ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალურია
პასუხი "თეოლოგ" ბასილ კობახიძეს

გაზეთ "კვირის რეზონანსის" 2009 წლის 31 მაისის ნომერში სათაურით: "ქართველი ძველმართლმადიდებლები რუსეთის ეკლესიას დაექვემდებარნენ" გამოქვეყნდა ინტერვიუ "თეოლოგ" ბასილ კობახიძესთან ... აქტიური ეკუმენისტი და საპატრიარქოს ყოფილი "მღვდელი", გაურკვეველი რელიგიური აღმსარებლობის მქონე ბასილ კობახიძე, ძველმართლმადიდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად და მიზანმიმართულად აყალბებს ქართველ და რუს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შეერთების არსს და ცდილობს, ამ მოვლენას პოლიტიკური ელფერი მისცეს... 
2009 წლის 17 მაისს 30 წლიანი განხეთქილების შემდეგ აღსდგა ევქარისტული ერთობა საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ და პატრიარქმა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიარეს, რაც აისახა შვიდპუნქტიან დოკუმენტში (რუსულ ენაზე დოკუმენტი იხილეთ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე: http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm). ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა ის საეკლესიო მსახურება და საიდუმლო, რომლებიც აღსრულებულია საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიების წიაღში მთელი ამ 30 წლიანი განხეთქილების პერიოდში, აღიარებულ იქნა ქმედითად (§ 2). რუსეთის ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობასთან ერთად ცნო მისი კანონიკური ტერიტორია (საქართველო).  
საქართველოს კანონიკურ ტერიტორიაზე (გრიგოლეთის სამრევლოს გამოკლებით), რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს და ეპისკოპოსებს უფლება არა აქვთ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრის შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაატარონ რაიმე ღვთისმსახურება.
წმიდა მამათა განწესებანი:
 
ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ
"ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი…" (წმ. კირილე იერუსალიმელი).

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!" (ძველბერძნ. "კურთხევანი". არს. იყალთოელი. "დოგმატიკონი").

ნათლისღების შესახებ
"ვინცა ვინ არა ნათელს-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ!" (არს. იყალთ. "დოგმატიკონი").

არ გინდა თაყვანი სცე შენთვის ჯვარცმულს? მაშ, იჩქარე თანადაეფლა მას ნათლისღბით (რომ. 6:4) და თუ არ მოინათლები მისი სიკვდილის მსგავსებით, მისი აღდგომის თანამოზიარე როგორღა შეიქნები?! (წმ. ბასილი დიდი).






25. 08. 11.
25. 08. 11.
სულთმოფენობიდან 33-ე კვირა (16 / 29 იანვარი)
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი (161-180); მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).
25. 08. 11.
04. 09. 11.
04. 09. 11.
04. 09. 11.
კონსტანტინოპოლში შეკრებილ პატრიარქთა ერთობლივი განცხადება 

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევითა და თავმჯდომარეობით ფანარაში შედგა უძველესი საპატრიარქოების წინამძღვართა შეხვედრა, რომელიც ა/წ-ის 1-3 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. შეკრებაზე პერსონალურად მონაწილეობდა ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქი თეოდორ II და იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე II, ასევე კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქროზოსტომოსი... როგორც საიტი "მართლმადიდებელი აპოლოგეტი" იტყობინება, კრების უმთავრესი მიზანს შეადგენდა მზადება სრულიად საყოველთაო და მართლმადიდებლური დიდი კრების მოსაწვევად.
07. 09. 11.
ტოლერანტობის ცენტრის არატოლერანტული გამოცემა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, განყოფილებაში "ლექსიკონები" მოცემულია ძველმართლმადიდებლობის, როგორც რელიგიური მიმდინარეობის განმარტება (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15719). ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-საიტის მესვეურებს უსარგებლიათ საქ. სახალხო დამცველთა არსებული ტოლერანტობის ცენტრის გამოცემით (გამომც. ბექა მინდიაშვილი; რედ. ზურაბ კიკნაძე, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008), სადაც ძველმართლმადიდებლობის შესახებ ვკითხულობთ, რომ თურმე, ძველმართლმადიდებლობის "დამაარსებლები" ყოფილან: სპირიდონ პოტიომკინი, პროტოპოპი ამბაკუმი, ეპ. პავლე კოლომნელი და სხვანი"...
16. 10. 11.
03. 11. 11.
23. 01. 12.