ნათლობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
ბაპტისტერიუმი
მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იქვე წერენ, რომ იმისათვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. ანუ საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იქვე).

ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებით", "წყლის თავზე დასხმით" თუ სხვა, არ არის ნათლობა, მართლმადიდებელ ხალხებში ის შემოიჭრა ლათინობიდან (პაპიზმიდან) და ძველი მართლმადიდებლობის მიერ უარყოფილია. აქედან, წყალპკურებითად, წყალგადასხმით და საერთოდ, არა სამგზის შთაფლვით "ნათელღებულები" არიან მოუნათლავები და ვერ ცხონდებიან. ამის დასტურად მოგვყავს რამოდენიმე ციტატა საეკლესიო განწესებებიდან, ადგილობრივი კრებებიდან და მამათა თხზულებებიდან. ხოლო ეს განყოფილება მთლიანად ეძღვნება საკითხს თუ როგორ უნდა შესრულდეს და როგორ არა, ნათლისღების საიდუმლო; ვინ შეიძლება ჩაითვალოს ნათელღებულად და  ვინ არა.

მაგალითად, მოციქულთა 50-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19) (წმ. მოციქულთა 50-
ე კანონი).

სხვადასხვა ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიები ყოველთვის მისდევდნენ მოციქულთა ამ მოთხოვნას. ამის დასტურად ქვემოთ დამოწმებული უმცირესი მასალაც გამოდგება:

"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

აღმოსავლელი პატრიარქების თქმით, რომლებმაც 1848 წელს მიიღეს ერთობლივი ოროსები ლათინთა წინააღმდეგ, განაცხადეს, რომ "წყალგადავლებით "ნათლობას" არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს. მას (ანუ წყალპკურებით "ნათლობას" - ადმ.) ზიზღისა და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს, მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში, ვიღებთ როგორც მოუნათლავთ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე თავიდან ვნათლავთ" (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных в православную церковь. Вятск. 1869 г.).

წყალგადავლებითი, ანუ წყალპკურებითი "ნათლობის" შესახებ მეტად ლაკონურია მე-18 ს. ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, რომელიც ბრძანებს, რომ "წყლის ოდნავი შეხებით "ნათელღებულთ" (ლათინნი) "ნათლის მინიჭების მაგიერ განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში".

წყალპკურებითი "ნათლობა" მასობრივად არის დამკვიდრებული საქართველოშიც, ამიტომ წინამდებარე განყოფილებაში განთავსებული მასალებით ვამხელთ ამგვარი არამართლმადიდებლური, ლათინური "ნათლობის" ყველა აპოლოგეტს და ვეუბნებით მათ -
წყალპკურება (ან წყალგადავლება) არ არის ნათლობა და ამდაგვარად "მონათლულნი" ნათელღებულებად და ღვთის მადლის მქონედ ვერ ჩაითვლებიან!

ყველა მსურველს, ვინც დაინტერესებულია ნათლისღების საკითხებით, უფრო დეტალური განმარტებისთვის შეუძლია მოგვმართოს ელექტრონულ ფოსტაზე: oldorthodox@gmail.com
ქართული წყაროები შთაფლვითი ნათლისღების შესახებ:

კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.)




ძველქართული კურთხევანები



წმიდა მამათა სწავლება ნათლისღების შესახებ


წმ. მელიტონ სარდელი (II ს.)



წმ. იოანე ოქროპირი



არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)









აღმოსავლელ იერარქთა ეპისტოლეები და ოროსები ლათინურ, წყალპკურებით "ნათლისღებასთან" დაკავშირებით:









ლია რუსიაშვილი

სხურება თუ განბანვა? (ალმანახი "მართლმადიდებელი". № 2 (13), 1998 წ.)


ეპისკოპოსი ევლოგი (გუტჩენკო)



პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი



ვ. სმირნოვი



პროფ გეორგი დ. მეტალინოსი

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა... (II მსოფლიო კრების 7-ე კანონის განმარტება კოლივადებისა და კონსტანტინე იკონომოსის მიერ და მისი გამოყენება)


ს. გოვორუნი

ლათინთა ნათლობის შესახებ (ამონაწერი ღვთისმეტყველების კანდიდატის სერგი გოვორუნის ნაშრომიდან)


ჰორიტინელი და მეგალოპოლისელი მიტროპოლიტი იერემია



არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტიკისი) (1754 წ.)


oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому