დ. ს. ვარაკინი
განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა
განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა
შესავალი
ნიკონიანელ მისიონერებთან ძველმოწესეთა საჯარო გასაუბრება და პოლემიკა აჩვენებს, რომ ნიკონისა და 1666-
ასე ამბობენ მისიონერები და ამგვარი დასკვნების გასამართლებლად ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან ისეთ მაგალითებს იმოწმებენ, რომლებიც თითქოსდა ნიკონის რეფორმის ანალოგიურია და ამართლებენ ამ რეფორმას. ცხადია, ნიკონიანელი მისიონერები აქაც მარცხდებიან ძველმორწმუნე მქადაგებლებთან, რამეთუ შეუძლებელია ქრისტეს ეკლესიის ძველ პრაქტიკაში ისეთი მაგალითების პოვნა, რომელიც გაამართლებდა ნიკონის რეფორმას.
სამწუხაროდ, ძველმოწესე მართლმადიდებელთაგან ყველას არა აქვს ის წიგნები, რომლებიც საჭიროა ამ საკითხის შესასწავლად და ნიკონიანელ მისიონერთა სამხილებლად. არადა, ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია. გამომდინარე აქედან, ღვთის შეწევნით, გადავწყვიტე მეტ-
კომპეტენტური პიროვნებების რჩევით, ჩვენი განხილვა ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმით.
* * *
ერთ ადგილას ერთმანეთს შეხვდა ორი კაცი, ძველმოწესე და ახალმოწესე (ე. ი. ნიკონიანელი -
ახალმოწესემ თქვა: დიდი ხანია მსურს გკითხოთ ძველმოწესეებს, ნიკონ პატრიარქის დროს (XVII ს. მეორე ნახევარი -
ძველმოწესე: მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩვენი წინაპრები არასოდეს გამოყოფიან, პირიქით, მას გამოეყვნენ თქვენი ეპისკოპოსები ნიკონ პატრიარქთან ერთად, რომელმაც წმ. მოციქულთა გადმოცემები შეცვალა და ამ ძველ გადმოცემათა მიმდევარი ქრისტეანები დაწყევლა.
ახალმოწესე: დავუშვათ, ნიკონ პატრიარქმა და მისმა მომხრე სხვა ეპისკოპოსებმა ახლით შეცვალეს მანამდე არსებული ძველი გადმოცემა, მაგრამ გადმოცემებისა და წეს-
ძველმოწესე: ამაზე ბევრი დაწერილა, მე მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ: წმ. მოციქული პავლე თესალონიკელებს წერს: "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით გადმოცემა, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თესალონიკ. 2:15). წმ. ბასილი დიდი კი ბრძანებს: "ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს; თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში. ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახლის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით?" ("დიდი რჯულისკანონი". წმ. ბასილი დიდის 91-
აშკარაა, რომ სავალდებულოა, დავიცვათ მოციქულთა ყველა გადმოცემა, წერილობით იქნება ის მოცემული თუ დაუწერლად. აქედანვე ჩანს, რომ ჯვრის გამოსახვა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა გახლავთ. ღირ. მაქსიმე ბერძენი (XV ს.) ორი თითით პირჯვრისწერას "მოციქულთა საიდუმლო გადმოცემას" უწოდებს (იხ. მისი ხელნაწერი წიგნი. თ. 40). ამ მოწმობას ადასტურებს აგრეთვე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტიხბინის ხატი, რომელიც, გადმოცემით, ლუკა მახარობლის დაწერილია და რომელზეც მაცხოვარს ორთითიანი წყობა გამოუსახავს. აქედან ცხადია, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად მოციქულთა გადმოცემაა. ამიტომაც, როდესაც სამოციქულო გადმოცემა თქვენმა ეკლესიამ ერეტიკულად შერაცხა და მისი დამცველი ქრისტეანები დაწყევლა, თვით მოექცა მაცხოვრის სამსჯავროს ქვეშ, რომელმაც მოციქულებს უთხრა: "ვინც თქვენ გისმენთ მე მისმენს, და ვინც თქვენ უარგყოფთ მე უარმყოფს" (ლუკა 10:16). თქვენს ამ საქციელს განიკითხავს წმ. მოციქული პავლეც: "გინდა თუ ჩვენ, გინდა ანგელოზი ზეცით რომ გახარებდეთ იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებულ იყავნ" (გალატ. 1:9). აი, როგორ განმარტავს ამ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი: "მოციქულს ის კი არ უთქვამს: თუ ჩვენ მიერ ნახარების საწინააღმდეგოს გახარებენ ან ყველაფერს შეცვლიანო, არამედ თუკი უმცირესშიაც კი გახარებენ იმის საწინააღმდეგოს, რაც ჩვენ გვიხარებია, ან თუკი ოდნავადაც შეკვეცავენ ჩვენს ქადაგებას, შეჩვენებულ იყავნ"-
ახალმოწესე: თქვენი მოწმობებიდან ჩანს, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემების შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ, თუკი ასეა, მაშინ ქრისტეს მთელ ძველ ეკლესიასაც მადლი დაუკარგავს და ქრისტესად ვეღარ იწოდება.
ძველმოწესე: ეს როგორ? რატომ?
ახალმოწესე: დიახ ასეა, რამეთუ მასში ძველთაგანვე სხვადასხვა გარემოებათა გამო სამოციქულო და წმიდამამათამიერი გადმოცემები იცვლებოდა.
ძველმოწესე: მიგვითითეთ, თუ შეიძლება, თუნდაც ერთი სამოციქულო და წმიდამამამათამიერი გადმოცემა, რომელიც ეკლესიამ შეცვალა.
ახალმოწესე: დიდი სიამოვნებით: მე გიჩვენებთ არა ერთსა და ორ ასეთ გადმოცემას.
ძველმოწესე: ძალიან საინტერესოა. მე პირველად თქვენგან მესმის ასეთი სიტყვა. ყურადღებით გისმენთ. გთხოვთ, მაუწყოთ, რომელი გადმოცემა შეცვალა ქრისტეს ეკლესიამ.
კრავის შესახებ
ახალმოწესე: მეექვსე მსოფლიო კრებამდე ქრისტეს ეკლესიაში არსებობდა ჩვეულება, ქრისტეს ხატავდნენ კრავის სახით, რომელზეც იოანე წინამორბედი თითით ანიშნებდა. მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრებამ, 82-
ძველმოწესე: უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუწყოთ, რომ: ქრისტეს ეკლესია არ ცვლის მხოლოდ იმ გადმოცემებსა და ჩვეულებებს, რომლებიც გადმოცემულია ღვთაებრივ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ და ჭეშმარიტ, ქრისტეანულ სწავლებასთან თანხმიერია. თქვენ მიერ მოტანილი მაგალითი კი ამისთვის არ გამოდგება. კრავის სახით ქრისტეს გამოსახვა მოციქულთა ან წმ. მამათა ჩვეულება კი არ არის, არამედ ზოგიერთ ხატმწერთა ჩვეულება, როგორც ამას ვგებულობთ თვით VI მსოფლიო კრების ხსენებული კანონიდან:
"ზოგ პატიოსან ხატზე გამოსახულია წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავი, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს მადლის სახედ არის შემოღებული. ჩვენთვის წინასწარ მოსწავებული სჯულის მიერ ყოვლად ძველ წესსა და აჩრდილს, როგორც ჭეშმარიტების სახეს და წინასწარმეტყველებას ეკლესიისთვის ბოძებულს, პატივს ვცემთ, მაგრამ უპირატესობას მადლსა და ჭეშმარიტებას ვანიჭებთ, ვთვლით რა მათ სჯულის სისრულედ. ამიტომაც, იმისთვის, რათა ხატწერის ხელოვნებით ყველას თვალწინ შესაძლებელი იყოს სრულყოფის წარმოდგენა, ამიერიდან ვადგენთ, სოფლის ცოდვების ამღების, ჩვენი ქრისტე ღმერთის კაცობრივი მსგავსება იქნეს გამოსახული ძველი კრავის ნაცვლად პატიოსან ხატებზე, რათა ღმრთის სიტყვის თავმდაბლობას, მის ხორციელ მოღვაწეობას, ვნებასა და მხსნელ სიკვდილს ჭვრეტით მოვიხსენიებდეთ და ყოველივე ამის მიერ სოფლის გამოხსნას კეთილად შევიმეცნებდეთ" (დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლ. კრების 82-
ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ბრძანებს: "მაშ, ასე, ეს (ძველაღთქმისეული კრავი) მოასწავებდა ქრისტეს. ამიტომაც ბრძანა უდიდესმა წინასწარმეტყველთა შორის და ანგელოსთასწორმა წინამორბედმა იოანემ: "აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს" (იოანე 1:29). ზოგიერთი პატიოსან ხატებზე წინამორბედის თითით ნაჩვენებ კრავს გამოსახავდა (რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმრთის, ქრისტეს მადლის სახედ არის შემოღებული -
ამრიგად, როგორც კანონიდან, ასევე მისი განმარტებიდან ჩანს, რომ ქრისტეს გამოსახვა წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავის სახით მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემას კი არა, ზოგიერთი ხატმწერის გამონაგონს წარმოადგენს და აშკარად ეწინააღმდეგება მოციქულთა სწავლებას, რამეთუ იგი (გამოსახულება) ძველაღთქმისეული აჩრდილია და არა თავად ჭეშმარიტება, მაშინ, როდესაც, მოციქულის სწავლების მიხედვით, ძველი რჯული "მომავალ სიკეთეთა მხოლოდ არჩდილია და არა თვით საგანთა ხატების მქონე" (ებრ. 10:1). ამიტომაც ღმერთკაცის გამოსახვით აჩრდილისეული (ანუ ძვ. სჯულისეული -
ახალმოწესე: გეთანხმებით, რომ ეს მაგალითი ნიკონის რეფორმას ვერ ამართლებს და რომ ნამდვილად VI მსოფლიო კრებამ მოციქულთა გადმოცემა კი არა ზოგიერთ ხატმწერთა ჩვეულება გააუქმა, მაგრამ, ამჯერად მოგიტანთ ისეთ მაგალითდ, რომელიც ეფუძნება მოციქულთა საქმეებს და ეკლესიამ მოგვიანებით შეცვალა.
ძველმოწესე: გმადლობთ იმის შეგნებისთვის, რომ თქვენ მიერ მოტანილი პირველი მაგალითი თქვენი ეკლესიის რეფორმას არ ამართლებს. თუკი შემდგომშიც ასე ყურადღებით მომისმენთ, ობიექტურად მიუდგებით ჩემ ახსნა-
შვიდი დიაკვნის შესახებ
ახალმოწესე: ვკითხულობ ნეოკესარიის კრების 15-
ძველმოწესე: თქვენ ამ შემთხვევაშიც არასწორად ასკვნით, თითქოსდა მეექვსე მსოფლიო კრებამ შეცვალა გადმოცემა, რომელიც მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა მხოლოდ დააზუსტეს და დააკონკრეტეს "მოციქულთა საქმეებში" გადმოცემულ სიტყვათა მნიშვნელობა და მიანიშნეს თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს ადგილი.
"რადგანაც "მოციქულთა საქმეებში" გადმოცემულია, რომ მოციქულთაგან დადგენილ იქნა შვიდი დიაკვანი, ხოლო ნეოკესარიის კრების მამებმა ამაზე დაყრდნობით მათ მიერ დადგენილ კანონებში მსგავსად განსაჯეს, ამიტომაც, როდესაც მამათა აზრი მოციქულთა გამონათქვამს შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ ისინი ლაპარაკობდნენ არა საიდუმლოს, არამედ ტაბლის მსახურებზე (Трехтолковая Кормчая полных переводов).
შედეგად, აქ მოციქულთა გადმოცემის შეცვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ დაზუსტებულია ნეოკესარიის მამების მიერ არაზუსტად გაგებული სიტყვები და გასწორებულია მათ მიერ დაშვებული უზუსტობა.
აღსანიშნავია, რომ მოციქულთა საქმეებში გადმოცემული სიტყვების ზუსტი აზრის გადმოცემითა და განმარტებით მეექვსე მსოფლიო კრებამ, დაიცვა მოციქულთა გადმოცემის ხელუხლებლობა და, ამასთანავე, წმიდა მამათათვის დამახასიათებელი მოკრძალებით, ნეოკესარიის მამათა განსაზღვრების უზუსტობას დუმილით ჩაუარა.
მაშ, ასე, პირველი მაგალითის დარად, ნიკონის რეფორმას არც ეს მაგალითი ამართლებს. მეტიც, მოციქულთა გადმოცემის შეცვლის გამო კიცხავს კიდეც. რაც შეეხება სლავურ "კორმჩაიაში", მეექვსე მსოფლიო კრების 16-
"ამაოდ აძაგებენ ზოგიერთნი წმიდა მამათა კრებებს: არავითარი წინააღმდეგობა არ არის მათ შორის, არამედ სულიწმიდის მადლში ერთსულოვნობენ". მაშინ ათანასემ ჰკითხა: "როსტოვულ წიგნებში მეექვსე მსოფლიო კრების კანონში წერია, რომ ნეოკესარიის მამებმა მოციქულთა ნათქვამი შვიდი დიაკვნის შესახებ "ჯეროვნად ვერ განსაჯეს" და მხოლოდ შვიდი დიაკვნის ყოფნა არასწორად დაადგინეს. ამის გამო, ამ კანონის განმარტებაში მეექვსე მსოფლიო კრების (16-
ახალმოწესე: ახლა ნამდვილად ვხედავ, რომ მეექვსე მსოფლიო კრებას ნამდვილად მხოლოდ "საქმე მოციქულთას" სიტყვათა ზუსტი აზრი განუმარტავს და, როდესაც ასწორებდა ნეოკესარიის კრების მამათა უზუსტობას, მოციქულთა განსაზღვრებას არ შეხებია, არ შეუცვლია მათი გადმოცემა, არამედ იგი ხელუხლებლად და ზუსტად დაუცავს. მაგრამ მე ამით როდი შემოვიფარგლები, არამედ კიდევ მიგითითებთ მაგალითზე, რომელიც ადასტურებს, რომ ძველი ეკლესია ნამდვილად ცვლიდა წმ. ეკლესიის მართლმადიდებლურ გადმოცემებს და ამის გამო არამართლმადიდებლური როდი ხდებოდა.
ძველმოწესე: აბა, მიგვითითეთ.
ლაოდიკიის კრების 11-ე კანონი
ახალმოწესე: ლაოდიკიის კრების 11-
ძველმოწესე: გეთანხმებით იმაში, რომ ლაოდიკიის კრებამ შეცვალა ერთი ჩვეულება, რომელიც ადრე ეკლესიაში არსებობდა და იმაშიც, რომ მანამდეც შეუცვლიათ ზოგიერთი გადმოცემები, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თქვენმა ეკლესიამ XVII საუკუნეში ქნა იგივე, რასაც ქრისტეს ეკლესია იქმოდა ძველ საუკუნეებში.
ახალმოწესე: რატომ არ მეთანხმებით?
ძველმოწესე: აი, რატომ. ძველი ეკლესია ცვლიდა მხოლოდ იმ ჩვეულებებს, რომლებიც ჯერ-
აი, რომელ ჩვეულებაზეა ლაპარაკი ლაოდიკიის კრების 11-
ამავე ჩვეულების შესახებ ლაპარაკობს VI მსოფლიო კრებაც თავის 70-
აქედან ცხადი ხდება, რომ ლაოდიკიის ადგილობრივი კრება კი არ არღვევდა მოციქულთა გადმოცემებს, არამედ იცავდა სამოციქულო სწავლების მთლიანობასა და სიწმინდეს. მაშინ როდესაც, თქვენი ეკლესია პირიქით მოექცა მოციქულთა და ძველი ეკლესიის მართლმადიდებლურ გადმოცემებს. სწორედ ამიტომაც გითხარით, რომ თქვენმა ეკლესიამ როდი მოიმოქმედა იგივე, რაც ლაოდიკიის კრებამ გააკეთა. ასე, რომ, როგორც ხედავთ, ყოფილი პატრიარქის, ნიკონის რეფორმას ვერც ეს მაგალითი გაამართლებს.
ახალმოწესე: დიახ, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ეს მაგალითი, მართლაც მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ძველი ეკლესია მკაცრად ადევნებდა თვალყურს სამოციქულო გადმოცემებს და არ უშვებდა უმცირეს გადახრასაც კი მათში. თუმცა, მე ამაზე არ შევჩერდები და კიდევ მოვიყვან სხვა მაგალითებს.
ძველმოწესე: კეთილი, მოიყვანეთ, ძალიან მოხარული ვიქნები. გავაგრძელოდ დისპუტი.
ეპისკოპოსთა ცოლიანობისთვის
ახალმოწესე: ვკითხულობ წმიდა მოციქულთა მე-5 კანონს: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, საეკლესიო თანაზიარობისგან განიკვეთოს. თუ განაგრძობს ამას, უნდა დაემხოს" (1). ხედავთ, ეს კანონი ამბობს, რომ თუ ეპისკოპოსი თავის ცოლს განიშორებს უზიარებელ უნდა იქნესო, შედეგად ის (ეპისკოპოსი), ცოლიანი უნდა იყოს. მაგრამ VI მსოფლიო კრებამ 12-ე კანონში ამის საპირისპიროს აწესებს: "... დავადგინეთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ამგვარი რამ... თუ ვინმე (ეპისკოპოსთაგან) გაბედავს ასეთ მოქმედებას (ანუ ხელდასხმის შემდეგ იცხოვრებს თავის ცოლთან), პატივისგან დაემხოს" (სრული თარგმანის მიხედვით). ეკლესიას უფლება რომ არ ჰქონდეს საკუთარი გადმოცემების შეცვლისა, მეექვსე მსოფლიო კრებაც არ გააუქმებდა მოციქულთა მეხუთე კანონს. ეს არის უბადლო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გავამართლოთ ჩვენი ეკლესია, რომელმაც შეცვალა რამოდენიმე ძველი წესი და ჩვეულება.
ძველმოწესე: უპირველეს ყოვლისა უნდა შევნიშნო, რომ თქვენ არასწორად ამბობთ, თითქოსდა VI მსოფლიო კრებამ გააუქმა წმიდა მოციქულთა 5-ე კანონი. ეს არასწორია; VI მსოფლიო კრების 12-ე კანონში პირდაპირ წერია: "ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის (5-ე) საწინააღმდეგოდ და დასარღვევად ".
ახალმოწესე: უკაცრავად, ტექსტი დაუკვირვებლად წავიკითხე, მაგრამ ამით საკითხის არსი მაინც უცვლელია. თუ კანონის არა, ეპისკოპოსთა ცოლიანობის გადმოცემის შეცვლის ფაქტი ხომ არის უეჭველი და ეს ფაქტადვე რჩება.
ძველმოწესე: მიუკერძოებლად რომ განვიხილოთ ეს საკითხი, აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი: არის თუ არა ეპისკოპოსთა ცოლიანობა მოციქულთა გადმოცემა? იქნებ გაგვცეთ პასუხი ამ მეტად მნიშვნელოვან შეკითხვაზე, ოღონდ მოციქულთა სწავლებაზე დაყრდნობით.
ახალმოწესე: დიდი სიამოვნებით. მოციქული პავლე ტიმოთეს წერს: "სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი" (1 ტიმ. 3:1-2). აი, პასუხი თქვენს კითხვაზე.
ძველმოწესე: ნამდვილად, ეს პასუხად ჩაითვლებოდა ჩემს შეკითხვაზე, რომ არა სიტყვა "ერთი", ამ სიტყვის არსებობა კი მისაღებს ვერ გახდის თქვენს პასუხს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე.
ახალმოწესე: და, ასეთი რა მნიშვნელობა გააჩნია ამ სიტყვას?
ძველმოწესე: გიპასუხებთ ნეტ. თეოდორიტე კვირელის სიტყვებით: "ჩემის აზრით, კარგად ითქვა: "ერთი ცოლის ქმარი". რადგან ძველად წარმართებსადა იუდეველებს თავიანთი სჯულის თანახმად, წესად ჰქონდათ ერთდროულად ყოფილიყვნენ ორ, სამ და მეტ ცოლთა ქმრები" (Творения. ч. VII, стр. 685 и 686) ხორციელი უბიწოების დამცველი კი ძნელად მოსაძებნი იყო. აქედან ჩანს, რომ სიტყვით "ერთი" მოციქულმა იმაზე მიუთითა, რათა ორი ან სამი ცოლის ქმარი ვერ გახდებოდა ეპისკოპოსი.
ახალმოწესე: თანახმა ვარ, რომ სიტყვა "ერთი" სწორედ ასეც უნდა გავიგოთ, მაგრამ ამ ერთი ცოლის ქმრობას მაინც ხომ ავალდებულებს ეპისკოპოსს მოციქული? მეც ამ აზრზე ვდგავარ.
ძველმოწესე: წმიდა წერილის განმარტებისას ძალიან ფრთხილნი უნდა ვიყოთ და შევეცადოთ თვითნებურად არ განვმარტოთ იგი, არამედ ეკლესიის წმიდა მამებსა და მოძღვრებს მივყვეთ, როგორც ეს არის დაკანონებული VI მსოფლიო კრების მიერ: "ეკლსიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო დასსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო დაანახვებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით" (VI მსოფლ. კრების 19-ე კანონი). ვხელმძღვანელობ რა ამ კრების ბრძნული გადაწყვეტილებით, თქვენი ბოლო სიტყვების უარსაყოფად დავიმოწმებ წმ. იოანე ოქროპირს, კერძოდ მოციქულ პავლეს ტიმოთესადმი მიწერილი ზემოთდამოწმებული სიტყვების მისეულ განმარტებას.
"მოციქულმა თქვა: ეპისკოპოსი უნდა იყოსო "ერთი ცოლის ქმარი", - და თქვა ეს მის დროებასთან მიმართებაში, რადგან ამჯერად ამას ეკლესიაში არავინ იცავს, რადგან ეპისკოპოსი სრული სიწმინდითა და უბიწოებით უნდა იყოს დამშვენებული; მოციქულმა კი ასე იმიტომ თქვა, რომ თავშეუკავებელ იუდეველებსა და ელინებში, ერთი ცოლის ყოლა უდიდეს საქმედ იყო მიჩნეული. ამრიგად, მოციქულმა კანონი კი არ დააწესა, არამედ ქორწინებასა და თავისი დროის ადამიანთა შეხედულებებს გაუწია ანგარიში".
იგივეს ბრძანებს მათე ბლასტარისი: "VI მსოფლიო კრების ღმერთშემოსილმა მამებმა 12-ე კანონში სრულიად აუკრძალეს მღვდელმთავრებს თავიანთ ცოლებთან ცხოვრება ხელდასხმის შემდეგ, რომლებთანაც სრულიად სჯულიერად ცხოვრობდნენ ხელდასხმამდე და ამბობენ: "ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის (5-ე) საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და წარმატებისთვის". რადგან ღვთაებრივი მოციქულები თავიდან, როდესაც ეკლესია ელინური და იუდეველური ცრურწმენებიდან მოქცეულთათვის ზრუნავდა, ნებას რთავდა მათ თავიანთ წინაპართა ზოგიერთ ჩვეულებას მიჰყოლოდნენ. იუდეველებსა და ელინებში კი ღვთისმსახურნი თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრობდნენ. ზოგიერთი კი ამბობს, რომ მღვდელმთავრები, რომლებიც მკაცრ უბიწოებაში უნდა ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას, არა თუ სხვა დედაკაცთაგან, არამედ საკუთარი ცოლებისგანაც თავს უნდა იკავებდნენ, რათა მიზეზნი არ შეექმნენ საცთურს და ამისთვის პავლე მოციქულს იმოწმებენ: "ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ" (1 კორ. 10:31-33); ამიტომაც, ყველას, ვინც ამ კანონს არ შეასრულებს სასულიერო პატივისგან ამხობენ" ("Синтагма" Матфея Властаря, т. 17, стр. 135).
მაშ ასე, ეთანხმებით თუ არა თქვენს მიერ მოტანილ სიტყვებზე წმ. იოანე ოქროპირისა და მათე ბლასტარისის განმარტებებს?
ახალმოწესე: დიახ, ვეთანხმები და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ მოციქული ეპისკოპოსებს ცოლის ყოლას ავალდებულებს.
ძველმოწესე: დიდება უფალ ღმერთს, რომ თქვენთან ერთად დავადგინეთ, ეპისკოპოსთა თანაცხოვრება თავიანთ ცოლებთან არ არის მოციქულთა გადმოცემა, არამედ იუდეველობიდან და ელინობიდან მოქცეულთადმი დროებით გაწეული შეღავათი, ისიც გარკვეულ ჟამამდე. ახლა კი აუცილებლად მივიჩნევ საკუთარი მსჯელობის ნაცვლად, მივმართო მეექვსე მსოფლიო კრების 12-ე კანონის განმარტებას ბერძნული "პიდალიონის" (დიდი სჯულისკანონი) მიხედვით, სადაც მოციქულთა 5-ე და VI მსოფლ. კრების 12-ე კანონთა ურთიერთმიმართებისთვის წერია: "ეპისკოპოსთა უცოლოების წესი მეექვსე მსოფლიო კრებამდეც იყო, თუმცა არა როგორც საყოველთაო წესი. ეს ჩანს: ა) ოქროპირიდან, რომელიც მოციქულის სიტყვების განმარტებაში "ერთი ცოლის ქმარი" წერს, რომ მოციქულმა ეს კანონად კი არ დააწესა მომდევნო საუკუნეებისთვის, არამედ ეკლესიის აღსაშენებლად და განსამტკიცებლად, მისი დროის ადამიანთათვის გამოთქვა შეღავათის სახით... იმ დროს ხომ წარმართებში ერთი ცოლის ყოლა უდიდეს და საამაყო საქმედ ითვლებოდა; მღვდელმთავარს კი სრული სისპეტაკე და უბიწოება უნდა ამშვენებდეს"; ბ) კართაგენის კრების 4-ე და 33-ე კანონებიდან, სადაც ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს და დიაკვნებს ცოლებთან თანაცხოვრებისგან თავშეკავებას განუწესებენ. კართაგენის კრების კერძო განჩინება ტრულის კრებამ ეპისკოპოსებთან მიმართებაში საყოველთაო რანგში აიყვანა და წესად დადო მთელი ეკლესიისთვის და ამით არც მოციქულთა 5-ე კანონთან მოსულა წინააღმდეგობაში და არც მოციქულ პავლესთან, რომელმაც თქვა ეპისკოპოსი "ერთი ცოლის ქმარი" იყოსო, რადგან: ა) მოციქულები ეპისკოპოსებს ცოლიანობას კი არ განუწესებდნენ, არამედ მხოლოდ ცოლის ყოლის ნებას რთავდნენ. ტრულის კრებამ კი ქრისტეანული ცხოვრების აყვავებისა და განმტკიცების კვალად, ეპისკოპოსთა უცოლოება თვით ამ მღვდელმთავართა ცხოვრების განსპეტაკებისა და უმეტეს უბიწოებაში დამკვიდრებისთვის დააკანონა; ბ) მოციქულთა კანონი ეპისკოპოსებს უკრძალავს ცოლის განშორებას მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ უკრძალავს ამას ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში" (გვ. 193).
თქვენს მიერ დამოწმებული კანონების შესათანხმებლად ზემოთნათქვამიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ იყოს თქვენთვის ეს ყოველივე, იძულებული ვარ დავიმოწმო თქვენი ეკლესიის კანონისტისა და ღვთისმეტყველის სიტყვები ამავე საკითხზე: "ტრულის კრებაში პირველად გვხვდება კანონი, რომელიც უფლებას იძლევა ეპისკოპოსები დასცილდნენ თავიანთ ცოლებს, რომლებთანაც ადრე სჯულიერად იყვნენ დაქორწინებულნი, ან სრულიად უქორწინებელნი იყვნენ. მაგრამ თუ ყურადღებით განვიხილავთ კანონს იმ სახით, როგორც ის კრებაზე იყო მიღებული და სხვა, დამატებით წყაროებსაც გავითვალისწინებთ, დავინახავთ არა VII საუკუნის ახალ დადგენილებას (როდესაც ტრულის კრება მოიწვიეს), არამედ ძველი ეკლესიის ერთ ერთ ყველაზე პატივსაცემი და ძვირფასი გადმოცემის დაკანონებას.
კანონის ჩამოყალიბების მიზეზი თვით კრების მამათა თქმით იყო ის, რომ "აფრიკაში, ლიბიაში და სხვა ადგილებში ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებდნენ თავს მეუღლეებთან ცხოვრებას". კრების ეს შენიშვნა ათვალსაჩინოებს, რომ ეპისკოპოსთა უცოლოება უკვე საზოგადო ჩვეულება ან ეკლესიის გადმოცემა იყო, რომელსაც ზოგიერთ ადგილებში მხოლოდ ცალკეული ეპისკოპოსები გადადიოდნენ და მით "საფრთხესა და დაბრკოლებას ქმნიდნენ სხვებისთვის".
ეკლესიის პირველდაწყებით კანონებს თუ მივხედავთ, დავინახავთ, რომ მოციქულები ყველა მღვდელმსახურს (ეპისკოპოსთა ჩათვლით) უკრძალავდნენ ცოლის განშორებას ღვთისმოსაობის მომიზეზებით (მოც. 5). მაგრამ ასეთი კანონები დროის ვითარებით აიხსნება, როდესაც სულიერი წოდება ჯერ კიდევ არ გამოყოფოდა სხვა დანარჩენთ და სრულიად ჩამოყალიბებული არ იყო, ასე, რომ კლერიკოსთა შორის ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანი დაიშვებოდა; განსაკუთრებით ძნელი იყო პირველ საუკუნეებში, როდესაც ეკლესიას ძირითადად წარმართობიდან და იუდეველობიდან მოქცეულნი შეადგენდნენ, ისეთი ადამიანის პოვნა, მოზრდილ ასაკში უბიწოება (უქორწინებლობა) რომ ექნებოდა დაცული. თანაც, ერთის მხრივ, იუდაური და წარმართული ცხოვრებისთვის მეუღლეებს შორის განშორება ჩვეული ამბავი იყო, რაც ეწინააღმდეგებოდა ქრისტეანულ სულისკვეთებას და მორალს, მეორეს მხრივ კი თვით ქრისტეანობაში წარმოიშვნენ სექტები, მაგალითად ენკრატიტებისა და მარკიონიტებისა, რომლებიც სწორედ მოჩვენებითი უბიწოებისა და ღვთისმოსაობის მომიზეზებით აკნინებდნენ ქორწინებას და განქორწინებას ითხოვდნენ.
მოციქულთა 51-ე კანონი ბრძანებს: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელი ქორწინებას, ხორცს, ღვინოს განუდგება და უარყოფს არა მოღვაწეობრივი მიზნით, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის მათ... ან გამოსწორდეს, ან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნას". შედეგად, კანონი, გმობს მხოლოდ ქორწინების შეურაცხყოფას, მაგრამ ჭეშმარიტი მოღვაწეობის მიზნით მისგან თავშეკავების უფლებას იძლევა. მსგავსადვე ეკლესიის ისტორია და მისი კანონები მოწმობენ, რომ როგორც თავშეკავებისა და უბიწოების ღვაწლი საერთოდ, ასევე მისი დაცვა მღვდელმსახურად, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში, მიღებულია მოციქულთა გადმოცემით. ასე ბრძანებს კართაგენის კრება (419 წ.) ერთ ერთ თავის კანონში: "სამი ხარისხი - ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის შეკრული იყოს უბიწოების საკვრელით, როგორც შეეფერება ღვთის ღირსეულ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ლევიტელებს... მოციქულთა მიერ მოცემული და თვით უძველესი დროიდან განმტკიცებული წესი ჩვენთანაც მტკიცედ უნდა იქნეს დაცული" (კანონი 3-ე).
მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეებში ზოგიერთი ეპისკოპოსი ხელდასხმული იყო ცოლიან პრესვიტერთა რიგიდან, უეჭველია ის, რომ ხელდასხმის შემდეგ მათი უმეტესი ნაწილი წყვეტდა ცოლქმრულ კავშირს თავის მეუღლეებთან; ასევე უეჭველია ის, რომ ეპისკოპოსთა ხარისხში უპირატესად აირჩეოდა პირი, რომელიც უქორწინებელი იყო და თავშეკავების ქალწულებრივი ღვაწლით გამოირჩეოდა. ამის მაგალითებად გამოდგება ძველი, ქრისტეანული ეკლესიის ყველა უდიდესი მღვდელმთავარი. ეს მტკიცდება კიდევ იმით, რომ პირებს, რომლებიც კლერიკოსთა დასში უქორწინებელნი შევიდოდნე (გამონაკლისია მხოლოდ წიგნისმკითხველთა და მგალობელთა დასი), ხელდასხმის შემდეგ სრულიად ეკრძალებოდათ ქორწინება (წმ. მოციქულთა 26-ე კანონი), და კიდევ იმით, რომ ასეთ პირებს მკაცრად ეკრძალებოდა დედაკაცთან ერთად თანაცხოვრება, გარდა დედისა, დისა და რომელიმე სხვა ახლო ნათესავისა (I მსოფლ. კრების 3-ე კანონი).
ნიკეის კრებაზე უკვე არსებობდა აზრი მიეღოთ მუდმივი კანონი, რათა ეპისკოპოსები უქორწინებელნი ყოფილიყვნენ, ხოლო ადრე დაქორწინებული სასულიერო პირები თავიანთ მეუღლეებს განშორებოდნენ; როგორც კი ზოგიერთმა მოინდომა ამ კანონის ყველა კლერიკოსზე განზოგადება, კრებამ, წმ. პაფნუტი ეგვიპტელის რჩევით (რომელიც თვითონ ქალწულებრივი და მეუდაბნოვე ცხოვრებით ცხოვრობდა), ვერ გაბედა ყველაზე დაეწესებინა ეს უღელი, რადგან ის ადვილად შესასრულებელი როდია. ამიტომ კრება მხოლოდ ზოგადი კანონით შემოიფარგლა, რათა სამღვდლო პირნი, რომლებიც ქორწინების გარეშე იყვნენ, სამუდამოდ ასე დარჩენილიყვნენ და არ ეცხოვრათ უცხო დედაკაცებთან ერთად, ზემოთხსენებულ პირთა გამოკლებით.
მაგრამ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ეპისკოპოსებს მაინც უფრო უქორწინებელთა რიგებიდან ირჩევდნენ, ან კიდევ თუ ეპისკოპოსად არჩევამდე დაქორწინებული იყო, ტოვებდა მეუღლეს (მისი თანხმობით) უმაღლესი ხარისხის მიღებამდე. იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა (VI ს.), რომელმაც დაამტკიცა საეკლესიო ღვთისმოსაობის კანონები, ეპისკოპოსთა არჩევის წესსა და იმ კანონსაც, რომელსაც ის ძველ მამათა გადმოცემას უწოდებს, კანონის ძალა მისცა, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსებად ბერ-მონაზვნები უნდა არჩეულიყვნენ , ხოლო თუ თეთრი სამღვდელოებიდან, მაშინ უქორწინებელი უნდა ყოფილიყო, უკიდურეს შემთხვევაში, უშვილო მაინც, რათა ხელდასხმის შემდეგ ადვილი ყოფილიყო ოჯახის მიტოვება. ეს განწესება რამდენჯერმა იქნა დამტკიცებულ (იხ. იმავე კრების 48-ე კანონი). ამრიგად, ტრულის კრებას ეკუთვნის მხოლოდ ის, რომ მან ეკლესიის ძველ გადმოცემას და ჩვეულებას, ისევე როგორც კერძო და დროებით დადგენილებებს ეპისკოპოსთა უცოლოების შესახებ მიანიჭა საყოველთაო და საზოგადო მნიშვნელობა ყველა დროისა და ადგილის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
ამის შედეგად, რადგან ცოლიანი პრესვიტერების ეპისკოპოსის ხარისხში ასაწევად აუცილებელია მათი საკუთარ ცოლებთან განშორება, რაც შეუძლებელია აღსრულებულიყო მრავალგვარი სიძნელეების გარეშე, თანაც აუცილებელი იყო მეუღლეთა ერთობლივი თანხმობა, სხვაგვარად ეს იქნებოდა მოციქულთა 5-ე კანონისა და ცოლ-ქმრობის ზოგადქრისტეანული წესის საწინააღმდეგო, ეკლესიამ კანონად მიიღო, რათა ეპისკოპოსის ხარისხში აყვანილ ყოფილიყო პირი ბერ-მონაზონთა დასიდან" ("Опыт курса церковно¬го законоведения" Иоанна Смоленского, стр. 359-364).
ამრიგად, წაკითხული მოწმობიდან ცხადი ხდება, რომ მართალია, ძველად ცნობილი იყო ეპისკოპოსთა ცოლიანობის შემთხვევები, მაგრამ ეს მოციქულთა გადმოცემისამებრ როდი ხდებოდა. თანაც, განა შესაძლებელია ყოფილიყო ასეთი გადმოცემა ყველა მოციქულთაგან, როდესაც თვითონ ყველაფერს ტოვებდნენ და უკან მიჰყვებოდნენ თავიანთ მოძღვარს უფალ იესუს, როგორც ეს ჩანს წმ. სახარებიდან: "მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს" (მათე 19:27-28).
ამრიგად, ეჭვმიუტანლად გამოირკვა, რომ VI მსოფლიო კრებამ თავისი 12-ე კანონით გააუქმა არა მოციქულთა გადმოცემა, არამედ მოციქულთა მიერ წმ. ეკლესიის საყოველთაო პრაქტიკიდან (რომელიც თვით მოციქულთაგანვე იღებს სათავეს), დროებით დაშვებული გადახვევა. მაშინ როდესაც, თქვენი ეკლესია კრებებზე განდგომილებას კი არ აუქმებს, არამედ წმიდა მოციქულთა გადმოცემების დაცვას კრძალავს. ამიტომაც, ეს მაგალითი მხოლოდ ამხელს თქვენს ეკლესიას და ვერაფრით ამართლებს.
ახალმოწესე: როგორი დამაჯერებელიც უნდა იყოს თქვენი მტკიცებულება, რომელთაც, პრინციპში მეც ვეთანხმები, რომ ძველ დროსაც ეპისკოპოსები თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ არა მოციქულთა გადმოცემისამებრ, მე მაინც დაგიმტკიცებთ, რომ თვით მოციქულებიც, როდესაც ქადაგებდნენ, თავიანთ ცოლებთან აგრძელებდნენ თანაცხოვრებას.
ძველმოწესე: ხედავ შენ! და საიდან მოიპოვეთ ასეთი მოწმობა?
ახალმოწესე: მე ვხედავ, რომ თქვენ უკვე ირონიით ეკიდებით ჩემს მოწმობებს, როდესაც ასეთი გაკვირვებით კითხულობთ თუ საიდან მოვიტანე ასეთი მოწმობა, რომლის მიხედვითაც მოციქულები თავიანთი სამქადაგებლო მოღვაწეობის დროსაც აგრძელებდნენ თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრებას, თითქოსდა თვითონ ეს არ იცოდეთ!
ძველმოწესე: ღვთის გულისთვის მომიტევეთ! მაგრამ, მე სერიოზულად გეკითხებით და არა ირონიით. გთხოვთ მიმითითოთ: სად წერია ამგვარი რამ?
ახალმოწესე: ისმინეთ, რას წერს მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ "იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი (ძვ. ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად"), როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?" (1 კორ. 9:4-5). აი, თქვენ ნათელი მოწმობა იმისა, რომ მოციქულები, თუმცა არა ყველა, ქადაგების დროსაც თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრობდნენ. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ თქვენ არ გცოდნოდათ ეს მოწმობა.
ძველმოწესე: თქვენ სამართლიანად შენიშნეთ, რომ ეს მოწმობა ჩემთვის ცნობილია, მაგრამ არასამართლიანად ამტკიცებთ, თითქოსდა აქედან ის გამომდინარეობდეს, რომ მოციქულები სამქადაგებლო მოღვაწეობის დროს თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ. მე უკვე შეგნიშნეთ თქვენ და გაგაფრთხილეთ წმიდა წერილი არ განგემარტათ თვითნებურად, არამედ მხოლოდ ეკლესიის მამათა სწავლების მიხედვით (იხ. VI მსოფლ. კრების 19-ე კანონი). იგივეს გაგიმეორებთ ახლაც.
მოდი ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ ადგილს წმიდა მამები. ნეტ. იერონიმე იობინიანეს წინააღმდეგ წერს: "ამის გამო პეტრეს და სხვა მოციქულებს, თუმც კი ცოლები ჰყავდათ, მაგრამ მათზე დაქორწინდნენ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ უწყოდათ სახარება. მოციქულად შედგომის შემდეგ, ისინი ტოვებენ საქორწინო მოვალეობებს. რადგან როდესაც მოციქული პეტრე მოციქულთა სახელით უფალს ეუბნება: "აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?" (მათე. 19:27). უფალმა უპასუხა: "მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს" (მათე 19:28-29).
ხოლო იმის საჩვენებლად, თითქოსდა ყველა მოციქული დაქორწინებული იყო ის დაგვიმოწმებს სიტყვებს, სადაც ნათქვამია: "იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი (ძვ. ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად" - მთარგმნ.), როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?" (1 კორ. 9:4-5). ისიც მიამატოს რაც წერია ბერძნულ კოდექსებში: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად"? - საიდანაც ცხადი ხდება, რომ მან თქვა სხვა წმიდა დედაკაცთა შესახებ, რომლებიც იუდაური ჩვეულების თანახმად მოძღვარს თავიანთი ქონებიდან ეხმარებოდნენ; და როგორც ჩვენ ვიცით, ასე თვით უფალსაც კი შეეწეოდნენ. ამას აჩვენებს მეტყველების თანამიმდევრობაც: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" (1 კორ. 9:5). ჯერ ლაპარაკია საჭმელ-სასმელზე და შემოსავალთა განაწილებაზე, აქ კი სულიერ დებს (დედებს) ახსენებს, საიდანც ცხადი ხდება, რომ ამ სიტყვებში ცოლები კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ ისინი, ვინც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ მოციქულებსა და უფალს.
ასე წერია ძველ აღთქმაში სუნამიტელ დედაკაცზეც, რომელმაც შეიწყნარა ელისე და დააპურა იგი. ცხადია, თუ ჩვენ სიტყვაში γυναικες "ცოლებს" ვიგულისხმებთ და არა დედაკაცებს, "დების" მიმატება "ცოლის" ცნებას აუქმებს და აჩვენებს, რომ ესენი იყვნენ სულიერი დები და არა ცოლები" (Творения, ч. 4, стр. 168-169).
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წერს: "ხედავ, როგორ იცავდნენ მოციქულები უბიწოებასა და ქალწულებას და სიკვდილამდეც კი ამის ერთგულნი დარჩნენ. უბიწო ცხოვრებას თუ მეფეებსა და თავადთ უბრძანებენ და არა მარტო მამაკაცთ, არამედ დედაკაცთაც, და ამცნებენ რათა უბიწო ცხოვრებისთვის დედებმა დატოვონ თავიანთი ქმრები, რამდენად უბიწოდ და პატიოსნად უნდა ეცხოვრათ თვითონ მოციქულებს. და თუკი თვითონ ცოლებთან იცხოვრებდნენ, სხვებს როგორღა მოუწოდებდნენ გაშორებოდნენ ცოლებს და უბიწო და ქალწულებრივი ცხოვრებისკენ როგორ გაუძღვებოდნენ. ხოლო ის, რაც მოციქულმა პავლემ თქვა "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" (სლავ. "еда не имам власти сестру жену водити") (1 კორ. 9:5) ეს კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიშ დედათათვის თქვა, რომლებიც მოციქულებს, ისევე როგორც ადრე ქრისტეს, თავიანთი სამქადაგებლო ღვაწლის დროს ემსახურებოდნენ. ამიტომაც "დებს" უწოდებს მათ მოციქული და ამბობს: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" ("Просветитель", слово 11).
ამასთან თანხმიერად წერს ნეტ. თეოდორიტე კვირელიც: "დათა მათ დედათა მიმოყვანებას" ზოგიერთი ისე განმარტავდა, რომ როგორც უფალს ემსახურებოდნენ ერთგული დედები და აუცილებელი საკვებით ამარაგებდნენ მის მოწაფეებს (ლუკა 8:3), ასევე ზოგიერთ მოციქულს თან ახლდნენ დედები, რომლებიც მხურვალე რწმენით იყვნენ აღვსილნი და შეეწეოდნენ მოციქულებს მათ მძიმე და საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში" (Творения. ч. VII, стр. 228-229).
ზუსტად იგივეა ნათქვამი წიგნში "Руководство к изъяснительному чтению книг Нового Завета": "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" ამ ადგილს სხვადასხვა კომენტატორი სხვადასხვაგვარად განმარტავს. ზოგიერთს ისე წარმოუდგენია, თითქოსდა მოციქული აქ ლაპარაკობდეს იმაზე, რომ უფლება აქვთ თან იყოლიონ ცოლები, დაქორწინებული იყონ სულიერ დებზე, ქრისტეანებზე, როგორც სხვა მოციქულები, უფლის ძმები და კიფა, რომლის შესახებაც დანამდვილებით ცნობილია, რომ დაქორწინებული იყო (მათე 8:14). მაგრამ ბერძნულში γυναικες იმასვე როდი ნიშნავს, რაც ლათინური ducere uxorem - დაქორწინება, არამედ თანამგზავრად "დათა მათ დედათა მიმოყვანებას". მოციქულებს, ისევე როგორც უფალ იესუ ქრისტეს, თან დაჰყვებოდნენ დედანი, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ თავიანთი ქონებიდან და უყოფდნენ მათ საკუთარ შემოსავალს, რათა სამქადაგებლო ღვაწლში შეწეოდნენ. მაგრამ მოციქულებმა პავლემ და ბარნაბამ უარი თქვეს ამგვარ შეწევნაზე, თუმცა, სხვა მოციქულთა მსგავსად, შეეძლოთ თან ჰყოლოდათ ისინი თავიანთ მოგზაურობებში (стр. 210 и 211).
ეს უკანასკნელი მოწმობა, მართალია, წმიდა მამას არ ეკუთვნის, მაგრამ სრულიად თანხმიერია ზემოთმოტანილ წმიდა მამებისეულ განმარტებებთან და ამიტომაც ზედმეტად არ ჩავთვალეთ მისი დამოწმება, რადგან ეს წიგნი თქვენი ეკლესიის სასულიერო კონსისტორიის ნებართვით არის დაბეჭდილი. წმიდა მამათა და სხვა წყაროებიდან დამოწმებული ადგილები ცხადყოფენ, რომ "დანი დედანი" მოციქულ პავლესთან ცოლებს კი არა თანამეგზურ სულიერ დებს გულისხმობს, რომლებიც მოციქულებს გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ თავიანთ რთულ, სამქადაგებლო მოღვაწეობაში.
ახალმოწესე: მართლაც, ახლა ვხედავ, რომ წმ. წერილი არ შეიძლება განვმარტოთ საკუთარი ჭკუით, არამედ წმიდა მამათა განმარტებებით ვისარგებლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ცთომილებაში შთავვარდეთ. თუმცა, როგორც უნდა იყოს, მე მაინც წინ წავიწევი და კიდევ სხვა მაგალითებს მოვიტან ქრისტეს ძველი ეკლესიის ცხოვრებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლობას როდი მოაკლდა თუკი შეცვალა ზოგიერთი წესი და გადმოცემა, რომელიც პატრიარქ ნიკონამდე იყო პრაქტიკაში.
ძველმოწესე: კეთილი, გთხოვთ დაიმოწმოთ ყოველივე, რაც კი იცით. ჩვენ კი აუჩქარებლად განვიხილოთ თქვენი მოწმობანი.
________________________________
1. წინამდებარე კანონი ვთარგმნეთ რუსულიდან, სადაც წერია: "Епископ, или презвитер, или диакон, да не изгонит жены своея под видом благоговения. Аще же изгонит, да будет отлучен от общения церковнаго: а оставаясь непреклонным, да будет извержен от священнаго чина". ძველ ქართულშია: "ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი მეუღლესა თვისსა ნუ განეშორებინ მიზეზითა კრძალულებისაითა და უკუეთუ განიშოროს, დაეცადენ მღვდელობისგან, ხოლო უკუეთუ დაადგრეს განშორებასა მას ზედა, განიკუეთენ" ("დიდი სჯულისკანონი". თბილისი 1975 წ. გვ. 216). სლავურ "Кормчая"-ში კი ვკითხულობთ: Презвитер, или диакон, аще помощницу свою изженет, да отлучится. Аще же не введет паки, да ивержется".Кормчая. Санкт-Петербург. 1997 г., стр. 137) ახალქართულ თარგმანშია: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს". (საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 163).
ძველმოწესე: უპირველეს ყოვლისა უნდა შევნიშნო, რომ თქვენ არასწორად ამბობთ, თითქოსდა VI მსოფლიო კრებამ გააუქმა წმიდა მოციქულთა 5-
ახალმოწესე: უკაცრავად, ტექსტი დაუკვირვებლად წავიკითხე, მაგრამ ამით საკითხის არსი მაინც უცვლელია. თუ კანონის არა, ეპისკოპოსთა ცოლიანობის გადმოცემის შეცვლის ფაქტი ხომ არის უეჭველი და ეს ფაქტადვე რჩება.
ძველმოწესე: მიუკერძოებლად რომ განვიხილოთ ეს საკითხი, აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი: არის თუ არა ეპისკოპოსთა ცოლიანობა მოციქულთა გადმოცემა? იქნებ გაგვცეთ პასუხი ამ მეტად მნიშვნელოვან შეკითხვაზე, ოღონდ მოციქულთა სწავლებაზე დაყრდნობით.
ახალმოწესე: დიდი სიამოვნებით. მოციქული პავლე ტიმოთეს წერს: "სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი" (1 ტიმ. 3:1-
ძველმოწესე: ნამდვილად, ეს პასუხად ჩაითვლებოდა ჩემს შეკითხვაზე, რომ არა სიტყვა "ერთი", ამ სიტყვის არსებობა კი მისაღებს ვერ გახდის თქვენს პასუხს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე.
ახალმოწესე: და, ასეთი რა მნიშვნელობა გააჩნია ამ სიტყვას?
ძველმოწესე: გიპასუხებთ ნეტ. თეოდორიტე კვირელის სიტყვებით: "ჩემის აზრით, კარგად ითქვა: "ერთი ცოლის ქმარი". რადგან ძველად წარმართებსადა იუდეველებს თავიანთი სჯულის თანახმად, წესად ჰქონდათ ერთდროულად ყოფილიყვნენ ორ, სამ და მეტ ცოლთა ქმრები" (Творения. ч. VII, стр. 685 и 686) ხორციელი უბიწოების დამცველი კი ძნელად მოსაძებნი იყო. აქედან ჩანს, რომ სიტყვით "ერთი" მოციქულმა იმაზე მიუთითა, რათა ორი ან სამი ცოლის ქმარი ვერ გახდებოდა ეპისკოპოსი.
ახალმოწესე: თანახმა ვარ, რომ სიტყვა "ერთი" სწორედ ასეც უნდა გავიგოთ, მაგრამ ამ ერთი ცოლის ქმრობას მაინც ხომ ავალდებულებს ეპისკოპოსს მოციქული? მეც ამ აზრზე ვდგავარ.
ძველმოწესე: წმიდა წერილის განმარტებისას ძალიან ფრთხილნი უნდა ვიყოთ და შევეცადოთ თვითნებურად არ განვმარტოთ იგი, არამედ ეკლესიის წმიდა მამებსა და მოძღვრებს მივყვეთ, როგორც ეს არის დაკანონებული VI მსოფლიო კრების მიერ: "ეკლსიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო დასსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო დაანახვებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით" (VI მსოფლ. კრების 19-
"მოციქულმა თქვა: ეპისკოპოსი უნდა იყოსო "ერთი ცოლის ქმარი", -
იგივეს ბრძანებს მათე ბლასტარისი: "VI მსოფლიო კრების ღმერთშემოსილმა მამებმა 12-
მაშ ასე, ეთანხმებით თუ არა თქვენს მიერ მოტანილ სიტყვებზე წმ. იოანე ოქროპირისა და მათე ბლასტარისის განმარტებებს?
ახალმოწესე: დიახ, ვეთანხმები და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ მოციქული ეპისკოპოსებს ცოლის ყოლას ავალდებულებს.
ძველმოწესე: დიდება უფალ ღმერთს, რომ თქვენთან ერთად დავადგინეთ, ეპისკოპოსთა თანაცხოვრება თავიანთ ცოლებთან არ არის მოციქულთა გადმოცემა, არამედ იუდეველობიდან და ელინობიდან მოქცეულთადმი დროებით გაწეული შეღავათი, ისიც გარკვეულ ჟამამდე. ახლა კი აუცილებლად მივიჩნევ საკუთარი მსჯელობის ნაცვლად, მივმართო მეექვსე მსოფლიო კრების 12-
თქვენს მიერ დამოწმებული კანონების შესათანხმებლად ზემოთნათქვამიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ იყოს თქვენთვის ეს ყოველივე, იძულებული ვარ დავიმოწმო თქვენი ეკლესიის კანონისტისა და ღვთისმეტყველის სიტყვები ამავე საკითხზე: "ტრულის კრებაში პირველად გვხვდება კანონი, რომელიც უფლებას იძლევა ეპისკოპოსები დასცილდნენ თავიანთ ცოლებს, რომლებთანაც ადრე სჯულიერად იყვნენ დაქორწინებულნი, ან სრულიად უქორწინებელნი იყვნენ. მაგრამ თუ ყურადღებით განვიხილავთ კანონს იმ სახით, როგორც ის კრებაზე იყო მიღებული და სხვა, დამატებით წყაროებსაც გავითვალისწინებთ, დავინახავთ არა VII საუკუნის ახალ დადგენილებას (როდესაც ტრულის კრება მოიწვიეს), არამედ ძველი ეკლესიის ერთ ერთ ყველაზე პატივსაცემი და ძვირფასი გადმოცემის დაკანონებას.
კანონის ჩამოყალიბების მიზეზი თვით კრების მამათა თქმით იყო ის, რომ "აფრიკაში, ლიბიაში და სხვა ადგილებში ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებდნენ თავს მეუღლეებთან ცხოვრებას". კრების ეს შენიშვნა ათვალსაჩინოებს, რომ ეპისკოპოსთა უცოლოება უკვე საზოგადო ჩვეულება ან ეკლესიის გადმოცემა იყო, რომელსაც ზოგიერთ ადგილებში მხოლოდ ცალკეული ეპისკოპოსები გადადიოდნენ და მით "საფრთხესა და დაბრკოლებას ქმნიდნენ სხვებისთვის".
ეკლესიის პირველდაწყებით კანონებს თუ მივხედავთ, დავინახავთ, რომ მოციქულები ყველა მღვდელმსახურს (ეპისკოპოსთა ჩათვლით) უკრძალავდნენ ცოლის განშორებას ღვთისმოსაობის მომიზეზებით (მოც. 5). მაგრამ ასეთი კანონები დროის ვითარებით აიხსნება, როდესაც სულიერი წოდება ჯერ კიდევ არ გამოყოფოდა სხვა დანარჩენთ და სრულიად ჩამოყალიბებული არ იყო, ასე, რომ კლერიკოსთა შორის ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანი დაიშვებოდა; განსაკუთრებით ძნელი იყო პირველ საუკუნეებში, როდესაც ეკლესიას ძირითადად წარმართობიდან და იუდეველობიდან მოქცეულნი შეადგენდნენ, ისეთი ადამიანის პოვნა, მოზრდილ ასაკში უბიწოება (უქორწინებლობა) რომ ექნებოდა დაცული. თანაც, ერთის მხრივ, იუდაური და წარმართული ცხოვრებისთვის მეუღლეებს შორის განშორება ჩვეული ამბავი იყო, რაც ეწინააღმდეგებოდა ქრისტეანულ სულისკვეთებას და მორალს, მეორეს მხრივ კი თვით ქრისტეანობაში წარმოიშვნენ სექტები, მაგალითად ენკრატიტებისა და მარკიონიტებისა, რომლებიც სწორედ მოჩვენებითი უბიწოებისა და ღვთისმოსაობის მომიზეზებით აკნინებდნენ ქორწინებას და განქორწინებას ითხოვდნენ.
მოციქულთა 51-
მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეებში ზოგიერთი ეპისკოპოსი ხელდასხმული იყო ცოლიან პრესვიტერთა რიგიდან, უეჭველია ის, რომ ხელდასხმის შემდეგ მათი უმეტესი ნაწილი წყვეტდა ცოლქმრულ კავშირს თავის მეუღლეებთან; ასევე უეჭველია ის, რომ ეპისკოპოსთა ხარისხში უპირატესად აირჩეოდა პირი, რომელიც უქორწინებელი იყო და თავშეკავების ქალწულებრივი ღვაწლით გამოირჩეოდა. ამის მაგალითებად გამოდგება ძველი, ქრისტეანული ეკლესიის ყველა უდიდესი მღვდელმთავარი. ეს მტკიცდება კიდევ იმით, რომ პირებს, რომლებიც კლერიკოსთა დასში უქორწინებელნი შევიდოდნე (გამონაკლისია მხოლოდ წიგნისმკითხველთა და მგალობელთა დასი), ხელდასხმის შემდეგ სრულიად ეკრძალებოდათ ქორწინება (წმ. მოციქულთა 26-
ნიკეის კრებაზე უკვე არსებობდა აზრი მიეღოთ მუდმივი კანონი, რათა ეპისკოპოსები უქორწინებელნი ყოფილიყვნენ, ხოლო ადრე დაქორწინებული სასულიერო პირები თავიანთ მეუღლეებს განშორებოდნენ; როგორც კი ზოგიერთმა მოინდომა ამ კანონის ყველა კლერიკოსზე განზოგადება, კრებამ, წმ. პაფნუტი ეგვიპტელის რჩევით (რომელიც თვითონ ქალწულებრივი და მეუდაბნოვე ცხოვრებით ცხოვრობდა), ვერ გაბედა ყველაზე დაეწესებინა ეს უღელი, რადგან ის ადვილად შესასრულებელი როდია. ამიტომ კრება მხოლოდ ზოგადი კანონით შემოიფარგლა, რათა სამღვდლო პირნი, რომლებიც ქორწინების გარეშე იყვნენ, სამუდამოდ ასე დარჩენილიყვნენ და არ ეცხოვრათ უცხო დედაკაცებთან ერთად, ზემოთხსენებულ პირთა გამოკლებით.
მაგრამ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ეპისკოპოსებს მაინც უფრო უქორწინებელთა რიგებიდან ირჩევდნენ, ან კიდევ თუ ეპისკოპოსად არჩევამდე დაქორწინებული იყო, ტოვებდა მეუღლეს (მისი თანხმობით) უმაღლესი ხარისხის მიღებამდე. იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა (VI ს.), რომელმაც დაამტკიცა საეკლესიო ღვთისმოსაობის კანონები, ეპისკოპოსთა არჩევის წესსა და იმ კანონსაც, რომელსაც ის ძველ მამათა გადმოცემას უწოდებს, კანონის ძალა მისცა, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსებად ბერ-
ამის შედეგად, რადგან ცოლიანი პრესვიტერების ეპისკოპოსის ხარისხში ასაწევად აუცილებელია მათი საკუთარ ცოლებთან განშორება, რაც შეუძლებელია აღსრულებულიყო მრავალგვარი სიძნელეების გარეშე, თანაც აუცილებელი იყო მეუღლეთა ერთობლივი თანხმობა, სხვაგვარად ეს იქნებოდა მოციქულთა 5-
ამრიგად, წაკითხული მოწმობიდან ცხადი ხდება, რომ მართალია, ძველად ცნობილი იყო ეპისკოპოსთა ცოლიანობის შემთხვევები, მაგრამ ეს მოციქულთა გადმოცემისამებრ როდი ხდებოდა. თანაც, განა შესაძლებელია ყოფილიყო ასეთი გადმოცემა ყველა მოციქულთაგან, როდესაც თვითონ ყველაფერს ტოვებდნენ და უკან მიჰყვებოდნენ თავიანთ მოძღვარს უფალ იესუს, როგორც ეს ჩანს წმ. სახარებიდან: "მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, -
ამრიგად, ეჭვმიუტანლად გამოირკვა, რომ VI მსოფლიო კრებამ თავისი 12-
ახალმოწესე: როგორი დამაჯერებელიც უნდა იყოს თქვენი მტკიცებულება, რომელთაც, პრინციპში მეც ვეთანხმები, რომ ძველ დროსაც ეპისკოპოსები თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ არა მოციქულთა გადმოცემისამებრ, მე მაინც დაგიმტკიცებთ, რომ თვით მოციქულებიც, როდესაც ქადაგებდნენ, თავიანთ ცოლებთან აგრძელებდნენ თანაცხოვრებას.
ძველმოწესე: ხედავ შენ! და საიდან მოიპოვეთ ასეთი მოწმობა?
ახალმოწესე: მე ვხედავ, რომ თქვენ უკვე ირონიით ეკიდებით ჩემს მოწმობებს, როდესაც ასეთი გაკვირვებით კითხულობთ თუ საიდან მოვიტანე ასეთი მოწმობა, რომლის მიხედვითაც მოციქულები თავიანთი სამქადაგებლო მოღვაწეობის დროსაც აგრძელებდნენ თავიანთ ცოლებთან თანაცხოვრებას, თითქოსდა თვითონ ეს არ იცოდეთ!
ძველმოწესე: ღვთის გულისთვის მომიტევეთ! მაგრამ, მე სერიოზულად გეკითხებით და არა ირონიით. გთხოვთ მიმითითოთ: სად წერია ამგვარი რამ?
ახალმოწესე: ისმინეთ, რას წერს მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ "იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი (ძვ. ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად"), როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?" (1 კორ. 9:4-
ძველმოწესე: თქვენ სამართლიანად შენიშნეთ, რომ ეს მოწმობა ჩემთვის ცნობილია, მაგრამ არასამართლიანად ამტკიცებთ, თითქოსდა აქედან ის გამომდინარეობდეს, რომ მოციქულები სამქადაგებლო მოღვაწეობის დროს თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ. მე უკვე შეგნიშნეთ თქვენ და გაგაფრთხილეთ წმიდა წერილი არ განგემარტათ თვითნებურად, არამედ მხოლოდ ეკლესიის მამათა სწავლების მიხედვით (იხ. VI მსოფლ. კრების 19-
მოდი ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ ადგილს წმიდა მამები. ნეტ. იერონიმე იობინიანეს წინააღმდეგ წერს: "ამის გამო პეტრეს და სხვა მოციქულებს, თუმც კი ცოლები ჰყავდათ, მაგრამ მათზე დაქორწინდნენ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ უწყოდათ სახარება. მოციქულად შედგომის შემდეგ, ისინი ტოვებენ საქორწინო მოვალეობებს. რადგან როდესაც მოციქული პეტრე მოციქულთა სახელით უფალს ეუბნება: "აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?" (მათე. 19:27). უფალმა უპასუხა: "მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, -
ხოლო იმის საჩვენებლად, თითქოსდა ყველა მოციქული დაქორწინებული იყო ის დაგვიმოწმებს სიტყვებს, სადაც ნათქვამია: "იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი (ძვ. ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად" -
ასე წერია ძველ აღთქმაში სუნამიტელ დედაკაცზეც, რომელმაც შეიწყნარა ელისე და დააპურა იგი. ცხადია, თუ ჩვენ სიტყვაში γυναικες "ცოლებს" ვიგულისხმებთ და არა დედაკაცებს, "დების" მიმატება "ცოლის" ცნებას აუქმებს და აჩვენებს, რომ ესენი იყვნენ სულიერი დები და არა ცოლები" (Творения, ч. 4, стр. 168-
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წერს: "ხედავ, როგორ იცავდნენ მოციქულები უბიწოებასა და ქალწულებას და სიკვდილამდეც კი ამის ერთგულნი დარჩნენ. უბიწო ცხოვრებას თუ მეფეებსა და თავადთ უბრძანებენ და არა მარტო მამაკაცთ, არამედ დედაკაცთაც, და ამცნებენ რათა უბიწო ცხოვრებისთვის დედებმა დატოვონ თავიანთი ქმრები, რამდენად უბიწოდ და პატიოსნად უნდა ეცხოვრათ თვითონ მოციქულებს. და თუკი თვითონ ცოლებთან იცხოვრებდნენ, სხვებს როგორღა მოუწოდებდნენ გაშორებოდნენ ცოლებს და უბიწო და ქალწულებრივი ცხოვრებისკენ როგორ გაუძღვებოდნენ. ხოლო ის, რაც მოციქულმა პავლემ თქვა "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" (სლავ. "еда не имам власти сестру жену водити") (1 კორ. 9:5) ეს კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიშ დედათათვის თქვა, რომლებიც მოციქულებს, ისევე როგორც ადრე ქრისტეს, თავიანთი სამქადაგებლო ღვაწლის დროს ემსახურებოდნენ. ამიტომაც "დებს" უწოდებს მათ მოციქული და ამბობს: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" ("Просветитель", слово 11).
ამასთან თანხმიერად წერს ნეტ. თეოდორიტე კვირელიც: "დათა მათ დედათა მიმოყვანებას" ზოგიერთი ისე განმარტავდა, რომ როგორც უფალს ემსახურებოდნენ ერთგული დედები და აუცილებელი საკვებით ამარაგებდნენ მის მოწაფეებს (ლუკა 8:3), ასევე ზოგიერთ მოციქულს თან ახლდნენ დედები, რომლებიც მხურვალე რწმენით იყვნენ აღვსილნი და შეეწეოდნენ მოციქულებს მათ მძიმე და საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში" (Творения. ч. VII, стр. 228-
ზუსტად იგივეა ნათქვამი წიგნში "Руководство к изъяснительному чтению книг Нового Завета": "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად?" ამ ადგილს სხვადასხვა კომენტატორი სხვადასხვაგვარად განმარტავს. ზოგიერთს ისე წარმოუდგენია, თითქოსდა მოციქული აქ ლაპარაკობდეს იმაზე, რომ უფლება აქვთ თან იყოლიონ ცოლები, დაქორწინებული იყონ სულიერ დებზე, ქრისტეანებზე, როგორც სხვა მოციქულები, უფლის ძმები და კიფა, რომლის შესახებაც დანამდვილებით ცნობილია, რომ დაქორწინებული იყო (მათე 8:14). მაგრამ ბერძნულში γυναικες იმასვე როდი ნიშნავს, რაც ლათინური ducere uxorem -
ეს უკანასკნელი მოწმობა, მართალია, წმიდა მამას არ ეკუთვნის, მაგრამ სრულიად თანხმიერია ზემოთმოტანილ წმიდა მამებისეულ განმარტებებთან და ამიტომაც ზედმეტად არ ჩავთვალეთ მისი დამოწმება, რადგან ეს წიგნი თქვენი ეკლესიის სასულიერო კონსისტორიის ნებართვით არის დაბეჭდილი. წმიდა მამათა და სხვა წყაროებიდან დამოწმებული ადგილები ცხადყოფენ, რომ "დანი დედანი" მოციქულ პავლესთან ცოლებს კი არა თანამეგზურ სულიერ დებს გულისხმობს, რომლებიც მოციქულებს გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ თავიანთ რთულ, სამქადაგებლო მოღვაწეობაში.
ახალმოწესე: მართლაც, ახლა ვხედავ, რომ წმ. წერილი არ შეიძლება განვმარტოთ საკუთარი ჭკუით, არამედ წმიდა მამათა განმარტებებით ვისარგებლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ცთომილებაში შთავვარდეთ. თუმცა, როგორც უნდა იყოს, მე მაინც წინ წავიწევი და კიდევ სხვა მაგალითებს მოვიტან ქრისტეს ძველი ეკლესიის ცხოვრებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლობას როდი მოაკლდა თუკი შეცვალა ზოგიერთი წესი და გადმოცემა, რომელიც პატრიარქ ნიკონამდე იყო პრაქტიკაში.
ძველმოწესე: კეთილი, გთხოვთ დაიმოწმოთ ყოველივე, რაც კი იცით. ჩვენ კი აუჩქარებლად განვიხილოთ თქვენი მოწმობანი.
________________________________
1. წინამდებარე კანონი ვთარგმნეთ რუსულიდან, სადაც წერია: "Епископ, или презвитер, или диакон, да не изгонит жены своея под видом благоговения. Аще же изгонит, да будет отлучен от общения церковнаго: а оставаясь непреклонным, да будет извержен от священнаго чина". ძველ ქართულშია: "ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი მეუღლესა თვისსა ნუ განეშორებინ მიზეზითა კრძალულებისაითა და უკუეთუ განიშოროს, დაეცადენ მღვდელობისგან, ხოლო უკუეთუ დაადგრეს განშორებასა მას ზედა, განიკუეთენ" ("დიდი სჯულისკანონი". თბილისი 1975 წ. გვ. 216). სლავურ "Кормчая"-
________________________________
შაბათის დღესასწაულობის შესახებ
ახალმოწესე: დიდ სჯულისკანონში არის წმ. მოციქულთა, პეტრესა და პავლეს განსაკუთრებული კანონები, რომელთაგან პირველი კანონი ბრძანებს: "ჩვენ, პეტრე და პავლე, ერს განვუწესებთ, რომ ისაქმონ ხუთი დღე, ხოლო შაბათსა და კვირას მოიცალონ კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის, რადგან ვთქვით, რომ შაბათს დაბადების სახე აქვს, ხოლო კვირას - აღდგომის" ("დიდი სჯულისკანონი". წმ. მოციქულების პეტრეს და პავლეს განწესებები). ამ განწესებიდან ჩანს, რომ შაბათი უნდა ვიდღესასწაულოთ. მაგრამ, ლაოდიკიის კრებამ თავისი 29-ე კანონით ეს აკრძალა: "ქრისტეანებმა ებრაული წესით შაბათი არ უნდა შეინახონ, შაბათს არ უნდა უქმობდნენ. ამ დღეს მათ უნდა იშრომონ, ხოლო კვირას, როგორც ქრისტეანებს შეეფერებათ და რამდენადაც შუძლიათ, პატივისცემით იუქმონ. თუ ვინმე აღმოჩნდება ურიებთან ერთად მეშაბათე, ქრისტესგან შეჩვენებული იყოს" (დიდი სჯულისკანონი).
ხედავთ, რა დააწესა ლაოდიკიის წმ. კრებამ? მან ანათემასაც კი გადასცა ის, ვინც იშაბათებს, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა მისი დღესასწაულობა დააწესეს. ამ მაგალითზე მე თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობ, რადგან თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ჩვენმა ეკლესიამ არასწორად დასწყევლა ხალხი ორი თითით პირჯვრისწერისა და სხვა ნიკონამდელი ჩვეულებების გამო, რისთვისაც განვარდა მართლმადიდებლობისგან. რა თქმა უნდა, მე დეტალურად არ დავიწყებ ჩვენი კრებების შეჩვენებთა განხილვას: ვის წინააღმდეგ და რატომ გამოითქვა ეს ანათემები, რადგან ეს არ არის ჩვენი საუბრის თემა, და დასაშვებად მივიჩნევ, რომ წყევლა-კრულვა გამოთქმული იყო ორი თითით პირჯვრის მაწერლებზეც, ანუ თქვენის აზრით, მოციქულთა გადმოცემის მიმდევრებზეც.
მაგრამ, ზუსტად იგივეს აკეთებს ლაოდიკიის კრებაც; მან ანათემას გადასცა მეშაბათეები, რომლებიც ამ დღესასწაულს მოციქულთა, პეტრესა და პავლეს პირველი განწესების მიხედვით იცავდნენ. ასმუხლიანმა კრებამ, რომელსაც თქვენ ხშირად იმოწმებთ ორი თითით პირჯვრისწერის დასაცავად და მას წმინდა კრებადაც კი მიიჩნევთ, ისევ დააწესა შაბათის დღესასწაულობა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ასმუხლიანმა კრებამ დააწესა ის, რაც ლაოდიკიის კრებამ ანათემით აკრძალა. ახლა კი გთხოვთ შემდეგ კითხვაზე მიპასუხოთ: აღიარებთ თუ არა მართლმადიდებლურად ლაოდიკიის კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ყველა, ვინც შაბათს იდღესასწაულებს, და ასმუხლიან კრებასაც, რომელმაც ეს კანონი გააუქმა?
ძველმოწესე: დიახ, ამ კრებებს მართლმადიდებლურად ვაღიარებ.
ახალმოწესე: გმადლობთ ამისთვის, - მაშასადამე, თქვენ უნდა აღიაროთ ჩვენი ეკლესიის მართლმადიდებლურობა მიუხედავად იმისა, რომ მან თქვენი აზრით შეცვალა სამოციქულო გადმოცემა, - ორი თითით პირჯვრისწერა, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, ლაოდიკიის კრებამ წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პირველ განწესებასთან დაკავშირებით, და იმაშიც, რომ ჩვენმა ეკლესიამ გააუქმა ასმუხლიანი კრების კრულვა, როგორც ეს გააკეთა თვით ასმუხლიანმა კრებამ ლაოდიკიის კრების 29-ე კანონთან დაკავშირებით. ამის შემდეგაც თუ მართლმადიდებლურად არ აღიარებთ ჩვენს ეკლესიას, მაშინ გამოდის, რომ ამპარტავანი და ჯიუტი ყოფილხართ.
ძველმოწესე: ჩვენი დიალოგის დასაწყისშივე გამცნეთ, რომ თუ მიუკერძოებლად ისაუბრებდით ჩემთან და არა მისიონერული სტილით, ღმრთის წყალობით, ყველა საინტერესო საკითხში გავერკვეოდით. აქამდე მშვიდად საუბრობდით, მაგრამ თქვენს ბოლო სიტყვებში უკვე გამოჩნდა "მისიონერული" ლოგიკა და საკუთარ თავს უფლებაც მიეცით დაგემახინჯებინათ დამოწმებული საეკლესიო კანონების ზუსტი აზრი, რომლის შემდეგაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფადაც კი გამოიყვანეთ ისინი. მაგრამ, განა შესაძლებელია წმიდა კანონებს შორის წინააღმდეგობა არსებობდეს? ნახეთ, რას ბრძანებს ამის შესახებ სჯულის კომენტატორი ზონარა: "არ უნდა ვიფიქროთ, თითქოსდა კანონებს შორის წინააღმდეგობა იყოს" (იხ. მისი განმარტება წმ. მოციქულთა 14-ე კანონზე). ცხადია, რომ კანონები შეუძლებელია ურთიერთგამომრიცხავნი იყონ. ამის შემდეგ მხოლოდ ისღა გვრჩება, მოვხსნათ კანონთა შორის ვითომცდა არსებული წინააღმდეგობრიობის ბარიერი და საკითხიც გაირკვევა.
მაშ ასე, მოდი ჯერ წავიკითხოთ წმიდათა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს პირველი კანონი და ვნახოთ: ეწინააღმდეგება თუ არა ის ლაოდიკიის 29-ე კანონს. მოციქულთა განწესებაში ნათქვამია: "შაბათსა და კვირას მოიცალონ კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის". ახლა კი წავიკითხოთ რა ბრძანა ლაოდიკიის კრებამ, ოღონდ არა 29-ე, არამედ 16-ე კანონში: "შაბათობით სხვა წიგნების გარდა წაკითხულ უნდა იქნას სახარებაც". მითხარით გულწრფელად: არის კი აქ რაიმე წინააღმდეგობა?
ახალმოწესე: აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის, მაგრამ მე თქვენ წაგიკითხეთ ლაოდიკიის 29-ე, და არა 16-ე კანონი; რატომ აუარეთ მას გვერდი? ამ კანონთან რომ წინააღმდეგობა არ არის, ამაში გეთანხმებით.
ძველმოწესე: დიდება ღმერთს. ახლა კი მივხედოთ იმავე ლაოდიკიის კრების 29-ე კანონს: "ქრისტეანებმა ებრაული წესით შაბათი არ უნდა შეინახონ, შაბათს არ უნდა უქმობდნენ. ამ დღეს მათ უნდა იშრომონ, ხოლო კვირას, როგორც ქრისტეანებს შეეფერებათ და რამდენადაც შუძლიათ, პატივისცემით იუქმონ. თუ ვინმე აღმოჩნდება ურიებთან ერთად მეშაბათე, ქრისტესგან შეჩვენებული იყოს" (დიდი სჯულისკანონი)". კანონის აზრი სწორად რომ გავიგოთ, აუცილებელია წავიკითხოთ პატრ. ბალსამონის განმარტება, რომელიც წერს: "წაიკითხე წმ. მოციქულთა 70-ე კანონი, რომელიც უკრძალავს მართალთ იუდეველებთან ერთად დღესასწაულობასა და მარხვას. ხოლო რადგან, როგორც ეს ლაოდიკიის კრების 16-ე კანონის განმარტებაში ვთქვით, ზოგიერთი შაბათს იუდეველებივით უქმობდა, რაც სრულ უმოქმედობაში გამოიხატება, როდესაც საღმრთო ფსალმუნებსაც კი არ კითხულობენ, 16-ე კანონში წმიდა მამებმა მხოლოდ სახარებისა და წმიდა წერილის სხვა წიგნთა კითხვა განაწესეს, აქ კი (29-ე კანონში) ბრძანებენ, რომ მართლებმა არ უნდა მიატოვონ თავიანთი საქმიანობა იუდეველთა მსგავსად, არამედ შაბათსაც იმუშაონ, კვირა დღეს კი, როგორც უფლის აღდგომის ხატს, პატივი მიაგონ და კი არ აიძულებენ ამას, არამედ განსაზღვრავენ: "რამდენადაც შეუძლიათო". რამეთუ, ვინმე სიღარიბის ან სხვა რაიმე აუცილებლობის გამო კვირა დღესაც იმუშავებს, არ დაისჯება".
აქედან ჩანს, რომ 29-ე კანონი გმობს არა მათ, ვინც "შაბათსა და კვირას კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის" იცლის, არამედ იმათ, ვინც სრულიად უმოქმედობს, "იუდეველთა მსგავსად" და თვით საღმრთო ფსალმუნთგალობასაც კი განეშორება, "რაც დამახასიათებელია იუდეველთა რელიგიისთვის", იუდეველთა რელიგია კი აღიარებს, რომ შაბათს სრულიად უნდა უქმობდნენ და არაფერს აკეთებდნენ, კვირა დღეს კი ის საერთოდ არ მიიჩნევს დღესასწაულად, ამიტომაც უფლებას რთავს იმუშაონ კვირას; ამიტომაც, იუდეველობის დასარღვევად 29-ე კანონში ნათქვამია "ხოლო კვირას, როგორც ქრისტეანებს შეეფერებათ და რამდენადაც შეუძლიათ, პატივისცემით იუქმონ".
ბალსამონის რჩევით, მოციქულთა 70-ე კანონს თუ წავიკითხავთ, სადაც წერია: "თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს, ან იდღესასწაულოს მათთან ერთად... განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს", და წავიკითხავთ აგრეთვე წმიდა მოციქულ პავლეს 12-ე განწესებას, რომელიც ბრძანებს: "ვინც ელინური ან ებრაული ზღაპრებით გადმოცემული სარწმუნოების მიმდევარია, ან შეიცვალოს, ან არა და გაძევებულ იქნას", დავინახავთ, რომ ლაოდიკიის კრება თავისი 29-ე კანონით სულაც არ ეწინააღმდეგება წმ. მოციქულებს, რადგან ის ამ კანონით ანათემას გადასცემთ "იუდეველურად მედღესასწაულეთ", რომლის შესახებაც კიდევ უფრო ცხადად მეტყველებს ბალსამონი მოციქულთა 70-ე კანონის განმარტებაში:
"ნუ იტყვი, რომ ესენი იუდეველობენ, თითქოსდა მათი თანამოაზრენი იყონ; რადგან ასეთები დაუყოვნებლივ დაექვემდებარებიან არა მარტო პატივისგან დამხობასა და უზიარებლობას, არამედ საყოველთაო თანაზიარობიდან განკვეთასაც, როგორც ითხოვს ამას ლაოდიკიის კრების 29-ე კანონი ".
ამრიგად, დღესავით ნათელია, რომ ლაოდიკიის კრების 29-ე კანონმა ანათემას გადასცა იუდეველურად მოაზროვნენი და მცხოვრებნი, რომლებსაც კიცხავენ და შეაჩვენებენ თვით მოციქულებიც, რაც მათი 70-ე კანონითა და წმ. მოციქულ პავლეს 12-ე განწესებითაც დასტურდება. ხოლო, შაბათს "კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის შეკრებას" ერთნაირად განაწესებენ მოციქულები პეტრე და პავლე და ლაოდიკიის კრებაც თავის 16-ე კანონში, ამიტომაც, ასმუხლიანმა კრებამ ლაოდიკიის კრების მიერ იუდეველურად მცხოვრებთა წინააღმდეგ მიღებული კანონები კი არ გააუქმა, არამედ სახელმძღვანელოდ მოიტანა პეტრე და პავლე მოციქულთა ჩვენს მიერ დამოწმებული პირველი კანონი, რომელიც სრულ თანხმობაშია ლაოდიკიის კრებასთან. ახლა კი მიპასუხეთ: არის თუ არა რაიმე წინააღმდეგობა პეტრესა და პავლეს პირველ, ლაოდიკიის 29-ე და ასმუხლიანი კრების 95 კანონებს შორის?
ახალმოწესე: ახლა ვხედავ, რომ ამ კანონებს შორის არ არის არავითარი წინააღმდეგობა.
ძველმოწესე: კიდევ გკითხავთ: შეიძლება თუ არა იუდეველობად შევრაცხოთ მართლმადიდებელ ქრისტეანთა შეკრება ეკლესიაში, წმიდა წერილის მოსასმენად, რაც შაბათს კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის შეკრების ტოლფასია?
ახალმოწესე: წმიდა წერილის მოსმენა და კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებით განსწავლა არა მარტო შაბათს, არამედ ყოველდღეა საჭირო და ყოველი ქრისტეანისთვის აუცილებელია. რამეთუ მოციქულმა პავლემ ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში ბრძანა: "გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც" (1 ტიმ. 4:16). მაგრამ, ჩემთვის გაუგებარი რჩება სლავური "კორმჩაიას" სიტყვები, სადაც ლაოდიკიის კრების 29-ე კანონში ვკითხულობთ: "Аще и апо¬стольская заповедь повелевает в субботу праздновати. Но отцем сего творити не повелевшим; но в неделю праздновати повелеша и не делати" (славянская Кормчая). აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "შაბათის დღესასწაულობა მოციქულთა დაწესებულია".
ძველმოწესე: მომიტევეთ შეხსენებისთვის, მაგრამ კანონთა შორის შეუძლებელია არსებობდეს წინააღმდეგობა. ზემოთგადმოცემული განმარტების შემდეგ, მიუკერძოებელი მოსაუბრე გაურკვევლობაში არ უნდა იყოს მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, რაკიღა ასეც ხდება, აუცილებელია ნათელვჰყოთ თქვენი ეს გაურკვევლობაც. ამისთვის მხოლოდ გკითხავთ: ვინ დააწესა პირველად შაბათის დღესასწაულობა, მოციქულებმა? გთხოვთ მიპასუხოთ:
ახალმოწესე: შაბათის დღესასწაულობა თავიდან, ძველი აღთქმის სჯულში, ღმერთმა მოსეს მიერ დააწესა.
ძველმოწესე: თქვენ კი ამბობთ მოციქულებმა დააწესესო. აი, გადაწყდა თქვენი გაურკვევლობაც.
ახალმოწესე: მე კი არ ვამბობ, მოციქულებმა დააწესეს-თქო შაბათის დღესასწაულობა, არამედ სლავურ სჯულისკანონშია ასე.
ძველმოწესე: მაგრამ სლავურ სჯულისკანონში ეს განა წმ. მოციქულ პეტრესა და პავლეს პირველი განწესების საფუძველზე არ არის ნათქვამი?
ახალმოწესე: დიახ, სხვა საფუძველი არ ჩანს.
ძველმოწესე: კეთილი. წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პირველ კანონში ნათქვამია: "შაბათსა და კვირას მოიცალონ კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის" და ლაოდიკიის კრების 16-ე კანონიც ამბობს: "შაბათობით სხვა წიგნების გარდა წაკითხულ უნდა იქნას სახარებაც", შემდეგ, თქვენ თვითონაც ბრძანეთ, რომ არა მარტო შაბათს, არამედ ყოველთვის არის საჭირო წმიდა წერილის კითხვა და მოციქული პავლეც დაიმოწმეთ. მაშ, ყოველივე ამის შემდეგ, გაურკვევლობაში ყოფნა როგორ შეიძლება?
ახალმოწესე: დიახ, ასე კი არის, მაგრამ, მაინც, სლავურ სჯულისკანონში არის სიტყვები, რომლის თანახმადაც მოციქულებმა ბრძანეს შაბათის დღესასწაულობა.
ძველმოწესე: დიახ არის, მაგრამ ისეთი დღესასწაულობა, როგორიც წმიდა მოციქულთა განწესებებშია, ლაოდიკიის კრების 29-ე კანონს არ ეწინააღმდეგება, რადგან ლაოდიკიის კრებას არ შეეძლო მის მიერვე მიღებული 16-ე კანონი აეკრძალა . ვერ აკრძალავდა აგრეთვე ის, რაც დააწესეს მოციქულებმა, ხოლო მათ არ დაუწესებიათ ის, რაც ლაოდიკიის კრებამ აკრძალა 29-ე კანონით .
ახალმოწესე: და, როგორ ფიქრობთ თქვენ, რის გამო იქნა მიღებული ლაოდიკიის კრების მამათა მიერ 29-ე განწესება?
ძველმოწესე: ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, ვერც თქვენთვის და ვერც სხვისთვის ავტორიტეტული ვერ იქნება, მაგრამ თუ გამოვთქვამ, ვფიქრობ მკრეხელობაში არ ჩამეთვლება, მითუმეტეს, ის თანხმობაშია ლაოდიკიის კრების 29-ე კანონთან. ჩემის აზრით, კანონის მიღების მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთი ქრისტეანი იუდეველთა მსგავსად შაბათს დღესასწაულობდა, კვირადღეს კი მუშაობდა; სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის ნათქვამი კანონში უპირატესად იდღესასწაულონ კვირა, როგორც ქრისტეანებმა და ვინც იუდეველობს დაისჯება. ხოლო იუდეველობს ის, ვინც შაბათს დღესასწაულობს და კვირას დღესასწაულადაც კი არ მიიჩნევს.
დასასრულ, ყოველივე ამას დავუმატებთ კიდევ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვებს მაგნესიელთა მიმართ, რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს თქვენს გაურკვევლობას: "ნუღარამცა უკუე ვშაბათობთ მსგავსად ურიათა და ნუმცა გვიხარის უქმობისთვის... არამედ კაცადკაცადი ჩუენი სულიერად შაბათობდინ და წურთითა შჯულისათა იხარებდინ... დღესასწაულობდინ ყოველი ქრისტეს მოყუარე წმიდასა კვირიაკესა, აღდგომისა დღესა, მეუფესა და მფლობელსა ყოველთა დღეთასა... რამეთუ სადა ქრისტეანობაი იყოს, მუნ ჰურიაებაი არა არს".
ახლა მიპასუხეთ, რა შეიძლება იყოს წმ. ეგნატეს ამ სიტყვებზე უფრო დამაკმაყოფილებელი თქვენთვის? ნუთუ ამის შემდეგაც გაურკვევლობაში უნდა იყოთ?
ახალმოწესე: არა, თქვენს მიერ წმ. ეგნატეს სიტყვების დამოწმების შემდეგ, საბოლოოდ გამეფანტე გაურკვევლობა და დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ დამოწმებულ კანონებში არავითარი წინააღმდეგობა შაბათთან დაკავშირებით არ არის, ასევე არავის შეუცვლია მოციქულთა გადმოცემა ლაოდიკიისა და ასმუხლიანი კრების კანონებში. მხოლოდ ჩვენი მისიონერები არასოდეს აღიარებენ ამას, ისინი მაინც თავისაზე იდგებიან.
ძველმოწესე: მოიდ, მისიონერებზე ამჟამად ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ, ძველმორწმუნეებმა, ყველაზე კარგად ვუწყით, რომ მისიონერები სიმართლეს მხოლოდ "შეცდომით" ამბობენ, ამიტომაც გთხოვეთ მე არ გელაპარაკათ ჩემთან "მისიონერივით".
ახალმოწესე: ახლა ყველაფერი გასაგებია. ლაოდიკიის კრებას მოციქულთა არავითარი გადმოცემა არ უარუყვია და ამაზე ლაპარაკი დავასრულოთ, მე მხოლოდ იმას გიჩვენებთ ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან, რომ მაშინაც არსებობდნენ ისეთი ჩვეულებები, როგორიცაა შაბათის დღესასწაულობა და სხვა, რომლებიც მომდინარეობენ იუდეველობიდან, მაგრამ მათი შეწყნარებისთვის ძველი ეკლესია არავის გამოუცხადებია არამართლმადიდებლურად. ზუსტად ასევე, ჩვენი, გაბატონებული ეკლესია არ შეიძლება მართლმადიდებლობის გარეშე გამოცხადდეს სამი თითით პირჯვრისწერის წესის ან თუნდაც სხვა ახალი წეს-ჩვეულებების გამო, რომლებიც ნიკონამდელ ეკლესიაში არ გამოიყენებოდა.
ძველმოწესე: თუ შეიძლება მიმითითეთ, სად წერია, რომ ძველი ეკლესია, რომელიც იყო სრულიად მართლმადიდებლური შეიცავდა ისეთ წეს-ჩვეულებებს, როგორიც იყო შაბათის დღესასწაულობა; ოღონდ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, შაბათის დღესასწაულობის იუდაური გაგებით, და არა ისეთით, როგორიც წმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს პირველ განწესებასა და წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ხსენებულ ეპისტოლეშია ნახსენები.
ახალმოწესე: ისმინეთ. ვკითხულობ წიგნიდან "სამოციქულოს განმარტება", სადაც წმ. იოანე ოქროპირი წერს: "დღესაც მრავლად გვყვანან ისეთები, რომლებიც იუდეველებთან ერთად მარხულობენ და შაბათსაც იცავენ, და შევიწყნარებთ ამას მოთმინებით" ("Беседы апостольские", стр. 1476, на Первое посла¬ние галатам). იმავე წიგნში, სხვა ადგილას ვკითხულობთ: "მართალია, დღეს მრავალი უკვე აღარ წინადაიცვითება, მაგრამ მარხულობენ და შაბათსაც იცავენ" (იქვე. გვ. 1507). ხედავთ, როგორ იქცეოდა ძველი ეკლესია? "ჩვენო, - ოქროპირი ამბობს, - შაბათის დამცველებს მოთმინებით შევიწყნარებთო". ცხადია, რომ არც ჩვენი ეკლესია მოკლებია მართლმადიდებლობას არა სამოციქულო გადმოცემების დაცვისათვის, როგორიცაა სამი თითით პირჯვრისწერა, ისევე როგორც ვერავინ იტყვის ძველი ეკლესიის არამართლმადიდებლურობას, ზოგიერთთაგან იუდაური ჩვეულებების დაცვისა და შაბათის დღესასწაულობისათვის.
ძველმოწესე: ეს თქვენ წაიკითხეთ "სამოციქულოს განმარტებიდან" თუ სხვა რომელიმე წიგნიდან?
ახალმოწესე: არა, "სამოციქულოს განმარტება" პირადად მე არ მქვს; ეს მე წავიკითხე ჩვენი მისიონერის, ე. ანტონოვის წიგნში "ჩვენი პასუხები 105 კითხვაზე", მაგრამ იქ დამოწმებულია წყარო "მოციქულთა განმარტებებიდან", გვერდიც კი არის მითითებული, ამის შემოწმება ხომ ადვილია. თქვენ რა, არ გჯერათ ამისი?
ძველმოწესე: რაც "სამოციქულოს განმარტებაში" წერია მჯერა, მე მხოლოდ არ მჯერა თქვენი მისიონერის, ანტონოვის, რომელიც შეგნებულად აყალბებს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს, რადგან მთლიანად არ იმოწმებს მას. ამაში ის იქცევა ჭეშმარიტი "მისიონერივით". განა სამართლიანად არ გითხარით, რომ მისიონერები სიმართლეს ან "შემთხვევით" ამბობენ, ან "რაღაც გაუგებრობით"?
ახალმოწესე: რაშია საქმე?
ძველმოწესე: საქმე იმაშია, რომ წიგნი "სამოციქულოს განმარტება" მე ხელთა მაქვს და მოდი ვნახოთ, რა აზრით თქვა წმ. იოანე ოქროპირმა თქვენს მიერ დამოწმებული სიტყვები, - კარგ საქმედ მიიჩნეოდა იმ დროს შაბათის დაცვა და სხვა იუდაურ დღესასწაულთა ზეიმობა თუ სარწმუნოების დარღვევად და უკეთურებად. მაშ ასე, ვკითხულობ იმ ადგილს, რომელსაც იმოწმებს ანტონოვი: "დღესაც მრავლად გვყვანან ისეთები, რომლებიც იუდეველებთან ერთად მარხულობენ და შაბათსაც იცავენ, და შევიწყნარებთ ამას მოთმინებით, უფრო კი უკეთურებით" ("Ныне же суть у нас мнози тойжде со иудеи постятся и равно суб¬боты хранящии, и терпим добльственне, паче же окаянне"). ხედავთ, როგორ არაკეთილსინდისიერად დაიმოწმა ანტონოვმა წმიდა მამის წერილი? მან გამოტოვა მისი ბოლო სიტყვები "უფრო კი უკეთურებით" ("паче же окаянне"), რითაც მივიღეთ სხვა აზრი და არა ის, რასაც გულისხმობდა ოქროპირი. წმიდა მამა აღნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი იცავდა იუდაურ ჩვეულებებს და ამბობდა, მართალია დიდსულოვნებით ვიტანთ ზოგიერთის ამგვარ საქციელს, მაგრამ ამას რომ ვაკეთებთო, ვართო უღირსნი და უკეთურები.
უთითებს რა ზოგიერთი ქრისტეანის მიერ ახალაღთქმისეული სჯულის დარღვევაზე რაც მათი მხრიდან იუდაური წესების მიყოლაში მდგომარეობდა, წმ. იოანე ოქროპირი შემდგომ წერს: "და იუდაურზე რაღას ვამბობ? ჩვენში ზოგიერთი ელინურ წესებსაც იცავს, მკითხაობს და ჯადოქრობს, და დღეთა ნიშებს იკვლევს" ("Беседы апостольские", л. 1476). მაშ, ნუთუ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ის უნდა ვიფიქროთ, რომ ძველ ეკლესიას იუდაურის გარდა, ელინური წესებიც ჰქონდა შეწყნარებული? შეწყნარება ხომ იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკაშია დანერგილი და დაცული; ნუთუ წმ. იოანე ოქროპირის დროინდელი ეკლესია იცავდა ელინურ ჩვეულებებს! ნუმც იყოფინ! წმ. იოანე ოქროპირი, ეს ხმალამოწვდილი დამცველი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა და ღვთისმოსაობისა, პირდაპირ ამხელდა იმ ქრისტეანებს, რომლებიც ამგვარ უკეთურებებს მისდევდნენ და წერდა, რომ "ამგვარი მოქმედებით განიშორებენო მადლს ღმრთისა" (Беседы апост., л. 1507).
და თუ თქვენ რეფორმის გამართლება ამ მაგალითით გინდათ, თქვენი ეკლესიის მიერ სიახლეების გამოყენება და დამკვიდრება უკეთურებად უნდა აღიაროთ, როგორც ამას შაბათის დაცვაზე წერდა იოანე ოქროპირი და, რომ ამის გამო "განშორდებით ღმრთის მადლს"; თუ არა და, მაშინ უნდა აღიაროთ, რომ მოცემულ დროს ქრისტეანად წოდებულ ერში დაცული მკითხაობანი და ჯადოქრობანი თქვენს ეკლესიაშიც ყოფილა დაცული და მიღებული.
ახალმოწესე: მაგრამ ეს ხომ უაზრობაა... ჩვენი ეკლესია არ შეიწყნარებს ჯადოქრობას. როგორ შეიძლება ამის თქმა!
ძველმოწესე: შედეგად, უაზრობაა იმის თქმა, რომ ეს მაგალითი, ამართლებს თქვენს ეკლესიას, რომელიც წყევლის ძველ გადმოცემებს. თუმცა, მკაცრნი თუ ვიქნებით, არც იმის უარყოფა ძალგვიძს, რომ თქვენთან არ მისდევენ ჯადოქრობას, რადგან თქვენს კურთხევანში მოცემულია ფსევდო ტრიფონ მოწამის კრულვა, რომელშიც ღმრთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა წმიდის სახელით დაწყევლილნი არიან მატლები და მუხლუხოები... თუმცა ეს საკითხი არ შეეხება ჩვენი მსჯელობის საგანს. ამრიგად, არც ეს მაგალითი ამართლებს თქვენს ეკლესიას თავის მოქმედებებში.
ახალმოწესე: ჩვენს კურთხევანებში არსებული კრულვების შესახებ, რომლებიც წმ. მოწამე ტრიფონის სახელით არის გადმოცემული, ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან, როგორც თქვენც შენიშნეთ, ჩვენი მსჯელობა ეხება არა ამ საკითხს, არაემდ იმას, რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლურია და არაფერი შეუცოდავს იმით, რომ მან შესცვალა ძველი და დაამკვიდრა ახალი ჩვეულებები, რადგან გვაქვს ამის დამამტკიცებელი სხვა მაგალითები.
ძველმოწესე: კეთილი ბატონო. დაამტკიცეთ.
ხედავთ, რა დააწესა ლაოდიკიის წმ. კრებამ? მან ანათემასაც კი გადასცა ის, ვინც იშაბათებს, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა მისი დღესასწაულობა დააწესეს. ამ მაგალითზე მე თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობ, რადგან თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ჩვენმა ეკლესიამ არასწორად დასწყევლა ხალხი ორი თითით პირჯვრისწერისა და სხვა ნიკონამდელი ჩვეულებების გამო, რისთვისაც განვარდა მართლმადიდებლობისგან. რა თქმა უნდა, მე დეტალურად არ დავიწყებ ჩვენი კრებების შეჩვენებთა განხილვას: ვის წინააღმდეგ და რატომ გამოითქვა ეს ანათემები, რადგან ეს არ არის ჩვენი საუბრის თემა, და დასაშვებად მივიჩნევ, რომ წყევლა-
მაგრამ, ზუსტად იგივეს აკეთებს ლაოდიკიის კრებაც; მან ანათემას გადასცა მეშაბათეები, რომლებიც ამ დღესასწაულს მოციქულთა, პეტრესა და პავლეს პირველი განწესების მიხედვით იცავდნენ. ასმუხლიანმა კრებამ, რომელსაც თქვენ ხშირად იმოწმებთ ორი თითით პირჯვრისწერის დასაცავად და მას წმინდა კრებადაც კი მიიჩნევთ, ისევ დააწესა შაბათის დღესასწაულობა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ასმუხლიანმა კრებამ დააწესა ის, რაც ლაოდიკიის კრებამ ანათემით აკრძალა. ახლა კი გთხოვთ შემდეგ კითხვაზე მიპასუხოთ: აღიარებთ თუ არა მართლმადიდებლურად ლაოდიკიის კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ყველა, ვინც შაბათს იდღესასწაულებს, და ასმუხლიან კრებასაც, რომელმაც ეს კანონი გააუქმა?
ძველმოწესე: დიახ, ამ კრებებს მართლმადიდებლურად ვაღიარებ.
ახალმოწესე: გმადლობთ ამისთვის, -
ძველმოწესე: ჩვენი დიალოგის დასაწყისშივე გამცნეთ, რომ თუ მიუკერძოებლად ისაუბრებდით ჩემთან და არა მისიონერული სტილით, ღმრთის წყალობით, ყველა საინტერესო საკითხში გავერკვეოდით. აქამდე მშვიდად საუბრობდით, მაგრამ თქვენს ბოლო სიტყვებში უკვე გამოჩნდა "მისიონერული" ლოგიკა და საკუთარ თავს უფლებაც მიეცით დაგემახინჯებინათ დამოწმებული საეკლესიო კანონების ზუსტი აზრი, რომლის შემდეგაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფადაც კი გამოიყვანეთ ისინი. მაგრამ, განა შესაძლებელია წმიდა კანონებს შორის წინააღმდეგობა არსებობდეს? ნახეთ, რას ბრძანებს ამის შესახებ სჯულის კომენტატორი ზონარა: "არ უნდა ვიფიქროთ, თითქოსდა კანონებს შორის წინააღმდეგობა იყოს" (იხ. მისი განმარტება წმ. მოციქულთა 14-
მაშ ასე, მოდი ჯერ წავიკითხოთ წმიდათა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს პირველი კანონი და ვნახოთ: ეწინააღმდეგება თუ არა ის ლაოდიკიის 29-
ახალმოწესე: აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის, მაგრამ მე თქვენ წაგიკითხეთ ლაოდიკიის 29-
ძველმოწესე: დიდება ღმერთს. ახლა კი მივხედოთ იმავე ლაოდიკიის კრების 29-
აქედან ჩანს, რომ 29-
ბალსამონის რჩევით, მოციქულთა 70-
"ნუ იტყვი, რომ ესენი იუდეველობენ, თითქოსდა მათი თანამოაზრენი იყონ; რადგან ასეთები დაუყოვნებლივ დაექვემდებარებიან არა მარტო პატივისგან დამხობასა და უზიარებლობას, არამედ საყოველთაო თანაზიარობიდან განკვეთასაც, როგორც ითხოვს ამას ლაოდიკიის კრების 29-
ამრიგად, დღესავით ნათელია, რომ ლაოდიკიის კრების 29-
ახალმოწესე: ახლა ვხედავ, რომ ამ კანონებს შორის არ არის არავითარი წინააღმდეგობა.
ძველმოწესე: კიდევ გკითხავთ: შეიძლება თუ არა იუდეველობად შევრაცხოთ მართლმადიდებელ ქრისტეანთა შეკრება ეკლესიაში, წმიდა წერილის მოსასმენად, რაც შაბათს კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის შეკრების ტოლფასია?
ახალმოწესე: წმიდა წერილის მოსმენა და კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებით განსწავლა არა მარტო შაბათს, არამედ ყოველდღეა საჭირო და ყოველი ქრისტეანისთვის აუცილებელია. რამეთუ მოციქულმა პავლემ ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში ბრძანა: "გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც" (1 ტიმ. 4:16). მაგრამ, ჩემთვის გაუგებარი რჩება სლავური "კორმჩაიას" სიტყვები, სადაც ლაოდიკიის კრების 29-
ძველმოწესე: მომიტევეთ შეხსენებისთვის, მაგრამ კანონთა შორის შეუძლებელია არსებობდეს წინააღმდეგობა. ზემოთგადმოცემული განმარტების შემდეგ, მიუკერძოებელი მოსაუბრე გაურკვევლობაში არ უნდა იყოს მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, რაკიღა ასეც ხდება, აუცილებელია ნათელვჰყოთ თქვენი ეს გაურკვევლობაც. ამისთვის მხოლოდ გკითხავთ: ვინ დააწესა პირველად შაბათის დღესასწაულობა, მოციქულებმა? გთხოვთ მიპასუხოთ:
ახალმოწესე: შაბათის დღესასწაულობა თავიდან, ძველი აღთქმის სჯულში, ღმერთმა მოსეს მიერ დააწესა.
ძველმოწესე: თქვენ კი ამბობთ მოციქულებმა დააწესესო. აი, გადაწყდა თქვენი გაურკვევლობაც.
ახალმოწესე: მე კი არ ვამბობ, მოციქულებმა დააწესეს-
ძველმოწესე: მაგრამ სლავურ სჯულისკანონში ეს განა წმ. მოციქულ პეტრესა და პავლეს პირველი განწესების საფუძველზე არ არის ნათქვამი?
ახალმოწესე: დიახ, სხვა საფუძველი არ ჩანს.
ძველმოწესე: კეთილი. წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პირველ კანონში ნათქვამია: "შაბათსა და კვირას მოიცალონ კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის" და ლაოდიკიის კრების 16-
ახალმოწესე: დიახ, ასე კი არის, მაგრამ, მაინც, სლავურ სჯულისკანონში არის სიტყვები, რომლის თანახმადაც მოციქულებმა ბრძანეს შაბათის დღესასწაულობა.
ძველმოწესე: დიახ არის, მაგრამ ისეთი დღესასწაულობა, როგორიც წმიდა მოციქულთა განწესებებშია, ლაოდიკიის კრების 29-
ახალმოწესე: და, როგორ ფიქრობთ თქვენ, რის გამო იქნა მიღებული ლაოდიკიის კრების მამათა მიერ 29-
ძველმოწესე: ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, ვერც თქვენთვის და ვერც სხვისთვის ავტორიტეტული ვერ იქნება, მაგრამ თუ გამოვთქვამ, ვფიქრობ მკრეხელობაში არ ჩამეთვლება, მითუმეტეს, ის თანხმობაშია ლაოდიკიის კრების 29-
დასასრულ, ყოველივე ამას დავუმატებთ კიდევ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვებს მაგნესიელთა მიმართ, რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს თქვენს გაურკვევლობას: "ნუღარამცა უკუე ვშაბათობთ მსგავსად ურიათა და ნუმცა გვიხარის უქმობისთვის... არამედ კაცადკაცადი ჩუენი სულიერად შაბათობდინ და წურთითა შჯულისათა იხარებდინ... დღესასწაულობდინ ყოველი ქრისტეს მოყუარე წმიდასა კვირიაკესა, აღდგომისა დღესა, მეუფესა და მფლობელსა ყოველთა დღეთასა... რამეთუ სადა ქრისტეანობაი იყოს, მუნ ჰურიაებაი არა არს".
ახლა მიპასუხეთ, რა შეიძლება იყოს წმ. ეგნატეს ამ სიტყვებზე უფრო დამაკმაყოფილებელი თქვენთვის? ნუთუ ამის შემდეგაც გაურკვევლობაში უნდა იყოთ?
ახალმოწესე: არა, თქვენს მიერ წმ. ეგნატეს სიტყვების დამოწმების შემდეგ, საბოლოოდ გამეფანტე გაურკვევლობა და დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ დამოწმებულ კანონებში არავითარი წინააღმდეგობა შაბათთან დაკავშირებით არ არის, ასევე არავის შეუცვლია მოციქულთა გადმოცემა ლაოდიკიისა და ასმუხლიანი კრების კანონებში. მხოლოდ ჩვენი მისიონერები არასოდეს აღიარებენ ამას, ისინი მაინც თავისაზე იდგებიან.
ძველმოწესე: მოიდ, მისიონერებზე ამჟამად ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ, ძველმორწმუნეებმა, ყველაზე კარგად ვუწყით, რომ მისიონერები სიმართლეს მხოლოდ "შეცდომით" ამბობენ, ამიტომაც გთხოვეთ მე არ გელაპარაკათ ჩემთან "მისიონერივით".
ახალმოწესე: ახლა ყველაფერი გასაგებია. ლაოდიკიის კრებას მოციქულთა არავითარი გადმოცემა არ უარუყვია და ამაზე ლაპარაკი დავასრულოთ, მე მხოლოდ იმას გიჩვენებთ ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან, რომ მაშინაც არსებობდნენ ისეთი ჩვეულებები, როგორიცაა შაბათის დღესასწაულობა და სხვა, რომლებიც მომდინარეობენ იუდეველობიდან, მაგრამ მათი შეწყნარებისთვის ძველი ეკლესია არავის გამოუცხადებია არამართლმადიდებლურად. ზუსტად ასევე, ჩვენი, გაბატონებული ეკლესია არ შეიძლება მართლმადიდებლობის გარეშე გამოცხადდეს სამი თითით პირჯვრისწერის წესის ან თუნდაც სხვა ახალი წეს-
ძველმოწესე: თუ შეიძლება მიმითითეთ, სად წერია, რომ ძველი ეკლესია, რომელიც იყო სრულიად მართლმადიდებლური შეიცავდა ისეთ წეს-
ახალმოწესე: ისმინეთ. ვკითხულობ წიგნიდან "სამოციქულოს განმარტება", სადაც წმ. იოანე ოქროპირი წერს: "დღესაც მრავლად გვყვანან ისეთები, რომლებიც იუდეველებთან ერთად მარხულობენ და შაბათსაც იცავენ, და შევიწყნარებთ ამას მოთმინებით" ("Беседы апостольские", стр. 1476, на Первое посла¬ние галатам). იმავე წიგნში, სხვა ადგილას ვკითხულობთ: "მართალია, დღეს მრავალი უკვე აღარ წინადაიცვითება, მაგრამ მარხულობენ და შაბათსაც იცავენ" (იქვე. გვ. 1507). ხედავთ, როგორ იქცეოდა ძველი ეკლესია? "ჩვენო, -
ძველმოწესე: ეს თქვენ წაიკითხეთ "სამოციქულოს განმარტებიდან" თუ სხვა რომელიმე წიგნიდან?
ახალმოწესე: არა, "სამოციქულოს განმარტება" პირადად მე არ მქვს; ეს მე წავიკითხე ჩვენი მისიონერის, ე. ანტონოვის წიგნში "ჩვენი პასუხები 105 კითხვაზე", მაგრამ იქ დამოწმებულია წყარო "მოციქულთა განმარტებებიდან", გვერდიც კი არის მითითებული, ამის შემოწმება ხომ ადვილია. თქვენ რა, არ გჯერათ ამისი?
ძველმოწესე: რაც "სამოციქულოს განმარტებაში" წერია მჯერა, მე მხოლოდ არ მჯერა თქვენი მისიონერის, ანტონოვის, რომელიც შეგნებულად აყალბებს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს, რადგან მთლიანად არ იმოწმებს მას. ამაში ის იქცევა ჭეშმარიტი "მისიონერივით". განა სამართლიანად არ გითხარით, რომ მისიონერები სიმართლეს ან "შემთხვევით" ამბობენ, ან "რაღაც გაუგებრობით"?
ახალმოწესე: რაშია საქმე?
ძველმოწესე: საქმე იმაშია, რომ წიგნი "სამოციქულოს განმარტება" მე ხელთა მაქვს და მოდი ვნახოთ, რა აზრით თქვა წმ. იოანე ოქროპირმა თქვენს მიერ დამოწმებული სიტყვები, -
უთითებს რა ზოგიერთი ქრისტეანის მიერ ახალაღთქმისეული სჯულის დარღვევაზე რაც მათი მხრიდან იუდაური წესების მიყოლაში მდგომარეობდა, წმ. იოანე ოქროპირი შემდგომ წერს: "და იუდაურზე რაღას ვამბობ? ჩვენში ზოგიერთი ელინურ წესებსაც იცავს, მკითხაობს და ჯადოქრობს, და დღეთა ნიშებს იკვლევს" ("Беседы апостольские", л. 1476). მაშ, ნუთუ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ის უნდა ვიფიქროთ, რომ ძველ ეკლესიას იუდაურის გარდა, ელინური წესებიც ჰქონდა შეწყნარებული? შეწყნარება ხომ იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკაშია დანერგილი და დაცული; ნუთუ წმ. იოანე ოქროპირის დროინდელი ეკლესია იცავდა ელინურ ჩვეულებებს! ნუმც იყოფინ! წმ. იოანე ოქროპირი, ეს ხმალამოწვდილი დამცველი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა და ღვთისმოსაობისა, პირდაპირ ამხელდა იმ ქრისტეანებს, რომლებიც ამგვარ უკეთურებებს მისდევდნენ და წერდა, რომ "ამგვარი მოქმედებით განიშორებენო მადლს ღმრთისა" (Беседы апост., л. 1507).
და თუ თქვენ რეფორმის გამართლება ამ მაგალითით გინდათ, თქვენი ეკლესიის მიერ სიახლეების გამოყენება და დამკვიდრება უკეთურებად უნდა აღიაროთ, როგორც ამას შაბათის დაცვაზე წერდა იოანე ოქროპირი და, რომ ამის გამო "განშორდებით ღმრთის მადლს"; თუ არა და, მაშინ უნდა აღიაროთ, რომ მოცემულ დროს ქრისტეანად წოდებულ ერში დაცული მკითხაობანი და ჯადოქრობანი თქვენს ეკლესიაშიც ყოფილა დაცული და მიღებული.
ახალმოწესე: მაგრამ ეს ხომ უაზრობაა... ჩვენი ეკლესია არ შეიწყნარებს ჯადოქრობას. როგორ შეიძლება ამის თქმა!
ძველმოწესე: შედეგად, უაზრობაა იმის თქმა, რომ ეს მაგალითი, ამართლებს თქვენს ეკლესიას, რომელიც წყევლის ძველ გადმოცემებს. თუმცა, მკაცრნი თუ ვიქნებით, არც იმის უარყოფა ძალგვიძს, რომ თქვენთან არ მისდევენ ჯადოქრობას, რადგან თქვენს კურთხევანში მოცემულია ფსევდო ტრიფონ მოწამის კრულვა, რომელშიც ღმრთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა წმიდის სახელით დაწყევლილნი არიან მატლები და მუხლუხოები... თუმცა ეს საკითხი არ შეეხება ჩვენი მსჯელობის საგანს. ამრიგად, არც ეს მაგალითი ამართლებს თქვენს ეკლესიას თავის მოქმედებებში.
ახალმოწესე: ჩვენს კურთხევანებში არსებული კრულვების შესახებ, რომლებიც წმ. მოწამე ტრიფონის სახელით არის გადმოცემული, ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან, როგორც თქვენც შენიშნეთ, ჩვენი მსჯელობა ეხება არა ამ საკითხს, არაემდ იმას, რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლურია და არაფერი შეუცოდავს იმით, რომ მან შესცვალა ძველი და დაამკვიდრა ახალი ჩვეულებები, რადგან გვაქვს ამის დამამტკიცებელი სხვა მაგალითები.
ძველმოწესე: კეთილი ბატონო. დაამტკიცეთ.
შაბათსა და კვირას მარხვის შესახებ
ახალმოწესე: ვკითხულობ წმ. მოციქულთა 64-
ძველმოწესე: წმიდა მოციქულებმა ამ კანონით მეუდაბნოებრივი მოსაგრეობა და თავშეკავების ღვაწლი კი არ აკრძალეს, არამედ ის, რასაც ზოგიერთი საკუთარი თავისთვის მიიჩნევდა და საკუთარ თავს ავალდებულებდა ემარხულა ყოველ შაბათსა და კვირას, როგორც მარხულობენ, მაგალითად შაბათს კათოლიკეები. ამიტომაც, ბალსამონმა გამონაკლისი დაუშვა მოღვაწეებისთვის, რითაც სულაც არ დაპირისპირებია მოციქულთა კანონს და მით უფრო, არ დაურღვევია იგი, რადგან იგივე წმიდა მოციქულები არ სჯიან მათ, ვინც თავშეკავების აღთქმის გამო დღესასწაულებში არ მიირთმევს ხორცსა და ღვიონოს. ეს ჩანს მოციქულთა სხვა კანონებიდან. მაგალითად, 53-
ზუსტად ასევე 51-
სახლების ეკვდერებში (სამლოცველოებში) ნათლისღების შესახებ
ახალმოწესე: აი, კიდევ მაგალითი: ვკითხულობ VI მსოფლიო კრების 59-ე კანონს: "ნუ აღასრულებენ ნათლისღების საიდუმლოს სახლების ეკვდერებში და მცირე ეკლესიებში. ვისაც სურს უხრწნელი განათლების მიღება, მივიდეს კათოლიკე ეკლესიაში და იქ გახდეს ღირსი ამ ნიჭისა. ხოლო თუ ვინმე არ დაიცავს ჩვენს მიერ დადგენილ წესს, თუ სასულიერო პირი იქნება, დაემხოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებელ იყოს". მაგრამ ორგზისი კრებამ 12-ე კანონით ნება დართო ადგილობრივ ეპისკოპოსს მონათლოს და ლიტურგია ჩაატაროს სახლების ეკვდერებშიც. ხედავთ, აქაც ცვლილებაა, და საერთოდ, ამგვარი მაგალითი მრავალია, მე მათ კიდევ დავიმოწმებ.
ძველმოწესე: გეთანხმებით, თქვენ მრავალი მაგალითი დაიმოწმეთ, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოგადგათ თქვენი ეკლესიის გასამართლებლად, რომელმაც ძველი საეკლესიო გადმოცემები შეცვალა მათი ვითომცდა მწვალებლურობის გამო. ამჯერადაც, ეს მაგალითი ვერანაირად წაადგება თქვენს ეკლესიას. თქვენ წაიკითხეთ VI მსოფლიო კრების 59-ე კანონი, რომ არ შეიძლება წმიდა ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება სახლის სალოცავში, მაგრამ რატომ არ წაიკითხეთ თქვენ იმავე VI მსოფლიო კრების 31-ე კანონი, სადც წერია: "სასულიერო პირს ეკრძალება ჟამისმწირველობა სახლში მოთავსებულ ეკვდერში ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. თუ იგი ამ წესის თანახმად არ მოიქცევა, დაემხოს".
განა აქ იგივე არ არის ნათქვამი, რაც თქვენ მიერ დამოწმებულ ორგზისი კრების 12-ე კანონში?
ახალმოწესე: დიახ, ორგზისი კრების 12-ე და VI მსოფლიო კრების 31-ე კანონები სრულიად იდენტურნი არიან, მაგრამ VI მსოფლიო კრების 59-ე კანონი უპირობოდ კრძალავს სახლის სალოცავში ნათლობას, მაშასადამე, აქ წინააღმდეგობაა.
ძველმოწესე: არა, საეკლესიო კანონებში შეუძლებელია წინააღმდეგობა იყოს! კანონებს შორის წინააღმდეგობის ძებნა თქვენს მისიონერებს ახასიათებთ, რომელთც, როგორც ჩანს, თქვენც ბაძავთ, მე კი, როგორც წმიდა ჭეშმარიტების დამცველი, ვცდილობ შევათანხმო ეს კანონები ერთმანეთს - და საკუთარი სიტყვებით კი არა, სჯულის კომენტატორების დახმარებით. აი რას წერს ზონარა VI მსოფლიო კრების 59-ე კანონის განმარტებაში: "ეს კანონი, როგორც ჩანს, გადაჭრით კრძალავს ნათლობას სალოცავ ეკვდერში, რომელიც კერძო სახლში იმყოფება, ხოლო ვინც ამას გაბედავს, თუ სასულიერო პირია პატივისგან დაამხობს, ერისკაცს კი უზიარებელჰყოფს. მაგრამ, ორგზისი კრების 12-ე კანონი, რომელიც წმიდა მოციქულთა ტაძარში ჩატარდა, ითხოვს, რათა სალოცავ ეკვდერებში ლიტურგიის აღმსრულებელნი, ამ საქმისთვის ადგილობრივი ეპისკოპოსის მიერ იყონ დანიშნულნი. ამრიგად, ორივე კანონიდან გამოდის ის დასკვნა, რომ სრულიად როდია აკრძალული სახლებში მოწყობილ სალოცავებში მღვდელმსახურება და ლოცვა, და ყველასაც როდი აქვს ამისი უფლება. მაგრამ მამებს სურდათ, რათა ისინი, ვინც სალოცავ ეკვდერებში მოისურვებდა ღმრთისმსახურებას ცნობილი და ამ საქმისთვის სპეციალურად განმწესებულნი ყოფილიყვნენ, რათა მათ გარდა არავის მისცემოდა ამის გაკეთების უფლება და ამგვარ მსახურებას განურჩევლად არ შესდგომოდა ყოველი მღვდელმსახური, არამედ მხოლოდ იმ მხარის ეპისკოპოსის ნებართვით. ხოლო ისინი, ვინც ამგვარ რამეს მოიმოქმედებენ საკუთარი ნებით, დაემხობიან თავიანთი პატივისგან, მათთან თანაზიარნი კი უზიარებელიქმნებიან. წაიკითხეთ აგრეთვე, VI მსოფლიო კრების 31-ე კანონი, რომელიც ბრძანებს, რომ სახლებში მოწყობილ სალოცავში ღვთისმსახურების უფლება შეუძლია გასცეს მხოლოდ ეპისკოპოსს".
ამრიგად, ცხადი ხდება, რომ ამ კანონებში არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს და როგორც არაერთხელ დაგიმტკიცეთ, არც შეიძლება იყოს, ამიტომაც თქვენს ეკლესიას ვერც ეს მაგალითი გაამართლებს.
ძველმოწესე: გეთანხმებით, თქვენ მრავალი მაგალითი დაიმოწმეთ, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოგადგათ თქვენი ეკლესიის გასამართლებლად, რომელმაც ძველი საეკლესიო გადმოცემები შეცვალა მათი ვითომცდა მწვალებლურობის გამო. ამჯერადაც, ეს მაგალითი ვერანაირად წაადგება თქვენს ეკლესიას. თქვენ წაიკითხეთ VI მსოფლიო კრების 59-
განა აქ იგივე არ არის ნათქვამი, რაც თქვენ მიერ დამოწმებულ ორგზისი კრების 12-
ახალმოწესე: დიახ, ორგზისი კრების 12-
ძველმოწესე: არა, საეკლესიო კანონებში შეუძლებელია წინააღმდეგობა იყოს! კანონებს შორის წინააღმდეგობის ძებნა თქვენს მისიონერებს ახასიათებთ, რომელთც, როგორც ჩანს, თქვენც ბაძავთ, მე კი, როგორც წმიდა ჭეშმარიტების დამცველი, ვცდილობ შევათანხმო ეს კანონები ერთმანეთს -
ამრიგად, ცხადი ხდება, რომ ამ კანონებში არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს და როგორც არაერთხელ დაგიმტკიცეთ, არც შეიძლება იყოს, ამიტომაც თქვენს ეკლესიას ვერც ეს მაგალითი გაამართლებს.
დიაკვანთა ქორწინებისთვის
ახალმოწესე: ამჯერად ვკითულობ ანკირიის ადგილობრივი კრების 10-
ძველმოწესე: სამწუხაროდ, თქვენს ეკლესიას ვერც ეს მაგალითი გაამართლებს, პირიქით, ამხელს კიდეც. მეექვსე მსოფლიო კრებამ აკრძალა ისეთი ქმედება, რომელიც ჭეშმარიტად ეწინააღმდეგება მოციქულთა დადგენილებას და ეს ჩანს თვით VI მსოფლიო კრების კანონიდან: "რადგან მოციქულთა კანონებში (კანონი 26-
არისტინეს განმარტება: "ანკირიის კრების 10-
აღმოსავლეთით ლოცვის შესახებ
ახალმოწესე: ახლა მისმინეთ, გიკითხავთ წმ. ბასილი დიდის 91-
ძველმოწესე: მითხარით გეთაყვა, საიდან ჩანს, რომ წმ. პაპმა ლეონმა კრულვით აუკრძალა მართლმადიდებელთ ლოცვის დროს აღმოსავლეთისკენ მიბრუნება?
ახალმოწესე: ეს მე ჩვენი მისიონერის, ალექსანდროვის წიგნში წავიკითხე, რომელსაც ეწოდება: "ამონაწერები წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებებიდან" ("Выписки из творений святых отцов и учителей церкви"), 301-
ძველმოწესე: მე არაერთხელ გთხოვეთ და გაგაფრთხილეთ, ჩემთან მისიონერულად კი არა, მიუკერძოებლად გესაუბრათ. მხოლოდ ასე შეიძლება ჭეშმარიტებას ჩავსწვდეთ. ეს სინამდვილეში რომ ასეა და თქვენს მიმართ მიცემული შენიშვნის სამართლიანობაშიც რომ დარწმუნდეთ, მორჩილად გთხოვთ, თვითონ წაიკითხოთ ეს ციტატა ბარონის მატიანედან.
ახალმოწესე: მომიტევეთ, სამწუხაროდ, ეს წიგნი თან არ მაქვს, თუმცა მე შემიძლია ის ალექსანდროვის წიგნიდან წაგიკითხოთ.
ძველმოწესე: კეთილი, წაიკითხეთ.
ახალმოწესე: "А понеже древний обычай церковный бе и есть на восток солнца молитися. В то время, ради сих манихеев возбрани Лев на восток солнца обращатися молящимся, бояся дабы прикладом оных мерзостных идолопоклонства коего-
ძველმოწესე: სად არის აქ "კრულვა"?
ახალმოწესე: მატიანეში ეს სიტყვა არ არის. ეს ალექსანდროვის სიტყვაა, მაგრამ ამისგან თქვენ, ძველმოწესეებს, რა შეღავათი გერგებათ? კრულვით აკრძალა თუ არაკრულვით, პაპმა ლეონმა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემის შესრულება აუკრძალა ქრისტეანებს.
ძველმოწესე: იმის შესახებ, თუ რა აკრძალა პაპმა ლეონმა, ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა კი გკითხავთ, თავიდანვე რატომ არ თქვით, რომ ბარონის მატიანეში სიტყვა "კრულვით" არ არის? ცხადია, რომ თქვენ წინასწარგანზრახვით გსურდათ ეს სიტყვა მიგეწერათ ბარონისთვის, რათა გაგეძლიერებინათ თქვენი მაგალითის ავტორიტეტი. აი ეს არის "მისიონერულად" მსჯელობა, როდესაც მისიონერების მიერ გამოთქმულ სიტყვებს, ისტორიის კუთვნილებად მიიჩნევენ და რაც უარესია, ზოგჯერ წმიდა მამებსაც კი მიაწერენ.
ახლა კი თქვენს მიერ დამოწმებულ მაგალითს მივუბრუნდები. პაპ ლეონის დროს მანიქეველი მწვალებლები ბობოქრობდნენ, რომლებიც მზეს ეთაყვანებოდნენ, როგორც ამას ბარონიც ადასტურებს: "იმ დროს მრავალი მანიქეველი ჩამოვიდა რომში, რომელთა ცთომილების აღმოფხვრას დიდი ძალები შეალია პაპმა ლეონმა. მათი ცთომილების მხილებისას ის ამბოდა, რომ მანიქეველთ არ სწამთ ქრისტეს ხორციელი მოსვლა, ჭეშმარიტი მისი ვნება და სიკვდილი... და მზეს სცემენ თაყვანს" (Лето Господне 443, число 1-
აქედან ჩანს, რომ ლეონმა მართლმადიდებლებს აღმოსავლეთისკენ ლოცვა მართლმადიდებლური გადმოცემის დასარღვევად კი არ აუკრძალა, არამედ იმისთვის, რათა ისინი მანიქეველებს არ შერეოდნენ და "კერპთაყვანისმცემლობას" არ მისცემოდნენ. ხოლო მართლმადიდებელი ქრისტეანები მზეს კი არ სცემენ თაყვანს, არამედ ლოცვის დროს პირით აღმოსავლეთით დგანან და თუ რატომ, წმ. ბასილი დიდის იმავე 91-
ამრიგად, პაპმა ლეონმა სამოციქულო გადმოცემა კი არ შეცვალა, არამედ მხოლოდ შეეცადა მისი დაცვა მით, რომ როდესაც მართლმორწმუნეები პირით აღმოსავლეთისკენ დადგებოდნენ ლოცვის დროს, ეს ჩვეულება კერპთაყვანისცემაში არ გადასვლოდათ, როგორც ამას აკეთებდნენ მანიქეველნი. მაშინ როდესაც, თქვენმა ეკლესიამ მოციქულთა გადმოცემა ორი თითით პირჯვრისწერის თაობაზე წყევლა-
ახალმოწესე: ახლა ვხედავ, რომ პაპმა ლეონმა მხოლოდ კერპთთაყვანისცემის საცთურისგან დაიცვა ქრისტეანები. ხოლო მოციქულთა გადმოცემის შეცვლა აქ არ შეინიშნება, თუმცა მე კიდევ მაქვს მაგალითები, რომლებსაც შეუძლიათ გაამართლონ ყოფილი პატრიარქის, ნიკონის საეკლესიო რეფორმები.
ძველმოწესე: დაიმოწმეთ, გეთაყვა. ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ.
წელიწადში ორჯერ კრების მოწვევის შესახებ
ახალმოწესე: ვკითხულობ წმ. მოციქულთა 37-
ძველმოწესე: მე ძალიან მაკვირვებს, რომ თქვენ ვერაფრით პოულობთ ნიკონის რეფორმის გამამართლებელ არგუმენტებს და სულ უფრო და უფრო აჭიანურებთ ამ საქმეს, თანაც არა საკუთარი ეკლესიის სასარგებლოდ, არამედ საზიანოდ, როგორც ეს თუნდაც თქვენს მიერ მოტანილი მაგალითიდანაც ჩანს. იმის გასაგებად, შეცვალა თუ არა VI მსოფლიო კრებამ წმიდა მოციქულთა 37-
ახალმოწესე: თქვენს მიერ წაკითხულ სიტყვებში, ცვლილება არ ჩანს, მაგრამ მოდი გააგრძელეთ VI მსოფლიო კრების 8-
ძველმოწესე: კეთილი, ვაგრძელებ: "ხოლო რადგან ბარბაროსთა შემოსევის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით ეკლესიის წინამძღვართათვის შეუძლებელი ჩანს წელიწადში ორჯერ შეკრება, მიგვაჩნია, რომ ყველა სამთავროში ყოველ მიზეზგარეშე წელიწადში ერთხელ მაინც მოწვეულ იქნეს წლის განმავლობაში წამოჭრილი მიმდინარე საეკლესიო საკითხების გამო ეპისკოპოსთა კრება..." (იქვე). ჩანს აქ სადმე წმ. მოციქულთა 37-
ახალმოწესე: გაუქმებაზე ბუკვალური გამოთქმა არ გვაქვს. მაგრამ, ჩანს ის, რომ კანონში მითითებული პირობების დროს წმიდა მოციქულთა 37-
ძველმოწსესე: ქრისტე მაცხოვარმა სახარებაში ბრძანა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5). ხოლო წიგნიდან "რწმენის შესახებ" ("О вере"), ვხედავთ, რომ მცირე რუსეთში, პაპისტთა მხრიდან ქრისტეანთა დევნულების დროს, მართლმადიდებელი მღვდელმსახურების არარსებობის გამო მრავალი პატარა ბავშვი მოუნათლავად რჩებოდა (О юнитах, глава 23). მითხარით, გეთაყვა, შეიძლება თუ არა ასეთი ვითარება ქრისტეს მცნების შეცვლად ან დარღვევად ჩავთვალოთ?
ახალმოწესე: მიუკერძოებლად უნდა გითხრათ, რომ აქ, ნათლისღებასთან დაკავშირებით, არავითარი დარღვევა და ცვლილება არ უნდა მოვიაზროთ, რადგან მცირე რუსეთის ქრისტეანთა ასეთი შეჭირვებული მდგომარეობა მათი მიზეზით როდი იყო გამოწვეული.
ძველმოწესე: ამიტომაც, თქვენივე სიტყვებით გიპასუხებთ თქვენს მიერვე დამოწმებულ მაგალითზე: VI მსოფლიო კრებას არ შეუცვლია და არც დაურღვევია წმ. მოციქულთა 37-
ახალმოწესე: დიახ, ვეთანხმები.
ძველმოწესე: ძალიან სასიამოვნოა, რომ ეთანხმებით, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, თუ საქმეს გულწრფელად და პირდაპირ შეხედავთ. კიდევ ერთი კითხვა: თქვენი გაბატონებული ეკლესია ეპისკოპოსთა კრებას იწვევს თუ არა წელიწადში თუნდაც ერთხელ მაინც, როგორც ამას VI მსოფლიო კრების 8-
ახალმოწესე: არა, ჩვენთან კრებებს სინოდი ცვლის.
ძველმოწესე: ხომ ვერ მიმითითებთ რომელიმე კანონს დიდ სჯულისკანონში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა კრებათა შეცვლა თქვენი სინოდის მსგავსი რაიმე სხვა დაწესებულებით?
ახალმოწესე: სჯულისკანონში ასეთი განწესება არ არის, მაგრამ შემიძლია წაგიკითხოთ წმ. მოციქულთა 37-
ძველმოწესე: და, თვით ზონარა როგორ ეკიდება ამ ვითარებას? კარგად იქცეოდნენ ეპისკოპოსები კრებებს რომ არ იწვევდნენ?
ახალმოწესე: ამ განმარტებაში მე სხვას ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ ჯერ კიდევ ზონარას დროს არ იწვევდნენ კრებებს. ასე იქცევა ჩვენი ეკლესიაც.
ძველმოწესე: სწორედ იმაშია თქვენი ეკლესიის უბედურება, რომ ის მხოლოდ ადრინდელ ეპისკოპოსთა დაუდევრობას ეყრდნობა, როგორც ამას ბრძანებს იგივე ზონარა პირველი მსოფლიო კრების 5-
ასმუხლიანი კრების 79-ე თავი
ახალმოწესე: თქვენ, ძველმოწესეები, პატივს მიაგებთ ასმუხლიან კრებას და წმიდად მიიჩნევთ მას, მაგრამ აი რას წერს ეს კრება თავისი დადგენილებების 79-
ძველმოწესე: ასმუხლიან კრებას, ჭეშმარიტად, წმიდად მივიჩნევთ, რადგან მრავალი წმიდა მამა, რომლებიც ამ კრებას ესწრებოდნენ, თვით ღმერთმა განადიდა სასწაულებით, მათი სხეულები კი დღემდე უხრწნელად განისვენებენ, ამიტომაც, მისი მწვალებლურად მიჩნევა არანაირად არ ძალგვიძს. ასმუხლიანი კრების 79-
ახალმოწესე: მე თქვენ შეგიბრუნებთ შეკითხვას: განა შეიძლება დავუშვათ, რომ წმიდა მოციქულები და ეკლესიის მამები ღებულობდნენ ეკლესიისთვის საზიანო და მაცთურ დადგენილებებს?
ძველმოწესე: დიახ, ამის დაშვება ყოვლად შეუძლებელია.
ახალმოწესე: მაშ, როგორ დაუშვეს ასმუხლიანი კრების მამებმა, რომ ამგვარი განწესებები შესაძლოა არსებულიყო?
ძველმოწესე: იმის გასარკვევად, რა აზრი გააჩნია ასმუხლიანი კრების საქმეებიდან თქვენს მიერ დამოწმებულ სიტყვებს, საკმარისია ვახსენოთ თუნდაც ერთი კანონი, რომელიც მოხსენიებულია იმავე 79-
ამის შესახებ ჩვენ უკვე ვმჯსელობდით და მისი განმეორება საჭიროდ არ მიჩნს. დავამატებ მხოლოდ ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის ერთ მოწმობას, რომელიც სრულიად ამართლებს ასმუხლიანი კრების ამ გამონათქვამს: "თავიდან ღმრთაებრივნი მოციქულნი არ აკისრებდნენ მძიმე უღელს მორწმუნეებს, არამედ ითვალისწინებდნენ მათ ადამიანურ უძლურებას. რადგან გონერი ბატონი მყის როდი შეაბამს პირუტყვს მძიმე სამუშაოს შესასრულებლად, არამედ თავიდან მცირედს აჩვევს, შემდეგ კი მძიმეს. ასე ისწრაფვოდნენ წმიდა მოციქულები ჯერ მართლმადიდებლური სარწმუნოება განემტკიცებინათ ადამიანებში, შემდეგ კი საეკლესიო გადმოცემებსა და კანონებში გაეწაფათ.
რადგან ქრისტეანული სარწმუნოება ჯერაც განუმტკიცებელი იყო მთელს დედამიწაზე და საეკლესიო გადმოცემები და კანონები არ სრულდებოდა, მოციქულები ანგარიშს უწევდნენ ადამიანთა უძლურებას. მაგრამ, შემდგომ, როდესაც სარწმუნოება განმტკიცდა და ყოველივე მოწესრიგდა, მათ დაიწყეს ლაპარაკი ბერ-
ასე იყო მეექვსე მსოფლიო კრებამდე. და რამდენი ცოლიანი ეპისკოპოსი იყო მოციქულთა დროიდან მეექვსე მსოფლიო კრებამდე, რომელთაც ბერული აღთქმა არ მიუღიათ? -
ახალმოწესე: დიახ, ნამდვილად, ასეთი სიტყვები მართლაც მოიპოვება ღირ. იოსების თხზულებაში.
ძველმოწესე: ხოლო მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვა რომ გვმართებს და არა ცვალება, იგივე წმიდა მამა შეგვახსენებს: "რაც ქრისტემ, მისმა მოციქულებმა და წმიდა მამებმა გადმოგვცეს, უნდა დავიცვათ, ხოლო ვინც მათ გმობს და უარყოფს, ყველა მწვალებელზე უარესია და ქრისტეანის სახელისგან არაფერი უნდა ერგოს მას" (ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი. იქვე).
ახალმოწესე: როგორადაც გინდა ეცადოთ უარყოთ ნიკონის რეფორმა იმ მაგალითების მიხედვით, რომლებიც მე მის დასაცავად მომყავს, მაინც გავაგრძელებ ციტირებას და მაგალითების მოტანას, რადგან ყველაფერი როდი დამიმოწმებია.
ძველმოწესე: არ ვარ წინააღმდეგი მოვისმინო თქვენი დანარჩენი არგუმენტებიც, რომლებითაც ცდილობთ გაამართლოთ პატრიარქ ნიკონის რეფორმა, მაგრამ წინდაწინვე გეტყვით: რამდენიც გინდათ დამიმოწმეთ, ვერცერთი ვერ გაამართლებს ნიკონისა და მისი თანამოაზრეების უსჯულოებას.
სახლებში მოწყობილ სალოცავთათვის
ახალმოწესე: "ლაოდიკიის კრების 58-
ძველმოწესე: დიახ, მე დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ აქაც ვერაფერი გაამართლებს პატრ. ნიკონის რეფორმას.
ახალმოწესე: და, რით შეიძლება ამის დამტკიცება?
ძველმოწესე: ამის დამტკიცება ძალიან ადვილია. თუ ჩვენ გავხსნით იმ ფაქტს, რომ სახლის "ეკლესიებში" მსახურება ნებადართული იყო მხოლოდ მოციქულთა პერიოდში, დავინახავთ, რომ მეექვსე მსოფლიო კრებამ 31-
მოდი, თქვენი მაგალითი კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ. ჯერ იმ ფაქტის დადგენა გვმართებს, რომ სახლის ეკვდერებში მოციქულთა დროიდანვე ლოცულობდნენ. ვკითხულობ წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს განწესებათა 9-
გარდა ამისა, შეგვიძლია მივუთითოთ მრავალი შემთხვევა, როდესაც საღმრთო წირვა, როგორც პირველ, ასევე მომდევნო საუკუნეებში ხშირად სახლის ეკვდერებშიც აღესრულებოდა. მაგალითად, ოქტომბრის თვის საკითხავ თვენში (3 ოქტ.), წმ. დიონისე არეოპაგელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ წმიდა დიონისე, რომელიც საპყრობილეში შეაგდეს, იქ აღასრულებდა ლიტურგიას და მორწმუნეებს უფლის წმიდა ხორცსა და სისხლს აზიარებდა".
შემდეგ, ლუკიანე პრესვიტერის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ამ წმიდა მამამ საკუთარი მკერდი შესთავაზა ქრისტეანებს ტრაპეზის ნაცვლად და უთხრა: "ცოცხალი საყდარი ვიყო უფლის წინაშე. და ასე, წმინდანის მკერდზე აღასრულეს საღმრთო ლიტურგია" (თვენი 15 ოქტ.).
წმ. ბარლაამ მეუდაბნოვემ მეფის წულ იოასაფს თავის საძინებელ ოთახში ჯერ წმიდა ჟამისწირვა აღუსრულა, შემდეგ კი მაცხოვნებელ საიდუმლოებებსაც აზიარა" (თვენი 19 ნოემბერი).
ისტორიკოსი ბარონი პატრიარქ ნიკიფორეს შესახებ იუწყბა, რომ დევნულების დროს სახლში ატარებდა ლიტურგიას" (Лето Господне 814, число 4).
ხედავთ, რამდენი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ქრისტეს ძველ ეკლესიაში ლიტურგიას ტაძრის გარეთაც აღასრულებდნენ. შეგვეძლო ამაზე მეტი მაგალითის მოტანა, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია.
ახალმოწესე: დიახ, ნამდვილად, ვხედავ, რომ ლიტურგია ტაძრის გარეთაც აღესრულებოდა, მაგრამ მაშინ თქვენ ასეთი დასკვნა უნდა გააკეთოთ: თუმც ლაოდიკიის კრებამ აკრძალა მსახურება სახლის ეკვდერებში, წმიდა მამები, რომლებმაც დაარღვიეს კრების ეს დადგენილება არავის ჩაუთვლია არამართლმადიდებლებად. ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენს ეკლესიაზეც.
ძველმოწესე: არა, ღმრთის ზემოთჩამოთვლილი წმინდანები, ამას კრებათა დადგენილებების დასარღვევად კი არ იქმოდნენ, არამედ იძულების გამო, რასაც ჩემს მიერ დამოწმებულ წმინდანთა ცხოვრება ადასტურებს. ლაოდიკიის კრებამ აკრძალა სახლის ეკვდერებში საყოველთაო და განურჩეველი მსახურება. მეექვსე მსოფლიო კრებამაც აკრძალა ეს, ოღონდ დაამატა, რომ სასულიერო პირს ეს ეკრძალება "ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე", აქედან კი ცხადია, რომ მღვდელმსახური, ეპისკოპოსის ნებართვით, თავისუფლად აღასრულებს ლიტურგიას სახლის ეკვდერშიც.
აქ შეიძლება ერთგვარად შევათანხმოთ თქვენს მიერ დამოწმებული კანონები: წმ. მოციქულთა 39-
"მღვდელი, რომელიც უგულებელყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს ისე, რომ სასამართლოს მიერ ეპისკოპოსს ვერავითარ ისეთ ქმედებაში ვერ ამხელს, რაც ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო იქნებოდა, განკვეთილ იქნეს".
აქედან ჩანს, რომ თუ მღვდელი თავის ეპისკოპოსს განუდგება ამ უკანასკნელის ცთომილებაში შთავარდნის გამო და ცალკე საკურთხეველსაც აღმართავს, არ განისჯება. არ კი აქ წინააღმდეგობა, როდესაც ერთ კანონში უცილობლივ იკრძალება, მეორეში კი ზოგჯერ დაშვებულია მღვდლის თავისუფალი მოქმედება?
ახალმოწესე: დიახ, ერთის შეხედვით თითქოსდა წინააღმდეგობა არის, მაგრამ ყოველი მხრიდან თუ განიხილავ, წინააღმდეგობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
ძველმოწესე: თქვენი ეს დასკვნა სრულიად სწორია, რომელიც მსგავსადვე უნდა გამოიყენოთ თქვენს მიერვე მოტანილ მაგალითებდან დაკავშირებით. ხოლო ყოველივეს ჩემს მიერ წაკითხულ მოწმობებსაც დავამატებთ და ვიტყვით, რომ "კანონები არ ეწინააღმდეგებიან ერთურთს", გასაგები გახდება, რომ ამგვარი წინააღმდეგობა სხვა კანონების განხილვის დროსაც არის დაუშვებელი.
მღვდლის დაკრძალვის წეს-განგების შესახებ
ახალმოწესე: ახლა მე დაგიმოწმებთ კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც ამართლებს პატრ. ნიკონის რეფორმას: პატრიაქმა იოასაფმა, რომელსაც თქვენ, ძველმოწესეები, ღვთისმოსავ პატრიარქად აღიარებთ, კურთხევანიდან ამოიღო მღვდლის დაკრძალვის წეს-
ძველმოწესე: დიახ, ეს მაგალითი, შეიძლებოდა გამოდგომოდა თქვენს ეკლესიას, მართლაც ისე რომ ყოფილიყო საქმე, როგორც თქვენ დახატეთ, მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ ვითარება სულ სხვაგვარი იყო. რაიმეს ხომ არ წამიკითხავდით პატრიარქ იოასაფის ამ კურთხევანიდან?
ახალმოწესე: კი ბატონო!... ეს კურთხევანი, საბედნიეროდ, ხელთა მაქვს. ისმინეთ: "ხოლო მღვდლის დაკრძალვა დიდი ბატონისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი ჩვენი პატრიარქის, იოასაფის ბრძანებით ამოღებულია, რადგან, ის დაკრძალვა დაწერილი იყო მწვალებელ ერემიოსის, ბულგარელი მღვდლის მიერ, ხოლო ბერძნულ თარგმანებში ის არ მოიპოვება, არ არის ის ასევე ძველ ისტორიულ და წერილობით წყაროებში, როგორც მცირე რუსეთში, ასევე კიევის გამოცემებში" ("А поповское погребение от¬ставлено по повелению великаго господина святейшаго Иоасафа, патриарха московскаго и всея России, потому, что то погребение учинено от еретика Еремея, попа болгарскаго, а в греческих пе¬реводах его нет, также и в старых харатейных, и в письменных старых, и малыя России яже в киевских нет же" (Потребник Иоасафа патриарха). აჰა, წავიკითხე.
ძველმოწესე: და, სად არის აქ ნათქვამი, რომ პატრიარქმა იოასაფმა მღვდლის დაკრძალვის წესი მწვალებლურად გამოაცხადაო?
ახალმოწესე: აქ ნათქვამია, რომ დაკრძალვის წეის დაუწერია ბულგარელ მღვდელ ერემიოსს.
ძველმოწესე: და თქვენი აზრით, სულ ერთია რა "დაწერა მწვალებელმა" და რა არის "მწვალებლური"? ეს ერთნაირად მიუღებელია?
ახალმოწესე: რა თქმა უნდა, სულ ერთია.
ძველმოწესე: მითხარით, გეთაყვა, როგორ მიიჩნევთ თქვენსა და ჩვენს წიგნებში მოთავსებულ ღვთისმშობლის აკაფისტოს: მართლმადიდებლურად თუ მწვალებლურად?
ახალმოწესე: რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურად.
ძველმოწესე: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს მართლმადიდებლურად თვლით თუ მწვალებლურად?
ახალმოწესე: უცნაური ადამიანი ბრძანდებით! რა საჭიროა ასეთი შეკითხვები? განა შეიძლება ისეთი უდიდესი დღესასწაული, როგორიც ჯვართამაღლების დღესასწაულია ან კიდევ ღვთისმშობლის აკაფისტო -
ძველმოწესე: გმადლობთ ასეთი სამართლიანი პასუხისთვის. მაგრამ ეს შეკითხვები იმიტომ კი არ დაგისვით, რომ მე "უცნაური ადამიანი" ვარ, არამედ იმიტომ, რომ გამოგიყვანოთ ცთომილებიდან. როდესაც გკითხეთ: განა სულ ერთია თქვენთვის, "მწვალებლის მიერ დაწერილი" და "მწვალებლური" მეთქი, თქვენ "დიახ, სულ ერთიაო", მიპასუხეთ. ხოლოდ როდესაც გკითხეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტოზე, რომელიც კონსტანტინოპოლის მწვალებელ-
და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის დღესასწაულიც პაპ ჰონორიუსის მიერ არის დაწესებული, რომელიც ერთნებიანთა მწვალებლობის მიმდევარი იყო ("Большой Феатрон", лето 626, лист 236 обор.): მართლმადიდებლურია თუ არა ეს დაწესებანი თუ მწვალებლურნი? თქვენ მიპასუხეთ: "მართლმადიდებლურიაო". აქედან კი გამოდის, რომ ის, "რაც მწვალებლის დაწერილია" ან "დაწესებულია" და საკუთრივ "მწვალებლური" – "ერთი და იგივე" როდია.
ახალმოწესე: გმადლობთ, რომ მიჩვენეთ აზრთა განსხვავება თქვენს მიერ მითითბულ ორ ტერმინში, თუმცა ამით კიდევ უფრო გაამართლეთ ნიკონ პატრიარქის რეფორმა.
ძველმოწესე: და, როგორ?!
ახალმოწესე: ძალიან მარტივად! თქვენ დაამტკიცეთ, რომ მღვდლის დაკრძალვის წესი "მწვალებლური" არ არის, არამედ მართლმადიდებლური, თანაც პატრ. იოასაფმა ის გააუქმა, თუმცა ამისთვის მწვალებლად როდი შეირაცხა. ზუსტად ასე მოიქცა ნიკონ პატრიარქიც, თუმც კი გააუქმა მართლმადიდებლური გადმოცემები, მაგრამ ამის გამო მწვალებელი როდი გახდა. კიდევ ერთხელ გმადლობთ ამისთვის!
ძველმოწესე: არა, პატივცემულო, თქვენი პატრიარქის მოქმედებები სულაც არ წააგავს პატრიარქ იოასაფის მოქმედებას და აი რატომ: იოასაფი ღვთისმოსავი პატრიარქი იყო, თუმცა მან თავისი კურთხევანიდან ამოიღო მღვდლის დაკრძალვის წესი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის შედგენილია მწვალებლის მიერ, აქედან გამომდინარე კი შიშობდა (თუმცა სრულიად უსაფუძლოდ), რაიმე შეცდომა არ დაეშვა ამ წეს-
გარდა ამისა, პატრიარქი იოასაფი არ მიიჩნევდა თავის გადაწყვეტილებას დაკრძალვის წესთან დაკავშირებით უეჭველად სწორ გადაწყვეტილებად, რომელიც არ ექვემდებარება გადასინჯვას. პირიქით, "ქრისტეანული მორჩილებით სთხოვდა თავის მომავალ მემკვიდრეებს გაეგრძელებინათ თავიანთი მზრუნველობა წიგნების შესწორების საქმეში და მისი ეჭვები გაექარწყლებინათ" (ციტატა ბროშურიდან: "Ответы Снежницкому").
უეჭველია, რომ პატრიარქ იოასაფს ვიღაცამ უთხრა, რომ დაკრძალვის წესი, თითქოსდა მწვალებელი ერემეის დაწერილი იყო. პატრიარქი მიენდო ამ რჩევას და შემოწმების გარეშე ვერ გაბედა კვლავ კურთხევანში დაებეჭდა იგივე წეს-
მოიქცა კი ასე ყოფილი პატრიარქი ნიკონი თავის თანამოაზრეებთან ერთად? -
ნიკონს ბრწინვალედ ესმოსა, რომ ამ წმიდა გადმოცემებში არ არის არავითარი ცთომილება, რომ ისინი ძველ საეკლესიო-
და თქვენ, პატივცემულო, გსურთ იპოვოთ ისეთი მაგალითი ქრისტეს ძველ ეკლესიაში, რომელიც გაამართლებდა თქვენი მოძღვრების ამგვარ უკეთურებას! ძლიერ დაშვერით აქ ძვირფასო, და შესაძლოა, კიდევ გააგრძელოთ ღვაწლი ამავე სულისკვეთებით, მაგრამ გახსოვდეთ, -
დიდ ხუთშაბათს ლიტურგიის ჩატარების შესახებ
ახალმოწესე: კიდევ ერთ მაგალითს მოგიტანთ: კართაგენის კრებამ 50-
ძველმოწესე: მართლაც, თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ მეექვსე მსოფლიო კრებამ გააუქმა კართაგენის 50-
უფრო კარგად რომ გავიგოთ თუ რატომ გააუქმა მეექვსე მსოფლიო კრებამ კართაგენის 41 (50)-
ხოლო მოციქულთა და მამათა გადმოცემებად ამ კრების ღვთაებრივმა მამებმა წმ. მოციქულთა 59-
აქედან განა ცხადი არ არის, რომ მეექვსე მსოფლიო კრების მამებს, როდესაც კართაგენის კრების 41 (50)-
ღმრთის გულისთვის, მიუკერძოებლად მითხარით გეთაყვა, ამართლებს კი ეს მაგალითი ყოფილი პატრიარქის, ნიკონის რეფორმას?
ახალმოწესე: ჩვენი მისიონერები, ცხადია, არ დათანხმდებიან თქვენს არგუმენტებს, მაგრამ ობიექტურად და მიუკერძოებლად თუ შევხედავთ, უნდა დაგეთანხმოთ, რომ ეს მაგალითი პატრიარქ ნიკონის რეფორმას ვერანაირად ვერ გაამართლებს.
ძველმოწესე: ახლა დაგელოდებით და მოგისმენთ, კიდევ რა მაგალითს დაიმოწმებთ.
კოვზის შესახებ
ახალმოწესე: მეექვსე მსოფლიო კრებამ 101-
ძველმოწესე: ჩვენ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ VI კრების 101-
ახალმოწესე: ბუკვალური აკრძალვა კანონში არ გვაქვს.
ძველმოწესე: თქვენ სამართლიანად ბრძანეთ, რომ კოვზით ზიარების აკრძალვა კანონში ნამდვილად არ არის. ახლა კი მოდი, წავიკითხოთ VI მსოფლიო კრების 101-
მოდი, საკუთარი სიტყვებით რომ არ განვმარტოთ ეს კანონი, წავიკითხოთ ბალსამონის განმარტება, საიდანაც დაინახავთ, რომ მაგალითი, რომელიც თქვენ მოტანეთ, ვერ გაამართლებს პატრ. ნიკონის რეფორმას. ბალსამონი წერს: "იმ დროს ზოგიერთი მდიდარი ადამიანი, როგორც ჩანს, ღარიბთა მიმართ ზიზღის გამო, ოქროსგან ან სხვა ძვირფასი მასალისგან ამზადებდა ჭურჭელს ზიარების მისაღებად და ვითოცმდა ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს ამ ჭურჭელში ღებულობდა. თავიდან, შესაძლოა ეს ვიღაცამ მართლაცდა ღვთისმოშიშების გამო მოიფიქრა, რადგან შესაძლოა მიაჩნდათ რომ ხელი, რომელიც ათასგვარ უკეთურ და სასირცხვო საგანს ეხება, უღირსია უფლის ხორცის მისაღებად. მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს ღვთისმოშიშება მრავალს სულის წარმწყმედელ ჩვევად ექცა, რადგან ამგვარად მოქმედნი ცდილობდნენ ღარიბთა წინაშე საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას და მედიდურობდნენ. ამრიგად, რადგან მამებს მოეჩვენათ, რომ ეს შეიძლება საცთურის მიზეზი გახდეს, თანაც შეურაცხმყოფელია ჩვენი სხეულისთვის, რომელიც ღმრთის ხატად და მსგავსად შეიქმნა, ბრძანეს, რომ იმ დროს, როდესაც დიდი მოციქული პავლე ადამიანს ქრისტეს სხეულსა და ხატს უწოდებს, რომელიც ყოველ ქმნილებაზე უპატიოსნესია და სწორედ ის ეღირსა საღმრთო საიდუმლოებებთან ზიარებით სულისა და ხორცის განწმენდას, არავინ უნდა მიანიჭოს უპირატესობა ოქროს ან სხვა ძვირფასი მასალისგან დამზადებულ უსულო და მომსახურე საგნებს; ამრიგად, თუ ვინმე გაბედავს და რამე ჭურჭელს შეამზადებს წმიდა და უხრწნელი ზიარების მისაღებად, უზიარებელ იქნეს მიმცემიცა და მიმღებიც. არ გაგიკვირდეს და არ იკითხო მიზეზი, რომლის გამოც ზოგიერთ ეკლესიაში ქრისტეს წმიდა ხორცი ერისკაცებს მიეცემა და ხელში არ ეძლევა წინამდებარე კანონის მოთხოვნის შესაბამისად; რადგან მართალმა რწმენამ, ღმრთის შიშმა და უეჭველმა ღვთისმოსაობამ გადმოგვცა ეს და არა ერისკაცთა უღირსებამ".
რას იტყვით ბალსამონის განმარტებაზე?
ახალმოწესე: უნდა გითხრათ, რომ წმიდა მამები განსაკუთრებული მონდომებით იცავდნენ და ზრუნავდნენ იმაზე, რათა სამწყსოსაც და მწყემსებსაც უდიდესი ღვთისმოსაობა და ღმრთის შიში ჰქონოდათ მოცემულ შემთხვევაში და ბოროტად არ ესარგებალად ისეთი უდიდესი საქმით, როგორიც წმიდა ზიარებაა. გარდა ამისა, წაკითხული განმარტებიდან ჩანს, რომ ძველ დროს ზიარება ქრისტეანებს კოვზიდანაც ეძლეოდათ.
ძველმოწესე: ჩემი წაკითხული სწორად გაგიგიათ. ახლა, თქვენს ბოლო სიტყვებს კიდევ იმას დავამატებ, რომ კოვზიდან ზიარება არც კი შეიძლება არასამოციქულო გადმოცემად იწოდოს, რადგან ყველა მორწმუნე ქრისტეანი ლიტურგიის დაფუძნების დღიდან თვლიდა საჭიროდ უფლის პატიოსან ხორცთან და სისხლთან ზიარებას. მათ შორის კი, ბუნებრივია, იქნებოდნენ ყრმებიც, რომელთაც არ შეეძლოთ ზიარების საკუთარი ხელებით მიღება და უეჭველია იქნებოდნენ ისეთი ავადმყოფებიც, რომელთაც ასევე არ შეეძლოთ თავიანთი სნეულების გამო საკუთარი ხელებით წმიდა ზიარების მიღება და თუ წმიდა მოციქულებმა არსად თქვეს, ყრმები და ავადმყოფნი არ აზიაროთო, ცხადია, ისინიც აუცილებლად უნდა ეზიარონ და გამოიყენონ კოვზი ზიარების მისაღებად.
ახალმოწესე: ეს მხოლოდ თქვენი დასკვნაა, თუმცა, შეიძლება ითქვას, მთლად არასწორი როდია, რადგან, მართლაც, პატარა ყრმების ზიარება სხვა არაფრით არის შესაძლებელი თუ არა კოვზით; მიუხედავად ამისა, საჭიროა დამატებითი ფაქტების წარმოჩენა.
ძველმოწესე: კეთეილი, მე წაგიკითხავთ ღირ. ეფრემ ასურელს, რომელიც არა მარტო მეექვსე, არამედ მეორე მსოფლიო კრების უწინარეს ცხოვრობდა. ის წერს: "უხორცო სერაფიმმა გავარვარებული მუგუზალით განწმინდა ესაია. მუგუზალი კი ორი ბუნებისგან, ხისა და ცეცხლისგან შედგება. ასევე საზიარებელი პურიც არა მარტო პურია, არამედ ღვთაებრივი ხორციცაა. ამიტომაც, როდესაც საზიარებლად მოდიან ქრისტესმოყვარენი, არა თუ კაცისგან ღებულობენ საშინელ ზიარებას, ან მღვდლისგან, არამედ როგორც თვით სერაფიმისგან, იმ ცეცხლოვანი კოვზისგან, რომელიც იხილა ესაიამ" (ჰომ. 107). ესაიამ კი სერაფიმი იხილა მაშით ხელში და არა კოვზით. და თუკი ღირ. ეფრემ ასურელმა ის კოვზით შეცვალა, ცხადია, რომ იმ დროს ეკლესიაში არა მარტო ხელით, არამედ კოვზით ზიარების ჩვეულებაც უდავოდ არსებობდა.
ახალმოწესე: რა მიზეზებმა გამოიწვია ზიარების ხელიდან მიცემის ჩვეულების, კოვზით ზიარების ჩვეულებით შეცვლა? ხომ არ შეგიძლიათ რაიმე წაგვიკითხოთ ამასთან დაკავშირებით?
ძველმოწესე: მე უკვე წაგიკითხეთ ბალსამონის განმარტება VI მსოფლიო კრების 101-
გასაგებია, რომ წმიდა ზიარების მიღებიდან მის ჭამამდე შესაძლებელი იყო ამ წმიდა ძღვენის ნამცეცების დაყრაც. ამით კი მისდამი ღვთისმოშიშება იკარგებოდა. გარდა ამისა, წმიდა ზიარების ამგვარი მიღების დროსაც კი ადგილი ჰქონდა აღმაშფოთებელ მკრეხელობას, როგორც ეს 9 ნოემბრის საკითხავ თვენში, ღირ. თეოკტისტეს ცხოვრების ბოლოშია აღწერილი. სელევკიაში ერთი მწვალებელი ვაჭრის მართლმორწმუნე მონას აუღია წმიდა ზიარება, რომელსაც კიდობანში ინახავდა; როდესაც ამის შესახებ მის ბატონს გაუგია, სიწმიდის განადგურება გადაუწყვეტია, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მთელ ნაწილს თავთავები გამოეღო... მოგვიანებით წმიდა მამებმა ერისკაცთ ზიარების ხელში მიღება და ეკლესიიდან მისი გატანა აუკრძალეს, ყველაზე მეტად კი წმ. იოანე ოქროპირმა გაილაშქრა ამის წინააღმდეგ, რადგან მისი პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში ერთ დედაკაცს ეკლესიაში მიღებული წმ. ზიარება სახლში მიჰქონდა ჯადოქრული რიტუალის აღსასრულებლად. როდესაც ეს გაიგო წმ. ოქროპირმა, ამცნო ყველა ეკლესიას, რათა ამიერიდან ხელში არავისთვის მიეცათ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, არამედ კოვზით, ღვინოსთან ერთად, რომელიც არის სისხლი ქრისტესი, პირდაპირ ეკლესიაშივე ეჭმიათ ზიარებად მოსულთათვის. თუ ადრე საზიარებელს ღვინის სახით არსებულ ქრისტეს სისხლს ცალკე ჭურჭლით ასმევდნენ, ზიარებას კი ხელში აძლევდნენ, წმ. იოანე ოქროპირის დროიდან უფლის ხორცსაც და სისხლსაც კოვზით აჭმევენ საზიარებლებს და უფლის ხორცთან ხელით მიკარების უფლებას მხოლოდ სამღვდლო პირებს აძლევენ, და არავითარ შემთხვევაში ერისკაცთ.
ასე, რომ თქვენს შეკითხვაზე, რა მიზეზები არსებობდა ამ ჩვეულების შესაცვლელად -
ახალმოწესე: თქვენი დამატებითი ორი მტკიცებულება, როგორც ჩანს, ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ძველმოწესე: რაში?
ახალმოწესე: ბოლო, მეორე მაგალითიდან ჩანს, რომ წმ. ოქროპირამდე კოვზი საერთოდ არ გამოიყენებოდა, ხოლო პირველ მაგალითში, ღირ. ეფრემი რომ დაიმოწმეთ, ამტკიცებდით თითქოსდა მის დროს მორწმუნეეებს კოვზით აზიარებდნენ. ეს ორი მტკიცებულება ერთმანეთს როგორ შევათანხმოთ?
ძველმორწმუნე: ვფიქრობ ამგვარი შეთანხმება ძნელი არ უნდა იყოს. თუ წარმოვიდგენთ, რომ ოქროპირის განკარგულება ეხებოდა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიებს, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაშინ სხვა ეკლესიებთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვით, რადგან თეოდორ ბალსამონი მეექვსე კრების 101-
საერთოდ, ჩემი სიტყვის დასასრულს მინდა შეგახსენოთ, რომ მე არ უარვყოფ არც ერთს და არც მეორეს, პირიქით, ვამტკიცებდი და ვამტკიცებ, რომ ძველ ეკლესიაში ერთი ჩვეულებაც იყო და მეორეც; კოვზითაც ეზიარებოდნენ და ხელითაც, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ხსენებულ მიზეზთა გამო, დატოვეს მხოლოდ კოვზით ზიარების წესი. თანაც ეს წესი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ზიარების ხელით მიცემის ჩვეულება, რადგან თავიდან არის აცილებული ზემოთხსენებული ბოროტგანზრახვები, ხოლო რაიმე გადმოცემის ან საეკლესიო წესის სრულყოფა დანაშაული კი არ არის, არამედ ნებადართული საქმე, როგორც ამას გვამცნებს ღირ. ბიკენტი ლირინელი, რომელიც წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების განმარტებაში: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო" (1 ტიმ. 6:20), ბრძანებს: "ქრისტეს ეკლესიაში სრულყოფილება უნდა იყოს და საკმაოდ დიდიც... ოღონდ ეს სრულყოფა სარწმუნოების ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. სრულყოფა იმაში გამოიხატება, როდესაც რაღაც საგანი სრულ იქმნება თავის თავში, ხოლო ცვალებადობა იმაში, როდესაც რაღაც უკვე აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო.
ამრიგად, დაე სრულ იქმნეს და წარემატოს წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გონიერება, ცოდნა, სიბრძნე, როგორც თითოეული მორწმუნისა, ასევე მთელი ეკლესიისა, მხოლოდ ერთსა და იმავე სწავლებაში, ერთსა და იმავე აზრში, ერთსა და იმავე ცნებაში. რადგან თუ ერთხელ მივცემთ ნებას უკეთურ სიცრუეს შეცვალოს, დაამახინჯოს და შერყვნას ჭეშმარიტება, ვშიშობ თქმასაც კი, რა საფრთხე შეიძლება თავს დაგვატყდეს ეკლესიის გაპარტახებისა და რელიგიის განადგურების სახით; და თუკი უარვყოფთ კათოლიკე სწავლების ერთ რომელიმე ნაწილს, ჩვენი ამგვარი ნებართვითა და ჩვეულებით, ერთი მეორის მიყოლებით, ჭეშმარიტების სხვა ნაწილთა უარყოფასაც დაიწყებენ. ხოლო შემდეგ, როდესაც ნაწილებს სათითაოდ უარყოფენ, რაღა დარჩება თუ არა მთლიანობის ერთობლივი უარყოფა? მეორეს მხრივ, ძველს თუ შეურევენ ახალს და შინაურს გაურევენ უცხოს, წმიდას კი უწმინდურთან შეაზავებენ, ჩვეულება იგი აუცილებლად გავრცელდება ყველგან და ისე, რომ უკვე ეკლესიისგან აღარაფერი დარჩება -
ასე რომ, წმიდა ზიარების მიღება კოვზით, ხელის ნაცვლად, ნამდვილად უკეთესი, ბიკენტი ლირინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილი ჩვეულებაა, რომელიც ეკლესიამ სიწმინდეზე იმ მკრეხელობის აღსაკვეთად დააწესა, ზემოთ რომ მოვიხსენეთ. ხოლო თქვენმა ეკლესიამ, ყოფილი პატრიარქის, ნიკონის დროს, რა სრულჰყო და ძველზე უკეთესი რა დაამკვიდრა?
პირიქით, თქვენი ეკლესიის მოძღვრებმა, სრულყოფილების ნაცვლად, ისევ ბიკენტი ლირინელის სიტყვებით ვიტყვი, დაამახინჯეს და შერყვნეს წმიდა ეკლესიის საუკუნეებითგან კურთხეული და თვით წმიდა მამათა ანათემატიზმებით დაცული უძველესი გადმოცემა; მშვიდობის ნაცვლად თქვენმა მოძღვრებმა მახვილი ჩასცეს ქრისტეს ეკლესიას, გაერთიანების ნაცვლად მოახდინეს განჰყოფა. მაშ, შეიძლება თუ ადამიანს სული და სინდისი გააჩნია, თქვას, რომ მოტანილი მაგალითი ამართლებს ნიკონის რეფორმას? არა, ამისი თქმა მხოლოდ ოფიციალური ეკლესიის "მისიონერებს" შეუძლიათ.
ლიტურგიის შესახებ
ახალმოწესე: რამდენიც უნდა ეცადოთ განმიმარტოთ ჩემს მიერ მოტანილი მაგალითები, წინ ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. ამჯერად მოვიტან საღმრთო ლიტურგიის მაგალითს. ცნობილია, რომ ძველ დროში მოციქულ იაკობის ლიტურგიას ასრულებდნენ, შემდეგ კი წმ. ბასილი დიდმა ეს ლიტურგია მიატოვა და დაწერა თავისი, ხოლო წმ. იოანე ოქროპირმა ესეც შეცვალა. განა ცხადი არ ხდება, რომ ნიკონ პატრიარქმაც გააკეთა იგივე, ოღონდ ეკლესიის ზოგიერთ გადმოცემასთან დაკავშირებით, ყოველ შეთმთხვევაში იმაზე მეტი არა, რაც ლიტურგიასთან მიმართებაში ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა გააკეთეს. ხოლო თუ ასეა, მაშინ იქნება კი სამართლიანი პატრიარქი ნიკონი მწვალებლად შეირაცხოს?
ძველმოწესე: ნება მიბოძეთ გკითხოთ: საიდან ჩანს, რომ ბასილი დიდმა იაკობ მოციქულის ლიტურგია მიატოვა ან გააუქმა, დაწერა თავისი, შემდეგ კი იოანე ოქროპირმაც თავისი ლიტურგია შეადგინა?
ახალმოწესე: ეს ჩანს წიგნიდან "Розыск" (ნიკონიანელთა საყვარელი "წმინდანის", დიმიტრი როსტოველის "ანტისტაროვერული" თხზულება -
ძველმოწესე: ლიტურგიათა განსხვავებაზე თქვენი სიტყვების უტყუარობის რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ხომ არ მოგეპოვებათ?
ახალმოწესე: არა, სხვა მოწმობა ჯერ ჯერობით არ მაქვს.
ძველმოწესე: ასეთ შემთხვევაში დიდ ბოდიშს მოვითხოვ თქვენს წინაშე ზედმეტი საკითხის დაყენებისთვის, სანაცვლოდ კი ვაცხადებ, რომ წიგნ "Розыск"-
ახალმოწესე: რატომ?
ძველმოწესე: ჯერ-
იმისთვის, რათა ჩვენი სიტყვები დამაჯერებელი იყოს, მაგალითისთვის მივმართავ წიგნ "Розыск"-
ახალმოწესე: დია, რა თქმა უნდა, ეს არასწორია, მაგრამ გამომდინარეობს კი აქედან ის, რომ "Розыск"-
ძველმოწესე: ის, რაც "Розыск"-
მაგრამ, როგორც ხედავთ, ვერც ერთი მათგანი, არსებითად, ვერ გამოგადგათ თავის გასამართლებლად, პირიქით, უფრო ადანაშაულებს კიდევაც თქვენს რეფორმატორულ ეკლესიას. და როგორც თქვენ ამახინჯებდით ჩემთან საუბარში მთელ რიგს მაგალითებისა, ასე ამახინჯებს "Розыск"-
ახალმოწესე: კეთილი ბატონო. თქვენი შეხედულება თქვენთან დარჩეს, და კეთილი ინებეთ დაამტკიცოთ, რომ ჩემს მიერ მოტანილი მაგალითები ლიტურგიის შესახებ ვერ გაამართლებს პატრიარქ ნიკონის რეფორმას.
ძველმოწესე: კეთილი, მაშინ ისმინეთ! თავიდან მე მოვიტან მოწმობებს, რომ წმიდა ბასილი დიდს არ გაუუქმებია ან არ მიუტოვებია მოციქულ იაკობის ლიტურგია, არამედ მხოლოდ შეამოკლა სიტყვები, ან უბრალოდ რომ ვთქვათ ჯეროვანი სახე მისცა. წიგნში "Книге о вере" (გამოცემულია 1648 წ. ანუ ნიკონ პატრიარქის რეფორმების დაწყებამდე შვიდი წლით ადრე -
ახალმოწესე: თქვენ წაიკითხეთ ადგილი წიგნიდან "о вере", რომ წმ. ბასილი დიდმა მოციქულის ლიტურგია სიტყვებში შეამოკლა. მე კი მეჩვენება, რომ ეს სრულიად ამართლებს ჩვენს ეკლესიას და მის მიერ ზოგიერთი სამოციქულო გადმოცემის შეცვლას. კარგია რომ ეს წაიკითხეთ. წარმოიდგინეთ, მოციქულებმა ლიტურგია დაწერეს და დააწესეს, ბასილი დიდმა კი ეს მოციქულთა დაწესება შეამოკლა. განა ეს არ ამართლებს პატრიარქ ნიკონს?
ძველმოწესე: უმორჩილესად გთხოვთ ბოლომდე მისმინოთ ამ საკითხში და მაშინ დავინახავთ ამართლებს ეს მომენტი ნიკონს თუ არა. ამრიგად, მე დაგიმტკიცეთ, რომ წმ. ბასილი დიდს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლია, არც მიუტოვებია და თავისი, ახალი ლიტურგია არ დაუწერია, არამედ მხოლოდ სიტყვათა შემოკლებით მოუწესრგიებია იგი.
ახალმოწესე: თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ბასილი დიდს მოციქულთა ლიტურგია მოუწესრიგებია. აქედან კი გამოდის, რომ მოციქულებს ჩვენთვის მოუწესრიგებელი ლიტურგია დაუტოვებიათ. შეიძლება კი ამას დავეთანხმოთ? ხომ არ არის ეს მოციქულთა დაკნინება?
ძველმოწესე: მოციქულებმა ლიტურგია სრულიად მოწესრიგებულად დაგვიტოვეს, მაგრამ ზეპირ გადმოცემაში. ამის შედეგად, პირველი საკუკუნეების ზოგიერთი ეპისკოპოსი თავს უფლებას აძლევდა ლიტურგიაში საკუთარი ლოცვები და სიახლეები შეეტანა, რის გამოც ლიტურგია დამახინჯდა.
ახალმოწესე: საიდან ჩანს, რომ მოციქულებმა ლიტურგია ზეპირად გადმოგვცეს და რომ პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს იქ საკუთარი ლოცვები და სიახლეები შეჰქონდათ? "Книга о вере" ხომ პირდაპირ ამბობს, რომ მოციქულმა იაკობმა ლიტურგია დაწერა, შედეგად კი მოციქულთა გადმოცემა ეს არის წერილობითი გადმოცემა და არა ზეპირი და თუ ასეა, მაშინ ცვლილებები, თუნდაც სიტყვათა შემოკლება, უკვე აღარ უნდა დაშვებულიყო.
ძველმოწესე: ჩემი უღრმესი რწმენით "Книга о вере"-
ამის თანახმად წერენ და განმარტავენ ამ კანონს ზონარა, ბალსამონი და არისტინეც, რომელთა განმარტებებს ჩვენი გასაუბრების სიმოკლისთვის არ დავიმოწმებ. ხოლო პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს თავიანთი ლოცვები და სხვადასხვა სახის სიახლეები შეჰქონდათ ლიტურგიაში, ჩანს შემდეგი მოწმობიდან. წიგნში "რომაული ლიტურგიის შესახებ" ("О римской литур¬гии") ვკითხულობთ: "უნდა შევნიშნოთ, რომ ძველად კერძო ეკლესიები... ერთმანეთს შორის განსხვავდებოდნენ წესებით, გალობითა და ლოცვებით" (გვ. 80-
შესაძლოა ეს უკანასკნელი მოწმობა განეკუთვნება ბასილი დიდზე და იოანე ოქროპირზე უგვიანეს დროებას, მაინც ნათლად ათვალსაჩინოებს ძველი ლიტურგიების მდგომარეობას, რომელთა მოწესრიგება, უკიდურეს შემთხვევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს დაუშვებელ, ცოდვილ ცვალებადობად ან მოციქულთა ლიტურგიის გაუქმებად, და მით უფრო არ შეიძლება ამართლებდეს ნიკონ პატრიარქისა და მისი მომხრეების მიერ ჩატარებულ რეფორმებს.
ზემოთ მოტანილ სამ მოწმობას მინდა დავუმატო კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც მოცემულ საკითხს ეხება. მისი მიხედვით: "IV საუკუნეში, როდესაც შეწყდა ქრისტეანთა დევნა და ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად კეთილმოეწყო საკუთარი ღვთისმსახურება, აღმოჩნდა, რომ ლიტურიის სფეროში მრავალგვარობა და განსხვავება იყო არა მარტო ცალკეულ, ადგილობრივ ეკლესიებს შორის, არამედ ერთსა და იმავე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოებს შორისაც კი; ეს განსხვავებანი ეხებოდა ლოცვებს, რომელთაც ერთი და იგივე შინაარსი ჰქონდათ, მაგრამ გადმოცემის ფორმის მიხედვით განსხვავდებოდნენ. აღიარებულ იქნა ლიტურგიათა მოწესრიგების საჭიროება და ისიც, რომ სხვადასხვა ეკლესიათა ლიტურგიები უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი და თანხმიერი. ამ მიზნით წმ. ბასილი დიდმა გადაამოწმა და შეამოკლა მანამდე გამოყენებული ძველი ლიტურგიები, რომლებიც მოციქულ იაკობის სახელს ატარებდნენ" ("Три литургии". Заметка в Современном календаре 1898 г., изд. Ступина, месяц сентябрь).
ჩემს მიერ დამოწმებული მონაცემები ადასტურებენ, რომ წმიდა ბასილი დიდმა კი არ გააუქმა, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა მოციქულის ლიტურგია, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში განსხვავებული იყო, ზოგან კი უზუსტობები და დაუშვებელი დანამატებიც შეტანილიყო.
ახალმოწესე: თქვენ დაამტკიცეთ, რომ წმ. ბასილი დიდმა ნამდვილად კი არ გააუქმა მოციქულთა ლიტურგია, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა იგი. მაგრამ აი წმ. იოანე ოქროპირმა უკვე მოწესრიგებულ ლიტურგიაში შეიტანა ცვლილებები. რას იტყვით ამაზე?
ძველმოწესე: ამ შეკითხვას პასუხობს თქვენი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ბენიამინის წიგნი "ახალი ფილაქნები" ("Но¬вая Скрижаль"), რომელშიც ვკითხულობთ: "ამ წმიდა მამამ (ოქროპირმა) აიღო იგივე წესები და ჩვეულებები, რაც ბასილი დიდის ლიტურგიაშია მოცემული, მან მხოლოდ შეამოკლა ლოცვები" (гл. 7, § 1, стр. 190). ასე წერია ჩემს მიერ ზემოთ დამოწმებულ წიგნში "სამი ლიტურგია" ("Три литургии"): "წმ. ბასილი დიდის შემდეგ ამ საქმეში მოღვაწეობდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელმაც ლიტურგია კიდევ უფრო შეამოკლა. თუმცა, ასეთი შემოკლება, მიღწეულ იქნა ლოცვათა ზუსტი გადმოცემით და ზოგიერთი ლოცვის საიდუმლოდ კითხვის ჩვეულების დამკვიდრებით. ლიტურგიის არსებითი შინაარსი კი ხელუხლებელი დარჩა" (Современ¬ный календарь 1898г., изд. Ступина).
"მან (ოქროპირმა), -
როგორც პირველი, ასევე ბოლო მოწმობებიდან ნათლად ჩანს, რომ არც წმ. ბასილი დიდს და არც წმ. იოანე ოქროპირს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლიათ, არამედ მხოლოდ მოაწესრიგეს და სრულყვეს იგი. ისეთი განსხვავებანი ლიტურგიებს შორის, როგორიც დღეს გვაქვს ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს შორის, უძველეს დროშიც იყო და ეს არ ითვლებოდა რაიმე ცოდვად, უბრალოდ მაშინ ის არსებობდა როგორც ამა თუ იმ ეპისკოპოსის ქრისტეანული სულის სიმაღლის გამოხატულება და არ იყო დაცული მოციქულთა რომელიმე სპეციალური კანონით. და არავინ, თქვენი ეკლესიის მისიონერთა გარდა, ამ მაგალითით არ ხელმძღვანელობს ისეთი უსჯულოების დასაცავად, როგორიც პატრიარქმა ნიკონმა და "ძმათა მისთა" აღასრულეს.
ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად, ანუ იმის საჩვენებლად, რომ ძველ ლიტურგიებს შორის არსებობდა გარეგანი, არაარსებითი განსხვავება, სასარგებლოდ მიჩნს წაგიკითხოთ ამონარიდი წიგნიდან "ძველი ლიტურგიების კრებული" ("Собрание древних литургий"), რომელიც სანკტ-
შემდეგ, ყველა ძველ ეკლესიაში ლიტურგია ერთია არა მარტო მის უმთავრეს ნაწილებში, არამედ ძირითადი თემის ერთობაშიც, რომელიც მის უმთავრეს ნაწილში -
ლიტურგიის გარეგანი მხარე ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო... რადგან, მოციქულთაგან ლიტურგია წერილობითად კი არ მოგვეცა, ან რაიმე ჩანაწერის სახით, რომელიც მოციქულებმა დატოვეს და მისი დაცვა ყოველ დეტალსა და ასოში უცვალებლად დაგვავალეს, არამედ ზეპირი გადმოცემით, რომლის მიხედვითაც ამცნეს ყველა ეკლესიას უცვალებლად დაეცვათ მხოლოდ მათ მიერ გადმოცემული არსებითი მომენტები. ხოლო რაც შეეხება არაარსებითს, როგორიცაა მაგალითად, წმ. წერილის საკითხავთა რაოდენობა და თანმიმდევრობა, ან საგალობელთა და ლოცვათა რაოდენობა და ტექსტი; ასევე სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებანი და სხვა თავიანთი მოწაფეების შეხედულებაზე დატოვეს...
ის რომ ლიტურგია მოციქულთაგან მიგვიღია არა წერილობით, არამედ ზეპირი გადმოცემით, პირდაპირ და სრულიად ცხადად არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის წიგნში "სულიწმიდის შესახებ" (О Святом Духе, гл. 27). თუ ჩვენამდე მოაღწიეს ლიტურგიებმა, რომლებიც ატარებენ იაკობ და მარკოზ მოციქულთა სახელებს, და თუ არსებობს ძველი მოწმობები ამ მოციქულთა, როგორც ლიტურგიის დამწერთა შესახებ, ეს რაიმე წერილობით ლიტურგიკულ წყაროზე კი არ მიუთითბს, რომლებიც მათ ეკლესიას დაუტოვეს, არამედ იმაზედ, რომ სწორედ ამ მოციქულთაგან გადმოეცა ლიტურგია იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებს, რომლებიც ამ ეკლესიათა დამაარსებლები და ეპისკოპოსები იყვნენ.
უეჭველია იაკობისა და მარკოზის მონაწილეობა უძველესი ლიტურგიის მოწესრიგების საქმეში და მათი ლიტურგიების ზეგავლენა სხვა ქრისტეანულ ეკლესიათა ლიტურგიებზე. ამის დასტურად გამოდგება ყველა ძველი ლიტურგიის მსგავსება და თანხმობა უმთავრესსა და არსებითში. ხოლო მსგავსება და თანხმობა, შეუძლებელია ავხსნათ სხვა რომელიმე მიზეზით, რადგან შემთხვევითობის დაშვება მოცემული მოვლენის ასახსნელად, გონივრული პასუხის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.
ამგვარად, გადმოცემა იაკობისა და მარკოზის ლიტურგიების შესახებ, მის ერთადერთ და სწორ გააზრებაში, სულაც არ იმყოფება წინააღმდეგობაში ბასილი დიდის სიტყვებთან, რომ ადრე არავის გადმოუცია ლიტურგია წერილობითი სახით, ასევე სხვა ისტორიულ ფაქტებთან, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი" (გვ. 4 და 5).
იგივეს ამტკიცებენ სხვა თანამედროვე მკვლევარები და ლიტურგისტები; მაგალითად, პროფ. პოკროვსკი წერს: "მოციქულთათვის ქრისტე მაცხოვრის მიერ ბოძებული მცნება: "ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა" მოციქულთა ლიტურგიის ამოსავალი წერტილი გახდა. მოციქულთა დროინდელ ლიტურგიაზე მინიშნებებს ჩვენ ვხვდებით მოციქულთა საქმეებსა და ეპისტოლეებში; მოციქულებრვი კაცთა დროინდელ ლიტურგიებზე -
შესაძლოა ეს ცნობები მეტად მოკლეა და არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ უკვე პირველდაწყებით ქრისტეანობაში არსებობდა გარკვეული წყობა ლიტურგიისა, რომელიც თავიდან საიდუმლო სერობის "თვითმხილველ" მოციქულთაგან ამავე სერობის სახით ჩამოყალიბდა. იუსტინე მოწამე მოკლე ცნობებს გვაწვდის ჩვენთვის უკვე ძვირფას ცნობებს თვით ლიტურგიის წყობის შესახებ: პურსა და თასზე ღვინითა და წყლით, სულიწმიდის ქებაზე ძის სახელით და მამის დიდებაზე, მადლობაზე, მორწმუნეთა ქრისტეს უპატიოსნესი ხორცითა და სისხლით ზიარებაზე. ცხადია, რომ მოციქულთა მარცვალი ლიტურგიისა II საუკუნეში იზარდა და გარკვეული ნაყოფიც გამოიღო. ამას ირიბად ადასტურებს ჩვენამდე მოსული გადმოცემა მოციქულთა: იაკობის, ასევე მარკოზის, პეტრეს და თადეოსის მიერ ლიტურგიის შედგენის თაობაზე. ამ მოციქულთა ლიტურგიებმა ჩვენამდე წერილობითადაც მოაღწიეს (ცხადია, იგულისხმება გვიანდელი ჩაწერა მოციქულთა ზეპირი გადმოცემებისა -
მოციქულთა ეპოქაში, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირი გააჩნდათ ერთმანეთთან, მსხვილი ლიტურგიკული განსხვავებები არ შეიძლებოდა ყოფილიყო; ისინი ეხებოდნენ მხოლოდ ევქარისტული ლოცვების ფორმულირებას, რომელშიც თავისუფალი იმპროვიზაცია დაშვებული იყო. მაგრამ ქრისტეანობის გავრცელებასთან და აქ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გამრავლებასთან ერთად, მწვალებლობათა და განხეთქილებათა აღმოცენებასთან ერთად, რომლებიც ლიტურგიკული საშუალებებითაც კი სარგებლობდნენ თავიანთი ცრუსწავლების პროპაგანდის მისაღწევად, ნელ-
დადგა IV საუკუნე, ქრისტეანული ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: დევნილი ეკლესიიდან ის მფარველობაში მყოფი აღმოჩნდა, შემდეგ კი გაბატონებული მდგომარეობაც დაიკავა; დადგა საეკლესიო ყოფიერების ფართო, ორგანიზებული მოწყობის აუცილებლობა; მომწიფდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, რომელიც ერთ ერთი უძლიერესი საშუალება იყოს ორთოდოქსიისა და საეკლესიო ერთობის გასამყარებლად.
კონსტანტინოპოლი გახდა იმპერიის დედაქალაქი; პატარა ბიზანტიამ მალე იცვალა თავისი იერსახე: მასში გაჩნდნე ვილები, სასახლეები, ბრწყინვალე ქრისტეანული ტაძრები; კონსტანტინოპოლის ქრისტეანული მოსახლეობა ძლიერ გაიზარდა; ლიტურგიის მოწყობის და მოწესრიგების დროც დადგა. ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი სწორედ ბასილი დიდმა გადადგა, რომელსაც თავისი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: მან პირველმა მოგვცა ვრცელი ლიტურგიული მასალის სისტემატიზაციისა და ერთ, მწყობრ სისტემად ჩამოყალიბების ბრწყინვალედ შესრულებული მცდელობა. ისეთი მცდელობა, რომელმაც გააერთიანა ადგილობრივი მოთხოვნილებები, შეავსო ყოველგვარი გაუთვალისწინებლობა..." (журнал «Отдых христианина», февраль 1908 г., стр. 6-
აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთი სწორი დასკვნა, რომ ბასილი დიდმა მოციქულთა ლიტურგია კი არ შეცვალა, არამედ მას, ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო ერთი, გარკვეული სახე მიანიჭა. ასე მოიქცა წმ. იოანე ოქროპირიც, რომელმაც, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, კი არ შეცვალა წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ლოცვა გადმოსცა შემოკლებით.
ახალმოწესე: ასეთი მოწმობების შემდეგ, რომლებშიც ნამდვილად მოცემული სრული საფუძველი თქვენს მიერ გაკეთებული დასკვნისთვის, მეც სავსებით ვეთანხმები მას. მაგრამ, მეჩვენება, რომ მაინც არის შესაძლებელი აქ პატრიარქ ნიკონის გამართლება, რადგან მასაც იმაზე მეტი არ უქნია, რაც წმიდა ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა გააკეთეს. ანუ მანაც ეკლესიის ყველა გადმოცემა როდი უარყო, არამედ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი გარკვეულ ერთსახოვნებაში მოიყვანა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენც დაეთანხმებით ამას.
ძველმოწესე: თქვენ ეს სიტყვები მე უკვე პირველად როდი მესმის და რამდენჯერაც მოვინდომე ხმის ამოღება, გამაწყვეტინეთ. თქმა იმისა, რომ ნიკონმა იმაზე მეტი როდი ქნა, რაც ლიტურგიასთან მიმართებაში გააკეთეს ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა, ნიშნავს ჩაიდინო უდიდესი ცოდვა. ამ ორმა ბუმბერაზმა მსოფლიო მოძღვარმა მთელი ძალი და ღონე გამოიყენეს იმისთვის, რათა შეურყვნელად შეენარჩუნებინათ მოციქულთა ლიტურგია და გაეწმინდათ იგი დანაშრევებისა და დანამატებისგან, რომელიც მასში ძველი ეკლესიის ეპისკოპოსებს შემოჰქონდათ; ლიტურგიასთან მიმართებაში მათ გააკეთეს მხოლოდ ის, რასაც თვით მოციქულები არ უკრძალავდნენ არავის თავიანთი დადგენილებებითა და კანონებით.
ერთის სიტყვით, მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მაშინ როდესაც, ნიკონი, თავის თანამოაზრეებთან ერთად პირიქით მოიქცა. მან ჯერ უბილწესი სიცრუე გადმოანთხია ეპისკოპოს პავლე კოლომნელისა და დეკანოზ ამბაკუმის მიმართ, რომ მათ თითქოსდა განსაკუთრებული ლიტურგია ჰქონოდათ (იხ.грам. Паисия "Скрижаль"); და ეს მაშინ, როდესაც ისინი იმავე ლიტურგიას ასრულებდნენ, რასაც თვით ნიკონი; ასე მიაყენა ნიკონმა შეურაცხყოფა ლიტურგიას, რომელიც მთელი სიწმიდით და სისავსით დაიცვეს ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა.
უკეთებია კი ოდესმე ამ ორ უდიდეს წმინდანს იმგვარი რამ, თუნდაც სამოციქულო ლიტურგიასთან მიმართებაში, რაც ნიკონმა გაუკეთა ეკლესიას? ეს უპირველეს ყოფლისა. შემდეგ, ნიკონმა, თავის თანამოძმეებთან ერთად, დააღრვია და უკეთურებად გამოაცხადა მოციქულთა გადმოცემა -
მე გულის ფანცქალით ვაყენებ ამ საკითხს, იმდენად მაძრწუნებს მისი განცხადებაც კი. ერთს კი ვიტყვი, ისეთი უსჯულოება, ნიკონმა რომ მოაწყო თავის თანამოაზრეებთან ერთად ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ, უსჯულოებითაც კი შეუძლებელია გაამართლო, არა თუ ისეთი მაგალითითი, როგორიც თქვენ მოგყავთ ლიტურგიის შესახებ. გადაამოწმეთ მთელი ჩვენი გასაუბრება და თქვენთვის კიდევ უფრო ცხადი გახდება, როგორ ცოდვას იკიდებთ ზურგზე, როდესაც ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ღვაწლს ლიტურგიკის საქმეში უდარებთ პატრიარქ ნიკონის უსჯულო რეფორმას. სულით და გულით გისურვებთ მეტ სიფრთხილეს ამ საკითხში და ძველი, წმ. ეკლესიის მაგალითების დამოწმებისას, რათა არ შეადაროთ ძველი ეკლესიის წმიდა ცხოვრება ნიკონ პატრიარქის უგუნურ რეფორმასთან. ახლა კი გელოდებით, კიდევ რა გაქვთ სათქმელი თქვენი ეკლესიის რეფორმების დასაცავად.