აპოლოგეტიკა - ორთითიანი წყობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ორთითიანი წყობა
ორთითიანი პირჯვრისსაწერი წყობა
ახალმოწესე რეფორმატორები ასწლეულობის განმავლობაში ცრუობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ორთითიანი წყობა პირჯვრის საწერად და კურთხევის გასაცემად თითქოსდა უახლესი გამონაგონი ყოფილიყო, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა გადმოცემული იყო თვით მოციქულთაგან. ამ ზღაპრის შეთხზვისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის დროს, ახალმოწესე რეფორმატორებმა მეფე ალექსი მიხეილის ძისა და რუსეთის პატრიარქ ნიკონის მეთაურობით XVII ს-ის რუსეთში მოაწყვეს ნამდვილი გენოციდი საკუთარი ქრისტიანი, სრულიად მართლმადიდებელი ხალხის მიმართ.
 
მხოლოდ ორსაუკუნე ნახევრის გასვლისა და ძალაუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, ანუ იმის შემდეგ, რაც პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგეს, როგორც იქნა "კბილებში გამოსცრეს" აღიარება, რომ ორი თითით პირჯვრისწერა და საერთოდ, ორთითიანი წყობა სამი თითით პირჯვრისწერაზე უძველესია; რომ რეფორმამდელი მართლმადიდებლური წეს-განგებები სრულიად მაცხოვნებელია და რუსეთმა ის გაქრისტიანების დროს მიიღო ბიზანტიისგან.




 
ახალმოწესე "მართლმადიდებელი" რეფორმატორები თუ ორსაუკუნე ნახევრის წინ, თითების წყობის გამო, საშინელ გენოციდს აწყობდნენ და ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ, ამჯერად საპირისპიროდ იქცევიან და მზაკვრულად აცხადებენ, რომ თურმე პირჯვრისსაწერი თითების წყობა არაარსებითი და არაპრინციპულია. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ კრებითად არ დაგმეს მათ თავიანთ წინაპართა ცთომილება, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ და საშინელ პოგრომებს აწყობდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?
 
განცვიფრებს ახალმოწესე რეფორმატორთა ცინიზმი, როდესაც ისინი "შემწყნარებლურად" და ამავე დროს ქედმაღლურად ამბობენ, რომ უკვე აღარ დევნიან ძველმოწესეთ. თვითონ კი დღემდე სქიზმატიკოსებად ("რასკოლნიკებად") მიიჩნევენ მათ იმისთვის, რომ თავის დროზე უარი თქვეს მათ ცრუ ზღაპრებზე სამი თითით პირჯვრისწერის ვითომცდა უძველესობის შესახებ.
 
საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ არავინ, ამ ახალმოწესეობრივი "ეკლესიის" ე. წ. "წმინდანთაგან" არასდროს გამოსულა ძველმართლმადიდებლური სარწმუნოების მდევნელთა და მაწყევართა მხილებით, რადგან თვითონაც აქტიურად მონაწილეობდნენ ბრძოლაში ძველმართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ან თავს იკატუნებდნენ, თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდეს და უმშვიდესად ზრუნავდნენ "სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე".
 
ახალმოწესეთათვის ვიმოწმებთ უძველესი ჯვრების ფოტოს რავენადან (იტალია), რომლებზეც მკაფიოდ არის გამოსახული პირჯვრისწერის და კურთხევის გასაცემი ორთითიანი წყობა.
 
ახალმოწესეებო, შეგიძლიათ გვიჩვენოთ მოწმობები სამთითიან წყობაზე უძველესი ფრესკებიდან, მოზაიკებიდან და ხატწერიდან?... დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას ვერ შეძლებთ, რადგან ამგვარი რამ ფიზიკურად არ არსებობს...
 
ზემოთ ფოტოებზე: ქვის ყველაზე უძველესი ჯვრები რავენადან (იტალია) - ეს არის ორთითიანი წყობის უძველესი, სამოციქულო წარმომავლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოწმობა.
 
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому