ თუ ღმრთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. რადგან თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე დედაკაცმა თავის განსაკურნებლად მიიზიდა არა მაცხოვარი, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კალთა. ხოლო ვინც არ უნდა იყოს, და რა ვნებითაც არ უნდა იყოს შეპყობილი, მისთვის ლოცვა, მეუფის ხსენება და მისგან დახმარების თხოვნა არასოდეს არის აკრძალული. სიწმინდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება კი არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება".
100 წლის შემდეგ, ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებზე წერს წმ. ათანასე ალექსანდრიელი. ის ამბობს, რომ ღმრთის ყველა ქმნილება "კეთილი და წმიდაა". " აბა, მითხარი, ო საყვარელო და განკძალულო, - ბრძანებს წმ. ათანასე, - რა ცოდვა და უწმუნდურობა აქვს რაიმე ბუნებრივ გამონაყოფს, როგორც ზოგიერთი ბრალად უყენებს ვისმე ცხვირიდან წამოდენილ სისველეს და პირიდან გადმოსულ ნერწყვს? ასევეა მუცლის დაცლა, რომელიც საჭიროა ცოცხალი არსების სიცოცხლისათვის. ადამიანი ღმრთის ხელის შექმნილად გვწამს წმინდა წერილისამებრ და, როგორ შეიძლებოდა, წმინდა ხელიდან რაიმე ბიწიანი გამოსულიყო. და თუ ღმრთის ნათესავი ვართ მოცქიულთა წიგნისამებრ (საქ. 17,28), ჩვენ ჩვენში არაწმინდა არაფერი გვაქვს. მხოლოდ მაშინ შევიგინებით, როცა სულის წარმწყმედ ცოდვას ვმოქმედებთ" (წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონ მონაზვნის მიმართ).
წმ. ათანასეს მიხედვით აზრებს წმიდისა და უწმიდურის შესახებ ჩაგვაგონებს ეშმაკი, რომელიც "მარტივი გონების პატრონთა აღელვებას ისწრაფვის და აბრკოლებს" (იქვე).
ხოლო კიდევ 30 წლის შემდეგ, წმ. ათანასეს მემკვიდრე ალექსანდრიის კათედრაზე, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი ამავე თემაზე სულ სხვაგვარად ფიქრობდა. კითხვაზე, "თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?" წმ. ტიმოთე პასუხობს: "საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება" (უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ტიმოთეს პასუხში არ არის აკრძალული დედათა წესში მყოფი დედაკაცის ტაძარში შეშვება და ლოცვებზე დასწრება. წმ. ტიმოთე მხოლოდ მის უზიარებლობაზე ლაპარაკობს და არა ეკლესიის შეშვებაზე ან სეფისკვერთა და ნაკურთხ პურთა მიღებაზე).
სწორედ ეს უკანასკნელი აზრი დამკვიდრდა აღმოსავლეთში თავისი სხვადასხვა ვარიაციებით თვით დღევანდლამდე. ოღონდ მამათაგან და კანონისტთაგან ერთნი იყვნენ უფრო რიგორისტულები - დედაკაცი ამ დღეებში არ უნდა შედიოდეს ტაძარში, ხოლო სხვები ამბობდნენ, რომ ლოცვა, ტაძარში შესვლა მათ შეუძლიათ, ოღონდ ზიარების გარეშე.
მაგრამ, მოდი, ვიკითხოთ - რატომ არ შეიძლება? რაიმე დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე ჩვენ არ გვაქვს. მაგალითისთვის მოვიტანთ XVIII საუკუნის ათონელი მოსაგრისა და ერუდიტის ნიკოდიმოს მთაწმიდელის სიტყვებს. კითხვაზე: რატომ ითვლება დედაკაცთა თვიური განწმენდის პერიოდი არაწმიდად არა მარტო ძველ აღთქმაში, არამედ ქრისტეან წმიდა მამათა მიერაც? - წმინდანი პასუხობს, რომ ამისთვის არსებობს სამი მიზეზი:
1. სახალხო შეხედულებით, რადგან ყველა ადამიანი უწმიდურებად მიიჩნევს იმას, რაც გამოდის სხეულიდან ზოგიერთი ორგანოების მეშვეობით, როგორც ზედმეტი და არასაჭირო, მაგალითად, გამონადენები ყურიდან, ცხვირიდან, სისველე ხველების დროს და ა. შ.
2. ეს ყოველივე იწოდება უწმიდურობად, რადგა ღმერთი სხეულებრივის მიერ სულიერზე, ანუ ზნეობრივზე მიგვანიშნებს. თუკი ადამიანის უნებლიე ხორციელი გამონაყოფი უწმიდურია, რამდენად უწმიდური უნდა იყოს ცოდვა, რომელსაც ჩვენ საკუთარი ნებით ჩავიდენთ.
3. ღმერთი უწმიდურად მიიჩნევს დედაკაცთა თვიურ განწმენდას, რათა აუკრძალოს მამაკაცთ მათთან სქესობრივი შეერთება... უმთავრესად და უპირატესად მომავალ თაობაზე ზრუნვის გამო.
ასე პასუხობს ამ კითხვებს ცნობილი ღვთისმეტყველი. უნდა ითქვას, რომ სამივე არგუმენტი სრულიად არასერიოზულია. პირველ შემთხვევაში საკითხი წყდება ჰიგიენური საშუალებების მეშვეობით, მეორე შემთხვევაში - გაუგებარია რა კავშირი აქვს თვიურ განწმენდებს ცოდვებთან? ასეთივე მდგომარეობაა ნიკოდიმოსის მესამე არგუმენტის შემთხვევაშიც. ღმერთი დედაკაცის თვიურ განწმენდას უწმიდურობას უწოდებს ძველ აღთქმაში, მაგრამ ახალ აღთქმაში ძველაღთქმისეული გაუქმებულია ქრისტეს მიერ. გარდა ამისა, რა კავშირი აქვს ზიარებასთან კრიტიკულ დღეებში ცოლ-ქმარს შორის შეერთების საკითხს?
ამ საკითხის აქტუალობის გამო ის შეისწავლა თანამედროვე ღვთისმეტყველმა, სერბმა პატრიარქმა პავლემ. ამის შესახებ მან დაწერა მრავალგზის გამოცემული სტატია მახასიათებელი სახელწოდებით: "შეუძლია თუ არა დედაკაცს მოვიდეს ტაძარში, ეამბოროს ხატებს და ეზიაროს, როდესაც ის "უწმიდურია" (ანუ თვიურ განწმენდაშია)"?
პატრიარქი წერს: "დედაკაცის თვიური განწმენდა არ შეიქს მას რიტუალურად, ლოცვითად უწმიდურს. ეს უწმიდურება მხოლოდ ფიზიკურია, სხეულებრივია, ისევე როგორც სხვა ორგანოთა გამონადენი. გარდა ამისა, რადგან თანამედროვე ჰიგიენური საშუალებები ეფექტურად ეწინააღმდეგებიან იმას, რათა სისხლის შემთხვევითმა დინებამ არ შებილწოს ტაძარი... ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ მხრივაც არ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ დედაკაცს, თვიური განწმენდების დროს, თუკი ის აუცილებელი სიფრთხილით დაიცავს ჰიგიენურ ზომებს, შეუძლია მოვიდეს ეკლესიაში, ეამბოროს ხატებს, მიიღოს ანტიდორი და წმიდა აიაზმა, ისევე როგორც მონაწილეობა მიიღოს გალობაში. ამ მდგომარეობაში ზიარება ან თუ მოუნათლავია - ნათლობა, მას არ შეეძლებოდა. მაგრამ სასიკვდილო ავადმყოფობის შემთხვევაში ეზიარება კიდეც და მოინათლება კიდეც".
ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი პავლე მიდის იმ დასკვნამდე, რომ "ეს მხოლოდ ფიზიკური, სხეულებრივი უწმიდურებაა, როგორც სხვა ორგანოთა გამონაყოფნი". ასეთ შემთხვევაში გაუგებარია მისი ნაშრომის დასკვნა: ტაძარში სიარული შეიძლება, ზიარება კი არა. თუ პრობლემა ჰიგიენაშია, მაშინ ეს პრობლემა, როგორც ამას აღნიშნავს თვით მეუფე პავლე, გადაწყვეტილია... მაშ, რატომ არ შეუძლია მას ზიარება? ვფიქრობ, მორჩილმა და თავმდაბალმა მეუფემ უბრალოდ ვერ გაბედა წინააღმდეგობა გაეწია ტრადიციისთვის (2).
სასულიერო პირები ხშირად აწყდებიან პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ე. წ. "დედათა წესთან". ეკლესიის მრევლის ზოგიერთი წევრი (ქალთა სქესიდან) ერიდება ეკლესიაში შესვლას, ჯვარზე მთხვევას ან ხატის ამბორს, თავს იკავებს კურთხევის აღებისგანაც, დგას ეკლესიის შემოსასვლელში (სტოაში) და მართალთა შორის დგომასა და ლოცვას ერიდება.
იბადება კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანს ღმრთისგან განაშორებდეს ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები? -
მაგრამ, მაშინ, როგორ უნდა გავიგოთ ის ზოგიერთი საეკლესიო კანონი, რომლებიც დედათა წესში მყოფ ქალებს განსაზღვრულ დღეებში უკრძალავენ ეკლესიაში შესვლასა და ზიარებას?
როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?
ამისთვის ჯერ უნდა მივმართოთ ქრისტეანობამდელ დროებას, ანუ ძველაღთქმისეულ პერიოდს.
ძველ აღთქმაში ადამიანის სიბინძურესთან დაკავშირებით არსებობდა უამრავი განწესება. უწმინდურება, უპირველეს ყოვლისა
არის მკვდარი სხეული, ზოგიერთი დაავადება, მამაკაცთა და დედაკაცთა სასქესო ორგანოებიდან გამომავალი დინებანი (1).
_____________
1. იუდეველთათვის სხვა "უწმინდური" საგნებიც არსებობდნენ, კერძოდ: ზოგიერთი საკვები, ცხოველები და სხვა., მაგრამ უმთავრესი უწმიდურება -
_____________
საიდან გაუჩნდა ამგვარი წარმოდგენა იუდეველთ? ამისთვის კარგი იქნება თუ პარალელს გავავლებთ წარმართულ კულტურებთან, რომლებშიც ასევე არსებობდა მსგავსი განწესებანი უწმინდურობათა შესახებ, მაგრამ უწმინდურობის ბიბლიური გააზრება უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
უეჭველად, იუდეველებში წარმართული კულტურის გავლენა არსებობდა, მაგრამ ძველაღთქმისეული იუდაური კულტურის ადამიანისთვის გარეგნული უწმინდურობის იდეა გააზრებულ იქნა სხვაგვარად, ის წარმოადგენდა ერთგვარი ღრმა საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებების სიმბოლურ გააზრებას. რომლისას? ძველ აღთქმაში უწმინდურობა დაკავშირებული იყო ბნელ სიკვდილთან, რომელმაც შეიპყრო კაცობრიობა ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ. ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ სიკვდილი, დაავადებანი, სისხლისა და თესლის დინებანი, ისევე როგორც ჩასახული ნაყოფის განადგურება -
ადამიანი, როდესაც ამჩნევს თავის ამ ხრწნადობას, მოკვდავობას, ცოდვილიანობის გამოვლინებას -
ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ აღთქმას უწმინდურობათა ზემოთ დასახელებულ სახეობებთან.
მაგრამ, ახალ აღთქმაში მაცხოვარმა რადიკალურად გარდაქმნა ეს თემა. წარსული -
მაცხოვარი ეხებოდა მკვდრებს -
მოციქულებიც ასე ასწავლიდნენ: "ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას" (რომ. 14:14). იგივე მოციქული ასეც ამბობს: "კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით" (ძვ. ქართულით: "ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული") (1 ტიმ. 4:4).
მოციქული აქ პირდაპირი აზრით ლაპარაკობს უწმიდურ საკვებზე. ებრაელები მთელ რიგ პროდუქტებს უწმიდურად მიიჩნევდნენ, ხოლო მოციქული ამბობს, რომ ღმრთის მიერ შექმნილი ყველაფერი წმიდა და კეთილია". მაგრამ მოციქული პავლე არაფერს ამბობს ფიზიოლოგიური პროცესების უწმიდურობაზე. კონკრეტული მითითება ჩავთვალოთ თუ არა დედათა წესში მყოფი დედაკაცი უწმიდურად, არც მასთან და არც სხვა მოციქულებთან განმარტებული არ არის. წმ. მოციქულ პავლეს ქადაგებათა ლოგიკიდა თუ გამოვალთ, დედათა წესიც, როგორც ორგანიზმის ბუნებრივი პროცესი, ვერ განაშორებენ ადამიანს ღმრთისა და მისი მადლისგან.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში მორწმუნეები თვითონ აკეთებდნენ არჩევანს. ვიღაც მისდევდა ტრადიციას, ბაძავდა დედებსა და ბებიებს, შესაძლოა ისე, "ყოველი შემთხვევისთვის" ან კიდევ, რომელიმე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ან რაიმე სხვა მიზეზით იცავდა იმ აზრს, რომ "კრიტიკულ" დღეებში უმჯობესია არ შეეხო სიწმიდეს და არ ეზიარო.
სხვები ეზიარებოდნენ ყოველთვის, დედათა წესში ყოფნის დროსაც, და მათ ზიარებისგან არავინ განაყენებდა. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ ამის დამადასტურებელი არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია, პირიქით, ვიცით, რომ ძველი ქრისტიანები, ყოველკვირეულად, სიცოცხლისთვის საშიში ვითარებისდა მიუხედავად (რადგან მაშინ დევნულებები ხშირი იყო), იკრიბებოდნენ სახლებში, მსახურობდნენ ლიტურგიას და ეზიარებოდნენ. ამ წესიდან რაიმე გამონაკლისი რომ ყოფილიყო, მაგალითად, დედაკაცთათვის განსაზღვრულ დღეებში, ძველ საეკლესიო ძეგლებში ამის შესახებ აუცილებლად იქნებოდა ნათქვამი. მაგრამ ისინი ამის შესახებ არაფერს ამბობენ.
თუმცა, ასეთი საკითხი განიხილებოდა და III საუკუნის მეორე ნახევერში მას პასუხი გასცა წმ. კლიმენტ რომაელმა თხზულებაში "მოციქულთა დადგენილებანი".
"ვინმე თუ იცავს და აღასრულებს თესლის დაღვრასთან ან დინებასთან, ასევე სჯულიერ შეერთებასთან დაკავშირებულ იუდაურ წესებს, დე გვითხრან, წყვეტენ თუ არა ისინი ლოცვას იმ ჟამსა და დღეებში, როდესაც მსგავს რამეს ექვემდებარებიან; ან ეხებიან თუ არა ბიბლია, ან თუ ეზიარებიან? თუ გვეტყვიან, რომ წყვეტენ, მაშინ აშკარად არ ჰქონიათ მათ საკუთარ თავში სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის მყოფობს მორწმუნესთან... სინამდვილეში, თუკი შენ, დედაკაცო, ფიქრობ, რომ შვიდი დღის განმავლობაში, როდესაც თვიური გაქვს, გტოვებს სულიწმიდა; მაშინ გამოდის, რომ უეცარი სიკვდილის შემთხვევაში გახვალ სულიწმიდისა და ღმრთისადმი სასოების გარეშე. მაგრამ, სულიწმიდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შენთანაა... რამეთუ არც სჯულიერი შეერთება, არც მშობიარობა, არც სისხლის დინება, არც სიზმარში თესლის დინება ვერ შებილწავს კაცის ბუნებას ან განაშორებს მას სულიწმიდას, მისგან მხოლოდ მწვალებლობა და უსჯულო საქმიანობა განაშორებს.
მაშ, დედაკაცო, თუკი შენ, როგორც ამბობ, თვიური განწმენდის დღეებში სულიწმიდა არ გაგაჩნია, უწმინდური სულით უნდა იყო აღვსილი. რამეთუ, როდესაც არ ლოცულობ და არ კითხულობ ბიბლიას, უნებლიედ იწვევ მას საკუთარ სულში...
ამიტომაც, თავი შეიკავო, ო, დედაკაცო, ამაო საუბრებისგან და ყოველთვის გახსოვდეს შენი შემოქმედი, ევედრე მას... და ნუ აქცევ ყურადღებას -
... ქორწინება პატიოსანია და პატივდებული, ბავშვების შობაც წმიდაა... და ბუნებრივი განწმენდებიც სიბილწე როდია ღმრთის წინაშე, რომელმაც ყველაფერი ბრძნულად მოაწყო, რათა ასე ჰქონოდათ დედაკაცთ... მაგრამ სახარების მიხედვითაც, როდესაც სისხლმდინარე დედაკაცი შეეხლო მაცხოვრის სამოსის კიდეს, რომ განკურნებულიყო, უფალმა კი არ გაკიცხა იგი, არამედ უთხრა: "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ" (მათე 9:22).
VI საუკუნეში ამავე თემაზე წერდა წმ. გრიგოლ დეოლოგოსი (გადმოცემის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნის პირველშეწირულის ლიტურგია, რომელსაც დიდი მარხვის სადაგ დღეებში მსახურობენ). მოცემულ კითხვაზე ის პასუხობს ინგლისელთა არქიეპისკოპოს ავგუსტინეს, და ეუბნება, რომ ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიაში შესვლა და საიდუმლოებებთან მიახლება -
ასეთ დროს დედაკაცისთვის არც წმიდა ზიარების საიდუმლოს აკრძალვა შეიძლება. თუ ის არ გაბედავს მის მიღებას დიდი მოწიწების გამო, ეს ფრიად საქებარი იქნება, მაგრამ, თუ მიიღებს არ ჩაიდენს ცოდვას... და თვიური განწმენდებისას დედაკაცები ცოდვილნი არ არიან, რამეთუ ეს მათი ბუნებისამებრ ხდება...
მიეცით დედაკაცებს უფლება მოიქცნენ მათი შეხედულებისამებრ, და თუ ისინი თვიური განწმენდების დროს ვერ გაბედავენ უფლის უპატიოსნეს სისხლთან და ხორცთან მიახლებას, შევაქოთ ისინი ღვთისმოსაობისთვის. ხოლო თუ ისინი... მაინც მოისურვებენ ამ საიდუმლოსთან ზიარებას, როგორც უკვე ვთქვით, არ გვმართებს მათდამი წინააღმდეგობა".
მოკლედ, დასავლეთში, არადა ორივე წმიდა მამა რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ, ამ თემამ მიიღო ყველაზე ავტორიტეტული და საბოლოო გადაწყვეტა. დღეს არცერთ დასავლელ ქრისტეანს თავში აზრადაც კი არ მოუვა დასვას კითხვა, რომელიც ჩვენ, აღმოსავლური ქრისტეანული კულტურის მემკვიდრეებს ასე გვაშფოთებს. იქ (დასავლეთში) დედაკაცს, ქალური განწმენდებისდა მიუხედავად, ნებისმიერ დროს შეუძლია სიწმიდეებთან მიახლება.
აღმოსავლეთში კი მოცემულ საკითხზე ერთიანი აზრი არასოდეს ყოფილა.
სირიული ძველქრისტეანული დოკუმენტი (დიდასკალია), რომელიც III საუკუნით დარიღდება ამბობ, რომ ქრისტეანი ქალი არ უნდა იცავდეს არავითარ დღეებს და ყოველთვის უნდა ეზიარებოდეს.
მაგრამ, ამ დროს, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც III საუკუნის შუაწლებში ცხოვრობდა, ამის საწინააღმდეგოს წერდა: "ხოლო დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღმრთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც კი ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, თუმ თუ ღმრთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. რადგან თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე დედაკაცმა თავის განსაკურნებლად მიიზიდა არა მაცხოვარი, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კალთა. ხოლო ვინც არ უნდა იყოს, და რა ვნებითაც არ უნდა იყოს შეპყობილი, მისთვის ლოცვა, მეუფის ხსენება და მისგან დახმარების თხოვნა არასოდეს არის აკრძალული. სიწმინდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება კი არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება".
100 წლის შემდეგ, ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებზე წერს წმ. ათანასე ალექსანდრიელი. ის ამბობს, რომ ღმრთის ყველა ქმნილება "კეთილი და წმიდაა". " აბა, მითხარი, ო საყვარელო და განკძალულო, -
წმ. ათანასეს მიხედვით აზრებს წმიდისა და უწმიდურის შესახებ ჩაგვაგონებს ეშმაკი, რომელიც "მარტივი გონების პატრონთა აღელვებას ისწრაფვის და აბრკოლებს" (იქვე).
ხოლო კიდევ 30 წლის შემდეგ, წმ. ათანასეს მემკვიდრე ალექსანდრიის კათედრაზე, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი ამავე თემაზე სულ სხვაგვარად ფიქრობდა. კითხვაზე, "თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?" წმ. ტიმოთე პასუხობს: "საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება" (უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ტიმოთეს პასუხში არ არის აკრძალული დედათა წესში მყოფი დედაკაცის ტაძარში შეშვება და ლოცვებზე დასწრება. წმ. ტიმოთე მხოლოდ მის უზიარებლობაზე ლაპარაკობს და არა ეკლესიის შეშვებაზე ან სეფისკვერთა და ნაკურთხ პურთა მიღებაზე).
სწორედ ეს უკანასკნელი აზრი დამკვიდრდა აღმოსავლეთში თავისი სხვადასხვა ვარიაციებით თვით დღევანდლამდე. ოღონდ მამათაგან და კანონისტთაგან ერთნი იყვნენ უფრო რიგორისტულები -
მაგრამ, მოდი, ვიკითხოთ -
1. სახალხო შეხედულებით, რადგან ყველა ადამიანი უწმიდურებად მიიჩნევს იმას, რაც გამოდის სხეულიდან ზოგიერთი ორგანოების მეშვეობით, როგორც ზედმეტი და არასაჭირო, მაგალითად, გამონადენები ყურიდან, ცხვირიდან, სისველე ხველების დროს და ა. შ.
2. ეს ყოველივე იწოდება უწმიდურობად, რადგა ღმერთი სხეულებრივის მიერ სულიერზე, ანუ ზნეობრივზე მიგვანიშნებს. თუკი ადამიანის უნებლიე ხორციელი გამონაყოფი უწმიდურია, რამდენად უწმიდური უნდა იყოს ცოდვა, რომელსაც ჩვენ საკუთარი ნებით ჩავიდენთ.
3. ღმერთი უწმიდურად მიიჩნევს დედაკაცთა თვიურ განწმენდას, რათა აუკრძალოს მამაკაცთ მათთან სქესობრივი შეერთება... უმთავრესად და უპირატესად მომავალ თაობაზე ზრუნვის გამო.
ასე პასუხობს ამ კითხვებს ცნობილი ღვთისმეტყველი. უნდა ითქვას, რომ სამივე არგუმენტი სრულიად არასერიოზულია. პირველ შემთხვევაში საკითხი წყდება ჰიგიენური საშუალებების მეშვეობით, მეორე შემთხვევაში -
ამ საკითხის აქტუალობის გამო ის შეისწავლა თანამედროვე ღვთისმეტყველმა, სერბმა პატრიარქმა პავლემ. ამის შესახებ მან დაწერა მრავალგზის გამოცემული სტატია მახასიათებელი სახელწოდებით: "შეუძლია თუ არა დედაკაცს მოვიდეს ტაძარში, ეამბოროს ხატებს და ეზიაროს, როდესაც ის "უწმიდურია" (ანუ თვიურ განწმენდაშია)"?
პატრიარქი წერს: "დედაკაცის თვიური განწმენდა არ შეიქს მას რიტუალურად, ლოცვითად უწმიდურს. ეს უწმიდურება მხოლოდ ფიზიკურია, სხეულებრივია, ისევე როგორც სხვა ორგანოთა გამონადენი. გარდა ამისა, რადგან თანამედროვე ჰიგიენური საშუალებები ეფექტურად ეწინააღმდეგებიან იმას, რათა სისხლის შემთხვევითმა დინებამ არ შებილწოს ტაძარი... ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ მხრივაც არ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ დედაკაცს, თვიური განწმენდების დროს, თუკი ის აუცილებელი სიფრთხილით დაიცავს ჰიგიენურ ზომებს, შეუძლია მოვიდეს ეკლესიაში, ეამბოროს ხატებს, მიიღოს ანტიდორი და წმიდა აიაზმა, ისევე როგორც მონაწილეობა მიიღოს გალობაში. ამ მდგომარეობაში ზიარება ან თუ მოუნათლავია -
ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი პავლე მიდის იმ დასკვნამდე, რომ "ეს მხოლოდ ფიზიკური, სხეულებრივი უწმიდურებაა, როგორც სხვა ორგანოთა გამონაყოფნი". ასეთ შემთხვევაში გაუგებარია მისი ნაშრომის დასკვნა: ტაძარში სიარული შეიძლება, ზიარება კი არა. თუ პრობლემა ჰიგიენაშია, მაშინ ეს პრობლემა, როგორც ამას აღნიშნავს თვით მეუფე პავლე, გადაწყვეტილია... მაშ, რატომ არ შეუძლია მას ზიარება? ვფიქრობ, მორჩილმა და თავმდაბალმა მეუფემ უბრალოდ ვერ გაბედა წინააღმდეგობა გაეწია ტრადიციისთვის (2).
_____________
2. ზოგიერთი მღვდლის აპელირება "კანონებზე" სრულიად გაუმართლებელია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ამ საკითხზე არ არსებობს კრებითი დადგენილება. არსებობს მხოლოდ საკმაოდ ავტორიტეტულ წმიდა მამათა შეხედულებები (ჩვენ ისინი ვახსენეთ. ესენია: წმმ. დიონისე დიდი, ათანასე და ტიმოთე ალექსანდრიელები), რომლებიც შეტანილია მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა წიგნში (დიდ სჯულისკანონში). ცალკეულ მამათა აზრი, თუნდაც ძლიერ ავტორიტეტულის, -
_____________
ბოლოს, შეჯამების სახით, შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა უმეტესობა, რომელთაც ხშირად არც ესმით ამგვარი აკრძალვების ლოგიკა, მაინც პატივს სცემენ ამ დადგენილებებს და მაინც არ ურჩევენ დედაკაცებს ზიარებას თვიური განწმენდების დროს.
სხვა მღვდლები (რომელთაც მიეკუთვნება ამ სტატიის ავტორიც) ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ისტორიული გაუგებრობაა (სწორედაც რომ ისტორიული, და არა საღვთისმეტყველო. ამ აკრძალვის ავტორისთვის ცნობილი ყველა საღვთისმეტყველო დასაბუთება ნაძალადევია) და, რომ არ არის საჭირო ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს ყურადღებას ვაქცევდეთ -
მაგრამ, ერთნიც და მეორენიც, აღსარებაზე მოსულ ქალებსა და გოგონებს ეკითხებიან მათი ციკლების შესახებ. უფრო დიდ და არცთუ საქებარ მოშურნეობას ამ საკითხში იჩენენ "საეკლესიო ბებიები". სწორედ ისინი აშინებენ ახალდამწყებ ქრისტეანთ რაღაც "სიბილწეებით" და "უწმიდურობებით", რომელთაც თურმე ეკლესიურად ცხოვრების დროს ყურადღებით უნდა მიადევნო თვალი და თუ გამოგეპარა აუცილებლად თქვა აღსარებაზე.
რა შეიძლება წინამდებარე სტატიის ავტორმა ურჩიოს ღვთისმოსავ მკითხველ მანდილოსნებს? მხოლოდ ის, რომ ამ საკითხში ისინი მორჩილად უნდა მისდევდნენ თავიანთი სულიერი მოძღვრის რეკომენდაციებს.
__________________
ჩვენი დამატება: როდესაც ვხვდებით მოჩვენებით ან ნამდვილ წინააღმდეგობას კანონებში, სჯულის ისეთი კომენტატორი, როგორიც იყო იოანე ზონარა ყოველთვის ცდილობდა მათ ურთიერთ შეთანხმებას. ამასთან დაკავშირებით ის გამოდიოდა იმ ვარაუდიდან, რომ კანონები, რომლებიც შეტანილია ერთ კოდექსში, და ეფუძნებიან ერთსა და იმავე რელიგიურ-
მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მართლაც იბადება გადაუჭრელი სხვაობა კანონებს შორის (და ასეთად გვეჩვენება წმ. ათანასე ალექსანდრიელისა და წმ. დიონისე დიდის განმარტებები დედაკაცთა თვიური განწმენდების შესახებ, სადაც წმ. ათანასე მას ბუნებრივ გამონაყოფად მიიჩნევს და არ თვლის ადამიანის შემბილწველ რაიმე უბედურებად, ხოლო წმ. დიონისეს აზრით დედათა წესის დროს დედაკაცი "სულით და ხორცით" უწმიდურია) ზონარა შეუთანხმებელ კანონთა შორის უპირატესობის ნორმის დასადგენად მიმართავს ასეთ წესს: უპირველეს ადგილზე დგანან წმიდა მოციქულთა კანონები; მსოფლიო კრებათა კანონებს ის უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ ეკლესიათა კანონებთან შედარებით, ხოლო ამ უკანასკნელთ, უპირატესობას აძლევს წმიდა მამათა კანონებთან შედარებით. გარდა ამისა, ზონარას მიხედვით, უპირატესობის მქონეა ის კანონი, რომელიც "უფრო კაცთმოყვარეა", ანუ შეიცავს უფრო მსუბუქ სანქციას (იხ. Протоиерей Владислав Цыпин. Церковное право. Источники церковного права византии X-
წყარო: Константин Пархоменко. "О так называемой женской нечистоте".